შევეცდებით აგიხსნათ მოკლედ. უპირველეს ყოვლისა, ProZ.com-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჩაწეროს 1-დან 5-მდე მაჩვენებელი, რითაც იგი გამოხარავს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს (LWA) მოცემულ შემკვეთთან (ე.ი. კლიენტთან ან თარჯიმანთა კომპანიათან/სააგენტოსთან). განმარტების მიზნით, მომხმარებელს ასევე შეუძლია ჩაწეროს ტექსტი ამ მაჩვენებელთან ერთად. შემკვეთს ასევე შეუძლია გაგზავნოს საპასუხო ტექსტი მის მიმართ გაკეთებულ ჩანაწერზე.
Blue Board არის სრული საძიებო მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ამ ჩანაწერებისა და მათზე პასუსების ოქმებს, რასაც დართული აქვს შემკვეთის კოორდინატები.
1.2 - Blue Board-ში გამოყენებული ტერმინები...
შემკვეთი: ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს სააგენტოებს, კლიენტებს და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასა თუ პირს, რომელიც ყიდულობს მთარგმელობით მომსახურებებს. Blue Board არის სამუშაოს შემკვეთთა მონაცემთა ბაზა, სამუშაოს შემსრულებელთა მიერ დართული ჩანაწერებით.
ჩანაწერი: სამუშაოს შემსრულებელი აკეთებს "ჩანაწერს" Blue Board-ში, რითაც იგი აფიქსირებს თავის სურვილს მოცემულ შემკვეთთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. (ისეთი ტერმინები, როგორიცაა "რეიტინგი", "მიმოხილვა" და ა.შ., დამაბნეველია და არ არის სასურველი მათი გამოყენება.)
LWA: LWA არის სამუშაოს შემსრულებლის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასება, მოცემულ შემკვეთთან „მუშაობის გაგრძელების სურვილის“ შესახებ. იგი გამოისახება ქულით 1–დან (თანამშრომლობის გაგრძელების არავითარი სურვილი) 5–მდე (თანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი).
კომენტარი: ჩანაწერი შედგება (სავალდებულო) LWA-სა და (არასავალდებულო) კომენტარისაგან. კომენტარი უნდა გაკეთდეს მხოლოდ LWA-ის ასახსნელად ან დასასაბუთებლად; იგი არ უნდა შეიცავდეს ზოგად განცხადებებს შემკვეთთან დაკავშირებით.
პასუხი: ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, შესაბამის შემკვეთს საშუალება ეძლევა ”გიპასუხოთ”.
ისევე როგორც სამუშაოს შემსრულებელმა, შემკვეთმაც მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა უპასუხოს. დაუშვებელია პირადი ხასიათის შენიშვნების გაგზავნა კომენტარებსა თუ პასუხებში და საიტის ჯგუფი ასეთ ჩანაწერს მოთხოვნისთანავე წაშლის.
ავტორი: სამუშაოს შემსრულებელი ან შემკვეთი, რომელიც საიტზე ათავსებს ჩანაწერს ან პასუხობს მასზე.
ჩანაწერის საშუალო მაჩვენებელი: LWA-ის საშუალო მნიშვნელობა, რომელიც გამოთვლილია კონკრეტული შემკვეთისთვის, სამუშაოს შემსრულებელთა მიერ დამატებული ჩანაწერების გამოყენებით.
ოქმი: ერთი შემკვეთის გვერდი, სადაც მოცემულია მისი ჩანაწერები/LWA-ები. ოქმების URL-ს აქვს შემდეგი ფორმატი: http://www.proz.com/bb/#
1.3 - რა შემთხვევაში შეგიძლიათ ჩანაწერის გაკეთება შემკვეთთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილთან დაკავშირებით?
მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ შეგიძლიათ ჩანაწერის გაკეთება, რომლებსაც დროულად ჩააბარეთ შესრულებულ სამუშაო და არ მიგიღიათ საყვედური ხარისხთან დაკავშირებით. თქვენ არ შეგიძლიათ ჩანაწერის გაკეთება მოლაპარაკებით, თარგმანის ტესტზე დაყრდნობით, ან სხვა წინასწარი ურთიერთობების საფუძველზე.
თუ შემკვეთის სამუშაო შეასრულეთ, მაგრამ მისი ჩაბარება დააგვიანეთ ან რაიმე პრობლემა შექმენით, არ შეგიძლიათ ჩანაწერის დამატება ამ კლიენტის შესახებ. Blue Board-ის გამოყენება დაუშვებელია შემკვეთებისთვის დამუქრების მიზნით.
შემკვეთებს (ან შემკვეთის წარმომადგენელ მომხმარებლებს) არ შეუძლიათ ჩანაწერის შეტანა თავიანთი ორგანიზაციის შესახებ.
LWA ჩანაწერში გაკეთებული კომენტარი უნდა იფარგლებოდეს კონკრეტულ შემკვეთთან მუშაობის გაგრძელების თქვენი პირადი სურვილის გამოხატვით.
ერთი შემკვეთისთვის ჩანაწერის გაკეთება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ, იმ პირობით თუ კვლავ განაგრძეთ მუშაობა მოცემულ შემკვეთთან, წინა ჩანაწერის გაკეთების შემდეგ.
საიტის სამუშაო ჯგუფი წაშლის LWA ჩანაწერს, რომელიც არღვევს Blue Board-ის მე-2 წესს ან Blue Board-ის მე-6 წესს. ისეთი LWA ჩანაწერების შემსრულებელ მომხმარებლებს, რომლითაც ირღვევა საიტის ხსენებული წესები, საიტის სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით შეიძლება დროებით ან სამუდამოდ აეკრძალოთ LWA სისტემის გამოყენება.
1.4 - რამდენად საიმედოა Blue Board?
გარკვეულწილად, აქ განთავსებული ინფორმაცია შემოწმებულია და მხოლოდ მათ აზრს წარმოადგენს, ვინც ჩანაწერი დაამატა. ჩანაწერების შემოწმების დროს მხედველობაში მიიღება შემდეგი: საიტზე აქტიურობის დონე, პირადულობის დადასტურება, გაწევრიანების დონეები, სარეგისტრაციო ნომრები და ინფორმაციის განმთავსებლის სხვა მახასიათებლები.
ჩანაწერები არ წარმოადგენს აბსოლუტურად სარწმუნო ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი აზრი კონკრეტული შემკვეთების შესახებ, მათთან მუშაობის ან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
1.5 - Where can I manage LWA feedback?
You can see information on LWA entries received, requested and given, and request new LWA entries from service providers on the LWA Feedback management page.
You can also view LWA statistics of outsourcers ranked by average LWA and the number of entries received, compiled from information on the Blue Board considering entries over the last 12 months and from all time.
1.6 - What is the ProZ.com termination policy?
The staff of ProZ.com, the company providing the technology for this site, has established a policy for the termination of offending outsourcers to enhance the site is used as a place for language companies and language service providers to meet and engage in good-faith transactions.
1.7 - What does the message This outsourcer has been banned from posting jobs at ProZ.com mean?
As per ProZ.com termination policy, if a total of three non-payment complaints regarding a single outsourcer have been received from unrelated sources, the issue will be brought to ProZ.com staff for review. At its sole discretion, ProZ.com staff may then choose to suspend or revoke the outsourcer's right to use ProZ.com. This note refers to that suspension.
1.8 - What does the " ... " mean in the comment area for some LWA entries on the Blue Board?
A " ... " in the comment section indicates that no comment has been entered by the poster of the entry. Note that if this is the case you will only see " ... " in the comment section, as opposed to, for example, "Great terms, professional ... would work with them again", which would have been entered by the service provider.
2.1 - როგორ შემიძლია ვნახო სხვა მომხმარებლების ჩანაწერები კონკრეტულ კლიენტთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის შესახებ?
"Blue Board"-ის ოფცია მოცემულია "სამუშაოებში", მთავარ მენიუში. Blue Board-ის გვერდზე ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდგი URL-თი: http://www.proz.com/blueboard
Blue Board-ში შემკვეთთა ძიება შეგიძლიათ მათი სახელებითა და გეოგრაფიული მდებარეობით. აგრეთვე შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი საძიებო პარამეტრები და მომავალში გამოიყენოთ.
საიტის გადამხდელ წევრებს ასევე შეუძლიათ დაალაგონ ძიების შედეგები ანბანის ან LWA–ს საშუალო მნიშვნელობის მიხედვით.
2.2 - რა ღირს წვდომა Blue Board-ის ოქმებზე?
ProZ.com-ის გადამხდელ წევრებს შეუზღუდავი წვდომა აქვთ Blue Board-ის ოქმებზე. საიტის რიგით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი შემკვეთის ოქმზე მუდმივი წვდომისათვის გადაიხადონ $0.50 ან 50 Browniz ქულა.
2.3 - მე არ ვარ ProZ.com-ის (გადამხდელი) წევრი... მაინც შემიძლია ოქმების ნახვა Blue Board-ში?
დიახ, შედით სისტემაში და დააჭირეთ შემკვეთის სახელზე, რომლის Blue Board ჩანაწერის ნახვაც გსურთ. სისტემა მოგთხოვთ გადახდას Browniz ქულებით ან თანხით.
2.4 - მე არ ვარ ProZ.com-ის (გადამხდელი) წევრი... მაინც შემიძლია ჩანაწერების შეტანა Blue Board-ში?
დიახ.
2.5 - მე ვისურვებდი, რომ სხვებისთვის მეთხოვნა ჩანაწერების დამატება კონკრეტულ შემკვეთზე. როგორ მოვახერხებ ამას?
თუ შემკვეთი უკვე გაფორმებულია, დააჭირეთ ”ჩანაწერების მოთხოვნის” ღილაკს მისი ოქმის გვერდზე. ამით გაიგზავნება თხოვნა ჩანაწერების დამატების შესახებ და იგი გამოჩნდება ProZ-ის საწყის გვერდზე. გარდა ამისა, წერილი გაიგზავნება მათთან, ვისაც აქვს ხელმოწერა ამგვარ მოთხოვნებზე.
თუ თქვენთვის საინტერესო შემკვეთი ჯერ არ არის სიაში, მისი გაფორმებით შეტყობინებები ავტომატურად დაიგზავნება. შემკვეთის დამატება შეგიძლიათ იმისდა მიუხედავათ, ხართ თუ არა წევრი. გთხოვთ შენიშნოთ, რომ ერთსადაიმავე შემკვეთზე ”ჩანაწერების მოთხოვნა” მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გაგზავნოთ თვეში.
2.6 - Can I be notified of new LWA entries submitted for a particular outsourcer?
Yes. To receive notifications for new LWA entries posted in a Blue Board record of any particular outsourcer, just click on "Track outsourcer" in the box to the right of their Blue Board record.
You can turn tracking off by clicking on "Stop tracking" in the same box to the right of the Blue Board record.
2.7 - როგორ შემიძლია შევიტანო ჩანაწერი შემკვეთის შესახებ, რომელიც არ არის გაფორმებული Blue Board-ში?
თუ გსურთ ჩანაწერის შეტანა შემკვეთის შესახებ, რომელიც ჯერ არ არის Blue Board-ის სიაში, შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააფორმოთ იგი ”შემკვეთის დამატების” ფუნქციის გამოყენებით. დარწმუნდით რომ ინფორმაცია სრულად შეგყავთ და არევას არ ექნება ადგილი.
2.8 - შემიძლია შევიტანო ჩანაწერი შემკვეთის შესახებ, თუ მისთვის მხოლოდ ტესტი ვთარგმანე?
არა, თქვენ მხოლოდ გარკვეული დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ შემკვეთის შესახებ, თარგმანის ტესტზე, მოლაპარაკებებზე და სხვა წინასწარ ურთიერთობებზე დაყრდნობით. ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ Blue Board გამოგვეყენებინა მხოლოდ კონკრეტულ შემკვეთებთან თანამშრომლობის *გაგრძელების* სურვილის გამოსახატავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელიმე შემკვეთთან, სულ მცირე, დაწყებული მაინც უნდა გქონდეთ თანამშრომლობა ”რეალური” პროექტში, რომ შეძლოთ ამ შემკვეთის შესახებ ჩანაწერის დამატება.
2.9 - შემიძლია ერთზე მეტი ჩანაწერი დავამატო ერთი შემკვეთის შესახებ?
დიახ, შეგიძლიათ დაამატოთ წელიწადში ერთი ჩანაწერი ერთიდაიმავე შემკვეთი შესახებ, იმ პირობით თუ მასთან კვლავ თანამშრომლობთ. არ შეგიძლიათ რამდენიმე ჩანაწერის შეტანა ერთჯერად გამოცდილებაზე დაყრდნობით.
2.10 - მე ჩანაწერი გავაკეთე და ის ჯერ არ ჩანს.
Blue Board წანაწერები მოწმდება, სანამ გამოჩნდება საიტზე. ჩვეულებრივ, ეს ჩანაწერის გაგზავნიდან 12 საათის განმავლობაში სრულდება. გთხოვთ შეამოწმოთ მართლწერა. ზოგჯერ შეიძლება Blue Board-ში შეტანილი ჩანაწერები მონაცემთა ბაზიდან წაიშალოს ტექსტში გამოყენებული სიმბოლოების გამო. თქვენს კომენტარში არ არის ნებადართული ორმაგი ბრჭყალების გამოყენება. ჩანაწერის გამოსაჩენად შეიძლება საჭირო გახსედ ორმაგი ბრჭყალების ერთმაგ ბრჭყალებად გადაკეთება. თუ თქვენი კომენტარი არ გამოჩნდება 24 საათის გასვლის შემდეგ, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და დაუკავშირდეთ საიტის სამუშაო ჯგუფს.
2.11 - როგორ შევასწორო ჩემი LWA ჩანაწერი?
შეგიძლიათ თქვენი ჩანაწერი შეასწოროთ მარჯვნივ მოთავსებულ შესწორების ღილაკზე დაწკაპუნებით, მაგრამ ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ შემკვეთის პასუხის მიღების, ან ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ნებისმიერ ცვლილებას ამოწმებენ საიტის სამუშაო ჯგუფის წევრები ან მოდერატორები.
მას შემდეგ რაც პასუხს მიიღებთ შემკვეთისგან, ვეღარ შეასწორებთ თქვენს ჩანაწერს.
2.12 - როგორ წავშალო LWA ჩანაწერი Blue Board ბაზაში?
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ ნებისმიერ დროს შესრულებული LWA ჩანაწერის წაშლა. თუ შემკვეთმა უკვე უპასუხა ჩანაწერს, შემკვეთი და სამუშაოს შემსრულებელი უნდა შეთანხმდნენ ჩანაწერის წაშლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეთანხმდება ერთმანეთთან, თითოეულმა მათგანმა უნდა გაგზავნოს დახმარების მოთხოვნა ჩანაწერის წაშლის თხოვნით.
შენიშვნა: თუ გაგზავნილი გაქვთ ქმედითი LWA ჩანაწერი (დროზე ჩააბარეთ ანაზღაურებადი სამუშაო და მისი შესრულების ხარისხი არ დაიწუნეს) და გიპასუხეს, რომ თქვენი კომენტარი არ არის სამრთლიანი, უნდა დაასაბუთოთ ასეთი პასუხის არამართებულობა. გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა, დაურთეთ ბმული Blue Board კონკრეტულ ჩანაწერზე და მიუთითეთ ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ და შემკვეთს, ორივეს მოგეთხოვებათ განმარტების გაკეთება. შეუსაბამო პასუხი წაიშლება.
იგივე გზით, შემკვეთებს ასევე შეუძლიათ გააპროტესტონ LWA ჩანაწერები, რომლებშიც არ არის გათვალისწინებული ქმედითი LWA ჩანაწერებისადმი წაყენებული პირობები.
თუ სამუშაოს შემსრულებლის ჩანაწერში ან შემკვეთის პასუხში დაირღვევა საიტის წესები, ან მიჩნეული იქნება არაკანონიერად, შეიძლება საიტის ჯგუფმა დამალოს ან წაშალოს ეს ჩანაწერი ან პასუხი.
2.13 - სად შემიძლია ვნახო სამუშაოს შემკვეთები, რომლებსაც ძალზე კარგი შეფასება აქვთ Blue Board-ში?
Blue Board-ის სტატისტიკის გვერდი გიჩვენებთ Blue Board-ში გაფორმებულ შემკვეთებს, რომლებიც დალაგებულია LWA ჩანაწერების მიხედვით განსაზღვრული რეიტინგით. აქ არ არის გამოტანილი ის შემკვეთები, რომლებსაც ღიად აქვთ დარჩენილი გადაუხდელობის შესახებ ჩანაწერები და რომელთა საშუალო LWA არ აღემატება 4,50-ს.
ნაჩვენებია როგორც საერთო, ასევე ბოლო 12 თვის შედეგები. მონაცემების თითოეული ნაკრები გაყოფილია ორად, მიღებული შედეგების რაოდენობის მიხედვით.
თითოეულ ცხრილში შემკვეთები დალაგებულია მათი საშუალო LWA-ს, შემდეგ კი ჩანაწერთა რაოდენობის მიხედვით. თუ ორ შემკვეთს ორივე პარამეტრი ერთნაირი აქვთ, პირველად გამოჩნდება ის, რომლის Blue Board გვერდი შედარებით ახალია.
2.14 - Where can I see a list of outsourcers looking for applications from translators and/or interpreters?
You will find a list of outsourcers that are looking for applications from translators and/or interpretersin the Applications page.
Note that only the outsourcers you qualify to apply will be shown.
To submit your application, just click on Apply now and complete the application form.
2.15 - Where can I see information on the jobs posted by a Blue Board outsourcer?
You can see a list of Classic and Connect jobs posted by any Blue Board outsourcer just by clicking on More info » in the "Past job postings" box to the right of the Blue Board record.
Open jobs will show in yellow while jobs that have already been closed will be shown in light green.
2.16 - I submitted an LWA entry for an outsourcer and it is no longer visible. Why?
If you submitted an entry for an outsourcer that was visible for some time and that is no longer visible it is possible that your entry was contested by the outsourcer. Note that in cases in which an entry is contested, the entry is made invisible by staff until the issue has been clarified.
If you are sure your entry is in line with Blue Board rules, and it is being contested by the outsourcer, please submit a support request with all relevant evidence (email correspondence, PO, etc.).
Also note that entries may disappear from public view when a 'request for edit' has been made. If you requested your entry to be edited, it will remain hidden until moderators or staff re-approve such entry.
3.1 - როგორ შემიძლია გავაფორმო ჩემი ორგანიზაცია Blue Board-ში?
Blue Board-ში ჩამოთვლილი შემკვეთები გააფორმეს ProZ.com-ის მომხმარებლებმა. ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ამის გაკეთება; თუ თქვენ ხართ თარჯიმნის სამუშაოს შემკვეთი, შეგიძლიათ თვითონ გააფორმოთ თქვენი ორგანიზაცია ამ ბაზაში და მიიღოთ ჩანაწერები. (მომხმარებლებს, რომლებსაც ხელმოწერა აქვთ Blue Board-ის შეტყობინებებზე, მოწვევა მიუვათ თქვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის შესახებ ჩანაწერის დასამატებლად.)
3.2 - როგორ შევცვალო ჩემი ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია Blue Board-ში?
Blue Board-ში ნაჩვენები შემკვეთის საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლა შეუძლიათ მხოლოდ საიტის სამუშაო ჯგუფის წევრებს. მონაცემების შესასწორებლად გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა.
3.3 - როგორ შემიძლია შევცვალო ინფორმაცია ჩემს Blue Board ჩანაწერში?
თუ თქვენი ან თქვენი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია შეიცვალა, Blue Board-ში მის შესასწორებლად დაუკავშირდით საიტის სამუშაო ჯგუფს. ამისთვის, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა. დარწმუნდით, რომ გვაწვდით სრულ ინფორმაციას, რომლის განახლებაც გსურთ, Blue Board ბაზაში თქვენი ჩანაწერის მისამართის ჩათვლით.
3.4 - Can I add information about my company to my Blue Board record?
Yes. Outsourcers with a high LWA average can post public notes to provide Blue Board record visitors with useful and/or important information regarding their business.
To add a note to your record, visit the Applications section and click on "Outsourcers Control Center" in the box to the left. This will lead you to the "Application management" form and will allow you to enter additional information about your agency/company that will be later displayed on your Blue Board record.
3.5 - მსურს გარკვეული საკონტაქტო ინფორმაცია წავშალო Blue Board-ში.
ProZ.com იცავს თქვენს კონფიდენციალურობას. თუ გსურთ ზოგიერთი საკონტაქტო ინფორმაცია არ გამოჩნდეს საიტზე, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების ბარათი და განმარტოთ, თუ რისი წაშლა გსურთ და რატომ. ჩვენ განვიხილავთ თქვენს თხოვნას.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მინიმალური საკონტაქტო ინფორმაციის შეყვანა სავალდებულოა ProZ.com-ზე ვაკანსიების განსათავსებლად და ეს მოთხოვნა ყოველთვის რჩება ძალაში. (იხილეთ სამუშაოების შესახებ ხშირად დასმული კითხვები.)
3.6 - Can I remove my Blue Board record?
As Blue Board rules state, Blue Board records remain in place for at least six months following any form of outsourcing activity. Requests from outsourcers to have certain contact details removed from the Blue Board will be considered when specific reasons are given. However, in most cases, such requests will not be considered until at least six months have passed after the date of last known outsourcing activity.
3.7 - Will I be notified of new LWA entries posted in my Blue Board record?
Yes. A notification will be sent to the email address specified as the contact email address in the Blue Board record every time an entry is posted.
In the same way, if a non-payment report is made together with an entry submitted, a notification informing about this complaint and the procedure to follow will also be sent to the email address associated with the Blue Board record.
3.8 - სამუშაოს შემსრულებელმა კომენტარი გააკეთა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილთან დაკავშირებით. შემიძლია პასუხი გავცე?
დიახ. შემოსული ჩანაწერის შესახებ შეტყობინება მიღებული უნდა გქონდეთ ელ.ფოსტით. თუ არ მიგიღიათ, ან თუ ვერ პოულობთ მას და გსურთ პასუხის გაცემა, თქვენი პასუხი გაუგზავნეთ სამუშაოების კოორდინატორებს და მიუთითეთ სამუშაოს შემსრულებელი, რომლის კომენტარსაც ეხმაურებით.
დაუკავშირდით სამუშაოების კოორდინატორს, თუ ფიქრობთ, რომ ჩანაწერის შეტანის პირობები დარღვეულია (მაგალითად, თუ ჩანაწერის ავტორს არ უმუშავია თქვენთან.)
თუ გაუგებრობას აქვს ადგილი, შემკვეთებს შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ ჩანაწერების ავტორებს. ამასთან, აკრძალულია ProZ.com-ის მომხმარებელზე ზეწოლის განხორციელება ან დამუქრება, რათა მან შეცვალოს მის მიერ მითითებული თქვენთან "თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის" მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება შეგეზღუდოთ ProZ.com-ის გამოყენების შესაძლებლობები.
ისევე როგორც სამუშაოს შემსრულებლის კომენტარები, თქვენი პასუხებიც მხოლოდ საქმიან ურთიერთობებს უნდა ეხებოდეს და შეიძლება ასახავდესთანამშრომლობის გაგრძელების სურვილს. დაუშვებელია პირადი ხასიათის შენიშვნების გაგზავნა სამუშაოს შემსრულებლების ან შემკვეთების მხრიდან და საიტის ჯგუფი ასეთ ჩანაწერს მოთხოვნისთანავე წაშლის.
3.9 - ჩემს კომპანიას შესანიშნავი გვერდი აქვს Blue Board-ში. როგორ შემიძლია ვაჩვენო იგი ჩემს პროფილზე?
პროფილის პატრონს, რომელსაც აქვს თარჯიმნების მიერ გაკეთებული ჩანაწერი "თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის" (LWA) შესახებ მის Blue Board გვერდზე, შეუძლია შესაბამისი ინფორმაცია გამოაჩინოს პროფილის ზედა მარჯვენა მხარეს.
Blue Board ერთნაირად სასარგებლოა როგორც სამუშაოს შემსრულებლებისთვის, ასევე შემკვეთებისთვის. ამ სისტემაში გაფორმებული შემკვეთები, რომელთაც მიღებული აქვთ დადებითი შეფასების მაღალი მაჩვენებელი, უფრო დიდი ნდობით სარგებლობენ იმ თარჯიმნებს შორის, ვინც მნიშვნელობას ანიჭებს Blue Board-ის ჩანაწერებს.
საიტის წევრებსა და სხვა მომხმარებლებს (მაგალითი ნაჩვენებია ქვემოთ), რომლებსაც აქვთ როგორც Blue Board-ის გვერდი (თარჯიმანთა LWA კომენტარები), ასევე WWA ჩანაწერები (კლიენტების კომენტარები), შეუძლიათ თავიანთ პროფილებზე გამოაჩინონ WWA (მარცხნივ) და LWA (მარჯვნივ).
ეს არის საწყისი ვარიანტი. პროფილის მფლობელს შეუძლია დაინახოს მხოლოდ ”LWA ველის ჩვენების ვარიანტების” ღილაკი, რომელიც მას საშუალებას აძლევს გადავიდეს პროფილზე ინფორმაციის ჩვენების შემდეგ პირობაზე.
პროფილის პატრონი დაინახავს შემდეგს:
ბ) გამოჩენა მხოლოდ პროფილის მფლობელისთვის:
”LWA ვარიანტების ჩვენების” ღილაკის დაჭერით პროფილის მფლობელისთვის გამოჩნდება LWA ჩანაწერი და მას შეუძლია ისევ დამალოს იგი, ან გამოაჩინოს პროფილის სტუმრებისთვის.
პროფილის პატრონი დაინახავს შემდეგს:
ამ ორ შემთხვევაში, პროფილის სტუმრები დაინახავენ ინფორმაციას, რომელიც არ უკავშირდება LWA-ს:
გ) გამოჩენა ყველასთვის:
როდესაც პროფილის მფლობელი დააჭერს ”ყველასთვის ჩვენების” ღილაკს, LWA ჩანაწერი გამოჩნდება პროფილის ყველა სტუმრისთვის.
ამ შემთხვევაში, პროფილის პატრონი დაინახავს შემდეგს:
პროფილის სტუმრებისთვის კი გამოჩნდება:
ჩანაწერების რაოდენობაზე გაკეთებული ბმული პროფილის სტუმრებს გადაიყვანს შესაბამის გვერდზე Blue Board-ში, ხოლო ”LWA ჩანაწერის გაკეთების” ბმულით იხსნება ფორმა, საიდანაც შესაძლებელია ჩანაწერის გაკეთება სამუშაოს შესაბამისი შემსრულებლის შესახებ.
3.10 - I have been affiliated to an outsourcer I am not related with. What should I do?
If your profile has been affiliated with an outsourcer you are not related to, please submit a support request to ask for the removal of such affiliation.
Have in mind that profiles are affiliated with Blue Board records on the basis of jobs posted by the profile in the name of a given outsourcer, among other activity.
3.11 - A service provider has posted a non-payment complaint in my Blue Board record. What should I do?
If a service provider has posted a non-payment complaint in your Blue Board record and this issue has already been resolved, instruct the service provider to contact staff via support request to confirm payment has been made so that the issue can be marked as resolved.
If the issue has not been resolved, please do so. Remember that Job posting rules state that payment commitments must be upheld. Once the issue has been resolved, ask the service provider to contact staff to confirm the situation.
Finally, if non-payment derives from quality issues with the job delivered by the service provider or with a late delivery of the project, please contact site staff via support request and provide the email correspondence in which the service provider has been notified of the issue. Please note that the correspondence should be provided in .eml or .msg formats to allow ProZ.com to authenticate it (those formats preserve all the original encoding in the headers). If you are unsure how obtain files in those formats, you will find a handy description here.
The updates to the menu were made to make the site easy and more intuitive for visitors. Obviously, like any change, this may take a few days to get used to.
The dropdown menus have been divided into two-dimensional panels with similar items grouped together under headings. This eliminates scrolling for those with smaller screens, and also improves readability.
Mouseover your name at the top of the screen. Here you will find information about your account, your email settings, and more. The "My ProZ.com" menu was moved up here to simplify the main navigation, and to keep all of this type of information together.