http://geo.proz.com/about/overview

ProZ.com საიტის მოკლე მიმოხილვა


მთარგმნელთა უდიდესი საზოგადოება ProZ.com ქმნის მრავალფეროვან ქსელს ძირითადი მომსახურებების, რესურსებისა და გამოცდილებების უზრუნველსაყოფად, რის გამოც მისი წევრები დიდი ხნით სარგებლობენ საიტით. აქ ჩამოთვლილია და მოლკედაა აღწერილი უმთავრესი ფუნქციები.


რთული ტერმინის თარგმნისას დახმარების მიღება და გაწევა

KudoZ ქსელი მთარგმნელებსა და სხვებს საშუალებას აძლევს დაეხმარონ ერთმანეთს ტერმინებისა და მოკლე ფრაზების თარგმანსა თუ განმარტებაში. დღესდღეობით, 3,542,014 კითხვაა დასმული თარგმანთან დაკავშირებით. ყველა ეს შეკითხვა და შეთავაზებული პასუხები ქმნის ძალიან სასარგებლო ძებნად არქივს.


შეუკვეთეთ სამუშაო ლინგვისტებს და შეხვდით ახალ კლიენტებს

ProZ.com საიტი მთარგმნელებისთვის არის ნომერ პირველი წყარო ახალ კლიენტებთან შესახვედრად. მთარგმნელებისა და თარჯიმნების ვაკანსიები ქვეყნდება ვაკანსიების სისტემაში და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გაგზავნონ შეთავაზება. გარდა ვაკანსიის განთავსების სისტემისა, საიტს ასევე აქვს თავისუფალი მთარგმნელებისა და თარჯიმნების დირექტორია ძებნის ფუნქციით, რომლის გამოყენება შეიძლება ლინგვისტთა მოსაძებნად.


დაესწარით ProZ.com საიტის ღონისძიებებს - კონფერენციებს, ტრენინგებსა და powwow-შეხვედრებს

ProZ.com ატარებს კონფერენციებს, ტრენინგებს (ონლაინ და ოფლაინ) და powwows (ერთმანეთთან ახლოს მცხოვრები ProZ.com მომხმარებლების არაფორმალური შეხვედრა) მთელს მსოფლიოში. ეს ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა თქვენი პროფესიონალური განვითარებისთვის, ახალი სპეციალისტების გაცნობის და უბრალოდ გართობისთვის!


დაწერეთ შთაბეჭდილება დამკვეთის შესახებ, გაეცანით სხვების აზრს მათზე

Blue Board არის მთარგმნელობით სამუშაოს დამკვეთთა მონაცემთა ბაზა ძიების ფუნქციით, სადაც მოცემულია სამუშაოს შემსრულებელთა გამოხმაურება. ProZ.com საიტის მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება კონკრეტულ დამკვეთთან, შეუძლიათ 1-დან 5-მდე ქულით შეაფასონ ამ „დამკვეთთან მუშაობის გაგრძელების სურვილი“ (LWA) და დაამატონ მოკლე კომენტარი. Blue Board ბაზაში 15000-ზე მეტი დამკვეთია გაფორმებული და იგი ინფორმაციის მიღების კარგი საშუალებაა, სანამ გადაწყვეტთ მიიღოთ თუ არა შეკვეთა ახალი კლიენტისგან.


მთარგმნელობითი საკითხების შესახებ სხვა პროფესიონალებთან მსჯელობა

მთარგმნელებსა და თარჯიმნებს შეუძლიათ განიხილონ მათ პროფესიასთან დაკავშირებული საკითხები ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა ლოკალიზაცია, ტექნიკური დახმარება CAT პროგრამების შესახებ, ბიზნესში დამკვიდრება, სუბტიტრები და ა.შ.



გაინტერესებთ რით დაიწყოთ?

დაიწყეთ უფასო ანგარიშის შექმნით ».
უკვე აქვთ ProZ.com საიტის ანგარიში? შედით სისტემაში »