საიტის წესები

ProZ.com-ის გამოყენების წესები

ქვემოთ მოცემული წესები შედგენილია ProZ.com-ის თარჯიმანთათვის შედეგზე ორიენტირებული და სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე სამუშაო ადგილის უზრუნველსაყოფად და დასაცავად. საიტის გამოყენებით ადასტურებთ, რომ თქვენთვის მისაღებია მისი წესები და დაიცავთ მათ.


საიტის წესი

1.1 ProZ.com-ში ვაკანსიების განთავსების სისტემა შექმნილია მხოლოდ თარჯიმანთათვის საინტერესო სამუშაოების გამოსაცხადებლად.
დაუშვებელია ისეთი ვაკანსიის განთავსება, რომელიც განსხვავებულია მთარგმნელობითი და ლინგვისტური სახის სამუშაოსაგან.
1.2 განცხადებებში დასახელებული უნდა იყოს ანაზღაურებადი სამუშაოები.
ვაკანსიის განმცხადებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაოს შემსრულებელს უნდა გადაუხადოს. (გამონაკლისი: დარეგისტრირებულ არამომგებიან ორგანიზაციებს (ვებგვერდის მითითება სავალდებულოა) შეუძლიათ საქველმოქმედო სამუშაოების გამოცხადება.) ვაკანსიის განთავსების ფორმა არ უნდა გამოიყენოთ მომსახურების რეკლამირებისთვის; ვაკანსიის განმთავსებლისთვის დაუშვებელია გადახდის მოთხოვნა რაიმე ფორმით.
1.3 საკამათო შინაარსის მქონე ვაკანსია საიტზე არ დაიდება.
ვაკანსიის განცხადებაში დაუშვებელია პოლიტიკური ან პორნოგრაფიული, ან სხვაგვარად შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტანა.
1.4 არ გამოიყენოთ რამდენიმე განცხადება, თუ ამის საჭიროება არ არის.
ერთი ვაკანსია მხოლოდ ერთხელ უნდა განათავსოთ, თუ ვაკანსიის განთავსების სისტემა ისე არ გზღუდავთ, რომ საჭიროა რამდენიმე განცხადების განთავსება. (შეგიძლიათ ერთ განცხადებაში მოაქციოთ რამდენიმე ენაზე სათარგმნი პროექტი.)
1.5 რეზუმეების შეგროვება (ე.ი. ”პოტენციური სამუშაოს” განცხადება) დასაშვებია თვეში ერთხელ.
ვაკანსიის განთავსება კონკრეტული სამუშაოს გარეშე დასაშვებია მხოლოდ თვეში ერთხელ. ერთ ჯერზე მხოლოდ ხუთი ვაკანსიის გაგზავნა შეგიძლიათ. (გთხოვთ შენიშნოთ, რომ შეგიძლიათ მიუთითოთ თარჯიმნის კვალიფიკაცია და შეაგროვოთ განცხადებები Blue Board-ის გამოყენებით.)
1.6 კონფიდენციალობის დაცვაზე პასუხისმგებლობა ვაკანსიის განმთავსებელს ეკისრება.
არ გამოიყენოთ ვაკანსიის განთავსების ფორმა კონფიდენციალური სახის სამუშაოს განსათავსებლად. ასეთ შემთხვევაში, დირექტორიაში მოძებნეთ თქვენი მოთხოვნების შესაბამისი თარჯიმნები და პირადად დაუკავშირდით მათ.
1.7 ვაკანსიის განმცხადებლებმა უნდა დაიცვან შესაბამისი სამართლებრივი ნორმები.
ვაკანსიის განმთავსებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი სამართლებრივი ნორმები, ისევე როგორც ProZ.com-ის სამართლებრივი ნორმები.
1.8 დაუშვებელია ვაკანსიის განთავსება მესამე პირის სახელით.
ვაკანსიის განთავსების სისტემა გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი სამუშაოების გამოსაცხადებლად.
1.9 უნდა შეიყვანოთ მოთხოვნილი საკონტაქტო ინფორმაცია.
ვაკანსიის განთავსების ფორმაში უნდა შეიყვანოთ ყველა სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაცია. არასრული მონაცემებით გაგზავნილ განცხადებას წაშლიან ProZ.com-ის ჯგუფის წევრები. (გთხოვთ შენიშნოთ, რომ ზოგიერთი საკონტაქტო ინფორმაცია შეიძლება არ გამოჩნდეს განთავსებულ განცხადებაში, მაგრამ შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ProZ.com-ს.)
1.10 ყოველთვის უნდა შესრულდეს გადახდის ნაკისრი ვალდებულება.
თუ მიღებულია შეტყობინება იმის თაობაზე, რომ შემკვეთმა არ გადაიხადა შეთანხმებული საფასური (მიუხედავად იმისა, თუ როგორ დაიწყო თანამშრომლობა, ProZ.com-ის საშუალებით თუ სხვა გზით), შემკვეთს ეკრძალება ვაკანსიის განთავსება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტის პოლიტიკა.
1.11 ვაკანსიის საიტზე განთავსების შემდეგ ვეღარ შეასწორებთ მას.
(ამასთან, შეგიძლიათ შენიშვნების დამატება.)
1.12 ვაკანსიის განმთავსებელმა არ უნდა გააკეთოს უსარგებლო კომენტარი ფასებთან ან გადახდის მეთოდთან დაკავშირებით.
ვაკანსიის განმთავსებლებს შეუძლიათ თავიანთ განცხადებაში დაასახელონ სამუშაოს ფასი. ამასთან, დაუშვებელია ზედმეტი კომენტარების გაკეთება ფასებთან დაკავშირებით.

საიტზე წვდომისა და მისი გამოყენების დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ ზემოთ მოცემული წესები.

წესების დაცვა

ზემოთ ნახსენები წესების დასაცავად, საიტის ჯგუფის წევრებს და მოდერატორებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები:
* დაუკავშირდნენ საიტის მომხმარებლებს და მიუთითონ კონკრეტულ წესებზე
* უარყონ (წაშალონ ან დამალონ) შეტყობინებები, რომლებშიც ირღვევა საიტის გამოყენების წესი
* ზოგიერთი წესის შესახებ წერილით მიუთითონ საიტის მომხმარებლებს, თუ მათი მოქმედება ეწინააღმდეგება საიტის წესებს.
* დროებით ან მუდმივად შეუწყვიტონ წესების დამრღვევ მომხმარებელს წვდომა საიტის შესაბამის გვერდზე.
* მომხმარებელს შეუწყვიტონ პროფილის ქონის ან წევრობის უფლება (ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს შეუძლია)

მოდერატორები და საიტის სამუშაო ჯგუფი ისევე იცავენ საიტის წესებს და ისევე არიან დაცული ამ წესებით, როგორც საიტის სხვა მომხმარებლები.

საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტა

იშვიათ შემთხვევაში, როდესაც წესების სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დაუყოვნებლად შეუწყვიტონ პროფილს საიტის გამოყენების უფლება (და წევრობა). ამასთან, საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში, ProZ.com იყენებს "ყვითელი ბარათის / წითელი ბარათის" პოლიტიკას, რომელიც მსგავსია სპორტულ თამაშებში გამოყენებული ყვითელი და წითელი ბარათების წესებისა.

ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენების უფლება მარტო საიტის სამუშაო ჯგუფის წევრებს აქვთ. ბარათზე მითითებულია წესების ნომრები და ბარათის ჩვენების თარიღი. ტერმინები ”ყვითელი ბარათი” და ”წითელი ბარათი” მათი პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება; ელ.ფოსტის გაგზავნის დროს შესაბამისი ტერმინი თემის სტრიქონში გამოჩნდება.

საიტის მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ყვითელ ბარათს, ისევ შეძლებს საიტის გამოყენებას (ზოგჯერ გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ იგი გაფრთხილებულია, რომ წესების დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მას საიტით სარგებლობის უფლება შეუწყდება. პიროვნება, რომლის პროფილს საიტის გამოყენების უფლება შეუწყდება, აღარ დაიშვება ProZ.com-ზე.

შემკვეთებს ეხებათ საიტის გამოყენების შეწყვეტის პირობები.

განმარტება

ზემოთ დასახელებულ რომელიმე წესთან ან წესების დარღვევის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად, შეგიძლიათ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.

Request help


Site Documentation


The member services and support team
Jared

Jared

Lucia

Lucia

Alejandro

Alejandro

Helen

Helen

Yana

Yana

Maria D

Maria D

Karen

Karen

Enrique Manzo

Enrique Manzo

Evelio

Evelio

Julieta

Julieta

Mariano

Mariano

Hayjor Roca

Hayjor Roca

Andrea

Andrea

Rocío Tempone

Rocío Tempone

Rocio Palacios

Rocio Palacios

Ezequiel

Ezequiel

Your current localization setting

ქართული

Select a language

All of ProZ.com
  • All of ProZ.com
  • ტერმინის ძიება
  • ვაკანსიები
  • ფორუმები
  • Multiple search