საიტის წესები

ProZ.com-ის გამოყენების წესები

ქვემოთ მოცემული წესები შედგენილია ProZ.com-ის თარჯიმანთათვის შედეგზე ორიენტირებული და სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე სამუშაო ადგილის უზრუნველსაყოფად და დასაცავად. საიტის გამოყენებით ადასტურებთ, რომ თქვენთვის მისაღებია მისი წესები და დაიცავთ მათ.


საიტის წესი

1 ProZ.com-ის Blue Board წარმოადგენს მთარგმნელობითი და სხვა ლინგვისტური სამუშაოების შემკვეთთა შესახებ ინფორმაციის წყაროს და მასში მოცემულია თარჯიმანთა მიერ განსაზღვრული მაჩვენებლები შემკვეთებთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის შესახებ.
დაუშვებელია Blue Board-ის გამოყენება სხვა მიზნით.
2 გარკვეული პირობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, სანამ Blue Boar-ში შეიტანდეთ ჩანაწერს.
შემკვეთთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის (LWA) აღნიშვნის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც (1) შეკვეთილი სამუშაო სრულად და დროულად შეასრულა და (2) სამუშაოს შესრულების ხარისხის შესახებ არ გამოთქმულა საყვედური მისი დასრულებიდან მოკლე დროში. თქვენ არ შეგიძლიათ ჩანაწერის გაკეთება მოლაპარაკებით, თარგმანის ტესტზე დაყრდნობით, სხვაგვარი წინასწარი ურთიერთობების საფუძველზე, ან თუ არ შეგისრულებიათ სამუშაო შესაბამისი შემკვეთისთვის.
3 პასუხის მიღების შემდეგ თქვენ ვეღარ შეასწორებთ ჩანაწერს.
სამუშაოს შემსრულებელს უფლება აქვს შეიტანოს ერთი მოკლე ჩანაწერი, ხოლო შემკვეთს შეუძლია გასცეს მოკლე პასუხი. (გთხოვთ შენიშნოთ, რომ შეგიძლიათ შეასწოროთ თქვენი ჩანაწერი, სანამ მასზე პასუხს მიიღებდეთ.)
4 პასუხის გაგზავნის შემდეგ ვეღარ შეასწორებთ მას.
5 საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი კლიენტის შესახებ ერთი ჩანაწერი შეიტანონ ერთი წლის განმავლობაში.
შეგიძლიათ განმეორებით შეიტანოთ ჩანაწერი წელიწადში ერთხელ, იმ პირობით, თუ ბოლო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ კვლავ შეასრულეთ სხვა სამუშაო მოცემული შემკვეთისთვის.
6 საკუთარ თავზე ჩანაწერს ვერ გააკეთებთ.
Blue Board-ში ჩამოთვლილ შემკვეთებს, კომპანიების მფლობელებსა და თანამშრომლებს არ შეუძლიათ თავიანთ კომპანიასთან ”თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის” შესახებ ჩანაწერის გაკეთება.
7 ცილისწამება დაუშვებელია.
დაუშვებელია Blue Board-ის გამოყენება რომელიმე პირის ან ორგანიზაციის რეპუტაციის შესალახად. ჩანაწერები, მათში მოცემული კომენტარები და პასუხები უნდა ასახავდეს მხოლოდ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს.
8 აკრძალულია სხვების მიერ Blue Board-ის გამოყენებაში ჩარევის მცდელობა.
აკრძალულია ზეწოლის განხორციელება ვინმეზე, Blue Board-ში ჩანაწერის ან პასუხის შესაცვლელად, ან გარკვეული სახის ახალი ჩანაწერის ან პასუხის შესატანად. (ნებადართულია შემკვეთებისა და თარჯიმნების მოწვევა ჩანაწერებისა და პასუხების შესატანად, რადგან ამ დროს არა აქვს ადგილი ამგვარი ზეწოლის მცდელობას.)
9 Blue Board-ის გამოყენება დაუშვებელია შემკვეთებისთვის დამუქრების მიზნით.
მკაცრად იკრძალება Blue Board-ის გამოყენება ან Blue Board-ის გამოყენებით დამუქრება, შემკვეთზე ან სამუშაოს შემსრულებელზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რათა მათ შეასრულონ რაიმე ქმედება.
10 Blue Board-ის ჩანაწერები ადგილზე რჩება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, შემკვეთის ბოლო მოქმედებიდან.
ProZ.com ითვალისწინებს შემკვეთთა თხოვნას Blue Board-დან ზოგიერთი მათი საკონტაქტო ინფორმაციის წაშლის შესახებ, როდესაც საამისო კონკრეტული მიზეზი არსებობს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი თხოვნები არ კმაყოფილდება, სანამ არ გავა ექვსი თვე შემკვეთის მიერ საიტზე შესრულებული ბოლო მოქმედებიდან.

საიტზე წვდომისა და მისი გამოყენების დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ ზემოთ მოცემული წესები.

წესების დაცვა

ზემოთ ნახსენები წესების დასაცავად, საიტის ჯგუფის წევრებს და მოდერატორებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები:
* დაუკავშირდნენ საიტის მომხმარებლებს და მიუთითონ კონკრეტულ წესებზე
* უარყონ (წაშალონ ან დამალონ) შეტყობინებები, რომლებშიც ირღვევა საიტის გამოყენების წესი
* ზოგიერთი წესის შესახებ წერილით მიუთითონ საიტის მომხმარებლებს, თუ მათი მოქმედება ეწინააღმდეგება საიტის წესებს.
* დროებით ან მუდმივად შეუწყვიტონ წესების დამრღვევ მომხმარებელს წვდომა საიტის შესაბამის გვერდზე.
* მომხმარებელს შეუწყვიტონ პროფილის ქონის ან წევრობის უფლება (ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს შეუძლია)

მოდერატორები და საიტის სამუშაო ჯგუფი ისევე იცავენ საიტის წესებს და ისევე არიან დაცული ამ წესებით, როგორც საიტის სხვა მომხმარებლები.

საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტა

იშვიათ შემთხვევაში, როდესაც წესების სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დაუყოვნებლად შეუწყვიტონ პროფილს საიტის გამოყენების უფლება (და წევრობა). ამასთან, საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში, ProZ.com იყენებს "ყვითელი ბარათის / წითელი ბარათის" პოლიტიკას, რომელიც მსგავსია სპორტულ თამაშებში გამოყენებული ყვითელი და წითელი ბარათების წესებისა.

ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენების უფლება მარტო საიტის სამუშაო ჯგუფის წევრებს აქვთ. ბარათზე მითითებულია წესების ნომრები და ბარათის ჩვენების თარიღი. ტერმინები ”ყვითელი ბარათი” და ”წითელი ბარათი” მათი პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება; ელ.ფოსტის გაგზავნის დროს შესაბამისი ტერმინი თემის სტრიქონში გამოჩნდება.

საიტის მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ყვითელ ბარათს, ისევ შეძლებს საიტის გამოყენებას (ზოგჯერ გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ იგი გაფრთხილებულია, რომ წესების დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მას საიტით სარგებლობის უფლება შეუწყდება. პიროვნება, რომლის პროფილს საიტის გამოყენების უფლება შეუწყდება, აღარ დაიშვება ProZ.com-ზე.

შემკვეთებს ეხებათ საიტის გამოყენების შეწყვეტის პირობები.

განმარტება

ზემოთ დასახელებულ რომელიმე წესთან ან წესების დარღვევის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად, შეგიძლიათ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.

Request help


Site Documentation


The member services and support team
Jared

Jared

Lucia

Lucia

Alejandro

Alejandro

Helen

Helen

Yana

Yana

Maria D

Maria D

Karen

Karen

Enrique Manzo

Enrique Manzo

Evelio

Evelio

Julieta

Julieta

Mariano

Mariano

Hayjor Roca

Hayjor Roca

Andrea

Andrea

Rocío Tempone

Rocío Tempone

Rocio Palacios

Rocio Palacios

Ezequiel

Ezequiel

Your current localization setting

ქართული

Select a language

All of ProZ.com
  • All of ProZ.com
  • ტერმინის ძიება
  • ვაკანსიები
  • ფორუმები
  • Multiple search