Mobile menu

საიტის წესები

ProZ.com-ის გამოყენების წესები

ქვემოთ მოცემული წესები შედგენილია ProZ.com-ის თარჯიმანთათვის შედეგზე ორიენტირებული და სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე სამუშაო ადგილის უზრუნველსაყოფად და დასაცავად. საიტის გამოყენებით ადასტურებთ, რომ თქვენთვის მისაღებია მისი წესები და დაიცავთ მათ.


საიტის წესი

1 ProZ.com არის ენის სპეციალისტთა სამუშაო ადგილი.
საიტი უზრუნველყოფს პროფესიულ რესურსებს თარჯიმნებისთვის და მათთვის, ვისაც მათი მომსახურება სჭირდება. წერითი და ზეპირი თარგმანისაგან, ან სხვა ლინგვისტური საკითხებისგან თუ ბიზნესისგან განსხვავებული თემების გაგზავნა არ არის ნებადართული. [ დაწვრილებითი ინფორმაციის და დაშვებული გამონაკლისების შესახებ იხილეთ საიტის კომპეტენციის ფარგლები ]
2 ერთმანეთის პატივისცემა, პროფესიონალიზმი და სამართლიანი თამაშის წესები უნდა იყოს წამოწეული წინა პლანზე.
საიტზე ინფორმაციის განთავსების ან პირადად დაკავშირების დროს, საიტის მომხმარებლებმა პატივისცემით უნდა მიმართონ ერთმანეთს და მათ ვურჩევთ ურთიერთობის დროს გამოიჩინონ კეთილსინდისიერება. ცალკეული პირების ან ჯგუფების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გამოხატული სიტყვიერი შეურაცხყოფა ან თავდასხმა, პირადი ხასიათის და არა მსჯელობიდან გამომდინარე გამონათქვამები, ისევე როგორც სხვებისთვის საიტის გამოყენებაში ხელის შეშლა, არ იქნება დატოვებული შესაბამისი რეაგირების გარეშე. ასევე აღიკვეთება ყოველგვარი პირადი ან ჯგუფური მცდელობა უპირატესობის უსამართლოდ მისაღწევად KudoZ-ში, დირექტორიაში ან სხვაგან.
3 აკრძალულია რეკლამები.
ფასიანი რეკლამების განთავსება შესაძლებელია ProZ.com-ის შესაბამის გვერდებზე. დაუშვებელია არაავტორიზებული კომერციული წინადადებების გაგზავნა ფორუმებზე, პროფილების წერილებში და სხვაგან. ადრინდელი გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე ავკრძალეთ კონკურენტული მომსახურების შემომთავაზებელი საიტების განხილვა.
4 დაუშვებელია შეურაცხმყოფელი ენით საუბარი.
5 დასაშვებზე მეტად არ უნდა იყოს გამოყენებული ასომთავრულით წერა.
გამოიყენეთ პატარა ასოები, თუ ასომთავრულის გამოყენება აუცილებელი არ არის. მთლიანად ასომთავრულით შედგენილი ტექსტი ყვირილად აღიქმება.
6 აკრძალულია ფაქტების დამახინჯება და თაღლითობა.
შეგიძლიათ ProZ.com-ის გამოყენება ისე, რომ არ ჩანდეს თქვენი სახელი. თუმცა, დაუშვებელია სხვების რეპუტაციის შელახვა, გამოგონილი სახელის გამოყენებით, ან სხვების მოტყუების ნებისმიერი მცდელობა.
7 ერთი ადამიანისთვის დასაშვებია ერთი პროფილით სარგებლობა.
დაუშვებელია ახალი პროფილის შექმნა შეზღუდვებისთვის გვერდის ასაქცევად ან უპირატესობის მისაღებად. (ამასთან, შეგიძლიათ გქონდეთ ერთი პროფილი თქვენთვის და ერთი პროფილი თქვენი დარეგისტრირებული ბიზნესისთვის.)
8 მოდერატორების ან საიტის ჯგუფის მიერ მიღებული ადმინისტრაციული ზომების განხილვა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ დახმარების სისტემით.
ადმინისტრაციულ ზომებში შედის ფორუმებსა და KudoZ სისტემაში წესების დაცვასთან დაკავშირებული ქმედებები, გაფრთხილების ან შეზღუდვის დადება შეტყობინების განთავსებაზე ან სხვა უფლებებზე, შეტყობინების სათაურის შესწორება, ფორუმის გარკვეული თემების დაბლოკვა, საწყის ეკრანზე გამოსაჩენი თემების არჩევა და ა.შ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ხშირად დასმული კითხვები.

საიტზე წვდომისა და მისი გამოყენების დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ ზემოთ მოცემული წესები.

წესების დაცვა

ზემოთ ნახსენები წესების დასაცავად, საიტის ჯგუფის წევრებს და მოდერატორებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები:
* დაუკავშირდნენ საიტის მომხმარებლებს და მიუთითონ კონკრეტულ წესებზე
* უარყონ (წაშალონ ან დამალონ) შეტყობინებები, რომლებშიც ირღვევა საიტის გამოყენების წესი
* ზოგიერთი წესის შესახებ წერილით მიუთითონ საიტის მომხმარებლებს, თუ მათი მოქმედება ეწინააღმდეგება საიტის წესებს.
* დროებით ან მუდმივად შეუწყვიტონ წესების დამრღვევ მომხმარებელს წვდომა საიტის შესაბამის გვერდზე.
* მომხმარებელს შეუწყვიტონ პროფილის ქონის ან წევრობის უფლება (ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს შეუძლია)

მოდერატორები და საიტის სამუშაო ჯგუფი ისევე იცავენ საიტის წესებს და ისევე არიან დაცული ამ წესებით, როგორც საიტის სხვა მომხმარებლები.

საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტა

იშვიათ შემთხვევაში, როდესაც წესების სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დაუყოვნებლად შეუწყვიტონ პროფილს საიტის გამოყენების უფლება (და წევრობა). ამასთან, საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში, ProZ.com იყენებს "ყვითელი ბარათის / წითელი ბარათის" პოლიტიკას, რომელიც მსგავსია სპორტულ თამაშებში გამოყენებული ყვითელი და წითელი ბარათების წესებისა.

ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენების უფლება მარტო საიტის სამუშაო ჯგუფის წევრებს აქვთ. ბარათზე მითითებულია წესების ნომრები და ბარათის ჩვენების თარიღი. ტერმინები ”ყვითელი ბარათი” და ”წითელი ბარათი” მათი პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება; ელ.ფოსტის გაგზავნის დროს შესაბამისი ტერმინი თემის სტრიქონში გამოჩნდება.

საიტის მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ყვითელ ბარათს, ისევ შეძლებს საიტის გამოყენებას (ზოგჯერ გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ იგი გაფრთხილებულია, რომ წესების დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მას საიტით სარგებლობის უფლება შეუწყდება. პიროვნება, რომლის პროფილს საიტის გამოყენების უფლება შეუწყდება, აღარ დაიშვება ProZ.com-ზე.

შემკვეთებს ეხებათ საიტის გამოყენების შეწყვეტის პირობები.

განმარტება

ზემოთ დასახელებულ რომელიმე წესთან ან წესების დარღვევის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად, შეგიძლიათ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.

Request help


Site Documentation


The member services and support team
Jared

Jared

Lucia

Lucia

Alejandro

Alejandro

Helen

Helen

Yana

Yana

Maria D

Maria D

Karen

Karen

Maria K

Maria K

All of ProZ.com
  • All of ProZ.com
  • ტერმინის ძიება
  • ვაკანსიები