ProZ.com Certified PRO ქსელი

« ProZ.com-ის საწყის გვერდზე დაბრუნება


თავისუფალი თარჯიმნებისადმი წაყენებული მოთხოვნები





3 ნაწილის განმარტება


01 თარგმანის შესრულების უნარი

გადარჩევის პროცესი შემუშავდა იმ პრინციპების შესაბამისად, რომელიც მოცემულია თარგმანის ხარისხის სტანდარტში EN 15038. თარჯიმნებისთვის გამოყენებულია სხვადასხვა საშუალებები იმ ”კომპეტენციების” დასამოწმებლად, რომელიც მოთხოვნილია სტანდარტში EN 15038; მათ შორისაა მსოფლიოს რომელიმე ისეთი ასოციაციის მიერ გაცემული დიპლომის დამოწმება, როგორიცაა American Translator Association (ამერიკის თარჯიმანთა ასოციაცია აშშ-ში), Chartered Institute of Linguists (დიპლომირებული ლინგვისტების ინსტიტუტი გაერთიანებულ სამეფოში). (თარგმანის ნიმუში, კოლეგის/კლიენტის შეფასება და სხვა მონაცემები გათვალისწინებული იქნება განხილვის პროცესში, განსაკუთრებით იმ ენათა წყვილსა და სფეროებში, რომლებშიც შემოწმებული დიპლომები/სერთიფიკატები შესაძლოა არ იყოს მისაწვდომი.)

02 სანდოობა საქმიანობაში

პროგრამაში დასაშვებად საჭირო მეორე მოთხოვნაა სანდოობის ფაქტორი საქმიანობაში. ამ დროს მხედველობაში მიიღება კოლეგებისა და კლიენტების შეფასებები და ProZ.com-ის მონაცემთა ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემები. კომპანიების შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება როგორც შემკვეთის, ასევე შემსრულებლის მიერ გაკეთებული ჩანაწერები. პროგრამაში დაშვების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შეინარჩუნონ დადებითი ჩანაწერები, რათა დარჩნენ პროგრამაში.

03 ”კარგი მოქალაქეობა”

პროგრამაში დასაშვებად საჭირო მესამე მოთხოვნაა ”კარგი მოქალაქეობის” ფაქტორი. მონაწილეებმა თანხმობა უნდა განაცხადონ იმაზე, რომ იმოქმედებენ ProZ.com-ის პროფესიული ქცევის ნორმების დაცვით, ისინი უნდა დაეთანხმონ პროგრამაში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, აგრეთვე უნდა ეცადონ შეინარჩუნონ კარგი იმიჯი იმით, რომ დარჩნენ საიტის წევრებად, გადაიხადონ საწევრო გადასახადი, ჯეროვნად გააფორმონ თავიანთი პროფილები და დაიცვან საიტისა და პროგრამის წესები და დებულებები.



ამონაწერი მთარგმნელობითი ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტიდან EN 15038

3.2.2 თარჯიმნების პროფესიული კომპეტენციები

თარჯიმნებს უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, ქვემოთ მოცემული უნარები:

  1. თარგმანის შესრულების უნარი
  2. ლინგვისტური და ტექსტობრივი უნარები სათარგმნ ენაზე და თარგმანში
  3. ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და დამუშავების უნარი
  4. კულტურული უნარები
  5. ტექნიკური უნარები


ზემონახსენები უნარების შეძენა შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე საშუალებით:

  • უმაღლესი ოფიციალური განათლება თარგმანის განხრით (აღიარებული ხარისხი);
  • ხარისხის ექვივალენტი ნებისმიერ სხვა საგანში და მინიმუმ ორწლიანი, დოკუმენტურად დასაბუთებული გამოცდილება თარგმანში;
  • მინიმუმ ხუთწლიანი, დოკუმენტურად დასაბუთებული პროფესიული გამოცდილება თარგმანში.
რას ამბობს ხალხი

The program presentation shows that it has been well thought out, with ample opportunity for discussion and feedback.
 Suzanne Couture
შეერთებული შტატები

The ProZ.com certified PRO network is great. Another member asked me to team up with her as a translator-reviewer couple for one of her new clients... I think it will be nice to work with her.
 Carla Zwanenberg
ნიდერლანდები

What an excellent idea; I love it. I think that any initiative that helps to professionalize our job is interesting.
 megane_wang
ესპანეთი