ProZ.com frequently asked questions


ვაკანსიები

Main

  • 1 - ვაკანსიების განთავსება ProZ.com საიტზე

  • 1.1 - ვის შეუძლია გამოაცხადოს ვაკანსია ProZ.com-ის საშუალებით?

    ნებისმიერ ორგანიზაციას ან ცალკეულ პირს შეუძლია ProZ.com-ის საშუალებით შეუკვეთოს სამუშაო თარჯიმანს. ვაკანსიის საიტზე განთავსების შემთხვევაში, საჭიროა შემდეგი ინფორმაციის შეყვანა: სახელი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, ქვეყანა და ა.შ. მაგალითად, სწრაფი შეკვეთების (InstantJobs) განთავსების დროს სამუშაოსთვის წინასწარ უნდა გადაიხადოთ საკრედიტო ბარათით.


  • 1.2 - რა სახის სამუშაოების განთავსება შეიძლება საიტზე ProZ.com?

    შეგიძლიათ განათავსოთ მთარგმნელის, თარჯიმნის, ლოკალიზაციისა და სხვა ლინგვისტური სამუშაოები, რომელთა შესრულება შეუძლიათ მრავალენოვან პროფესიონალებსა და კომპანიებს.


  • 1.3 - შემიძლია ვაკანსიის განცხადების ფორმის გამოყენებით გავაკეთო ჩემი სერვისების რეკლამირება?

    არა, ამ ფორმით შეუძლებელია კლიენტის პოვნა. ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებთ სამუშაოს შემსრულებლებს, რომლებიც მოელიან, რომ მხოლოდ სამუშაოს მიღებას სთავაზობენ ამ ფორმით. თქვენ ასევე დაკარგავთ უფლებას გაგზავნოთ სამუშაოს შესრულების შეთავაზება.


  • 1.4 - რა ტიპის ვაკანსიების განთავსებაა ნებადართული ProZ.com საიტზე?

    გთხოვთ, არ გამოაცხადოთ ისეთი ვაკანსიები, რომლებიც არ ეხება ლინგვისტურ მომსახურებას. აგრეთვე, ვაკანსიის განცხადება არ უნდა შეიცავდეს პორნოგრაფიულ მასალას.


  • 1.5 - რა უნდა გადავიხადო?

    ProZ.com საიტზე ვაკანსიის განთავსება უფასოა და არც საკომისიოს ვიღებთ. ეს შესაძლებელია, რადგან ProZ.com საიტი ყოველწლიურ შემოსავალს იღებს გადამხდელი წევრებისგან.


  • 1.6 - როგორ ხდება პროექტის ფასისა და ჩაბარების ვადის განსაზღვრა?

    ProZ.com საიტზე ვაკანსიის განთავსების ფორმა გეხმარებათ მხოლოდ სამუშაოს შემსრულებელთა მოძებნაში. პროექტის დეტალები, როგორიცაა მასალა, გადახდის ფორმა, ჩაბარების ვადა და ა.შ., უნდა შეათანხმოთ უშუალოდ სამუშაოს შემსრულებელთან.


  • 1.7 - სად უნდა მივუთითო ფასები?

    ჯერ ჩაწერეთ სამუშაოსთან დაკავშირებული დეტალები, რაც შეიძლება დაწვრილებით. თუ მათ შორის, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არიან ProZ.com საიტის წევრები, რომლებსაც ურჩევნიათ გაითვალისწინონ თქვენი ბიუჯეტის შუალედი, რათა გადაწყვიტონ უღირთ თუ არა შემოთავაზების გაგზავნა, მოგეცემათ საშუალება მიუთითოთ ბიუჯეტის შუალედი.


  • 1.8 - მე განვათავსე ვაკანსია, მაგრამ არ მქონდა შესაძლებლობა მიმეთითებინა ბიუჯეტის შუალედი. რატომ?

    ეს ნიშნავს, რომ იმ პროფესიონალებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენს ვაკანსიაში მოთხოვნილ კრიტერიუმებს, არცერთი არ ინტერესდება კლიენტის ბიუჯეტით, სამუშაოს შესრულების შეთავაზებამდე. თქვენს მიერ მიღებული ნებისმიერი შეთავაზება დამყარებული იქნება ინფორმაციაზე, რომელიც მიუთითეთ ვაკანსიის განცხადებაში.


  • 1.9 - რატომ გაქრა ფასების დამატების ფუნქცია?

    თითოეულ მთარგმნელს ახლა უფრო უკეთესად შეუძლია განსაზღვროს რა ფასი მოითხოვოს კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: „ინფორმაცია“ > „ცვლილებები ვაკანსიის განთავსებაში“.


  • 1.10 - როგორ მოვიქცე, თუ არავინ მთავაზობს სამუშაოს შესრულებას ჩემი ბიუჯეტის ფარგლებში?

    ProZ.com არის პროფესიონალი მთარგმნელების მსოფლიოში უდიდესი ქსელი. თუ არავის სურს იმუშაოს თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში, უნდა გაზარდოთ ბიუჯეტი ან გამონახოთ ალტერნატიული გზა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: თარგმანი: განსაზღვრეთ რა სახის მომსახურება გჭირდებათ და რა ეღირება ის.


  • 1.11 - როდესაც საშუალება მეძლევა მივუთითო ბიუჯეტის დიაპაზონი, როგორ უნდა განვსაზღვრო იგი?

    თუ არ გაქვთ გამოცდილება თარგმანის შეფასების მხრივ, შეგიძლიათ არ მიუთითოთ ბიუჯეტის შუალედი. თუ გადაწყვეტთ ჩაწეროთ დიაპაზონი, გაეცანით შემდეგს: თარგმანი: განსაზღვრეთ რა სახის მომსახურება გჭირდებათ და რა ეღირება ის. ეს დოკუმენტი გაგაცნობთ ფასებს, რომლებიც მითითებული აქვთ ProZ.com საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.


  • 1.12 - კარგი აზრია, რომ ცოტათი უფრო დაბალი ბიუჯეტი მივუთითო, ვიდრე სინამდვილეში შემიძლია გადავიხადო?

    ეს დამოკიდებულია თქვენზე, მაგრამ თუ რეალურ მაქსიმუმს მიუთითებთ, ვაკანსიას დაინახავს (და გამოეხმაურება) პროფესიონალების მეტი რაოდენობა.


  • 1.13 - მე მომსახურებას ვთავაზობ თარჯიმნებს, რომლებიც სამუშაოს ეძებენ. შემიძლია გამოვაცხადო?

    არა, რადგან ვაკანსიის განთავსების ფორმა შექმნილია შემდეგი მიზნით: ვაკანსიის განმთავსებელი აუნაზღაურებს შრომის საფასურს სამუშაოს შემსრულებლებს. ვებ-პორტალები, რომლებიც ყიდის მთარგმნელების მონაცემთა ბაზებს და მსგავსი საიტები, ან ნებისმიერი პირი, რომელიც აკეთებს ისეთ შეთავაზებას, რომლითაც თვითონ მას უნდა გადაუხადონ, ჩაითვლება უკანონო რეკლამის განმთავსებლად. განცხადება წაიშლება, ასოცირებული წევრობა ჩამოერთმევა და ასეთ პირს აეკრძალება შემდგომი განცხადებების გაკეთება.


  • 1.14 - რა მიზეზით შეიძლება აეკრძალოს ვაკანსიის განმთავსებელს ProZ.com საიტის გამოყენება?

    გთხოვთ, გაეცნოთ რა შემთხვევაში ხდება ProZ.com საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტა.


  • 1.15 - ჩვენ გავგზავნეთ ვაკანსია, მაგრამ იგი ჯერ არ ჩანს საიტზე.

    თუ თქვენ საიტის რიგითი წევრი ხართ, თქვენს მიერ განთავსებულ ვაკანსიებს დამოწმება სჭირდება. ჩვეულებრივ, ამას სჭირდება ვაკანსიის განთავსებიდან მაქსიმუმ 12 საათი. შეიძლება ასევე მოისურვოთ შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია სრულია და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სწორია. თუ თქვენი ვაკანსია საიტზე არ გამოჩნდება 24 საათის შემდეგ, გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.


  • 1.16 - ძირითადად რა უნდა გავითვალისწინო, რომ კარგი ვარიანტები მივიღო განთავსებულ გაკანსიაზე? კიდევ რა უნდა გავითვალისწინო?

    ვაკანსიის განთავსების დროს მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ზუსტად აღწეროთ სამუშაოს სახე და შემსრულებლებისადმი წაყენებული თქვენი მოთხოვნები.

    გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია სრულად წარადგინოთ თქვენი პიროვნება და/ან თქვენი კომპანია. საუკეთესო შემსრულებლები დიდი მოთხოვნით სარგებლობენ და, როგორც წესი, არ იღებენ სამუშაოს საეჭვო კლიენტებისგან. სრული საკონტაქტო ინფორმაცია და, შესაძლოა, კომპანიის მოკლე ისტორიაც დაგეხმაროთ საუკეთესო პროფესიონალებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარებაში.

    ვაკანსიის განცხადებაში უნდა იგრძნობოდეს თანაბარი შესაძლებლობების დაცვის პრინციპი.

    გთხოვთ, არ განათავსოთ ვაკანსია მესამე მხარის სახელით.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონტაქტო დეტალები, რომლებიც აღნიშნულია როგორც სავალდებულო ვაკანსიის განთავსების ფორმაში, უნდა შეივსოს თითოეულ ჯერზე. ProZ.com საიტის ჯგუფი წაშლის ვაკანსიის განცხადებებს, რომლებშიც არასრულადაა მითითებული ინფორმაცია.

    სადაც შესაძლებელია, ვაკანსიები, სადაც დასახელებული ენათა რამდენიმე კომბინაცია, უნდა გაერთიანდეს ვაკანსიების განთავსების ფორმაში მოცემული შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით.


  • 1.17 - როგორ დამიკავშირდებიან სამუშაოს შემსრულებლები?

    შეგიძლიათ მიუთითოთ დაკავშირების უპირატესი მეთოდი (ელ.ფოსტა, ტელეფონი, ინტერნეტით სააპლიკაციო ფორმა და ა.შ.). სამუშაოს შემსრულებლები გამოიყენებენ დაკავშირების თქვენთვის სასურველ მეთოდს. ზოგი დამკვეთი ცუდ ტონად თვლის, როდესაც ხდება მითითებული დაკავშირების ფორმის იგნორირება და არ თანამშრომლობს ასეთ შემსრულებლებთან.


  • 1.18 - რამდენად სწრაფად გამომეხმაურებიან მთარგმნელები (ან თარჯიმნები)?

    როდესაც ვაკანსია გამოქვეყვებულია და მოწონებულია საიტის ჯგუფის მიერ, ის პროფესიონალები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, ელ.ფოსტით იღებენ შეტყობინებას. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დაკონკრეტებული ან ზოგადია თქვენი მოთხოვნები, რამდენიმე წუთში უნდა მოელოდეთ გამოხმაურებას სამუშაოს შემსრულებლებისგან.

    თუ სამუშაო უნდა შესრულდეს ფართოდ გავრცელებულ ენათა წყვილში, როგორიცაა ევროპული ენები, არაბული, ჩინური და ა.შ., გირჩევთ რაც შეიძლება დააკონკრეტოთ სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნები, მაგალითად, თემა და ა.შ. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ ყველაზე უფრო შესაფერისი შეთავაზებები შემსრულებელთა ისეთი რაოდენობისგან, რომლის გადახედვასაც შეძლებთ.


  • 1.19 - შემსრულებლები ეჯიბრებიან ერთმანეთს მომსახურების შეთავაზებაში?

    არა, ისინი ვინც დაგიკავშირებიან, ვერ ხედავენ სხვების შეთავაზებას. სამუშაოს შემსრულებლებმა უნდა დაასახელონ ისეთი ფასები და ვადები, რომლებშიც შეძლებენ საუკეთესო ნამუშევრის ჩაბარებას. აწონ-დაწონეთ და გადაწყვიტეთ, შეთავაზებული ფასი ხომ არ არის გონივრულზე დაბალი (რაც გაართულებს ხარისხიანი ნამუშევრის ჩაბარებას) ან მაღალი.


  • 1.20 - როგორ დავრწმუნდე, რომ მთარგმნელი სანდოა?

    ყურადღება მიაქციეთ პროფესიონალურ განათლებასა და ხარისხს, სფეროში მუშაობის გამოცდილების ხანგრძლივობას, მიღებულ სერთიფიკატებსა და დიპლომებს, პროფესიული ასოციაციების წევრობას, რეკომენდაციებსა და ა.შ. მთარგმნელის პროფესიისგან განსხვავებული დამატებითი პროფესიული გამოცდილება ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. შეგიძლიათ სამუშაოს შინაარსი განიხილოთ მთარგმნელთან, რომ შეაფასოთ რამდენად ესმის მოცემული მასალა მას. კლიენტს შეუძლია მოკლე ამონარიდის (დაახლოებით 100 სიტყვის) თარგმანი მოითხოვოს ხარისხის შესაფასებლად, სანამ სამუშაოს მისცემს ახალ მთარგმნელს. (ზოგიერთ მთარგმნელს თარგმანის ნიმუშები აქვს დადებული თავისი პროფილის „პორტფელში“.) გარდა ამისა, ზოგჯერ მთარგმნელთა KudoZ ისტორია წარმოდგენას იძლევა, თუ როგორი მიდგომა აქვს მთარგმნელს ტერმინების შერჩევსადმი. ბოლოს, შეიძლება მოისურვოთ თანამშრომლობა ProZ.com Certified PRO სტატუსის მქონე თარჯიმანთან.


  • 1.21 - თუ გამოვაქვეყნებ ვაკანსიას და კარგ მთარგმნელს ვიპოვნი, შემიძლია შემდგომში პირდაპირ დავუკავშირდე მას თანამშრომლობისთვის?

    რა თქმა უნდა. მას შემდეგ რაც ურთიერთობას დაამყარებთ ProZ.com საიტით მოძებნილ მთარგმნელთან, შეგიძლიათ უშუალოდ მას დაუკავშირდეთ და განაგრძოთ მასთან თანამშრომლობა. გრძელვადიანი მომსახურების ჩამოყალიბება მოგებას იძლევა რაც დრო გადის, რადგან სამუშაოს შემსრულებელი ხარისხიანი ნამუშევრის ჩაბარებას უფრო მოკლე დროში შეძლებს, ვინაიდან იგი თანდათანობით უფრო კარგად გაეცნობა თქვენი ან თქვენი კომპანიის მიერ მიწოდებული მასალის ტერმინოლოგიასა და სპეციფიურ ინფორმაციას.


  • 1.22 - არ მაქვს კონკრეტული ვაკანსია, მაგრამ მსურს გავზარდო ჩემი თარჯიმნების მონაცემთა ბაზა.

    შეგიძლიათ განათავსოთ თვეში ერთხელ, თითოეულ ჯერზე მაქსიმუმ ხუთი ვაკანსია. მთარგმნელთა განმეორებით მოწვევა რეალური სამუშაოს გარეშე მომაბეზრებელია მრავალი მთარგმნელისთვის. ამის გამო, თქვენი პოტენციური ვაკანსია შეიძლება არ გამოჩნდეს ProZ.com საიტის საწყის გვერდზე.

    როდესაც თარჯიმნებს თხოვთ მოგაწოდონ ავტობიოგრაფიები პოტენციური სამომავლო პროექტებისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენი კომპანიისა და მოსალოდნელი სამუშაოს შესახებ. თქვენი განცხადება შეიძლება წაიშალოს, თუ ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს.


  • 1.23 - არ მსურს გამოვაცხადო ჩემი ვაკანსია, რადგან იგი კონფიდენციალურია. როგორ მოვიქცე?

    თუ თქვენი პროექტი კონფიდენციალურია, არ გამოიყენოთ ვაკანსიების განთავსების ფორმა. ამ შემთხვევაში, სამუშაოს ისეთი შემსრულებლის მოძებნაში, რომლებიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, დაგეხმარებათ ProZ.com საიტის დირექტორია. როდესაც შესაფერის შემსრულებელს იპოვნით დირექტორიაში, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ მას.


  • 1.24 - როგორ მოვიქცე, თუ ინფორმაციის შესწორება მჭირდება ჩემი ვაკანსიის განცხადებაში?

    სანამ ვაკანსია გამოქვეყნდება, განცხადების ზემოთ „ვაკანსიის შესწორების“ ღილაკზე დაჭერით შეძლებთ ინფორმაციის შესწორებას. ამასთან, მას შემდეგ რაც თქვენი ვაკანსია შემოწმდება და გამოჩნდება საიტზე, ვეღარ შეძლებთ მის შესწორებას. ამასთან, თუ გჭირდებათ რაიმე დაამატოთ ვაკანსიის განცხადებას, შეგიძლიათ კვლავ დაამატოთ ინფორმაცია.


  • 1.25 - როგორ შემიძლია დავხურო ჩემს მიერ განთავსებული ვაკანსია?

    შემკვეთებს შეუძლიათ დახურონ ვაკანსია ენათა ერთ ან რამდენიმე წყვილში, ან დახურონ მთლიანი განცხადება.

    1. გამოიყენეთ ღილაკი ”შეთავაზებების დათვალიერება” სამუშაოს განცხადების გვერდზე, ან გადადით ელ.ფოსტით მიღებულ ბმულზე, რომელიც მოგივათ ვაკანსიის განთავსების შემდეგ.
    2. ენათა თითოეული წყვილის ქვემოთ მოცემულია ბმული ”დააწკაპუნეთ და დახურეთ”. მასზე დაჭერით ვაკანსია დაიხურება ენათა ამ წყვილისათვის (იმავე მეთოდით შესაძლებელია მისი თავიდან გახსნა).
    3. როდესაც ვაკანსია დაიხურება ენათა ყველა წყვილისათვის, დაიხურება სამუშაოს მთლიანი განცხადება.


  • 1.26 - რას ნიშნავს, რომ პროექტს აფინანსებს არამომგებიანი ჯგუფი?

    არამომგებიანი ჯგუფი არის ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საგანმანათლებლო ან საქველმოქმედო საქმიანობას და რომლისგანაც მისი მეწილეები ან პარტნიორები არ იღებენ ფინანსურ მოგებას. ზოგიერთი მთარგმნელი, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოთქვამს სურვილს ფასდაკლებით იმუშაოს არამომგებიან ჯგუფთან. არამომგებიანი ორგანიზაციების სახელით განთავსებულ ვაკანსიებში მითითებული უნდა იყოს ჯგუფის სახელი და ყველა უნდა ხედავდეს მათი ვებსაიტის მისამართს, ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. თუ ვაკანსია აღნიშნულია როგორც არამომგებიანი, მაგრამ არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მას წაშლის საიტის ჯგუფი.

    სამთავრობო ორგანიზაციები და მსგავსი უწყებები არ ხვდება ამ კატეგორიაში; ამგვარი უწყებების მიერ დაფინანსებული სამუშაოები არ უნდა განთავსდეს, როგორც „არამომგებიანი“.


  • 1.27 - რა კავშირია ვაკანსიის გამოქვეყნებასა და Blue Board რესურსს შორის?

    ვაკანსიის განმთავსებლები შეიძლება დაემატონ Blue Board რესურსში.


  • 1.28 - რას ნიშნავს ვაკანსიების ისტორია (ადრინდელი ვაკანსიები)?

    ვაკანსიების ისტორიის გვერდზე ჩამოთვლილია შემკვეთის მიერ განთავსებული ბოლო 100 ვაკანსია (შემკვეთის პროფილის ან ელ.ფოსტის მიხედვით). პოტენციურ კანდიდატებს შეუძლიათ დაათვალიერონ შემკვეთის მიერ განთავსებული ბოლოდროინდელი ვაკანსიები, განცხადების გვერდზე ”შემკვეთის შესახებ” ინფორმაციის განყოფილებაში ”ბოლო დროს განთავსებული ვაკანსიების” ბმულზე დაწკაპუნებით. შემკვეთებს შეუძლიათ დაათვალიერონ საკუთარი ვაკანსიების სია საკუთარ განცხადებაზე მოცემული იგივე ბმულის გამოყენებით, ან ამ გვერდის გამოყენებით: განთავსებული ვაკანსიების ისტორია.

    განთავსებული ვაკანსიების ისტორიის ფუნქციის გამოყენება მხოლოდ წევრებს შეუძლიათ. ქვემოთ მოცემულია მაგალითი:




  • 1.29 - ჩემის სახელის შეცვლა მჭირდება განთავსებულ ვაკანსიაში. როგორ გავეკეთო ეს?

    იმისათვის, რომ შესწორებები შეიტანოთ ვაკანსიაში, რომელიც ჯერ არ არის დამოწმებული, გახსენით ვაკანსიის გვერდი და აირჩიეთ „ვაკანსიის შესწორება“. შესწორების დროს შეამოწმეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის სისრულე და სისწორე, როგორც ამოს მოითხოვს სამუშაოს განთავსების წესი #9. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ თქვენი რეალური სახელი და გვარი არ დაანახოთ თქვენს პოტენციურ კანდიდატებს, რისთვისაც საკმარისია მიუთითოთ მხოლოდ თქვენი თანამდებობა კომპანიაში. ამის გასაკეთებლად, მოხსენით აღნიშვნა უჯრაში „ყველასთვის ჩვენება“, თქვენი რეალური სახელისა და გვარის ველთან ვაკანსიის განთავსების ფორმაში და მონიშნეთ ვარიანტი „მე წარმოვადგენ კომპანიას“. გამოჩნდება ახალი ველი: „საკონტაქტო პირის თანამდებობა“.

    დარწმუნდით, რომ კომპანიის სახელი მითითებული გაქვთ შესაბამის ველში.


  • 1.30 - როდესაც ვირჩევ „შეთავაზების მიღებას“, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ სამუშაოს ვაძლევ ამ კონკრეტულ შემსრულებელს?

    არა, არ ნიშნავს. შეგიძლიათ შეარჩიოთ იმდენი შეთავაზება, რამდენიც გსურთ პროექტის შესასრულებლად. შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველა გამოსადეგი შეთავაზებები ერთდროულად და შეინახოთ ცვლილებები, ან შეარჩიოთ შეთავაზებები და შეინახოთ ცვლილებები ერთი მეორის მიყოლებით. მას შემდეგ რაც აირჩევთ სამუშაოს შემსრულებლის შეთავაზებას და შეინახავთ ცვლილებებს, შერჩეულების გვერდით დაინახავთ, რომ „ეს შეთავაზება მიღებულია“. შეთავაზების მიღებისთანავე შეტყობინება გაიგზავნება სამუშაოს შემსრულებელთან. შეთავაზების მიღების შემდეგ შეგიძლიათ პროექტის დეტალები განიხილოთ სამუშაოს შემსრულებელთან.

    შენიშვნა: ვაკანსია არ დაიხურება შეთავაზებ(ებ)ის შერჩევის შემდეგ. შეგიძლიათ იგი დახუროთ თქვენ თვითონ (თუ ასე გსურთ), ან იგი დაიხურება ავტომატურად შეთავაზებების მიღების ვადის დასრულების შემდეგ.


  • 1.31 - სად შემიძლია ვნახო სამუშაოს შესრულების შემოთავაზებები?

    იმისათვის რომ ნახოთ სამუშაოს შესრულების შემოთავაზებები, მენიუს პუნქტში „ვაკანსიები და დირექტორიები“ გახსენით „ჩემი განთავსებული ვაკანსიები“, მოძებნეთ ვაკანსია და დააჭირეთ მის გვერდით მოცემულ ბმულს [შეთავაზებების დათვალიერება]. გაიხსნება ყველა შეთავაზების ჩამონათვალი.



  • Main - Top


  • 2 - ვაკანსიების ძებნა ProZ.com საიტზე

    ახალ კლიენტებს ეძებთ?

    ProZ.com საიტის წევრები მათ ხვდებიან.

  • 2.1 - როგორ ხდება სამუშაოების შეკვეთა?

    ProZ.com-ში სამუშაოს შეკვეთის სამი განსხვავებული გზა არსებობს:
    (1) ვაკანსიის განთავსება / შეთავაზების გაგზავნა სამუშაოს მისაღებად
    (2) პირადად დაკონტაქტება (შემკვეთი უკავშირდება რომელიმე თარჯიმანს)
    (3) სწრაფი შეკვეთები (InstantJobs): შემკვეთი განათავსებს ტექსტს და წინასწარ შერჩეული თარჯიმნები ავტომატურად მიიღებენ მოწვევას.

    მეთოდი (1) ერთადერთი მეთოდია, როდესაც ვაკანსია საიტზე ჩანს; დანარჩენი სამუშაოების შეკვეთა პირადად დაკავშირებით ხდება. მეთოდი (2) გამოიყენება შეკვეთილი სამუშაოების დაახლოებით ნახევარში.


  • 2.2 - ვის შეუძლია სამუშაოების მიღება?

    ProZ.com-ის ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია სამუშაოების მიღება. ამასთან, ვაკანსიის განმთავსებლებს შეუძლიათ სამუშაო შეზღუდონ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვები ვაკანსიებზე შეზღუდვების დადებასთან დაკავშირებით.


  • 2.3 - როგორ მივიღო ProZ.com საიტზე განთავსებული სამუშაოები?

    ProZ.com საიტიდან სამუშაოების მიღების ძირითადი არხია ძებნა შესაბამის დირექტორიაში. სამუშაოს მიღების საუკეთესო სტრატეგიაა:

    ა) კარგი პროფილის შქმნა;

    ბ) საიტზე გაწევრიანება, რადგან საიტის გადამხდელი წევრები რიგით დარეგისტრირებულ წევრებზე ადრე ჩანს დირექტორიაში;

    გ) KudoZ პროფესიული ქულების დაგროვება თქვენს ენათა წყვილებსა და გამოცდილების სფეროებში, რადგან ამ კრიტერიუმით ხდება ძიების შედეგების დალაგება პირველ (გადამხდელი წევრების) და მეორე (რიგითი მომხმარებლების) სიებში;

    დ) სპეციალიზაცია. დარწმუნდით, რომ თქვენი ძირითადი ენათა წყვილი და გამოცდილების სფერო პირველ რიგში გაქვთ მითითებული, მიღებლი გაქვთ KudoZ ქულები ამ კომბინაციაში და ნაჩვენები გაქვთ თქვენი სპეციალიზაცია თქვენი პროფილის თითოეულ ველში.

    ProZ.com საიტის დირექტორიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი ხშირად დასმული კითხვები.


  • 2.4 - რატომ ვეღარ ვხედავ გადახდის ინფორმაციას ვაკანსიის განცხადებებში?

    ბოლო დროს გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი ვაკანსიის განთავსების სისტემაში, რათა მთარგმნელმა უკეთესად განსაზღვროს რა ფასი უნდა მოითხოვოს კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის. ბიუჯეტის ან ფასების შესახებ ინფორმაციას ხედავენ მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებსაც ჩართული აქვთ მისი ჩვენება და აკმაყოფილებენ ვაკანსიაში დასახელებულ მოთხოვნებს. შეგიძლიათ აირჩიოთ გამოჩნდეს თუ დაიმალოს ინფორმაცია ბიუჯეტის ან ფასის შესახებ იმ ვაკანსიებში, რომელთა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: „ინფორმაცია“ > „ცვლილებები ვაკანსიის განთავსებაში“.


  • 2.5 - გამოცდილი მთარგმნელი ვარ, მაგრამ თავისუფალი მთარგმნელის საქმე ახალია ჩემთვის. როგორ უნდა განვსაზღვრო, რა ფასი დავადო კონკრეტულ სამუშაოს?

    ამ საკითხის თაობაზე გაეცანით სტატიას "თავისუფალი თარჯიმნის ტარიფებისა და ფასების განსაზღვრა".


  • 2.6 - მე მივუთითე, რომ მსურს შეთავაზების გაგზავნამდე ვნახო ინფორმაცია კლიენტის ბიუჯეტის შესახებ და, შედეგად, ზოგჯერ ვხედავ ამ ინფორმაციას. სამუშაოსთვის ანაზღაურება კლიენტის ბიუჯეტის ფარგლებში უნდა მივუთითო?

    არა. კლიენტის მიერ მითითებული ბიუჯეტის დიაპაზონი მხოლოდ იმისთვისაა, რომ განსაზღვროთ, გსურთ თუ არა დახარჯოთ დროს სამუშაოს შესრულების შეთავაზების გაგზავნაზე. შეთავაზების გაგზავნის დროს არასდროს უნდა დაასახელოთ იმაზე ნაკლები ფასი, რაც გჭირდებათ ხარისხიანი სამუშაოს ჩასაბარებლად, რაც მოთხოვნილია, დასახელებული ბიუჯეტის დიაპაზონის მიუხედავად.


  • 2.7 - შეიძლება ჩაითვალოს, რომ კლიენტების მიერ დასახელებული ბიუჯეტის შუალედი ასახავს მიმდინარე საბაზრო ფასებს?

    არა, ეს ასე არ არის. კლიენტების მიერ დასახელებული ბიუჯეტის შუალედები ხშირად მიმდინარე ფასებზე დაბალია.


  • 2.8 - როგორ მოვიქცე, თუ კლიენტი შემომთავაზებს ჩემს მიერ განსაზღვრულ ტარიფებზე ნაკლებ ფასს?

    უარი უთხარით. მხოლოდ თქვენ იცით რა ფასი უნდა მოითხოვოთ სამუშაოს სათანადო ხარისხით შესასრულებლად. ეს აბსოლუტურად მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია და არა კოლეგების ან კლიენტის და არ უნდა მოითხოვოთ უფრო ნაკლები ფასი, ვიდრე გჭირდებათ.


  • 2.9 - მხოლოდ ყველაზე დაბალი ტარიფების მიმთითებელ მთარგმნელებს ირჩევენ შემკვეთები?

    არა. გამოცდილმა კლიენტებმა იციან, რომ შეუძლებელია მაღალი ხარისხის ნამუშევრის მიღება, როდესაც ფასი გარკვეულ დონეზე დაბალია. ამრიგად, მთარგმნელები, რომლებსაც ახალი კლიენტები წარმატებით უკავშირდებიან ProZ.com საიტიდან, არიან ისინი, რომელთა ფასები პროფესიონალისთვის შესაფერის ნორმალურ ფარგლებშია.


  • 2.10 - პრინციპში, ყველაფერი მესმის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლად შევძლებ ამის გაკეთებას.

    თქვენ არ ხართ მარტო! დაუკავშირდით ProZ.com საიტის სხვა წევრებს, საიტის ან ადგილობრივი powwow შეხვედრების საშუალებით. თქვენ ნამდვილად დაგეხმარებიან.


  • 2.11 - როგორ შემიძლია შევთავაზო სამუშაოს შესრულება?

    პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ყველა ვაკანსიაში არ არის მოთხოვნილი შეთავაზების გაგზავნა საიტის საშუალებით. მეორეც, მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიისთვის სამუშაოს შესრულების შეთავაზების გაგზავნა შესაძლებელია საიტით, პროცესის დასაწყებად უნდა დააწკაპუნოთ ვაკანსიის გვერდის ქვედა მხარეს ღილაკზე „გაგზავნეთ შეთავაზება“და ამის შემდეგ შეძლებთ თქვენი ფასის დასახელებას. სამუშაოს შესრულების შეთავაზების გაგზავნის ფორმაში შეძლებთ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი ფასი.

    მას შემდეგ რაც დაასრულებთ შეთავაზების გაგზავნას შემკვეთისთვის, იგი შეძლებს თქვენი შეთავაზებისთვის აირჩიოს „მოქმედების გარეშე“, „არა, გმადლობთ“, ან „მიღება“.

    ადრინდელი შეთავაზებების სანახავად, გთხოვთ, მთავარი მენიუს „ვაკანსიების“ განყოფილებაში დააწკაპუნოთ პუნქტზე „ჩემი შეთავაზებები“.

    შენიშვნა: 2010 წლის 1 იანვრამდე საიტის რიგით წევრებს შეეძლოთ BrowniZ ქულების გამოყენება შეთავაზების გასაგზავნად (100 ქულა ერთ შეთავაზებაში). აღნიშნული თარიღის შემდეგ რიგითმა მომხმარებლებმა უნდა გადაიხადოთ 1 აშშ დოლარი ProZ.com საფულედან, რომ მიიღონ შეთავაზების გაგზავნის უფლება.
    ProZ.com საიტის გადამხდელ წევრებს შეთავაზების გაგზავნა შეუძლიათ შეუზღუდავად და უფასოდ.


  • 2.12 - შემიძლია შევასწორო სამუშაოს შესრულების შეთავაზების ტექსტი, მას შემდეგ რაც გაგვგზავნი მას?

    არა. სამუშაოს შეთავაზების ტექსტს ვეღარ შეასწორებთ მისი გაგზავნის შემდეგ. ამასთან, შეგიძლიათ დაამატოთ შენიშვნა თქვენს შეთავაზებას და მიუთითოთ სხვა სათანადო ინფორმაცია.


  • 2.13 - სად შემიძლია ვნახო ვაკანსიებზე ჩემს მიერ გაგზავნილი შეთავაზებების ისტორია?

    თქვენს მიერ გაგზავნილი შეთავაზებების სანახავად, „ვაკანსიებისა და დირექტორიების“ მენიუს პუნქტში გახსენით „ჩემი შეთავაზებები“. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ProZ.com საიტის გადამხდელ წევრებს შეუძლიათ ნახონ თავიანთი შეთავაზებების გაგზავნის ისტორია. ეს ინფორმაცია მიუწვდომელია ProZ.com საიტის რიგითი მომხმარებლებისა და სამუშაოს შემკვეთებისთვის.


  • 2.14 - როგორ შემიძლია იმის გაკონტროლება, თუ რა ინფორმაცია იგზავნება ჩემს შეთავაზებაში?

    თუ გადახვალთ პირადი მონაცემების შეცვლის გვერდზე, შეძლებთ იმ ინფორმაციის გაკონტროლებას, რომელიც შეთავაზების ფორმაში გაიგზავნება, მაგალითად, სახელი, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი და ა.შ.


  • 2.15 - შემიძლია გავაუქმო კლასიკურ ვაკანსიაზე გაგზავნილი სამუშაოს შესრულების ჩემი შეთავაზება?

    დიახ. კლასიკურ ვაკანსიაზე თქვენს მიერ გაგზავნილი შესრულების შეთავაზების გასაუქმებლად, დააწკაპუნეთ ღილაკზე „წაშლა“ იმ შეთავაზების გვერდით, რომლის გაუქმებაც გსურთ „ჩემი შეთავაზებების“ გვერდზე.


  • 2.16 - რა გადასახადები აქვს დაწესებული ProZ.com-ს ვაკანსიებთან დაკავშირებით?

    პირდაპირი შეკვეთები: სამუშაოს შეკვეთა უფასოა. პროფილების მეშვეობით შესაძლებელია პირდაპირი შეკვეთების აღება.

    განთავსებული ვაკანსიები: ვაკანსიის განთავსება უფასოა. ProZ.com-ის წევრებს უფასოდ და შეუზღუდავად შეუძლიათ პასუხის გაცემა და შეთავაზების გაგზავნა სამუშაოს მისაღებად. საიტის უფასოდ მომხმარებლები თითოეულ გაგზავნილ შეთავაზებაში იხდიან 1 დოლარს (ან 100 browniz ქულას 2010 1 იანვრამდე - დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვა 2.3).

    სწრაფი შეკვეთების (Instant Jobs) შემთხვევაში, ProZ.com იღებს საკომისიოს სამუშაოს მთლიანი ღირებულებიდან. ნაჩვენები ანაზღაურება არის ის, რასაც სამუშაოს შემსრულებელი მიიღებს; საკომისიო უკვე ჩამოჭრილია მთლიანი თანხიდან.


  • 2.17 - რას ნიშნავს ”პოტენციური სამუშაო”?

    ”პოტენციური” სამუშაო არის ნებისმიერი ვაკანსია, სადაც არ არის დაზუსტებული კონკრეტული სამუშაოს დეტალები; კერძოდ, იგი გამოკრულია რეზუმეების შესაგროვებლად და სამომავლო საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.


  • 2.18 - ვინ ადგენს გადახდისა და სამუშაოს ჩაბარების ვადებს თითოეული სამუშაოსთვის?

    თითოეული სამუშაოსთვის ყველანაირი პირობა დგინდება კლიენტებსა და სამუშაოს შემსულებელთა შორის უშუალო მოლაპარაკებით. ProZ.com-ის ჯგუფი არანაირად არ ერევა პირობების დადგენასა და მათი შესრულების შემოწმებაში.


  • 2.19 - ამოწმებს ProZ.com განთავსებული ვაკანსიების ინფორმაციასა და სამუშაოს აღწერას ავტორის ვებსაიტების, ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციისა და სხვა რესურსების მიხედვით?

    ძირითად ინფორმაციას (მაგალითად, საკონტაქტო ინფორმაციას) ამოწმებს საიტის ჯგუფი, რათა ვაკანსიების განთავსება მოხდეს საიტის წესების დაცვით. ProZ.com არ ადასტურებს შემკვეთის საიტზე მოცემული მასალის ან სხვა ინფორმაციის უტყუარობას; თითოეულმა მთარგმნელმა, რომელიც დაინტერესებულია მოცემულ შემკვეთთან თანამშრომლობთ, თვითონვე უნდა შეაფასოს პოტენციური კლიენტის სანდოობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, სანამ გადაწყვეტს უმუშაოს თუ არა მასთან.


  • 2.20 - ProZ.com ამოწმებს განთავსებულ ვაკანსიებს და ფილტრავს პოტენციურ სპამერებს?

    ვაკანსიის განთავსების სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ დამკვეთებმა განათავსონ ვაკანსიები ProZ.com საზოგადოებისთვის. რამდენადაც ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია სამუშაოს შესრულება დაუკვეთოს ProZ.com საიტის საშუალებით, საიტის ძირითადი მომხმარებლების (საიტის სტუმრებისა და რიგითი მომხმარებლების) მიერ გაგზავნილ განცხადებებს ამოწმებს საიტის სამუშაო ჯგუფი, სანამ ვაკანსია გამოჩნდება საიტზე.

    უმეტეს შემთხვევაში, ვაკანსიის განცხადებაში მოცემული ინფორმაცია საკმარისია სპამერების მოქმედების ან ProZ.com საიტის მიერ დაბლოკილი მომხმარებლის ამოსაცნობად და ასეთი განცხადებები წაიშლება. სხვა შემთხვევებში, როდესაც გაგზავნილი ინფორმაცია არ არის საკმარისი სპამერის ამოსაცნობად, ვაკანსიის განცხადება დამოწმდება და ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს თარჯიმნების მიერ რისკის მენეჯმენტის პროცედურები.

    რისკის მენეჯმენტი უნდა შეიცავდეს მოქმედებათა ნაკრებს, რომელიც მოიცავს „კლიენტის“ დადებით შეფასებას (საკონტაქტო მონაცემები უნდა იყოს შემოწმებადი და დამოწმებული) და რისკი უნდა შეფასდეს ისეთი რესურსების გამოყენებით, როგორიცაა Blue Board ბაზაში შემოწმება და სხვა ეტაპები.

    თუ გსურთ შეიტყოთ მეტი, თუ როგორ სრულდება რისკის მენეჯმენტი, ყველას გიწვევთ საიტის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ უფასო ვებინარზე, რომლის სახელწოდებაა "რისკის მენეჯმენტი თავისუფალი მთარგმნელებისა და თარჯიმნებისთვის".

    ProZ.com საიტის გადამხდელ წევრებს ასევე შეუძლიათ გამოიწერონ to სპამერების შესახებ მთარგმნელთა გამაფრთხილებელი შეტყობინებები.


  • 2.21 - გადახდის რა მეთოდები არსებობს შემკვეთთა მხრიდან სამუშაოს ასანაზღაურებლად?

    პირველ რიგში, როდესაც შემკვეთი და თარჯიმანი ერთმანეთს ხვდება ProZ.com-ზე, ეს ორი მხარე ყოველგვარ საკითხს ათანხმებს ერთმანეთთან და ProZ.com არ მონაწილეობს ამ პროცესში. ამრიგად, მხოლოდ შემკვეთსა და თარჯიმანს შორის ხდება მოლაპარაკება გადახდის მეთოდებთან და სხვა პირობებთან დაკავშირებით.

    აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგიძლიათ შეთანხმდეთ გადახდის რომელიმე გავრცელებული მეთოდის გამოყენებაზე. ერთ-ერთი მეთოდია საბანკო გადარიცხვა, მეორე კი ჩეკით გადახდა. PayPal და Moneybookers თანხის გადარიცხვის ონლაინ მომსახურებებია. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Western Union. გადახდის თითოეულ მეთოდს თავისი უპირატესობები და ნაკლი აქვს, ზოგი მათგანი მცირე მოცულობის პროექტებისთვისაა უფრო ხელსაყრელი, ხოლო სხვების გამოყენება კი დიდი პროექტების შემთხვევაშია უმჯობესი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ თქვენი გეოგრაფიული მდებარეობა.

    ამ თემას ხშირად განიხილავენ ProZ.com-ის ფორუმებზე, რომლებიც თავისუფლად იძებნება. გირჩევთ, დაათვალიეროთ ფინანსური თემები ფორუმზე.


  • 2.22 - შეკითხვა მაქვს კონკრეტული ვაკანსიის შესახებ. ვის უნდა მივმართო?

    თქვენ უნდა მიმართოთ ამ ვაკანსიის განმთავსებელს. ProZ.com-ს არა აქვს სხვა ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ვაკანსიის ავტორმა განათავსა. ვაკანსიის განმთავსებელი პასუხისმგებელია მისი საკონტაქტო ინფორმაციის სისწორეზე. ProZ.com პასუხისმგებლობას ვერ აიღებს არასწორი ბმულების ან შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაციის არქონის შემთხვევაში; ჩვენ მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რაც სამუშაოს განმთავსებელმა შეიყვანა.


  • 2.23 - უნდა გადავიხადო სამუშაოს შესრულების შეთავაზების გასაგზავნად?

    თუ არ ხართ საიტის გადამხდელი წევრი, შეგიძლიათ დადოთ თანხა თქვენს ProZ.com საფულეში და თითოეული გაგზავნილი შეთავაზებისთვის თანხის გადახდა მოხდება ამ საფულედან. ერთი შეთავაზების გაგზავნის ფასია 1 აშშ დოლარი.

    ProZ.com საიტის გადამხდელი წევრებისთვის შეთავაზების გაგზავნა შეუზღუდავი და უფასოა.

    Note: 2010 წლის 1 იანვრამდე საიტის რიგით წევრებს ასევე შეეძლოთ BrowniZ ქულების გამოყენება შეთავაზების გასაგზავნად (100 ქულა ერთ შეთავაზებაში). აღნიშნული თარიღის შემდეგ კი რიგითმა მომხმარებლებმა უნდა გადაიხადოთ 1 აშშ დოლარი ProZ.com საფულედან, რომ მიიღონ შეთავაზების გაგზავნის უფლება.


  • 2.24 - თუ სამუშაოს შესრულების შეთავაზებას გავგზავნი და ამ სამუშაოს ვერ მივიღებ, მაცნობებენ ამის შესახებ? რამდენ ხანში მივიღებ ამ ინფორმაციას?

    შემკვეთი გადახედავს მიღებულ შეთავაზებებს. თარჯიმნის შერჩევას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეთ. ეს სამუშაოს შესრულების ვადაზეა დამოკიდებული. შემკვეთს თხოვენ სამუშაოს შესრულების ყველა შემთავაზებელთან გაგზავნოს ერთ-ერთი შეტყობინება: ”ჯერ რეაგირების გარეშეა”, ”არა, გმადლობთ”, ან ”მიღებულია”. ამასთან, შემკვეთისთვის არ არის სავალდებულო ამის გაკეთება და თუ იგი არ მოისურვებს, თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირ შეტყობინებას.


  • 2.25 - სად შემიძლია ვნახო კონკრეტული დამკვეთის მიერ განთავსებული ვაკანსიები?

    ProZ.com საიტის წევრებს შეუძლიათ ნახონ კონკრეტული დამკვეთის მიერ განთავსებული ვაკანსიების ჩამონათვალი. ამისათვის, ვაკანსიის გვერდზე „ვაკანსიის განმთავსებლის“ გრაფის ქვედა ნაწილში უნდა დააწკაპუნონ „ადრე განთავსებული ვაკანსიებზე“, ან დამკვეთის გვერდზე Blue Board რესურსში „ადრე განთავსებული ვაკანსიების“ განყოფილების ქვემოთ დააწკაპუნონ ბმულზე „დამატებითი ინფოტმაცია »“.


  • 2.26 - საიტიდან უნდა გავგზავნო შეთავაზება, რათა შემკვეთს ვაცნობო სამუშაოს აღების სურვილის შესახებ, თუ ამის თაობაზე უშუალოდ კლიენტს უნდა დავუკავშირდე?

    თქვენ უნდა დაიცვათ კლიენტის მითითებები. როდესაც შესაბამისი მითითებაა გაკეთებული, გაგზავნეთ შეთავაზება საიტიდან.

    პირადად არასდროს დაუკავშირდეთ კლიენტს, თუ იგი გთხოვთ, რომ არ დაუკავშირდეთ. თუ თქვენ მაინც ეცდებით პირადად დაკავშირებას, ეს მხოლოდ თქვენზე, ProZ.com-ის საზოგადოებაზე იმოქმედებს და შექმნილი უხერხულობის გამო, უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ თქვენ *ვერ მიიღებთ* ამ სამუშაოს. თუ ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფი საყვედურს მიიღებს იმის გამო, რომ საიტის მომხმარებელი მას პირადად დაუკავშირდა, კლიენტის მიერ გაკეთებული მითითების მიუხედავად, მომხმარებლის პროფილი შეიძლება შეიზღუდოს ან წაიშალოს.


  • 2.27 - სად უნდა ჩავსვა თარგმანის ნიმუში სამუშაოს შესრულების შეთავაზების დროს?

    დამკვეთებს 2 ვარიანტი აქვთ კლასიკურ ვაკანსიაში ტექსტის ნიმუშის მისათითებლად:

    • მოითხოვონ, რომ ტექსტის ნიმუშის თარგმანი გაიგზავნოს სამუშაოს შესრულების შეთავაზებასთან ერთად.
    • არ მოითხოვონ ტექტის ნიმუშის თარგმნა, მაგრამ გადახედონ მას სამუშაოს შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად.
    თუ დამკვეთი ითხოვს ტექსტის ნიმუშის თარგმანი გაუგზავნოთ სამუშაოს შესრულების შეთავაზებასთან ერთად, შეგიძლიათ თქვენი თარგმანი ჩაწეროთ „ნიმუშის“ ველში, შეთავაზების გაგზავნის დროს. თუ ნიმუშის თარგმანი არ მოითხოვება, შესაბამისი ველი არ გამოჩნდება და, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თარგმანის ნიმუში გაგზავნოთ თქვენი წერილის ტექსტთან ერთად.


  • 2.28 - ვაკანსიის გვერდზე ნათქვამია, რომ მე ვაკმაყოფილებ ამ ვაკანსიაში დასახელებულ მოთხოვნებს, მაგრამ ვერ ვხედავ „შეთავაზების გაგზავნის“ ღილაკს. რატომ?

    თუ ვაკანსიის გვერდის ზედა ნაწილში საინფორმაციო ველი გეუბნებათ, რომ თქვენ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს სამუშაოს შესრულების შეთავაზების გასაგზავნად, მაგრამ მაინც ვერ ხედავთ „შეთავაზების გაგზავნის“ ღილაკს, შეამოწმეთ შეთავაზებების მიღების ვადა და დარწმუნდით, რომ ვაკანსია არ არის დახურული, ან ვაკანსიის გვერდის ზემოთ ხომ არ არის აღნიშნული, რომ „ეს ვაკანსია დაიხურა“:

    თუ დარწმუნდებით, რომ ვაკანსია ჯერ ისევ ღიაა, შეამოწმეთ „დაკავშირების მეთოდი“ და დარწმუნდით, რომ შემკვეთს არ აქვს მოთხოვნილი პირადად დაკავშირება ელ.ფოსტით. ამ შემთხვევაში ჩანს შემკვეთის ელ.ფოსტის მისამართი ან ელ.ფოსტით დასაკავშირებელი ბმული (და არ ჩანს ღილაკი „გაგზავნეთ შეთავაზება“):

    თუ ვაკანსია ღიაა და მაინც ვერ ხედავთ შეთავაზების გაგზავნის მეთოდს, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა. ამისათვის, დააწკაპუნეთ ვაკანსიის გვერდის ქვემოთ მოცემულ ბმულზე და „დაუკავშირდით საიტის ჯგუფს, თუ პრობლემაა ამ ვაკანსიასთან დაკავშირებით“. ეს დაეხმარება საიტის ჯგუფს განიხილოს შექმნილი პრობლემა.


  • 2.29 - მშობლიური ენა და ვაკანსიაში დასახელებული ენათა წყვილები შეუსაბამოა. როგორ მოვიქცე?

    პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოსთვის საჭირო მშობლიური ენა შეიძლება ყოველთვის არ დაემთხვეს პროექტში დასახელებულ ენებს, მაგრამ, ბევრ შემთხვევაში, ის შეიძლება იყოს დამკვეთის მშობლიური ენა. მრავალი დამკვეთი თავს კომფორტულად გრძნობს, როდესაც საქმეს აწარმოებს თავის მშობლიურ ენაზე.

    ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და საიტის ჯგუფს სთხოვოთ გადაამოწმონ ეს საკითხი დამკვეთთან, რომ დარწმუნდეთ, შეცდომას არ ჰქონდა ადგილი მშობლიური ენის მითითების დროს, ან შესწორდეს ვაკანსიაში მითითებული მშობლიური ენა, თუ დამკვეთი დაადასტურებს, რომ ადგილი აქვს შეცდომას.


  • 2.30 - რატომ არ შემიძლია გავგზავნო შეთავაზება ზოგიერთ ვაკანსიაზე?

    ვაკანსიის განმთავსებლებს შეუძლიათ გარკვეული კრიტერიუმებით შეზღუდონ მათი რაოდენობა, ვისაც შეუძლია მათი ვაკანსიის ნახვა, მომხმარებელთა პროფილების ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეს კრიტერიუმებია: გამოცდილების ზოგადი სფეროები, გამოცდილების კონკრეტული სფეროები, დიპლომები და სერთიფიკატები, პროგრამების ცოდნა, მდებარეობა, მშობლიური ენა. თქვენ არ მიიღებთ შეტყობინებას ისეთი ვაკანსიის განთავსების თაობაზე, რომელზეც არ შეგიძლიათ სამუშაოს შესრულების შეთავაზების გაგზავნა. ვაკანსიის განმთავსებლებს ასევე შეუძლიათ შეზღუდონ შემოთავაზების მიღება ProZ.com საიტის წევრობის სტატუსის მიხედვით. ამასთან, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებთ შეტყობინებას ვაკანსიის განთავსების შესახებ.

    თუ გსურთ შეიტყოთ რატომ ვერ აგზავნით შეთავაზებას რომელიმე კონკრეტულ ვაკანსიაზე, გადახედეთ ინფორმაციას ვაკანსიის გვერდის ზედა მხარეს გრაფაში:



    მასში მითითებულია დამკვეთის მიერ წაყენებული მოთხოვნები და აღნიშნულია, რომელს არ აკმაყოფილებთ თქვენს პროფილში მოცემული მონაცემების მიხედვით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გახსნათ თქვენი პროფილის განახლების გვერდი და გამოიყენოთ ღილაკი „[შესწორება]“, თქვენს პროფილში ინფორმაციის შესასწორებლად.


  • 2.31 - რატომაა აღნიშნული ზოგიერთ ვაკანსიაზე, რომ მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი?

    ვაკანსიის განმთავსებელს შეუძლია საკუთარი სურვილით და საკუთარი შეხედულებით დააწესოს გარკვეული კრიტერიუმები მის მიერ განთავსებულ ვაკანსიაზე. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმია წევრობის სტატუსი (სხვა კრტერიუმებია: ქვეყანა, კომპიუტერული პროგრამები და ა.შ.).

    ზოგიერთი კლიენტი ამჯობინებს გადამხდელ წევრებთან დაკონტაქტებას, სხვები კი ვაკანსიებს ხელმისაწვდომს ხდიან საიტის რიგითი მომხმარებლებისთვის, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ.

    ვაკანსიის განთავსებისა და მხოლოდ წევრებისთვის მისი ჩვენების პერიოდები საიტზე ნაჩვენებია გრინვიჩის მერიდიანის დროით.


  • 2.32 - რას ნიშნავს „შენიშვნა: ვაკანსია 30 დღეზე ძველია?

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვერ გაგზავნით სამუშაოს შესრულების შეთავაზებას იმ ვაკანსიისთვის, რომლის განთავსებიდან 30 დღეზე მეტია გასული. ვაკანსიებში, რომლებიც 30 დღეზე მეტხანს დევს საიტზე და დაკავშირების მეთოდად მითითებული აქვს „უშუალოდ დაკონტაქტება“ (ელ.ფოსტით), დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია დაიმალება.

    თუ ვერ ხედავთ საკონტაქტო ინფორმაციას ვაკანსიაში, რომლის განთავსებიდან 30 დღეზე მეტია გასული და თუ თქვენ აკმაყოფილებთ დამკვეთის მოთხოვნებს, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა და მიუთითეთ კონკრრეტული ვაკანსიის ვებ-მისამართი. პირველ რიგში, შეამოწმეთ მოცემულ ვაკანსიაში „დაკავშირების მეთოდად“ დამკვეთს ხომ არ აქვს მითითებული ProZ.com საიტით დაკონტაქტება (სამუშაოს შესრულების შეთავაზების ღილაკი).


  • 2.33 - მე მივიღე სამუშაო, მაგრამ ამის შემდეგ კლიენტი არ შემხმიანებია...

    ProZ.com არასოდეს ერევა სამუშაოების შეკვეთის საკითხში. შემკვეთისგან წერილის მიღება ნიშნავს, რომ თქვენი შეთავაზება მიღებულია და შემკვეთს სურს ითანამშრომლოს თქვენთან მოცემულ პროექტზე.


  • 2.34 - არ გადამიხადეს შესრულებულ სამუშაოში. როგორ მოვიქცე?

    ProZ.com არ ერევა სამუშაოს შემსრულებელსა და შემკვეთს შორის იურიდიულ ან პროფესიონალურ საკითხებში, ტრანზაქციებთან ან კონტრაქტებთან დაკავშირებით. საიტი მხოლოდ მათ დაკავშირებას უწყობს ხელს.

    ამასთან, თუ თქვენ 1) ანაზღაურებადი სამუშაო შეასრულეთ, 2) ჩააბარეთ დროულად და 3) ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიას არ ჰქონდა ადგილი, მაგრამ არ გადაგიხადეს, შეგიძლიათ ეს პრობლემა დააფიქსიროთ და სათანადო LWA ჩანაწერი გააკეთოთ Blue Board ბაზაში.

    სამუშაოს შემკვეთებზე მოქმედებს დებულება საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტის შესახებ.


    შენიშვნა: თუ აკეთებთ განაცხადს, რომ არ გადაგიხადეს, შეიძლება მოგვიანებით გთხოვონ წარადგინოთ მასალები იმის დასამტკიცებლად, რომ ჩანაწერის გაკეთების დროს დაიცავით Blue Board რესურსის წესები.


  • 2.35 - რატომ არ ადგენს ProZ.com თარგმანის მინიმალურ ფასს?

    ამ ეტაპზე გარკვეული მოსაზრებები გვაქვს იმის თაობაზე, რომ საიტის ჯგუფმა შეიძლება შემოიღოს გარკვეული ტექნიკური მექანიზმი, მინიმალური ფასების საკარნახოდ. მიუხედავად იმისა, რომ ProZ.com-მა უკვე შემოიღო გარკვეული მექანიზმები ფასების დასარეგულირებლად (იხილეთ ხშირად დასმული კითხვები ფასების შესახებ), ProZ.com უახლოეს მომავალში არ აპირებს ფასების მინიმუმის დაწესების რაიმე მექანიზმის შემოღებას, შემდეგი მიზეზით:

    ჩვენი აზრით, თითოეულმა წევრმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომსახურების მინიმალური ფასები. ჩვენ შევქმენით ფასების გამომთვლელიპროგრამა, რომლითაც საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოთვალონ მათთვის ოპტიმალური ფასები, აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებით, რის მიხედვითაც მათ შეუძლიათ დაადგინონ თავიანთი მინიმალური ფასები. ეს ასახავს საიტის პრინციპს, რომ იგი არ უნდა ჩაერიოს წევრების საქმეში.

    თუ ეს მიზეზი არ არის საკმარისი, გაითვალისწინეთ შემდეგი:
    (1) მინიმალური ფასების დაწესება კონცეპტუალური და მიზანშეწონილიც რომ იყოს, ჩვენ მაინც ვერ შევძლებდით მის დაცვას;
    (2) საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერია მინიმალური ფასების დაწესების მცდელობა, კვლავ ღიად რჩება და ჩვენ არა გვაქვს ადექვატური მოსაზრება ამასთან დაკავშირებით (სიამოვნებით მივიღებთ კომენტარებს იურისტებისაგან: http://www.proz.com/blueboard
    (3) სხვა საიტებს ჰქონდათ მინიმალური ფასების დაწესების მცდელობა, მაგრამ იგი, როგორ ჩანს, უშედეგოდ დასრულდა.

    თარჯიმანთა, ისევე როგორც ProZ.com-ის, ინტერესებში შედის, რომ ფასები ჩვენი პროფესიის მოთხოვნილების მიხედვით განისაზღვროს. ამ მოსაზრებით, ProZ.com-ის ჯგუფი მიესალმება თარჯიმანთა კანონიერ მოლაპარაკებებსა და ურთიერთთანამშრომლობას. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ფასებზე კონტროლი არის (და უნდა იყოს!) შემკვეთთა ხელში.


  • 2.36 - რას ნიშნავს ავტომატურად რეკომენდირებული პირები?

    ავტომატურად რეკომენდირებული პირები ნაჩვენები იქნება კლიენტისთვის, ვაკანსიის გაგზავნის შემდეგ. ProZ.com-ის სისტემა ავტომატურად აირჩევს ProZ.com-ის პირველ ხუთ წევრს, რომლებიც საუკეთესოდ აკმაყოფილებენ კონკრეტული სამოშაოს პირობებს. შემკვეთი ნახავს ამ თარჯიმნების სიას და პირდაპირ ბმულებს მათთან დასაკონტაქტებლად. შემკვეთებს დროისა და ენერგიის ეკონომიის საშუალება ეძლევათ, ხოლო ProZ.com-ის წევრებთან დაკონტაქტება მარტივდება და მათ მეტი სამუშაოს მიღება შეუძლიათ.

    ავტომატურად რეკომენდირებული პირების დასახელების მაგალითად იხილეთ:




  • 2.37 - გვთავაზობს ProZ.com ტექსტურ რეკლამას (როგორც Google), რათა შევძლო ჩემი, როგორც თავისუფალი თარჯიმნის მომსახურების რეკლამირება?

    ტექსტური რეკლამის განთავსება შეგიძლიათ შეიძინოთ დირექტორიების გვერდზე. ინფორმაციისთვის იხილეთ ”ჩემი ProZ.com”> "ჩემი ტექსტური რეკლამები" > "ინფო".

    მათი უმეტესობა, ვინც ტექტურ რეკლამებს ყიდულობს, კვლავ ყიდულობს მათ. ეს ალბათ იმის გამოა, რომ ამით შედეგს იღებენ. საწყისი ფასია $20. გთხოვთ, მოსინჯოთ მათი გამოყენება.


  • 2.38 - განთავსებულ ვაკანსიაში შემკვეთის ბიუჯეტი უფრო დაბალია, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანაში ოფიციალურად დადგენილი მინიმუმი. შეიძლება წაიშალოს?

    თუ კანონის პირდაპირ დარღვევას აქვს ადგილი (მაგალითად, 2 ერთეული საათში, თუ მინიმალური ფასი განისაზღვრება საათში 4 ერთეულით), გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და საიტის ჯგუფი განიხილავს ვაკანსიის წაშლის საკითხს. (ამასთან, ვაკანსიის წაშლა არ მოხდება ტარიფების შესახებ მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე.) თუ ეჭვობთ, რომ კანონდარღვევას აქვს ადგილი, გთხოვთ, ამის შესახებ გვაცნობოთ ონლაინ დახმარების სისტემის გამოყენებით (ბმულები მოცემულია თითოეული ვაკანსიის ქვემოთ, რომ გამარტივდეს ეს პროცესი).

    „ოფიციალური მინიმუმის“ შესახებ დებულების გამოყენება შესაძლებელია, მაგალითად, ორგანიზაციაში პოზიციისთვის, სადაც ხელფასის შესახებ კანონი ნათლადაა ჩამოყალიბებული. უმეტეს შემთხვევაში, ეს დებულება შეიძლება არ მოქმედებდეს თავისუფალი ლინგვისტებისთვის, მაგრამ იგი მოიცავს ლინგვისტების დამცავ იურიდიულ საკითხებს.

    ProZ.com საიტის ჯგუფისთვის ცნობილია, რომ ეს დებულება ძალიან იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ეს კიდევ ერთი გზაა პროფესიონალი ლინგვისტების შემოსავლის სწორი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.

    ასეთი პოლიტიკის მიზანი არ არის და არც უნდა იქნას გამოყენებული, როგორც „ნიშნული“ ან საზომი თავისუფალ თარჯიმანთა მიერ სამუშაოს შესრულების საფასურის შესათავაზებლად.

    ProZ.com Wiki რესურსში დაწყებულია სტატიის წერა „მინიმალური ხელფასი ქვეყანაში“, სადაც მოცემულია სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დოკუმენტაციით დაშვებული მინიმალური ხელფასი. მთარგმნელებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ინფორმაცია და დაამატონ სადაც საჭიროა.


  • 2.39 - შემიძლია შევასწორო სამუშაოს შეთავაზების ტექსტი, მისი გაგზავნის შემდეგ?

    არა. სამუშაოს შეთავაზების ტექსტს ვერ შეასწორებთ და, თუ წაშლით, თავიდან ვეღარ გაგზავნით. ამასთან, თუ შეგეშალათ რამე სამუშაოს შეთავაზების გაგზავნილ ტექსტში, ან თუ დაგავიწყდათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამატება, შეგიძლიათ გახსნათ „სამუშაოს შესრულების შეთავაზებების“ გვერდი, აირჩიოთ კონკრეტული შეთავაზება და დაამატოთ ახალი ინფორმაცია მის ქვემოთ მოთავსებულ ტექსტურ ველში.


  • 2.40 - როგორ შემიძლია გავიგო რეალური ფასები?

    იხილეთ სტატია თემაზე „თქვენი, როგორც თარჯიმნის ფასების განსაღვრა“. იგი ეყრდნობა ProZ.com საიტის, ამ დარგის ასოციაციებისა და სხვა მონაცემებს. მეთოდი, თუ როგორ უნდა მოარგოთ თქვენი ფასები თქვენთვის საჭირო შემოსავალსა და ობიექტურ გარემოებებს, ასევე მოცემულია ამ მითითებებში.


  • 2.41 - თუ რასაც მინდა იმ ფასს დავასახელებ, რა საჭიროა კლიენტის ბიუჯეტის შუალედის ნახვა?

    თქვენ არ ხართ ვალდებული ნახოთ. ზოგ ადამიანს აინტერესებს კლიენტის ბიუჯეტის ფარგლები, რომ არ დაკარგონ დრო სამუშაოს შეთავაზებაში, თუ მცირეა ან საერთოდ არ არის იმის შანსი, რომ კლიენტი მათთვის სასურველ ფასს გადაიხდის.


  • 2.42 - A job was posted with a language variant that, in my opinion, does not exist. Is this allowed?

    According to point 6 of the ProZ.com guiding principles, job posters are the ones who define the way they present their needs to the community. Academic consideration on the existence or not of a given language variant are not relevant here, this is simply a channel for an outsourcer to further specify a translation request. Information in this field is not used to filter translators, so nobody will be excluded from the job.



  • Main - Top


  • 3 - The translation center

  • 3.1 - What is the translation center?

    The translation center (“Powered by ProZ.com”) is a tool that enables companies to efficiently route work to their translators, to keep track of their projects, and to keep track of project-related communications and payment information in one convenient location.


  • 3.2 - Is the translation center a TMS (translation management system)?

    No, it is simpler and easier to use than most TMS systems. Basically, it is a notification/invitation system, and a one-stop shop to keep track of your projects and related communications and invoices.


  • 3.3 - Why do companies use the translation center?

    To be more organized and to manage more projects with less effort. It replaces email.


  • 3.4 - Can I customize it with my logo?

    Yes.


  • 3.5 - What is the cost of using the Translation Center?

    It is included in your ProZ.com Business membership fee.


  • 3.6 - What about privacy and data security?

    ProZ.com is TRUSTe certified to comply with worldwide standards for handling of private data, including standards of the US, EU and other locations. See the ProZ.com privacy policy for more information.


  • 3.7 - What if my company requires additional protections?

    Please ask!


  • 3.8 - What translators will work on my projects?

    Translators who you invite.


  • 3.9 - Can I use the platform to recruit?

    Not yet. But this is a requested feature and we plan to add it soon.


  • 3.10 - Can translators use their ProZ.com login details?

    Yes. They can also port their profile data over to your instance of the platform. As a result, it may be easier to keep the data you have on each translator “fresher” over time.


  • 3.11 - Can I have translators on the platform that are not ProZ.com users?

    Yes.


  • 3.12 - Can I manage agreements I have with my translators using the platform?

    Yes. You can store administrative notes in profiles, with attached files. These notes will let you, for instance, store any agreement reached with the translator, upload a signed NDA and record any exceptional instance of good or objectionable performance.


  • 3.13 - I group my translators in teams working on the same subjects. Can I do that?

    Yes. You can assemble as many teams as you want with the translators in your pools. When you create a work order that can include several jobs (different target languages), you can include, independently for each job:

    * All eligible translators (for instance, all translators in the appropriate language pair)
    * All the members of a team
    * Only eligible team members (belonging to the team and also matching language pair)


  • 3.14 - How are tasks assigned to translators?

    No matter if you associated a job with the whole pool or with a team, you have two ways of assigning the tasks to your translators: automatic and manual.

    * With manual assignment the PM will edit a task to manually assign it to one of the valid translators.
    * With automatic assignment, the valid translators will receive notifications inviting them to accept your tasks. Once all tasks have been accepted, no further notifications are sent and the job is blocked, avoiding the risk of having two translators working on the same file. You can remove translators from the queue, add suitable translators to the queue or send a direct message to a translator.


  • 3.15 - Is there an option to allow clients to access my ProZ.com-powered translation center?

    Yes. It is up to you whether or not you give your clients access..


  • 3.16 - Can a large file be split and assigned to different translators?

    A large file can be posted as source in a work order and then split into smaller sections, associating each section to a separate task that can be assigned to a different translator. In case of a multi-language work order, splitting the source file in one of the jobs will be enough to have the same splitting done in all the other jobs in the work order. An advantage of this operation is that all the translators and the PM will be sharing a same working page, and they will be able to exchange text and files by means of the in-page messages, for instance to coordinate terminology. Once the translations are done, the sections can be externally assembled and then a new task can be created and an editor assigned to it for consistency and quality.


  • 3.17 - How can I manage reference files?

    Reference files can be uploaded when a work order is created, and they will be displayed in all related jobs and job posting pages. It is also possible to post reference files specific for each job of a multi-languages work order. You can also upload client files, that will be presented as reference information in all jobs posted on behalf of this client.


  • 3.18 - Can I associate my work codes (and the client’s) with a work order?

    A new work order has an internal number that is displayed at the end of its URL, but there are other two important order numbers:
    * An internal order number that can be automatically indexed and formatted in a flexible combination of month, year and a numerical field.
    * A customer order number where the number assigned to the order by the client can be manually entered
    Both numbers can be used as search criteria for orders and jobs. All jobs in a work order will share the same order numbers



  • Main - Top


  • 4 - ProZ.com Connect! პლატფორმა


    Finding candidates in Connect:



    You may also be interested in:

  • Video: Finding candidates in Connect: updates

  • Video: Post a job quickly in Connect

  • Video: Connect: Why and how to close the communication loop with candidates
  • 4.1 - რა უპირატესობა გააჩნია ProZ.com Connect! ფუნქციას, ვაკანსიის განთავსების სტანდარტულ სისტემასთან და საზოგადოების დირექტორიის საშუალებებთან შედარებით?

    • დროის ეკონომია თარჯიმნების ძებნის შემთხვევში – 50%-მდე. Connect! სისტემაში მოცემული მოთხოვნების დასაზუსტებელი ფორმა და ახალი საძიებო სისტემა მიზნობრივად გაფილტვრისა და შესაბამისი თარჯიმნების სწრაფად პოვნის საშუალებას იძლევა.

    • უფრო სწრაფი პასუხი თარჯიმნებისაგან. პრივილეგირებული სამუშაოს შესაკვეთად Connect! ფუნქციის გამოყენებით, თქვენი განცხადება უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება ქსელში და თარჯიმნების უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

    • კანდიდატების მენეჯმენტი. შეგიძლიათ გაფილტროთ პასუხები, დაუკავშირდეთ კანდიდატებს მიმოწერის მოხერხებული ცენტრის მეშვეობით და მარტივად დაალაგოთ არჩეული თარჯიმნები ონლაინზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეაფასოთ და მარტივად ადევნოთ თვალყური თქვენს მიერ შერჩეულ თარჯიმნებს.

    • გაზრდილი მოქნილობა და კონტროლი. შეგიძლიათ წინასწარ ნახოთ, თუ ვინ მიიღებს შეტყობინებას თქვენი ვაკანსიის შესახებ, სანამ მას განათავსებთ. გარდა ამისა, ყველა მოქმედება, რასაც საიტზე შეასრულებთ შეკვეთებისა და თარჯიმანთა მენეჯმენტთან დაკავშირებით, მხოლოდ თქვენი კომპანიისთვის იქნება ხილული და მას ვერ დაინახავენ თქვენი კონკურენტები და კლიენტები.

    • უფრო ფართომასშტაბიანი დაკავშირება. ზოგიერთ ენათა წყვილში, Connect! ფუნქციის საშუალებით უკავშირდებით უფრო მეტ თარჯიმანს, ვიდრე საზოგადო დირექტორიაში.


  • 4.2 - რა განსხვავებაა ProZ.com Connect! და კორპორაციულ წევრობას შორის?

    ProZ.com Connect! საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ შეკვეთებისა და თარჯიმანთა მენეჯმენტი.

    კორპორაციული წევრობა გამოგარჩევთ საზოგადოებიდან, როგორც ProZ.com-ის მხარდამჭერ კომპანიას და საშუალებას გაძლევთ უკეთესად წარმოაჩინოთ თქვენი ბიზნესი სპეციალურ კორპორაციულ დირექტორიაში. კორპორაციული წევრები სარგებლობენ ProZ.com Connect! ძირითადი ფუნქციით. შეიტყვეთ მეტი.


  • 4.3 - როგორ და რატომ შეიქმნა ”Proz.com Connect!”?

    ProZ.com Connect! შემუშავდა, შემოწმდა და გამოიცადა 10 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 25 მომხმარებელთან თანამშრომლობით. მათ შორის იყო მსოფლიოს თორმეტიდან ექვსი უდიდესი ლინგვისტური კომპანია, ხოლო თარჯიმანთა მომსახურებით ისარგებლა მრავალმა გლობალურმა ფირმამ, მათ შორის 100-მა გლობალურმა საწარმომ. საშუალო ზომის მრავალმა კომპანიამ ასევე მიიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში, რომელთაგან ერთ-ერთი ორი თანამშრომლისგან შედგებოდა.

    ჩვენი აზრით, თარჯიმნის მოძებნის ტრადიციულ მეთოდს, CV-ების (ავტობიოგრაფიების) დასტების თვალიერებასა და კანდიდატების ძებნას საინფორმაციო დაფებისა და ელ.ფოსტის საშუალებით, ძალზე დიდი დრო მიაქვს კომპანიისათვის საჭირო კვალიფიციური კანდიდატების მოსაძებნად, ხშირად კი თარმანის შესრულება სასწრაფოდ სჭირდებათ. ProZ.com-თან მჭიდრო თანამშრომლობის მქონე მრავალმა მთარგმნელობითმა კომპანიამ შექმნა პლატფორმა, რომლითაც მოგვარდა ეს ხანგრძლივი და ხარჯიანი პრობლემა.


  • 4.4 - რა განსხვავებაა Connect! სამუშაოებსა და ვაკანსიის განთავსების ”კლასიკურ” სისტემას შორის?

    Connect! სამუშაოების განთავსება ხდება ProZ.com Connect! პლატფორმის მეშვეობით. Connect! სისტემაში ვაკანსიის განთავსება შემკვეთს საშუალებას აძლევს უფრო დეტალურად ჩამოაყალიბოს მოთხოვნები და უფრო ზუსტად განსაზღვროს, თუ რომელი თარჯიმნები შეარჩიოს სამუშაოს შესასრულებლად. Connect! სამუშაოებს მხოლოდ ისინი ხედავენ, რომელთა ProZ.com პროფილებიც აკმაყოფილებენ შემკვეთის მიერ მითითებულ მოთხოვნებს.

    ვაკანსიის განთავსების ”კლასიკური” სისტემა ნიშნავს ProZ.com-ში სამუშაოს განთავსების თავდაპირველ სისტემას. გარკვეულწილად, ”კლასიკურ” ვაკანსიებს ხედავს საიტის ყველა მომხმარებელი.


  • 4.5 - რას ნიშნავს პრივილეგირებული სამუშაო?

    სამუშაო პრივილეგირებულად ითვლება, როდესაც პროექტის შესრულებისთვის იხდიან მოცემული ენათა წყვილის საბაზრო ფასებს ან მეტს, ხოლო თარჯიმნის გასამრჯელოა მინიმუმ €100.


  • 4.6 - ვინ წყვეტს იმას, შეიძლება თუ არა სამუშაო ჩაითვალოს ”პრივილეგირებულად”?

    დღეიდან, Connect! კლიენტები თვითონ გადაწყვეტენ უნდა ჩაითვალოს თუ არა სამუშაო ”პრივილეგირებულად”, ზემოთ მოცემული განმარტების თანახმად.

    უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის რეპუტაცია შეიბღალება, თუ მის მიერ პრივილეგირებულად ჩათვლილ სამუშაოს ასეთად არ ჩათვლიან პოტენციური კანდიდატები. ამგვარად, შემკვეთის ინტერესებში შედის სწორედ შეარჩიოს თუ რომელი სამუშაო უნდა იყოს მიჩნეული პრივილეგირებულად.

    თუ ფიქრობთ, რომ განთავსებული პრივილეგირებული სამუშაო არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ პირობებს, გთხოვთ გახსნათ დახმარების ბარათი და დაასახელოთ კონკრეტული განცხადების URL.


  • 4.7 - შემიძლია გავაკეთო განთავსებული ვაკანსიის ასლი და გამოვიყენო იგი სხვა ვაკანსიისთვის?

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ განთავსებული „Connect!“ ვაკანსიის ასლი. ამისათვის, გახსენით ახალი „Connect!“ ვაკანსიის გვერდი და დააჭირეთ წინა ვაკანსიის დეტალების ასლის გადაღების ღილაკს, მარცხენა ზედა კუთხეში. აირჩიეთ ვაკანსია დეტალების ასლის გადასაღებად და გადახვალთ გვერდზე, სადაც შეძლებთ მათ შესწორებას.


  • 4.8 - სისტემა არ მაძლევს Connect! პლატფორმაზე წვდომის ნებას. რატომ?

    თუ თქვენი პროფილი ასოცირდება კომპანიასთან, რომლის ProZ.com Blue Board ჩანაწერს აქვს დაბალი LWA მაჩვენებელი (2,5-ზე დაბალი ბოლო 12 თვის განმავლობაში), ან თუ დასახელებული ხართ, როგორც არგადამხდელი, თქვენთივის შეიძლება დაბლოკილი იყოს Connect! პლატფორმა. იხილეთ თქვენს პროფილში დასახელებული დაკავშირებული კომპანიები ან თქვენს პროფილთან დაკავშრებული Blue Board გვერდ(ებ)ი.

    თუ თქვენს პროფილს არ უკავშირდება Blue Board ჩანაწერები, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.


  • 4.9 - ფაილების გაგზავნა ან მიღება

  • 9.1 - როგორ გავუგზავნო ფაილები საიტის სხვა მომხმარებლებს?

    შეგიძლიათ ფაილები გაუგზავნოთ ProZ.com საიტის ნებისმიერ მომხმარებელს. ამისათვის დააწკაპუნეთ ბმულზე „ფაილის გაგზავნა (ბეტა)...“, ადრესატის პროფილის გვერდის ზედა ნაწილში. გამოჩნდება ფანჯარა, სადაც შეძლებთ აირჩიოთ ფაილი ბოლო დროს ატვირთულთა სიაში, ან ატვირთოთ ახალი ფაილი. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი ფაილის ტიპი (სამუშაო ფაილი, თარგმანის მეხსიერება, ტერმინები, საინფორმაციო ფაილი, კონტრაქტი, ინვოისი, CV/რეზიუმე ან სხვა). დაბოლოს, გაგზავნილ ფაილს შეგიძლიათ დაამატოთ კომენტარი.

    გაითვალისწინეთ, რომ ფაილის გაგზავნის (ბეტა)... ფუნქცია შექმნილია სამუშაოსთან დაკავშირებული ფაილების გასაგზავნად. დაუშვბელია ამ ფუნქციის გმოყენება სხვა მიზნებისთვის.


  • 9.2 - შემიძლია რამდენიმე ფაილი გავუგზავნი საიტის ერთზე მეტ მომხმარებელს ერთ ჯერზე?

    არა. თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იმდენი ფაილი გაუგზავნოთ ერთზე მეტ მომხმარებელს, მაგრამ ამას ვერ შეასრულებთ ერთ ჯერზე.

    იმისათვის რომ რამდენიმე ფაილი გაუგზავნოთ რამდენიმე მომხმარებელს, უნდა ეწვიოთ თითოეული მომხმარებლის პროფილს და სათითაოდ გაუგზავნოთ ფაილები ფაილის გაგზავნის (ბეტა)... ფუნქციის გამოყენებით, როგორც ეს აღწერილის 4.7.1 პარაგრაფში.


  • 9.3 - რა ტიპის ფაილების გაგზავნა და მიღება შეიძლება?

    შეგიძლიათ გაგზავნოთ .doc, .pdf, .ttx, .rtf, .txt, .odt, .docx, .odg, .xls, .csv, .tmw, .zip, .iix, .mdf, .mtf, .ods, .xml, .itd, .log, .wps ფაილები სათარგმნი ტექსტით, წყარო დოკუმენტები, კონტრაქტები, TM-ები, ტერმინები, ინვოისები, ავტობიოგრაფიები და სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.


  • 9.4 - მაქსიმომ რა ზომის ფაილების გაგზავნა და მიღებაა შესაძლებელი?

    ასატვირთი ფაილის ზომა უნდა იყოს მაქსიმუმ 5მბ.


  • 9.5 - მივიღებ შეტყობინებას ფაილების მოსვლის შესახებ?

    დიახ. შეტყობინება გამოიგზავნება თქვენი ელ.ფოსტის მისამართზე, როდესაც ფაილს მიიღებთ თქვენს პროფილზე დამატებული ფუნქციით „ფაილის გაგზავნა (ბეტა)...“.


  • 9.6 - სად შემიძლია ვნახო მიღებული და გაგზავნილი ფაილები?

    გაგზავნილი და მიღებული ფაილების სანახავად გახსენით „ჩემი ფაილები“ გრაფაში „ჩემი ProZ.com“.


  • 9.7 - შემიძლია ასევე ავტვირთო ფაილები „ჩემს ფაილებში“?

    დიახ. „ჩემს ფაილებში“ ფაილების ასატვირთად დააწკაპუნეთ ფაილის ატვირთვაზე, „ჩემი ფაილების“ გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში.

    გაითვალისწინეთ, თქვენს მიერ ატვირთული თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.


  • 9.8 - რა სახის ფაილების ატვირთვა შემიძლია „ჩემს ფაილებში“?

    შეგიძლიათ ატვირთოთ შემდეგი ტიპის ფაილები: .doc, .pdf, .ttx, .rtf, .txt, .odt, .docx, .odg, .xls, .csv, .tmw, .zip, .iix, .mdf, .mtf, .ods, .xml, .itd, .log, .wps.

    გაითვალისწინეთ, რომ „თარგმანის მეხსიერებისა“ და ტერმინების ასატვირთად შეგიძლიათ გამოიყენოთ TM-ებისა და ტერმინების განყოფილება „ჩემს ფაილებში“. TM-ებისა და ტერმინების ფაილების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10მბ-ს (20მბ-ს კორპორაციული წევრებისთვის).


  • 9.9 - შემიძლია ფაილები დიდი ხნით შევინახო „ჩემს ფაილებში“?

    დიახ. ამჟამად დროითი შეზღულვა არ არის. შეგიძლიათ თქვენ თვითონ დააყენოთ დრო, გამოყენებული სივრცის მიხედვით.


  • 9.10 - შეუძლიათ სხვებს გახსნან „ჩემი ფაილები“?

    თუ თქვენ, როგორც კომპანია, ატვირთავთ ფაილებს, ამ კომპანიაში სხვა მომხმარებლები შეძლებენ თქვენს მიერ ატვირთული ფაილების ნახვას.

    ამასთან, მხოლოდ თქვენ გექნებათ წვდომა თქვენს TM-სა და ტერმინებზე.


  • 9.11 - ჩემი ფაილების შენახვისთვის სივრცე შეზღუდული მაქვს?

    დიახ. ატვირთული ფაილის ზომა არ უნდა აჭარბებდეს 60მბ-ს პროფესიონალი წევრისთვის და 100მბ-ს კორპორაციული წევრისთვის.


  • 9.12 - როგორ წავშალო ფაილები?

    თუ გსურთ წაშლოთ ფაილი, დააწკპუნეთ ფაილის სახელზე და შემდეგ „ამ ფაილის წაშლა“-ზე.


  • 9.13 - როგორ ჩამოვტვირთო მიღებული ფაილები?

    ფაილის ჩამოსატვირთად, უბრალოდ დააწკაპუნეთ ნარინჯისფერ ნიშანზე, ფაილის სათაურის გვერდით.


  • 9.14 - როგორ მივხვდე არის თუ არა ფაილის ჩამოტვირთვა უსაფრთხო?

    მიღებული ფაილების შესაძლო ვირუსებზე შესამოწმებლად, შეამოწმეთ მიღებული ფაილის სახელი დაშემდეგ შეასრულეთ ფალი ანალიზი. თუ ფაილი სუფთაა, მიიღებთ შეტყობინებას „OK“. თუ ფაილი დაზიანებულა, ფაილის საინფორმაციო გვერდის თავში გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება შესაბამისი ინფორმაციით.


  • 9.15 - მივიღებ შეტყობინებას, როდესაც სხვები მიიღებენ ჩემგან გაგზავნილ ფაილ(ებ)ს?

    თქვენ შეტყობინებას მიიღებთ, როდესაც თქვენს მიერ გაგზავნილ ფაილებს ჩამოტვირთავენ და არა როცა ნახავენ.


  • 9.16 - შემიძლია მივუთითო ენა და სფერო ჩემი TM და ტერმინოლოგიის ფაილებისთვის?

    დიახ. შეგიძლიათ მიუთითოთ ენა და/ან სფერო თქვენი TM და ტერმინოლოგიის ფაილებისთვის, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ კონკრეტული ფაილის გვერდით მოთავსებულ ღილაკზე [შესწორება], TM-ებისა და ტერმინების განყოფილებაში.



  • Main - Top



  • 5 - წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიები

    ProZ.com საიტზე გამოცხადებული წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიების შესახებ ვიდეომასალა იხილეთ აქ.

  • 5.1 - რას ნიშნავს წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსია?

    მცირე სამუშაოს შეკვეთასა და შესრულებულის მიღებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. სამუშაოს შემსრულებლებს უნდა დაურეკოთ, ელ.წერილი გაუგზავნოთ და უნდა შეიტყოთ ვის ცალია, ფაილები უნდა გაგზავნოთ, შეკვეთის ფურცლები უნდა მოამზადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სამუშაოს შესრულება. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოს შემკვეთი და შემსრულებელი საკმაო დროს ხარჯავენ ფუჭად.

    წინასწარ კვალიფიცირებული სამუშაოები შექმნილია ამ პრობლემის გადასაჭრელად და დროის დასაზოგად, რადგან იგი საშუალებას გაძლევთ უფრო სწრაფად შესრულდეს პროექტი. ატვირთეთ ფაილები, აირჩიეთ ვისთან გსურთ მუშაობა, მიეცით სამუშაო წინასწარ კვალიფიცირებულ რომელიმე შემსრულებელს და მიიღეთ შესრულებული სამუშაო!


  • 5.2 - როგორ მუშაობს წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიები?

    წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიები წარმოადგენს ლინგვისტური სამუშაოებითვის შემსრულებელთა დაქირავების გამარტივებულ პროცესს.

    1. სამუშაოს შემკვეთი ატვირთავს სამუშაოს და ირჩევს კვალიფიცირებულ შემსრულებლებს, რომელთა მცირე ნაწილის მოწვევა ავტომატურად ხდება ერთდროულად.

    2. სამუშაოს იღებს ის, ვინც პირველი დათანხმდება და შეიქმნება შეკვეთის ფურცელი (PO).

    3. სამუშაოს შემსრულებელი შეასრულებს დავალებას, მიაწოდებს ფაილს და აგზავნის ინვოისს.


  • 5.3 - რით განსხვავდება წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიები ProZ.com საიტზე განთავსებული სხვა ვაკანსიებისგან?

    წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიის მთავარი განსხვავება მდგომარეობს შემდეგში:

  • შემკვეთებს შეუძლიათ იმუშაონ მათ მიერ ადრე მოწონებულ შემსრულებლებთან

  • წინასწარ ხდება სრული სამუშაო მასალებისა და პირობების მიწოდება

  • წინასწარ კვალიფიცირებული პირველი შემსრულებელი, რომელიც თანხმობას განაცხადებს სამუშაოს შესრულებაზე, მიიღებს მას და შეუძლია დაუყოვნებლად შეუდგეს მუშაობას

  • სამუშაოს შესასრულებლად მოწვევები იგზავნება დროში განაწილებით, დალაგებული სიით (და არა ერთდროულად ყველასთვის)


  • 5.4 - რა სარგებელი აქვს წინასწარ კვალიფიცირებულ ვაკანციებს შემკვეთებისთვის?

    თუ თქვენ უკვეთავთ ლინგვისტის სამუშაოებს, ProZ.com საიტის წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიების სისტემა გთავაობთ შემდეგ სარგებელს:

  • იზრდება მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის ეფექტურიბა -- გამოირიცხება დაწყებულიუ სამუშაოს ჩაბარების დაგვიანება

  • წინასწარ კვალიფიცირებული რესურსებით მუშაობა უფრო სწრაფი და მარტივია

  • გეძლევათ შესაძლებლობა ავტომატურად შეფასდეს სამუშაოს ახალ შემსრულებელთა კვალიფიკაცია, თუ არსებული რესირსები არ არის


  • 5.5 - რა სარგებელი აქვს წინასწარ კვალიფიცირებულ ვაკანსიებს სამუშაოს შემსრულებლებისთვის?

    წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიები შემდეგ სარგებელს აძლევს სამუშაოს შემსრულებლებს:

  • არ არის საჭირო შესრულების შეთავაზების გაგზავნა, თქვენ წინასწარ ხართ მოწონებული, უბრალოდ დათანხმდით შესრულებაზე, თუ გსურთ;

  • შესასრულებელი სამუშაო და ვადები წინასწარაა მოცემული მის შესაფასებლად;

  • უფრო სწრაფად მოდის სამუშაოები თქვენი მუდმივი კლიენტებისგან.


  • 5.6 - ვის შეუძლია განათავსოს წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიები?

    ProZ.com საიტის პროფესიონალურ და კორპორაციულ წევრებს შეუძლიათ განათავსონ წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიები, იმ პირობით, თუ მათი საშუალო LWA მაჩვენებელი Blue Board-ში არ არის 3-ზე ნაკლები და Blue Board-ში არ არის გაკეთებული კომენტარები, რომ მათ არ გადაუხადეს შემსრულებელს.


  • 5.7 - სად შემიძლია განვათავსო წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსია?

    წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიის გამოსაცხადებლად, ამ გვერდის ზემოთ მენიუში გახსენით ვაკანსიების ჩამოსაშლელი გრაფა და დააწკაპუნეთ პუნქტზე „ვაკანსიის განთავსება“. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეომასალა.


  • 5.8 - ვის შეუძლია გამოეხმაუროს წინასწარ კვალიფიცირებული ვაკანსიებს?

    ProZ.com საიტის ნებისმიერ რიგით მომხმარებელს ან გადამხდელ წევრს შეუძლია გამოეხმაუროს წინასწარ კვალიფიცირებულ ვაკანსიას. მხოლოდ მათ შეუძლიათ უპასუხონ ასეთ შემოთავაზებას, ვინც მოიწვია ვაკანსიის განმთავსებელმა.



  • Main - Top


  • 6 - პირადი ვაკანსიების განთავსება

  • 6.1 - რას ნიშნავს პირადი ვაკანსიების განთავსება?

    პირადი ვაკანსიები ჰგავს ProZ.com საიტზე განთავსებულ სხვა ვაკანსიებს, იმ განსხვავებით, რომ მათი ნახვა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემსრულებლებს, რომლებივ აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. სხვები ვერ ნახავენ ინფორმაციას ამ ვაკანსიის შესახებ (თუმც გარკვეული ზოგადი ინფორმაცია, როგორიცაა ენათა წყვილი და გამოცდილების სფერო შეიძლება გამოჩნდეს ყველასთვის, რათა ნაჩვენები იქნას ბაზრის ზოგადი აქტოვობა და მიმართულებები).


  • 6.2 - რა დანიშნულება აქვს პირადი ვაკანსიის განთავსებას?

    ზოგ შემთხვევაში, დამკვეთები, რომლებსაც ურჩევიათ სხვაგვარად გამოაცხადონ ვაკანსია ProZ.com საიტზე, არჩევენ ამ მეთოდის გამოყენებას, რადგან არ სურთ მათი მოქმედება დაინახოს ყველამ (მაგალითად, მათმა კლიენტებმა ან კონკურენტებმა). პირადი ვაკანსიები შემკვეთებს საშუალებას აძლევს ProZ.com საიტზე მოძებნონ შესაბამისი შემსრულებლები. ამითი შეიძლება შემცირდეს განთავსებული ვაკანსიები, რომლებსაც ხედავს კონკრეტული მომხმარებელი, მაგრამ იზრდება ProZ.com საიტით გამოცხადებული ვაკანსიების საერთო რაოდენობა და უმჯობესდება თითოეული შემსრულებლისთვის შესატყვისი ვაკანსიების მიწოდება.


  • 6.3 - როგორ ხდება პირადი ვაკანსიისთვის სამუშაოს შემსრულებლების განსაზღვრა?

    შემკვეთმა შეიძლება დააკონკრეტოს, თუ როგორ შემსრულებლებს ეძებს. სისტემა შეიძლება ასევე შეეცადოს ავტომატურად ამოიცნოს შესატყვისი შემსრულებლები, თუ შემკვეთი ამის ნებას დართავს. ამის გასაკეთებლად სისტემა ეძებს შემსრულებლებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ენათა წყვილი, მშობლიური ენა, გამოცდილების სფერო და ა.შ., შემკვეთის მიერ ვაკანსიაში დასახელებული პარამეტრების მიხედვით. ასევე გათვალისწინებული იქნება ადრინდელი ურთიერთობები შემკვეთსა და შემსრულებელს შორის, მათ შორის ერთმანეთისთვის გაკეთებული შეფასებები და კომენტარები.


  • 6.4 - როგორ შემიძლია მივიღო უფრო მეტი პირადი ვაკანსიის განცხადება?

    დარწმუნდით, რომ თქვენი პროფილი სრულია და სისტემა გიპოვნით, როდესაც მოძებნის თქვენი კვალიფიკაციის მქონე შემსრულებლებს. (სრულად შევსებული თქვენი პროფილი ასევე მნიშვნელოვნად ეხმარება პოტენციურ კლიენტებს მოგძებნოთ ProZ.com საიტის დირექტორიაში, ინტერნეტში ძებნის დროს და ა.შ.)


  • 6.5 - რატომ ვერ ვხსნი კონკრეტულ პირად ვაკანსიას? ვფიქრობ, ვაკმაყოფილებ დასახელებულ მოთხოვნებს.

    ს სამუშაოს შემკვეთებს შეუძლიათ შეადგინონ შერჩეულ შემსრულებელთა სია და მხოლოდ მათ გაუგზავნონ ვაკანსიები, მათ პროფილში მოცემული ინფორმაციის მიუხედავად.


  • 6.6 - პირად ვაკანსიებსაც სჭირდება დამოწმება?

    დიახ. პირად ვაკანსიებს ამოწმებს ProZ.com საიტის ჯგუფი, რათა მასში დაცული უნდა იყოს საიტის წესები ვაკანსიის განთავსების შესახებ. პირადი ვაკანსიები იგივე კატეგორიაში გადის რაც სხვა კლასიკური ვაკანსიები, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მოლოდ ზოგიერთ შემსრულებლებს აქვთ წვდომა მასზე.


  • 6.7 - What are social network private jobs?

    Social network private jobs are job postings generated semi-automatically from job offers made in social networks to give these offers better exposure and reach more suitable service providers than they could reach in the noise of social networks.

    For the time being, only job offers made through the the ProZ.com translators and interpreters Facebook group are brought to the site in the form of job postings. Just as jobs posted privately through ProZ.com, social network private jobs are only visible to a specific list of eligible service providers (selected based on language pairs, native language, field of expertise, etc.)



  • Main - Top


  • 7 - ბოლომდე დასრულებული თარგმანი - სამუშაოს შემსრულებელი

  • 7.1 - რას ნიშნავს Turn-key თარგმანი?

    Turn-key სერვისით თარგმანის მიწოდებას უზრუნველყოფს ProZ.com საიტის სერვისი, რომელიც კლიენტებს და მთარგმნელებს საშულებას აძლევს შეამცირონ ზედმეტი ხარჯები და სწრაფად შესრულდეს მთარგმნელობითი სამუშაო. კლიენტი აგზავნის ტექსტსა და ანაზღაურების თანხას და შემდეგ იღებს თარგმანს. მთარგმნელი იღებს სამუშაოს (თუ სურს) და თარგმნის ტექსტს.

    არ არის საჭირო შესრულების შეთავაზების გაგზავნა, რადგან კვალიფიკაციის განსაზღვრა წინასწარ ხდება. ფასები დაფიქსირებულია და არ არის მოლაპარაკების საჭიროება. კლიენტი იხდის წინასწარ და გადახდას უზრუნველყოფს ProZ.com. მთარგმნელს შეუძლია გადახედოს სამუშაოს, სანამ აიღებს მას, ხოლო ანაზღაურებას მიიღებს სამუშაოს ჩაბარებიდან მოკლე დროში. მთარგმნელს თარგმანის შესრულების გარდა არაფერი ევალება.


  • 7.2 - როგორ მივიღებ ანაზღაურებას?

    ანაზღაურება ჩაგერიცხებათ თქვენს ProZ.com საფულეში, სამუშაოს წარმატებით ჩაბარებიდან 15 დღეში და მხოლოდ აშშ დოლარში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სამუშაოს შემსრულებლის ხელშეკრულება.


  • 7.3 - რაიმე უნდა გადავიხადო, რომ ანაზღაურება მივიღო ProZ.com საიტის საფულის საშუალებით?

    ProZ.com არ იღებს გადასახადს საფულიდან ფულის გამოტანისთვის, მაგრამ თქვენ გადაიხდით მესამე მხარის ტრანზაქციის გადასახადებს. უფრო ვრცლად იხილეთ ინფორმაცია საფულის შესახებ.


  • 7.4 - როგორ მუშაობს ინვოისების სისტემა?

    ამჟამად სისტემა არ აგროვებს და არ აგზავნის მთარგმნელის ინვოისებს კლიენტთან. თუ თქვენს საგადასახადო უწყებას კონკრეტული მოთხოვნები აქვს ინვოისთან დაკავშირებით, შეიძლება არ გამოგადგეთ ეს სერვისი მისი ამჟამინდელი ფორმით. თუ ინვოისი გჭირდებათ საბუღალტრო მიზნებისთვის, შეგიძლიათ იგი შექმნათ თქვენს სისტემაში საქმის წარმოებისთვის. თუ საქმე გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა იქნება ამ სერვისზე, ინვოისის ფუნქციებს დავამატებთ ჩვენს სისტემას.


  • 7.5 - როგორ გვარდება საგადასახადო საკითხები?

    თქვენ პასუხისმგებელი ხართ ნებისმიერ გადასახადზე, რაც შეიძლება შეგეხოთ ანაღაურებასთან დაკავშირებით. ითვლება, რომ გადასახადების ოდენობა შედის სამუშაოს შესრულებისთვის შეთავაზებული ანაზღაურების სრულ თანხაში.

    მოცემულ მომენტში, სისტემა არ ანგარიშობს და არ იღებს გადასახადს. თუ თქვენი საგადასახადო უწყება ითხოვს, რომ უნდა გადაიხადოთ ასეთი ტრანზაქციის შემთხვევაში, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მოაგვაროთ ეს თარგმანთან დაკავშირებული საკითხი ამ სისტემის გარეთ. თუ თქვენთვის გაუგებარია თქვენი საგადასახადო ვალდებულებები ჩვენი სერვისის გამოყენების შემთხვევაში, გირჩევთ არ გამოიყენოთ იგი ამჟამად.


  • 7.6 - როგორ ხდება ფასების განსაზღვრა?

    ამჟამად, როდესაც სისტემის „ბეტა“ ვერსია მუშაობს, ფასის დადება ძალიან გამარტივებულია და მომავალში მოხდება ამ საკითხის განვითარება. დღესდღეობით, ვაკანსიის დეტალების მიუხედავად, სისტემა თანხას ახდევინებს კლიენტს შემსრულებლის მიერ ფიქსირებული სიტყვის ფასისა და სათარგმნ ტექსტში სიტყვათა რაოდენობის მიხედვით, რასაც ემატება ProZ.com საიტისთვის ტრანზაქციის შესასრულებელი გადასახადი.

    თუ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არსებობს მოთხოვნა თავიდან ბოლომდე ვმართოთ მთარგმნელობითი მომსახურება, შემუშავდება უფრო დეტალური სატარიფო მოდელი, რეალურ მონაცემებსა და გამოყენების ნიმუშებზე დაყრდნობით.


  • 7.7 - რა მოხდება, თუ კლიენტს არ მოეწონება ჩემი თარგმანის ხარისხი?

    თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაასწოროთ თქვენს თარგმანში ნაპოვნი შეცდომები. თუ ეს შესწორებები არ დააკმაყოფილებს კლიენტს, ან თუ სხვა დავა წარმოიშვება, იგი მოგვარდება ProZ.com საიტის ჯგუფის გონივრული გადაწყვეტილებით. შეიძლება გადაწყდეს, რომ არ გადმოგეცეთ ანაზღაურება, სრულად ან ნაწილობრივ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სამუშაოს შემსრულებლის ხელშეკრულება.


  • 7.8 - რა მოხდება, თუ ვერ შევძლებ თარგმანის ჩაბარებას დროულად?

    გთხოვთ, აცნობოთ ProZ.com საიტის ჯგუფს რაც შეიძლება მალე, თუ შექმნილი გარემოებების გამო არ შეგიძლიათ სამუშაო დაასრულოთ დანიშნულ დროს. თუ სამუშაოს არ ჩააბარებთ დროზე, არ მიიღებთ ანაზღაურებას და, შეიძლება, სამუშაო გადაეცეს სხვა შემსრულებელს. ასევე შესაძლოა, შემდგომში აღარ მოხდეს თქვენი არჩევა სამუშაოს შემსრულებლად. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სამუშაოს შემსრულებლის ხელშეკრულება.


  • 7.9 - როგორ ხდება მთარგმნელის შერჩევა ბოლომდე დასრულებული თარგმანის შესასრულებლად? რა კრიტერიუმი გამოიყენება სწორი არჩევანის გასაკეთებლად?

    როდესაც თარგმანის შეკვეთა ხდება, სისტემა ძებნის შესაბამის შემსრულებლებს, სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და მორიგეობით იწვევს ერთდროულად რამდენიმე მთარგმნელს, სანამ რომელიმე მათგანი აიღებს სამუშაოს. შესაფერისობა და უპირატესობა განისაზღვრება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით (ჩამონათვალი არ არის დალაგებული მნიშვნელობის მიხედვით):

    * Certified PRO სტატუსი
    * მშობლიური ენა
    * სამუშაო ენათა წყვილი
    * დასახელებული გამოცდილების სფერო
    * რამდენად ცალია თარჯიმანს მოცემული დროისთვის და მისი საათობრივი სარტყელი
    * ადრე შესრულებული თარგმანების ჩანაწერი
    * ამ კლიენტისგან მიღებული ადრინდელი გამოხმაურება
    * შესაბამისი KudoZ ქულები
    * სხვა

    გაითვალისწინეთ, რომ Certified PRO სტატუსი და ProZ.com საიტის წევრობა არ მოითხოვება სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ ისინი მხედველობაში მიიღება სამუშაოს შესაბამის შემსრულებელთა მოსაწვევი რიგის დადგენის დროს.

    მომავალში სისტემამ შეიძლება კლიენტებს მისცეს შერჩევის კრიტერიუმების უფრო მეტად დაზუსტების შესაძლებლობა.



  • Main - Top


  • 8 - ბოლომდე დასრულებული თარგმანი - კლიენტი

  • 8.1 - რა არის turn-key თარგმანი? რითია ის უკეთესი კლიენტისთვის?

    Turn-key თარგმანის მიწოდებას უზრუნველყოფს ProZ.com საიტის სერვისი, რომელიც საშულებას იძლევა შემცირდეს ზედმეტი ხარჯები და სწრაფად შესრულდეს მთარგმნელობითი სამუშაო. თქვენ მხოლოდ ტექსტი და ანაზღაურების თანხა გაგზავნეთ და შემდეგ მიიღეთ თარგმანი. სისტემა ავტომატურად აწვდის სამუშაოს შესაფერის მთარგმნელებს, თქვენ იღებთ დასრულებულ პროექტს და სამუშაოს შემსრულებელი იღებს ანაზღაურებას.


  • 8.2 - რა სახის სამუშაოსთვისაა შექმნილი ეს სისტემა?

    Turn-key თარგმანის სისტემა შექმნილია შედარებით მცირე ზომის ტექტების სწრაფად თარგმნისთვის. ამ ტიპის სამუშაო საკმაოდ შრომატევადია მთარგმნელობითი კომპანიებისთვის, ალბათ იმიტომ, რომ დამატებით იმდენი რამის გაკეთებაა საჭირო, რომ კლიენტისთვის შეიძლება გადააჭარბოს თარგმანის ფასს. Turn-key პლატფორმა ცდილობს აგაცილოთ ეს დამატებითი შრომა.

    ამჯერად შესაძლებელია მხოლოდ ტექტის თარგმნა. სხვა ფორმატის ტექსტების ასლი შეგიძლიათ გადაწეროთ ამ სისტემაში, მაგრამ ტექსტურისგან განსხვავებული ფორმატი არ შეინახება. მომავალში შეიძლება დავამატოთ ფაილის სხვა ფორმატები.


  • 8.3 - როგორ მივიღებ დასრულებულ თარგმანს?

    შეტყობინებას თარგმანის დასრულების შესახებ მიიღებთ ელექტრონული ფოსტით, წერილში მოცემული იქნება შეკვეთების მართვის გვერდზე გადასასვლელი ბმული, საიდანაც ჩამოტვირთავთ ნათარგმნ ტექსტს.


  • 8.4 - არის ProZ.com მთარგმნელობითი სააგენტო?

    არა, არ არის. ProZ.com უზრუნველყოფს პლატფორმას კლიენტებისთვის, მთარგმნელებისთვისა და მთარგმნელობითი სააგენტოებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და შესრულდეს სამუშაო. ProZ.com საიტის მისიას არ წარმოადგენს კლიენტებისთვის სააგენტოს როლის შესრულება. სააგენტოები და საბოლოო კლიენტები განიხილება, როგორც მთარგმნელობითი სერვისის პოტენციური მომხმარებლები.


  • 8.5 - თუ დავუკვეთავ თარგმანს და კარგ მთარგმნელს ვიპოვნი, შემიძლია შემდგომში პირდაპირ დავუკავშირდე მას თანამშრომლობისთვის?

    რა თქმა უნდა. მას შემდეგ რაც ურთიერთობას დაამყარებთ ProZ.com საიტით მოძებნილ მთარგმნელთან, შეგიძლიათ უშუალოდ მას დაუკავშირდეთ და განაგრძოთ მასთან თანამშრომლობა. გრძელვადიანი მომსახურების ჩამოყალიბება მოგებას იძლევა რაც დრო გადის, რადგან სამუშაოს შემსრულებელი ხარისხიანი ნამუშევრის ჩაბარებას უფრო მოკლე დროში შეძლებს, ვინაიდან იგი თანდათანობით უფრო კარგად გაეცნობა თქვენი ან თქვენი კომპანიის მიერ მიწოდებული მასალის ტერმინოლოგიასა და სპეციფიურ ინფორმაციას.


  • 8.6 - როგორ ხდება ფასების დადება?

    სამუშაოს შეკვეთის დროს დასახელებულ ფასში შედის მთარგმნელის ანაზღაურება და ტრანზაქციის გადასახადი, ProZ.com საიტის პლატფორმის გამოსაყენებლად. ზოგ შემთხვევაში, თქვენს მიერ არჩეული გადახდის დამმუშავებელი სისტემისთვის შეიძლება დამატებით იყოს დაწესებული ტრანზაქციის გადასახადი, რომელიც ნათლად გამოჩნდება სანამ დაგერიცხებათ გადასახადი.


  • 8.7 - როგორ მუშაობს გადახდის სისტემა?

    როდესაც უკვეთავთ თარგმანს, წინასწარ დეპოზიტზე დებთ სრულ საფასურს საიტზე, როგორც მესამე მხარესთან. თარგმანის ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ თანხა გადაეცემა სამუშაოს შემსრულებელს.


  • 8.8 - რომელი ვალუტა გამოიყენება Turn-key ვაკანსიებისთვის?

    მოცემული მომენტისთვის, Turn-key ვაკანსიებისთვის გამოიყენება მხოლოდ ამერიკული დოლარი.


  • 8.9 - როგორ გვარდება გადასახადთან დაკავშირებული საკითხები?

    მოცემულ მომენტში, სისტემა არ ანგარიშობს და არ იღებს გადასახადს. თუ თქვენი საგადასახადო უწყება ითხოვს, რომ უნდა გადაიხადოთ ასეთი ტრანსაქციის შემთხვევაში, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მოაგვაროთ ეს თარგმანთან დაკავშირებული საკითხი ამ სისტემის გარეთ. თუ თქვენთვის გაუგებარია თქვენი საგადასახადო ვალდებულებები ჩვენი სერვისის გამოყენების შემთხვევაში, გირჩევთ არ გამოიყენოთ იგი ამჟამად.


  • 8.10 - ამოწმებს თარგმანს მეორე შემსრულებელი, სანამ მოხდება სამუშაოს ჩაბარება?

    ამჟამად, სამუშაოს ასრულებს მხოლოდ ერთი მთარგმნელი. მომავალში შეიძლება დაემატოს მეორე შემსრულებლის მიერ თარგმანის შემოწმების ფუნქცია, დამატებით ფასად.


  • 8.11 - როგორ მოვიქცე, თუ არ ვარ კმაყოფილი მიღებული თარგმანის ხარისხით?

    გაგზავნეთ საჩივარი წერილობითი ფორმით ProZ.com საიტის ჯგუფთან, სამუშაოს ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში. საიტზე წინასწარ დადებული თანხა დროებით გაიყინება და დაიწყება საკითხის გარჩევა. თუ საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, დაგიბრუნდებათ თანხა, ან მიიღებთ თავიდან შესრულებულ თარგმანს, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე.


  • 8.12 - ენათა წყვილი, რომელიც ჩემი სამუშაოსთვის მჭირდება, არ არის ენათა წყვილების სიაში. როგორ მოვიქცე?

    თუ პროექტისთვის საჭირო ენათა წყვილი არ არის სიაში, გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და დაასახელოთ ენათა ასეთი წყვილი, რომ საიტის ჯგუფმა განიხილოს ამ სიაში მისი დამატების შესაძლებლობა.



  • Main - Top


  • 9 - Cloud jobs

  • 9.1 - What is cloud jobs?

    ProZ.com cloud jobs is a service that enables simple client-translator matching though quick-turnaround translation jobs. The client uploads the text and selects project requirements, the system gets the project routed to qualified professionals who use the cloud interface to review the project, accept it (if interested) and deliver their translation.

    In cloud jobs, there is no quoting or negotiation, the project is assigned to the first qualified translator who accepts to take it. Clients pay in advance and translators are paid shortly after completion.


  • 9.2 - How is the translator selected for a cloud job?

    When a cloud job order is placed, email invitations are sent every 5’ to suitable providers based on required language pairs, fields and rates. Other criteria may include current availability and time zone, membership level, Certified PRO status, native language, and previous cloud job activity. The project is assigned to the first translator who accepts the job on the order page.


  • 9.3 - What is the technology used for ProZ.com cloud jobs?

    ProZ.com cloud jobs are ordered and delivered using cloud managing tool Textra, a ProZ.com partner.



  • Main - Top


  • 10 - Cloud jobs - service provider

  • 10.1 - How will I get paid for a delivered cloud job?

    Payment will be made to your ProZ.com wallet within 15 days after successful delivery and in USD currency only.


  • 10.2 - Is there any fee for receiving payment for a delivered cloud job?

    ProZ.com does not charge a fee for processing wallet withdrawals, but you are responsible for paying any third-party transaction fees. See the wallet page for more details.


  • 10.3 - How are invoicing and taxes handled?

    At this time, the system does not collect or issue invoices from translator to client, nor does it calculate or collect any taxes (you are responsible for any taxes that may be due on your payment). However, if you need an invoice for accounting purposes, you might consider creating an invoice in your system as a placeholder for the transaction.

    If your tax authority has specific invoicing and tax requirements, you may not be able to use the cloud jobs in its current state.

    If there proves to be a demand for this service, invoicing capabilities will be added to the system.


  • 10.4 - How are cloud job rates determined?

    Currently, the system suggests clients average rates based on languages and fields using eligible service providers' profile information.

    In cloud jobs, there is no quoting or negotiation, the project is assigned to the first qualified translator who accepts the job at the rate offered.


  • 10.5 - What if the client has complaints about the quality of my cloud translation?

    If you receive quality complaints from the client shortly after delivery, you will be given the opportunity to correct any defects found in your translation. If the corrections are not satisfactory to the client, or if there is any other dispute, it will be resolved at the reasonable discretion of ProZ.com staff. Such resolution may include a full or partial reduction of your payment.


  • 10.6 - What if I am unable to deliver the translation?

    Please alert ProZ.com staff as early as possible if circumstances arise that prevent the agreed upon deadline from being met. If you do not deliver the translation on time, you are not entitled to any payment and the task may be reassigned to another service provider. You may also be excluded from future assignments.



  • Main - Top


  • 11 - Cloud jobs - client

  • 11.1 - For what type of work is the cloud jobs platform intended?

    The cloud jobs service is intended for quick translation of relatively short texts.


  • 11.2 - How will I receive the translation completed through the cloud jobs platform?

    Once completed, the translated text will be displayed on the project page and sent via email.


  • 11.3 - If I find a great translator through a cloud job, can I work with him/her directly next time?

    Sure! Once you have established a relationship with a ProZ.com translator, you may find it is in your best interest to continue working directly with that person. Nurturing a long-term service arrangement will bring benefits over time, as the service provider will be able to deliver high quality work in a shorter period of time, as he or she becomes increasingly familiar with terminology and information specific to you or your company.


  • 11.4 - What fees are charged for cloud jobs?

    The quote presented when an order is placed includes the payment that will be made to the translator and a transaction fee to ProZ.com for use of the platform. In some cases, the payment processor you choose may charge an additional transaction fee--this fee will be clearly displayed before you are charged.


  • 11.5 - How is cloud job payment handled?

    When placing your order, you will be asked to deposit the full payment amount in advance. Funds will be released to the service provider within 15 days of delivery.


  • 11.6 - Which are the currencies available for cloud jobs?

    For the time being, cloud jobs will only be payable in USD.


  • 11.7 - How are tax issues handled for cloud jobs?

    At this time, the system does not calculate or collect any taxes. If your tax authority requires that you collect or pay taxes on such transactions, it is your responsibility to handle this outside of the turn-key translation system. If you are unclear about your tax obligations for the use of this service, you are advised not to use the service at this time.


  • 11.8 - Are cloud job translations reviewed before being delivered?

    At this time, the work is done by only a single translator. In the future, an additional option may be provided to have the work reviewed by a second service provider for an additional fee.


  • 11.9 - What if I am not satisfied with the cloud translation that is delivered?

    Submit a complaint in writing to ProZ.com within 7 days after the translation is delivered. The escrowed funds will be placed on hold and a dispute resolution process initiated. If the outcome is in your favor, you can have a refund or a re-translation at no additional cost.


  • 11.10 - The language pair I need for my job is not available in the list of language pairs for cloud jobs. What should I do?

    If the language pair you need for your project is not available in the list of language pairs currently available for cloud jobs, please submit a support request, specifying such pair so that staff can evaluate the possibility to include it in the list.



  • Main - Top


  • 12 - ვაკანსიის შესახებ შეტყობინებები

  • 12.1 - მე საერთოდ არ ვიღებ შეტყობინებებს ვაკანსიებთან დაკავშირებით.

    თუ საერთოდ არ იღებთ ვაკანსიების შეტყობინებებს, შეამოწმეთ შერჩეული პარამეტრები თქვენი პროფილის გვერდზე. ვერცერთ შეტყობინებას ვერ მიიღებთ, თუ:
    - არ გაქვთ შეყვანილი ენათა ერთი წყვილი მაინც;
    - არ გაქვთ შეყვანილი გამოცდილების სფეროები;
    - ელ.ფოსტით მისაღები შეტყობინებების გვერდზე არ გაქვთ არჩეული შეტყობინებების მიღება ვაკანსიების შესახებ.

    თუ ყოველთვის იღებდით შეტყობინებებს, ახლა კი აღარ იღებთ მიუხედავად იმისა, რომ არაფერი შეგიცვლიათ, ეს შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული:
    - თქვენთან წინა წერილი გაიგზავნა და თქვენი ელ.ფოსტა ”გავსებული” იყო (შეამოწმეთ პირადი მონაცემები თქვენი პროფილის გვერდზე; ამ შემთხვევაში, “xxx“ წინიდან დაემატება თქვენს მისამართს.
    - ProZ.com-დან შეტყობინებების მიღების პრობლემა გაქვთ. (შეამოწმეთ ინფორმაცია საიტის სტატუსის გვერდზე)
    - შეიცვალა თქვენი ინტერნეტის პროვაიდერი, ან დაემატა გაფილტვრა, რომელიც თქვენამდე არ უშვებს შეტყობინებას (მაგალითად, ასეთი ცნობილი პრობლემაა terra.es).

    ზემოთ ნახსენები პირობების შემოწმების შემდეგ თუ ვერ ნახეთ პრობლემის მიზეზი, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა და მიუთითეთ ერთი ვაკანსია მაინც, რომლის შესახებაც უნდა მიგეღოთ შეტყობინება.


  • 12.2 - რა კრიტერიუმები მიიღება მხედველობაში კლასიკური ვაკანსიების შეტყობინებების დროს?

    კლასიკური ვაკანსიების განთავსების დროს მხედველობაში მიიღება შემდეგი მომენტები, გარდა ვაკანსიების შეტყობინებების შერჩევისა:

    # ენათა წყვილი
    # მომსახურების სახე
    # თემა
    # ფასები

    ამასთან, შემკვეთებმა შეიძლება შეზღუდონ თავიანთი ვაკანსიები შემდეგი კრიტერიუმებით:

    # საიტის წევრობა
    # პროფილის სახე
    # მშობლიური ენა
    # პროგრამული უზრუნველყოფა
    # დიპლომები და სერთიფიკატები
    # მდებარეობა
    # კონკრეტული სფერო
    # გამოცდილება

    ამგვარად, როდესაც იღებთ ვაკანსიის შეტყობინებას, მასში ნათქვამია, რომ მოთხოვნილია თქვენს პროფილზე დასახელებული რომელიმე ენათა წყვილი, თქვენი გამოცდილების რომელიმე სფერო, სამუშაო შემოთავაზებულია თქვენი ფასების ფარგლებში და ითხოვენ იმ სახის მომსახურებას, რასაც თქვენ ასრულებთ. ამასთან, ეს მხოლოდ შეტყობინებაა. ვაკანსიის დაწვრილებით გასაცნობად უნდა გახსნათ მისი გვერდი.


  • 12.3 - მე არ ვიღებ ყველა შეტყობინებას ელ.ფოსტით, რომელიც უნდა მივიღო ვაკანსიებთან დაკავშირებით.

    როდესაც ვაკანსიების თაობაზე იგზავნება შეტყობინება, მხედველობაში მიიღება შემდეგი კრიტერიუმები: ენათა წყვილი, თემის სფერო, მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფა, მითითებული გეოგრაფიული მდებარეობა, დიპლომების მოთხოვნა, შეთავაზებული ფასები. თუ არ მოგივიდათ ელ.ფოსტის შეტყობინება ვაკანსიის თაობაზე, დარწმუნდით, რომ თქვენს პროფილში მოცემული ინფორმაცია და ელ.ფოსტით მისაღები შეტყობინებების პარამეტრები ისეა შერჩეული, რომ თქვენ უნდა მიგეღოთ იგი. კერძოდ, უნდა შეამოწმოთ შემდეგი:

  • თემატიკა: დარწმუნდი, რომ შემკვეთის მიერ სამუშაოსთვის დასახელებული თემა შეესაბამება თქვენს პროფილში დასახელებულ სფეროს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ კლიენტებმა შეიძლება დაასახელონ ერთზე მეტი თემა თავიანთ ვაკანსიებში. დარწმუნდით, რომ პროფილში დასახელებული გაქვთ შემკვეთის მიერ მოთხოვნილი ყველა სფერო და არა მხოლოდ ერთი–ორი მათგანი. სფეროების დასახელება შეგიძლიათ ამ გვერდზე გადასვლით.

  • პროგრამული უზრუნველყოფა: დარწმუნდით, რომ ვაკანსიაში მოთხოვნილი პროგრამული უზრუნველყოფა დასახელებული გაქვთ თქვენს პროფილში. თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის სიის შესასწორებლად, გახსენით პროფილის განახლების გვერდი.

  • ფასები: თარჯიმნები არ მიიღებენ შეტყობინებას იმ სამუშაოების შესახებ, სადაც შეთავაზებული ფასი (თუ არის) დაბალია მათი პროფილის გვერდზე დასახელებულ ფასზე (თუ საჭიროა, ჩატარდება ვალუტის გადაყვანა, xe.com საიტზე მოცემული კურსით.). ამ გვერდზე შეგიძლიათ შეასწოროთ ან ჩაწეროთ ფასები თქვენს პროფილში.

  • მოთხოვნილი მომსახურებები: გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოები დაყოფილია შემდეგი კლასიფიკაციით: პოტენციური სამუშაოები, ზეპირი თარგმანი და წერითი თარგმანი/შემოწმება/რედაქტირება. შეამოწმეთ, თუ რა მომსახურებას სთავაზობთ თქვენთვის საინტერესო ენათა წყვილში. ამისათვის, გახსენით პროფილის განახლების გვერდი და დააჭირეთ შესწორების ღილაკს, თქვენს მიერ დასახელებულ თითოეულ ენათა წყველთან.

  • დიპლომები/სერთიფიკატები: ზოგიერთ შემკვეთს ურჩევნია სამუშაოს შესრულების შეთავაზებები მიიღოს მათგან, რომლებსაც დასახელებული აქვთ დიპლომები და/ან სერთიფიკატები, ვაკანსიაში მოთხოვნილ ენათა წყვილში. თქვენი დიპლომები/სერთიფიკატები რომ დაასახელოთ, გახსენით პროფილის განახლების გვერდი და „ენათა წყვილების“ განყოფილებაში დააჭირეთ „დიპლომების დამატების“ ბმულს ენათა შესაბამის წყვილთან. გაიხსნება პატარა ფანჯარა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაასახელოთ პროფესიული დიპლომები, სერთიფიკატები, ან აკრედიტაციები, რომლებიც მიღებული გაქვთ აღიარებული უწყებებიდან.

  • მდებარეობა: დარწმუნდით, რომ შემკვეთის მიერ დასახელებული გეოგრაფიული მდებარეობა შეესაბამება თქვენს პროფილში მითითებულ მდებარეობას. შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები პროფილის განახლების გვერდიდან.

  • მშობლიური ენა: გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემკვეთს ურჩევნია მიიღოს სამუშაოს შესრულების შეთავაზება მათგან, რომლებსაც დასახელებული აქვთ კონკრეტული მშობლიური ენა. მშობლიური ენის დასახელება შეგიძლიათ hereამ გვერდზე გადასვლით.

    აგრეთვე, გახსენით თქვენი ვაკანსიების დაფა და შეამოწმეთ შერჩეული შეტყობინებების სისწორე. გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინებების კლასიკური პარამეტრების გარდა, უნდა აირჩიოთ შეტყობინებების დაუყოვნებლად მიღება ენათა თითოეული წყვილისთვის.

    სამუშაო სფეროების არჩევა მოიცავს თქვენი სპეციალობის სფეროებს, ინტერესის სფეროების არჩევა გულისხმობს სამუშაო და სპეციალობის სფეროებს, ხოლო ყველა სფეროს არჩევით აირჩევა თქვენს პროფილში დასახელებული და დანარჩენი სფეროები.

    ვაკანსიების დაფაზე ასევე შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ გაფილტრული რომელიმე შემკვეთი, ან ხომ არ გაქვთ არჩეული LWA–ის უფრო მაღალი ქულის მქონე შემკვეთების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ შეტყობინებების მიღება, ვიდრე კონკრეტული სამუშაოს შემკვეთს აქვს.

    გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ დროს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ აღრიცხული წერილები.

    თუ ვერ აგვარებთ პრობლემას ან დამატებით გჭირდებათ დახმარება, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და დაურთოთ ერთი ან მეტი ისეთი გამოცხადებული ვაკანსიების მისამართ(ებ)ი, რომელთა შესახებ შეტყობინებები უნდა მიგეღოთ. საიტის ჯგუფი შეამოწმებს, გაიგზავნა თუ არა წერილი ProZ.com-ის სერვერებიდან. (თუ გამოიგზავნა და თქვენ არ მიგიღიათ, შეიძლება პრობლემა დაკავშირებული იყოს თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერთან ან პირად კომპიუტერთან, ან ადგილი ჰქონდეს წერილების გაფილტვრას მათ მიერ.)


  • 12.4 - რატომ არ ვიღებ შეტყობინებას ჩემს ენათა წყვილებში განთავსებული ვაკანსიების შესახებ?

    მაშინაც კი, როდესაც შერჩეული გაქვთ ელ.ფოსტის შეტყობინების მიღება თქვენს ენათა წყვილებში ”ყველა” ვაკანსიის განთავსების შესახებ, სისტემაში გამოყენებული კიდევ რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება, თუ ვინ უნდა მიიღოს შეტყობინება ახალი ვაკანსიის განთავსების შესახებ. მაგალითად, შემკვეთმა შეიძლება მიუთითოს, რომ სურს შეტყობინების გაგზავნა იმ თარჯიმნებისთვის, რომლებიც არიან კონკრეტულ ქვეყანაში, ან იყენებენ გარკვეულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ”ყველა შეყტობინების” არჩევა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ შეტყობინებებს ვაკანსიების თაობაზე, თუ შემკვეთი არ შეზღუდავს შეტყობინების მიმღებებს ამგვარი კრიტერიუმების მითითებით.


  • 12.5 - რატომ ვიღებ ვაკანსიის საიტზე დადების შეტყობინებებს მათი გაგზავნიდან გარკვეული დროის შემდეგ? როგორც ჩანს, დაყოვნებას აქვს ადგილი.

    ვაკანსიის ზოგიერთ განმთავსებელს შეუძლია განცხადების განთავსება და იგი დაუყოვნებლად დაიდება საიტზე. სხვების მიერ გაგზავნილი ვაკანსიები კი დამოწმებას საჭიროებს. ელ.ფოსტის შეტყობინება არ გაიგზავნება მანამ, სანამ საიტზე განთავსების თანხმობა არ იქნება მიღებული. სწორედ ამის გამო იღებთ შეტყობინებას რამდენიმე საათის დაგვიანებით და არა მაშინვე, როდესაც განცხადება გაგზავნეთ. შეტყობინებების დაგზავნის დროს, ყველა მომხმარებელი ერთდროულად იღებს მათ. ჩვეულებრივ, შეტყობინების ყველა ელ.წერილი 5 წუთში ტოვებს ჩვენს სერვერებს.

    ასევე გასათვალისწინებელია სხვადასხვა საათობრივი სარტყელის ფაქტორიც. საიტზე ყველა საათი ნაჩვენებია გრინვიჩის მერიდიანის (GMT) დროით. ამგვარად, თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, შესაძლებელია, რომ თქვენს შეტყობინებაში ნაჩვენები და ვაკანსიის განთავსების დროები ერთმანეთს არ დაემთხვეს. ამასთან, თუ გაითვალისწინებთ განსხვავებას თქვენი ელ.ფოსტის კლიენტის საათსა და საიტზე ნაჩვენებ საათს შორის, შეამჩნევთ, რომ სინამდვილეში შეტყობინება გაიგზავნა ვაკანსიის განთავსებიდან სულ რამდენიმე წუთში.

    თუ შეტყობინებები დაგვიანებით მოგდით და ამას ვერ ხსნით ზემოთ დასახელებული მიზეზით, გთხოვთ გახსნათ დახმარების ბარათი და მიუთითოთ იმ ვაკანსიის URL, რომლის შეტყობინების წერილი დაგვიანებით მიიღეთ. ჩვენ შევამოწმებთ ზუსტ დროს, როდესაც წერილი გავიდა ჩვენი სერვერებიდან.


  • 12.6 - What are "Classic" job posting notifications for Business members?

    As of May 2016, Business members have the option to receive notifications based on the fields declared in their company profiles.

    Business pages are not bound by requirements that only make sense when the service provider is just one person, such as "Native language".

    With this tool, Business members can choose to be notified of all the job postings that they can submit a quote on. This is done by comparing the requirements in the job posting with the working languages that they have declared that their company provides services in.


  • 12.7 - I received a job notification through ProZ.com that did not come through the directory, direct profile contact or from a ProZ.com job post, what is it?


    An interface ("API" or Application programming interface) is being developed which allows clients to search for and contact ProZ.com members for paid work from their own translation platforms. In essence, this interface represents a potential additional channel of client contact for ProZ.com members. The interface is currently being tested with a limited group of volunteers.

    Translation clients can use the interface to look for language professionals based on various search parameters, much in the way clients use the ProZ.com directory. Clients may then select candidates to contact for potential work through their translation platform. Initial contact is handled via an invitation which the language professional receives through email. The recipient is given information regarding the client and project, and may respond by email. The recipient's contact email is not disclosed unless they choose to respond to the invitation.

    Potential clients who use this interface to search for language professionals will only see a sub-set of the information that you have chosen to make public in your ProZ.com profile, similar to the data that is shown in the ProZ.com directory. No information which you have not made expressly public in your ProZ.com profile is shared with potential clients unless you choose to do so.

    Work relations beyond the acceptance of an invitation to collaborate are the responsibility of the the client and the service provider. When considering working with any new client, service providers are encouraged to perform adequate screening and risk management.

    Remember that, similarly to the ProZ.com directory and the jobs posting system, certain information you enter in your ProZ.com profile can help better connect you with the kind of potential clients you are seeking. Declaring your rates (even if you choose to keep them private) will help prevent client contact from those seeking translation services below your rates, for example.

    For more information on how this works, see:


    If you have further questions about how this works, please contact the ProZ.com site team via support request.


  • 12.8 - რა არის ვაკანსიების RSS ვებ-არხი?

    RSS იშიფრება როგორც Really Simple Syndication (ინფორმაციის მარტივი მიღება). ეს არის ვებ-ფორმატების ოჯახი, რომელიც გამოიყენება ისეთი ხშირად განახლებადი შინაარსის გამოსაქვეყნებლად, როგორიცაა ახალი ამბების ანონსი ან ბლოგის ჩანაწერები სტანდარტული ფორმატით და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამოიწერონ ინფორმაცია.

    ვებ-არხის წამკითხველი არის კლიენტი პროგრამა ან ვებ-პროგრამა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გამოსაწერად და იგი ინტერნეტიდან იღებს მასალას ერთ ადგილზე, მარტივი გაცნობის მიზნით.

    RSS ვებ-არხის წამკითხველით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენთვის შესაფერის ვაკანსიებს. ამისთვის უნდა დააწკაპუნოთ ნარინჯისფერ ღილაკზე ვაკანსიების გვერდზე (თქვენი ვებ-არხი იმუშავებს თქვენს მიერ შერჩეული გაფართოებული ძებნის პარამეტრებით). იმისათვის, რომ ვაკანსიის სრული აღწერა ნახოთ და გაგზავნოთ სამუშაოს შესრულების შეთავაზება, უნდა გახსნათ ვაკანსიის სრული გვერდი, ვებ-არხზე მოცებული ბმულის გამოყენებით.

    ვებ-არხი შეიცავს ძირითად ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ, მათ შორის ბმულს ვაკანსიაზე, ვაკანსიის დასახელებას, მოკლე აღწერასა და მოთხოვნებს (ენათა წყვილისა და გამოცდილების სფეროს ჩათვლით). ვებ-არხის განახლება ხდება ხუთ წუთში ერთხელ.

    შეამჩნევთ, რომ ვებ-არხის მისამართი შეიცავს თქვენს საიდენტიფიკაციო ნომერსა და უნიკალურ ჟეტონს, რომელიც საშუალებას გაძლევთ სისტემაში შეუსვლელად ნახოთ მოკლე ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ვაკანსიების შესახებ. გარდა ამისა, ჟეტონი და ვებ-არხი არ შეიცავს რაიმე პირად ინფორმაციას გამომწერის შესახებ.

    შეგიძლიათ გამოიწეროთ სიახლეთა ნებისმიერი წამკითხველით, რომელიც გსურთ. თუ გაქვთ პრობლემები კოდირებასთან დაკავშირებით, შეკითხვები, კომენტარები ან რაიმე გაეჭვებთ, გთხოვთ, მიმართოთ საიტის ჯგუფს დახმარების მოთხოვნით.



  • Main - Top