საიტის წესები

ProZ.com-ის გამოყენების წესები

ქვემოთ მოცემული წესები შედგენილია ProZ.com-ის თარჯიმანთათვის შედეგზე ორიენტირებული და სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე სამუშაო ადგილის უზრუნველსაყოფად და დასაცავად. საიტის გამოყენებით ადასტურებთ, რომ თქვენთვის მისაღებია მისი წესები და დაიცავთ მათ.


საიტის წესი

3.1 (მითითება): დარწმუნებულობის დონე უნდა მიუთითოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ერთ-ერთის არჩევით.
ვარიანტების გამოყენებით, პასუხის ავტორებმა უნდა მიუთითონ მათ მიერ შეთავაზებული თარგმანის სისწორეში დარწმუნებულობის დონე. შიგადაშიგ დასაშვებია პასუხის გაცემა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, მაგრამ ამას სისტემატურად არ უნდა მიმართოთ.
3.2 (რჩევა): უმჯობესია მიუთითოთ ბმული, ვიდრე გადმოიტანოთ დიდი მოცულობის ტექსტი.
შეთავაზებული თარგმანის დასამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია. დიდი ტექსტის კოპირების ნაცვლად, გირჩევთ პასუხში ჩაწეროთ მოკლე ამონარიდი და მიუთითოთ შესაბამისი წყარო.
3.3 საერთოდ, ერთ კითხვაზე ერთზე მეტი პასუხი არ უნდა გასცეთ.
ზზოგჯერ დასაშვებია გამონაკლისებიც, მაგრამ მომხმარებლებს ჩვევად არ უნდა ექცეთ რამდენიმე პასუხის გაცემა KudoZ-ში "დასახმარებლად" გაგზავნილ ერთ კითხვაზე.
3.4 სხვის პასუხზე კომენტარის გასაკეთებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ კოლეგის კომენტარის გაგზავნით.
დისკუსიაში ან პასუხის განმარტებაში დაუშვებელია სხვის მიერ შემოთავაზებულ პასუხზე კომენტარის გაკეთება.
3.5 გაცემულ პასუხზე კოლეგების კომენტარები მხოლოდ ლინგვისტური შეფასება უნდა იყოს.
ლინგვისტური მოსაზრებები უნდა მიუთითოთ, როდესაც არ ეთანხმებით პასუხს, ან ამატებთ ნეიტრალურ კომენტარს. დაუშვებელია პიროვნული სახის შენიშვნები. საერთოდ, კარგი იქნება, თუ კომენტარებს დაასაბუთებთ წყაროს დასახელებით.
3.6 No attempt may be made to influence others' decisions.
Encouraging an asker to choose one's own suggested translation, or peers to agree with one's own answers and/or disagree with answers provided by others, is prohibited.
3.7 Commentary on askers or answerers, and their postings or decisions to post, is not allowed.
Comments or insinuations concerning an answerer's or asker's experience or profile, his/her decision to post a certain question or answer, grade or close a question in a certain way, make a certain glossary entry, etc., are strictly prohibited (whether posted publicly, made directly to the person in question, or made to another site user).

საიტზე წვდომისა და მისი გამოყენების დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ ზემოთ მოცემული წესები.

წესების დაცვა

ზემოთ ნახსენები წესების დასაცავად, საიტის ჯგუფის წევრებს და მოდერატორებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები:
* დაუკავშირდნენ საიტის მომხმარებლებს და მიუთითონ კონკრეტულ წესებზე
* უარყონ (წაშალონ ან დამალონ) შეტყობინებები, რომლებშიც ირღვევა საიტის გამოყენების წესი
* ზოგიერთი წესის შესახებ წერილით მიუთითონ საიტის მომხმარებლებს, თუ მათი მოქმედება ეწინააღმდეგება საიტის წესებს.
* დროებით ან მუდმივად შეუწყვიტონ წესების დამრღვევ მომხმარებელს წვდომა საიტის შესაბამის გვერდზე.
* მომხმარებელს შეუწყვიტონ პროფილის ქონის ან წევრობის უფლება (ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს შეუძლია)

მოდერატორები და საიტის სამუშაო ჯგუფი ისევე იცავენ საიტის წესებს და ისევე არიან დაცული ამ წესებით, როგორც საიტის სხვა მომხმარებლები.

საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტა

იშვიათ შემთხვევაში, როდესაც წესების სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დაუყოვნებლად შეუწყვიტონ პროფილს საიტის გამოყენების უფლება (და წევრობა). ამასთან, საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში, ProZ.com იყენებს "ყვითელი ბარათის / წითელი ბარათის" პოლიტიკას, რომელიც მსგავსია სპორტულ თამაშებში გამოყენებული ყვითელი და წითელი ბარათების წესებისა.

ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენების უფლება მარტო საიტის სამუშაო ჯგუფის წევრებს აქვთ. ბარათზე მითითებულია წესების ნომრები და ბარათის ჩვენების თარიღი. ტერმინები ”ყვითელი ბარათი” და ”წითელი ბარათი” მათი პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება; ელ.ფოსტის გაგზავნის დროს შესაბამისი ტერმინი თემის სტრიქონში გამოჩნდება.

საიტის მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ყვითელ ბარათს, ისევ შეძლებს საიტის გამოყენებას (ზოგჯერ გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ იგი გაფრთხილებულია, რომ წესების დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მას საიტით სარგებლობის უფლება შეუწყდება. პიროვნება, რომლის პროფილს საიტის გამოყენების უფლება შეუწყდება, აღარ დაიშვება ProZ.com-ზე.

შემკვეთებს ეხებათ საიტის გამოყენების შეწყვეტის პირობები.

განმარტება

ზემოთ დასახელებულ რომელიმე წესთან ან წესების დარღვევის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად, შეგიძლიათ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.

Request help


Site Documentation


The member services and support team
Jared

Jared

Lucia

Lucia

Alejandro

Alejandro

Helen

Helen

Yana

Yana

Maria D

Maria D

Karen

Karen

Enrique Manzo

Enrique Manzo

Evelio

Evelio

Julieta

Julieta

Mariano

Mariano

Hayjor Roca

Hayjor Roca

Andrea

Andrea

Rocío Tempone

Rocío Tempone

Rocio Palacios

Rocio Palacios

Ezequiel

Ezequiel

Your current localization setting

ქართული

Select a language

All of ProZ.com
  • All of ProZ.com
  • ტერმინის ძიება
  • ვაკანსიები
  • ფორუმები
  • Multiple search