მთარგმნელობითი მომსახურების ProZ.com გლობალური დირექტორია
 The translation workplace
Ideas
ხდკ
 
 

ProZ.com-ის კონფერენციები<

ProZ.com-ის კონფერენციები პირადი კავშირების დამყარების, ტრენინგების, დისკუსიების, პრეზენტაციების, პროფესიული ზრდისა და სოციალიზების საშუალებას იძლევა, რაც ჩადებულია კონფერენციის დევიზში: ProZ.com-ის კონფერენციები – სწავლა, ქსელური კავშირები და მხიარულება!
ასევე იხილეთ: ვირტუალური კონფერენციები




ასევე იხილეთ:
გაეცანით უახლეს ინსტრუმენტებს თქვენს მხარეში მიმდინარე ტრენინგების საშუალებით.

ერთმანეთთან ახლოს მცხოვრები ProZ.com-ის მომხმარებლების ჯგუფების არაოფიციალური თავშეყრა.

Frequently asked questions


  • 1 - რა არის ProZ.com-ის კონფერენცია?

    ProZ.com-ის კონფერენცია წარმოადგენს ProZ.com-ში დარეგისტრირებულ თარჯიმანთათვის განკუთვნილ რეგიონალურ ან საერთაშორისო ღონისძიებას, რომლის მასშტაბი Powwow-ზე დიდია და უფრო მეტად დაზუსტებული სტრუქტურა აქვს. მისი ორგანიზატორია ProZ.com-ის კონფერენციის კოორდინატორი, რომელსაც ეხმარება ერთი ან მეტი ადგილობრივი ორგანიზატორი.

    ProZ.com-ის კონფერენციები საშუალებებს იძლევა პირადი კავშირების დასამყარებლად, ტრენინგების ჩასატარებლად, დისკუსიებისა და პრეზენტაციების მოსაწყობად, პროფესიული განვითარებისა და სოციალიზაციისთვის, რაც კონფერენციის ლოზუნგშია ჩადებული ProZ.com-ის კონფერენციები - ინფორმაციის მიღება, კავშირების დამყარება და გართობა!

    იხილეთ ProZ.com–ის კონფერენციების ვიდეოჩანაწერი!


  • 2 - რა განსხვავებაა რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებს შორის?

    საერთაშორისო კონფერენციები ტარდება წელიწადში ერთხელ და რეგიონალურ კონფერენციებზე უფრო დიდი მასშტაბისაა. მათზე დასწრება შეუძლიათ ProZ.com-ის მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო კონფერენციები ტარდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

    რეგიონალური კონფერენციები ძირითადად გამიზნულია იმ თარჯიმნებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ კონკრეტულ რეგიონში და მუშაობენ კონკრეტულ ენაზე. რეგიონალური სესიები ტარდება ინგლისურ ან ადგილობრივ ენაზე და ზოგიერთ მათგანზე შეიძლება განხილული იქნას თემები, რომლებიც უმთავრესად ადგილობრივ რეგიონსა და არჩეულ ენას ეხება. მათ, ვინც არ არის შესაბამისი ენის სპეციალისტი და არც შესაბამის რეგიონში ცხოვრობს, შეუძლიათ მაინც დაესწრონ რეგიონალურ კონფერენციას, თუმც მნიშვნელოვანია, რომ დამსწრე საზოგადოებას კარგად ესმოდეთ ერთმანეთის ისე, რომ მონაწილეების მოლოდინი გამართლდეს.


  • 3 - Are all ProZ.com conferences conducted in person?

    No, there are also virtual conferences. Virtual conferences are held online and attended by participants all over the world. For more information about ProZ.com virtual conferences please see the related FAQs.


  • 4 - What is a ProZ.com Seminar?


    ProZ.com Seminars are 'mini conferences'. They are typically one day events, smaller, more local than conferences and usually cheaper. They enable participants to go deeper in a given theme/specialization area. They feature 2 to 5 speakers/trainers maxmimum during the day, allowing more in-depth discussions and presentations. The networking and fun aspect of ProZ.com conferences is still present - Seminars end with a powwow.

    Concretely, on the ProZ.com website, there is no difference between Seminars and Conferences. Seminars work exactly like Conferences do - they are listed on the conferences page http://www.proz.com/conference, registration happens the same way, they still have a dedicated page each (with a http://www.proz.com/conference/#event number URL).


  • 5 - ვინ არის ProZ.com-ის კონფერენციების ორგანიზატორი?

    ProZ.com-ის კონფერენციას ორგანიზებას უკეთებს ProZ.com-ის კონფერენციის კოორდინატორი, ადგილობრივ ორგანიზატორთან ან ადგილობრივ საკონტაქტო პირთან ერთად.


  • 6 - როგორ ხდება კონფერენციის მდებარეობის შერჩევა?

    კონფერენციის მდებარეობის შესარჩევი ძირითადი ფაქტორებია საიტის წევრების კონცენტრირების ადგილი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და განთავსების ფასები. ამრიგად, ცდილობენ კონფერენციები მოაწყონ იქ, სადაც ProZ.com-ის შედარებით ბევრი წევრი ცხოვრობს.

    კონფერენციის მდებარეობის შერჩევის დროს ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტულ და კულტურულ საკითხებს.


  • 7 - რა ხდება კონფერენციებზე?

    ჩვეულებრივ, კონფერენცია 2 დღეს გრძელდება და შაბათ-კვირას ტარდება.

    შესაძლოა, სხვა მოვლენა დაემთხვეს კონფერენციის თარიღს, მაგალითად, ტრენინგი. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე და დაწესდება ცალკე გადასახადი.


  • 8 - ვის შეუძლია კონფერენციებზე დასწრება?

    ProZ.com-ში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დასწრება, მიუხედავად გაწევრიანების სტატუსისა. ვიწვევთ თავისუფალ თარჯიმნებსა და კომპანიებს. ყველა დამსწრე ვალდებულია დარეგისტრირდეს კონფერენციის გვერდზე. თუ გსურთ მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთან დაესწროთ კონფერენციას (სესიებს, სემინარებსა და ა.შ.) უნდა შექმნათ ამ ადამიანის პროფილი ProZ.com საიტზე. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია სწრაფად ხდება, იგი უფასო და მარტივია! ამასთან, პროფილის შექმნა არ არის საჭირო, თუ თქვენი თანმხლები პირი არ დაესწრება სოციალურ ღონისძიებებს და არ მიიღებს მონაწილეობას სხვა აქტივობებში.


  • 9 - შემიძლია თან წავიყვანო ჩემი ოჯახი, მეუღლე, ან პარტნიორი?

    დიახ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება კონფერენციის ტერიტორიაზე არ იყოს ბავშვის მოვლისთვის გათვალისწინებული პუნქტები. გთხოვთ, დამატებითი ცნობებისთვის იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია.

    მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ სტუმრების წაყვანა კონფერენციის სადილზე, შეუძლიათ შეიძინონ შესაბამისი ბილეთი კონფერენციის ვებგვერდზე. სტუმრების ორი ფორმა გვაქვს: კონფერენციის დამსწრეები და მათი თანმხლები პირები. გთხოვთ, იხილოთ პუბქტი 3,6 „ვის შეუძლია კონფერენციაზე წასვლა?“.


  • 10 - შევძლებ მუშაობას კონფერენციაზე დასწრების პერიოდში?

    ზოგ მომხმარებელს აწუხებს ის, რომ ოფისიდან შორს ყოფნის დროს შეიძლება დაკარგოს შეკვეთები. უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის, კონფერენციის პაკეტში შედის უსადენო ინტერნეტზე წვდომა, უფასოდ ან მცირე საფასურის გადახდით. შესაბამისი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის გვერდზე.


  • 11 - მივიღებ BrowniZ ქულებს, კონფერენციაზე დასწრების შედეგად?

    არა, BrowniZ ქულები არ იწერება კონფერენციაზე დასწრებისთვის, მაგრამ თუ თქვენს კომენტარს გააკეთებთ იმ სესიის შესახებ, რომელსაც დაესწარით, თითოეული კომენტარისთვის 20 BrowniZ-ს მიიღებთ.


  • 12 - დაესწრებიან ProZ.com-ის წარმომადგენლები?

    ProZ.com ცდილობს გაგზავნოს თავისი წარმომადგენელი კონფერენციაზე. ეს შეიძლება იყოს საიტის ჯგუფის წევრი ან მოდერატორი. ამ შემთხვევში, მოდერატორს ოფიციალურად ნიშნავს საიტის ჯგუფი ProZ.com საიტის მოვლენაზე დასასწრებად.


  • 13 - როგორია დაბინავების პირობები?

    უმეტესად, კონფერენცია ეწყობა სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც დამსწრეთა ძირითადი ნაწილის დაბინავება ხდება და ეს არ შედის კონფერენციის გადასახადში. თუ ეს შეუძლებელია, ოთახები შეიძლება დაიჯავშნოს ახლომდებარე სასტუმროებში.

    აგრეთვე ცდილობენ, რომ შეადგინონ ბიუჯეტი კონფერენციის ჩატარების ადგილის მახლობლად დაბინავებისთვის.

    შესაძლოა, კონფერენციის მონაწილეებს გაუჩნდეთ სურვილი, თვითონ აირჩიონ სასტუმრო, გადაიხადონ და დაჯავშნონ ნომერი.


  • 14 - როგორ უნდა დავრეგისტრირდე კონფერენციაზე დასასწრებად?

    კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად, გახსენით კონფერენციის გვერდი და მარცხენა მხარეს, კონფერენციის მენიუს ქვემოთ, აირჩიეთ პაკეტი და დააწკაპუნეთ ბმულზე „შეიძინეთ ახლა“. გადახვალთ გადახდის პლატფორმაზე, რომელიც დაგეხმარებათ გადახდის პროცესის შესრულებაში და შემოგთავაზებთ გადახდის სხვადასხვა მეთოდებს (საკრედიტო ბარათით გადარიცხვა ინტერნეტით Paypal-ის გამოყენებით, საბანკო გადარიცხვა, ProZ.com საიტის საფულის გამოყენება, Moneybookers, Paypal...).

    კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად შესული უნდა იყოთ ProZ.com ვებსაიტის სიტემაში.

    გთხოვთ, შენიშნოთ, რომ თუ დააჭერთ ბმულზე „დარეგისტრირდით ახლა“ და არ გადაიხდით, თქვენ გაივლით მხოლოდ წინასწარ რეგისტრაციას და ამით აჩვენებთ, რომ გაინტერესებთ კონფერენციაზე დასწრება. თქვენი ადგილი კონფერენციაზე არ იქნება შეკვეთილი, სანამ არ გადაიხდით.


  • 15 - მსურს მეტი შევიტყო კონფერენციის პროგრამის შესახებ. რა თემები იქნება განხილული?

    კონფერენციების უმეტესობა გთავაზობთ სხვადასხვა თემებისადმი მიძღვნილი სესიების ფართო სპექტრს, რაც საინტერესოა დამსწრე საზოგადოების ძირითადი ნაწილისთვის, ესენია ტექნიკური თემები, ბიზნესის საკითხები, დისკუსიები სპეციალობების მიხედვით (მაგ. ფინანსური თემების თარგმანი) და სხვა მრავალი. ზოგიერთი კონფერენცია შეიძლება მიძღვნილი იყოს კონკრეტული საკითხისადმი, რაზეც უმთავრესად იქნება გამახვილებული ყურადღება სესიებზე.

    გთხოვთ, გახსნათ კონფერენციის პროგრამის შესაბამისი ჩანართი (გახსენით კონფერენციის მთავარი გვერდი და მარცხენა მენიუში აირჩიეთ „პროგრამა“)


  • 16 - რა სახის სესიებს უნდა მოველოდე?

    სამი ტიპის სესია არსებობს: პრეზენტაციები, სადისკუსიო ჯგუფები, მრგვალი მაგიდები და სემინარები.

    პრეზენტაციები წარმოადგენს ლექციის მაგვარ საუბრებს, რომელსაც ხშირად მოსდევს კითხვა-პასუხის მცირე სესია.
    სადისკუსიო ჯგუფები იქმნება დინამიკური სადისკუსიო სესიების მოსაწყობად და მათი საშუალებით თარჯიმნებს აზრთა გაზიარების შესაძლებლობა ეძლევათ.
    მრგვალი მაგიდების ირგვლივ იმართება ჯგუფური მსჯელობები.
    სემინარები წარმოადგენს ტექნიკური ტრენინგების პრაქტიკულ სესიებს. როგორც წესი, ამ სესიებზე მონაწილეებს სჭირდებათ ლეპტოპების გამოყენება.


  • 17 - ვინ გამოდის მოხსენებით კონფერენციებზე?

    სესიების უმეტესობაზე მოხსენებას აკეთებს ProZ.com-ის წევრი, თუმც შესაძლებელია გარეშე პირიც იყოს მომხსენებელი.


  • 18 - უნდა გავაკეთო ხელმოწერა სესიებზე?

    გირჩევთ გააკეთოთ ხელმოწერა სესიებზე, რათა ორგანიზატორს წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რამდენი ადამიანია დაინტერესებული და შესაბამისად იზრუნოს სესიების ჩასატარებელ ადგილებზე.


  • 19 - როგორ გავაკეთო ხელმოწერა სესიებზე?

    კონფერენციის საიტიდან გახსენით პროგრამის გვერდი და დააჭირეთ ხელმოწერის ბმულს იმ სესიისთვის, რომელსაც გსურთ დაესწროთ.


  • 20 - მე ხელმოწერა გავაკეთე კონფერენციისთვის. აუცილებლად უნდა დავესწრო მას?

    არა, მაგრამ თუ აზრს შეიცვლით, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი დასწრება კონკრეტულ სეანსზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.


  • 21 - სესიის გვერდზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა აღემარება კურსის მსმენელთათვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას. მაინც შემიძლია დავრეგისტრირდე? მექნება ადგილი სესიაზე დასაწრებად?

    შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მანამ, სანამ არ გამოჩნდება, რომ "ადგილები შეივსო". კურსისთვის დარეგისტრირებულთა რაოდენობაზე ლიმიტი არ არის დაწესებული, მაგრამ შეზღუდულია მათი რაოდენობა, ვინც "დარეგისტრირდა და გადაიხადა". როდესაც იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც "დარეგისტრირდა და გადაიხადა", მიაღწევს დაგეგმილ რიცხვს, რეგისტრაცია შეწყდება.


  • 22 - რა ღირს კონფერენციაზე წასვლა?

    კონფერენციის გადასახადი დამოკიდებულია კონფერენციის მოწყობის ადგილზე და მის ბიუჯეტზე. ხარჯებში აგრეთვე უნდა გაითვალისწინოთ მგზავრობისა და დაბინავების, ასევე კონფერენციის გარეთ კვების საფასური.

    საიტის წევრები შეღავათით სარგებლობენ რეგისტრაციის გადასახადის მხრივ.


  • 23 - რას მოიცავს კონფერენციის გადასახადი?

    კონფერენციის გადასახადში გათვალისწინებულია მასზე დასწრება. ამაში შეიძლება შედიოდეს ან არ შედიოდეს კონფერენციის დღეებში ლანჩის, სადილის და ყავის საფასური, ადგილის შესაბამისად. კონფერენციის გადასახადებში არ შედის წევრობის პერიოდის გაგრძელება.


  • 24 - როგორ უნდა გადავიხადო კონფერენციაზე დასასწრებად?

    გადახდის მეთოდები განსხვავებულია და დამოკიდებულია კონკრეტულ კონფერენციაზე, ესენია:

    - ინტერნეტით გადარიცხვა, საკრედიტო ბარათის, PayPal, ან Moneybookers-ის მეშვეობით
    - მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვა

    გთხოვთ, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შესაბამისი კონფერენციის ვებგვერდს.


  • 25 - I have registered and paid for a conference. Is there anything special I should bring on the day?


    If you have registered and paid for the conference you will be attending, just be sure to bring your ID when you go. There is no need to present the payment receipt or any other proof of registration or payment.

    Check the sessions you will be attending to make sure you won't need anything in particular. It may be a good idea to bring pen and paper or other means of taking down notes or information.

    If you have business cards, be sure to bring a good number of them with you. Conferences are a great opportunity to network with other professionals and agencies, so be prepared!


  • 26 - მე გადავიხადე კონფერენციისთვის, მაგრამ ვერ დავესწრები მას. დამიბრუნებენ გადახდილ თანხას?

    რეგისტრაციის გაუქმების წესები ძალაშია თითოეული კონფერენციისთვის. გთხოვთ, წაიკითხოთ ქვემოთ.


  • 27 - რა წესები არსებობს კონფერენციაში მონაწილეობის გასაუქმებლად?

    გაუქმების წესები: მათ, ვინც მონაწილეობას გააუქმებს არაუგვიანეს 30 დღისა კონფერენციის დაწყების დაგეგმილ თარიღამდე, დაუბრუნდებათ რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა, რომელსაც ჩამოჭრილი ექნება 20%-იანი ადმინისტრაციული საფასური. ამ ვადის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში არ მოხდება თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნება დამუშავდება გაუქმების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ. გაუქმების მოთხოვნა ელ.ფოსტით უნდა გაუგზავნოთ ProZ.com-ის კონფერენციების კოორდინატორსა და ადგილობრივ ორგანიზატორს. წევრებს აგრეთვე შეუძლიათ გადაიტანონ თავიანთი გადასახადი სხვა დაგეგმილი კონფერენციის საფასურში და გადაიხადონ მხოლოდ ღირებულების სხვაობა.”


  • 28 - ჩვენ მთარგმნელობით კომპანიას წარმოვადგენთ. რა სარგებლობა ექნება კომპანიისთვის ProZ.com-ის კონფერენციაზე დასწრებას?

    ProZ.com-ის კონფერენციაზე დასწრება ზრდის შემკვეთთა გაცნობისა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობებს. ამგვარ მოვლენებზე თავისუფალ თარჯიმნებთან უშუალოდ დაკავშირება ხელს უწყობს შემკვეთებისა და თავისუფალი თარჯიმნების ურთიერთობების გაღრმავებას, ისევე როგორც კომპანიებისა და მათი თანამშრომლების პროფესიონალურ განვითარებას.

    კომპანიებს ასევე ეძლევა სპონსორობის ფართო არჩევანი, რაც მათ საშუალებას აძლევს დააფინანსონ კონფერენცია და ამით გააძლიერონ საკუთარი იმიჯი და ბრენდი.

    დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით, თუ რა აზრის არიან სამუშაოს შემკვეთები ProZ.com-ის კონფერენციების შესახებ.


  • 29 - მჭირდება მოწვევის მიღება, რომ შევძლო ვიზის აღება კონფერენციაზე დასასწრებად. რა უნდა გავაკეთო?

    ProZ.com-ის ჯგუფის წევრი დაგეხმარებათ, რომ მიიღოთ მოწვევის წერილი, თქვენს ქვეყანაში შესაბამის საელჩოში ან საკონსულოში წარსადგენად. გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და დაურთოთ შემდეგი ინფორმაცია:
    – სახელი და გვარი (პასპორტის მიხედვით)
    – დაბადების თარიღი
    – დაბადების ადგილი
    – მოქალაქეობა
    – მისამართი
    – ტელეფონის ნომერი
    – ზუსტი პროფესია (და დიპლომები ან სერთიფიკატები, თუ გაქვთ)
    – პასპორტის ნომერი
    – პასპორტის გაცემის ადგილი
    – პასპორტის გაცემის თარიღი
    – პასპორტის ვადა


  • 30 - სარგებლობენ სტუდენტები კონფერენციის შეღავათიანი გადასახადით?

    შესაძლოა იყოს სტუდენტებისთვის განკუთვნილი ბილეთების შეზღუდული რაოდენობა. გთხოვთ, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შესაბამისი კონფერენციის ვებგვერდს.


  • 31 - ვერცერთ კონფერენციას ვერ ვესწრები. სესიები კიდევ გაგრძელდება ამ ღონისძიების შემდეგ?

    იგეგმება ზოგიერთი სესიის ჩაწერა და მათი გაყიდვა DVD ჩანაწერით, ან მულტიმედიური ნაკადის სახით.


  • 32 - როგორ დავტოვო კომენტარი სესიების შესახებ?

    მხოლოდ იმ სესიების შესახებ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი, რომელზეც წინასწარ გააკეთეთ ხელმოწერა.

    კომენტარის დასატოვებლად, კონფერენციის ვებგვერდიდან გადადით პროგრამის განყოფილებაზე, მოძებნეთ თქვენთვის სასურველი სესია, რომლის შესახებაც გსურთ გააკეთოთ ჩანაწერი და დააჭირეთ კომენტარის გაგზავნის შესაბამის ბმულს. გაიხსნება გვერდი მოკლე კითხვარით.


  • 33 - მსურს მოხსენებით გამოვიდე სესიაზე. როგორ შემიძლია ამის გაკეთება?

    გთხოვთ, ProZ.com-ის კონფერენციების კოორდინატორთან დასაკავშირებლად გამოიყენოთ სიტყვით გამომსვლელთა განცხადების ფორმა, ან დაუკავშირდეთ უშუალოდ კონფერენციის ორგანიზატორს


  • 34 - მე მსურს ორგანიზება გავუკეთო ზოგიერთ საზოგადოებრივ ღონისძიებას, კონფერენციის ფარგლებში. როგორ შემიძლია ამის გაკეთება?

    გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონფერენციის ორგანიზატორს მისი პროფილიდან.


  • 35 - მსურს მონაწილეობა მივიღო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებში. როგორ შემიძლია ამის გაკეთება?

    გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონფერენციის ორგანიზატორს მისი პროფილიდან.



  • Main - Top