ProZ.com frequently asked questions


ფორუმები

Main

  • 1 - რა არის ProZ.com-ის ფორუმები?

    ProZ.com-ის ფორუმები არის ProZ.com-ის მომხმარებელთა ღია სადისკუსიო ადგილი, სადაც ისინი განიხილავენ საერთო საინტერესო საკითხებს, შედარებით ნაკლებად განსაზღვრული ფორმატით.

    ფორუმის პარამეტრების დაფის გამოყენება:



    აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • თქვენი KudoZ პარამეტრების დაფა (შეტყობინებები KudoZ კითხვების შესახებ)

  • თქვენი ვაკანსიების პარამეტრების დაფა (შეტყობინებები ვაკანსიების შესახებ)

  • ProZ.com საიტის ვიდეო გზამკვლევი


  • 2 - რა ტიპის საკითხების განთავსება შეიძლება?

    ProZ.com-ის ფორუმები გამიზნულია ისეთ საკითხებზე მსჯელობისთვის, რომლებიც უკავშირდება წერით და ზეპირ თარგმანს, ProZ.com-ს, ან ProZ.com-ის საზოგადოებას. ისინი არ გამოიყენება სხვა მიზნებისთვის. ფორუმებზე დასაშვები საკითხების უფრო დეტალური მიმოხილვა იხილეთ აქ.

    ფორუმის მე-11 წესში წერია, რომ ფორუმები არ უნდა იყოს გამოყენებული ისეთი შეტყობინებების გასაგზავნად, რომელთათვისაც საიტზე სპეციალურადაა გამოყოფილი ადგილი, სახელდობრ:

  • ტერმინების თარგმანში დასახმარებლად გამოიყენება KudoZ განყოფილება;
  • ვაკანსიებისა და პოტენციური სამუშაოების განთავსება ხდება სამუშაოების განყოფილებაში;
  • კოლეგებს შორის პროდუქტებისა და მომსახურებების გაცვლისთვის გამოიყენება გაცვლების განყოფილება;
  • შემკვეთის შესახებ კომენტარის ჩასაწერად შექმნილია Blue Board, შესაბამის წესებში მოცემული პირობების დაცვით;
  • თავისუფალ თარჯიმანთა შესახებ კომენტარის გაკეთება შემკვეთებს შეუძლიათ თარჯიმანთა პროფილის გვერდებზე განთავსებულ WWA ველში;
  • საიტის არამართებულად გამოყენების, მოდერატორის ან ადმინისტრაციული მოქმედებების შესახებ კითხვებისა და საჩივრებისთვის გათვალისწინებულია დახმარების სისტემა.

    თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა, ან დაუკავშირდეთ რომელიმე მოდერატორს.


  • 3 - როგორია ფორუმების გამოყენების წესები?

    ფორუმის გამოყენების წესები ბმულით იხსნება ფორუმებიდან. მომხმარებლებმა უნდა დაიცვან ფორუმზე შეტყობინებების განთავსების წესები და პირობები.


  • 4 - რა უნდა მოვიმოქმედო, თუ ვთვლი, რომ საიტის წესები დარღვეულია ფორუმზე?

    ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ფორუმის მოდერატორს ან საიტის ჯგუფის წევრს. თითოეული ფორუმის თემის გვერდის ქვედა ნაწილში განთავსებულია მცირე ზომის ველი, სადაც დასახელებულია შესაბამისი მოდერატორ(ებ)ი და მოცემულია „ამ თემის თაობაზე დაკავშირების“ ბმული.


    ამ ბმულზე დაჭერით გაიხსნება მცირე ველი, სადაც შეგიძლიათ განმარტოთ საიტის რომელი წესია დარღვეული. ეს არის სავალდებულო ველი. როდესაც აგზავნის ასეთ ინფორმაციას, იგი იგზავნება თქვენი პროფილიდან და მას იღებს მოდერატორი.


    პრობლემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტის ჯგუფს დახმარების მოთხოვნით, თუ ფორუმისთვის არ არის დანიშნული მოდერატორი.


  • 5 - ადმინისტრაციული მოქმედებების შესახებ მსჯელობა რატომ უნდა მოხდეს დახმარების სისტემით და არა ფორუმებზე?

    საიტის ფორუმებზე მოდერატორობა არ არის მარტივი საქმე. ზოგჯერ მოდერატორებმა შეიძლება ფორუმზე შენიშნონ ისეთი რამ, რასაც უმართებულოდ მიიჩნევენ და ჩათვლიან, რომ საჭიროა გადაუდებელი ზომის მიღება. აგრეთვე, შეიძლება ასეთ დისკუსიებზე ყველაზე შესაფერისი მოქმედების შერჩევის შემთხვევაშიც კი, სხვა მოდერატორებმა არ გადაამოწმონ იგი და მოდერატორმა მიიღოს სამართლიანი და კეთილმოსურნე მოქმედებები, რასაც ყველაზე საჭიროდ ჩათვლის.

    ამასთან, შეიძლება ეს მოქმედებები არასწორად იქნას მიჩნეული მოგვიანებით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და ამიტომ გირჩევთ მიმართოთ საიტის ჯგუფს ადმინისტრაციული მოქმედებების გადასამოწმებლად. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოდერატორების მოქმედებების განხილვა ფორუმებზე, როგორც წესი, უსიამოვნო განწყობას იწვევს და არ ხდება პრობლემის მოგვარება.

    დახმარების სისტემის საშუალებით შეტყობინების გაგზავნა მოდერატორთა ისეთი მოქმედებების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიჩნეული იქნას არასათანადოდ, საშუალებას აძლევს საიტის ჯგუფს გადახედოს საკითხს და გამოხატოს „მეორე მოსაზრება“, რომელიც იქნება მშვიდობიანი და ობიექტური.


  • 6 - ვის შეუძლია ფორუმების გამოყენება?

    წვდომის ფორმის მიხედვით ოთხი ტიპის ფორუმი გვაქვს:

  • ღია ფორუმები: მათზე შეტყობინების გაგზავნა შეუძლია ProZ.com-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს და ეს შეტყობინებები ყველასთვის მისაწვდომია, საძიებო სისტემების ჩათვლით;
  • მხოლოდ წევრების ფორუმი: ამ ფორუმის გამოყენება მხოლოდ საიტის წევრებს შეუძლიათ;
  • შეზღუდული ფორუმი: ამ ფორუმზე წვდომა მხოლოდ მოდერატორებს აქვთ;
  • კერძო ფორუმები: ასეთ ფორუმს საკუთარი ”მფლობელი” ჰყავს და მხოლოდ მისი მფლობელის მიერ შედგენილ სიაში მყოფი საიტის მომხმარებლებისთვისაა მისაწვდომი.


  • 7 - ფორუმზე გაგზავნილი თემები მოწმდება?

    საიტის გადამხდელი წევრებისა და იმ მომხმარებელთა თემები ფორუმზე, რომელთა პირადობა დამოწმებულია, დაუყოვნებლად ქვეყნდება ფორუმზე.* სხვა მომხმარებლების მიერ გაგზავნილი თემები კი ჯერ მოწმდება, სანამ ისინი გამოჩნდება საიტზე. თემების უმეტესობა მოწმდება 12 საათის განმავლობაში.

    * ქსელის ისეთ ფუნქციებზე წვდომა, რასაც პოტენციურად შეუძლია გავლენა იქონიოს სხვა წევრებზე, შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს ProZ.com საიტის ჯგუფის გადაწყვეტილებით.


  • 8 - როგორ გავგზავნო შეტყობინება ფორუმზე?

    ფორუმზე ახალი თემის გასახსნელად უნდა შეხვიდეთ ფორუმების გვერდზე და ზედა მარცხენა ნაწილში დააწკაპუნოთ ბმულზე ”ახალი თემის გაგზავნა”. გამოჩნდება შეტყობინების გაგზავნის ფანჯარა, სადაც ველში ”თემის სათაური:” უნდა ჩაწეროთ კარგად შერჩეული სათაური (ინსტრუქცია მოცემულია იმავე გვერდზე), ხოლო თემის შინაარსი უნდა ჩაწეროთ ველში ”თემის შინაარსი:” .
    ფორუმის შესაფერის განყოფილებებში შესაძლებელია არათემატური თემების გაგზავნაც, რომელიც ხვდებაProZ.com-ის ინტერესების სფეროში
    უკვე გახსნილ თემაზე გამოსახმაურებლად დააწკაპუნეთ ბმულზე ”პასუხი / კომენტარი” და გაგზავნეთ შეტყობინება, ან რომელიმე შეტყობინებასთან დააჭირეთ ბმულზე ”პასუხი ციტირებით”, თუ გსურთ პასუხის გაგზავნა ამ შეტყობინების ციტირებით.


  • 9 - როგორ მოვიქცე, თუ მსურს ჩემს მიერ არჩეული ფორუმები გამოჩნდეს საიტის საწყის გვერდზე?

    გახსენით თქვენი ფორუმების საკონტროლო დაფა და დააწკაპუნეთ „საწყის გვერდზე გამოჩენილი ფორუმების“ განყოფილებაზე. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ფორუმების გამოჩენა გსურთ საწყის გვერდზე.

    ფორუმების საკონტროლო დაფისა და მისი ფუნქციების გასაცნობად, შეგიძლიათ იხილოთ ეს ვიდეო.


  • 10 - შეკითხვა მაქვს, რომელიც მსურს დავდო ფორუმზე. როგორ უნდა მოვიქცე, დარწმუნებული რომ ვიყო პასუხს მივიღებ?

    ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რაც უნდა გაითვალისწინოთ ფორუმებზე თემის გაგაზავნის დროს:

  • სანამ თემას გაგზავნით, ჯერ მოძებნეთ შესაბამისი ინფორმაცია ფორუმებზე. მათზე განხილულია მრავალი საკითხი და პრობლემა, რომელთაც ყოველდღიურად აწყდებიან თარჯიმნები. არის იმის ალბათობა, რომ თქვენთვის საინტერესო საკითხი უკვე რამდენჯერმე განიხილეს და უკვე შეთავაზებულია პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზები. ფორუმში თემის მოსაძებნად, გადადით საზოგადოების ჩანართზე და დააჭირეთ ”ფორუმის ძიებას”.

  • თემის გასაგზავნად აირჩიეთ ყველაზე მეტად შესაფერისი ფორუმი. საიტზე მრავალი ფორუმია, რომელიც დაჯგუფებულია განყოფილებებში და მომხმარებელმა, რომელიც არ იცნობს ამ ფორუმებს, შეიძლება ზოგჯერ თემა გაგზავნოს ყველაზე მეტად თვალშისაცემ ფორუმებზე. მოდერატორებს თემები უფო მეტად შესაფერის ფორუმებზე გადააქვთ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მოდერატორებსაც გამორჩეთ ისინი. შედეგად შეიძლება მივიღოთ ასეთი მაგალითი: ტექნიკური ფორუმისთვის ყველაზე მეტად შესაფერეისი თემა შეიძლება აღმოჩნდეს საიტთან დაკავშირებულ ფორუმზე და სამუდამოდ დარჩეს ყურადღების მიღმა.

  • ყოველთვის შეეცადეთ თემის სათაურში მოკლედ ჩამოაყალიბოთ თქვენი საკითხი თუ პრობლემა. ავტორებმა რაც შეიძლება ზუსტად უნდა ასახონ თემის შინაარსი სათაურში და თემა უნდა გაგზავნონ ყველაზე მეტად შესაბამის ფორუმზე. რაც უფრო დეტალური მინიშნებაა გაკეთებული სათაურში, იმ ადამიანების მით უფრო მეტ ყურადღებას იქცევს იგი, რომლებსაც შეუძლიათ საპასუხო შეტყობინების გაგზავნა მასზე.


  • 11 - როგორ ჩავსვა ღიმილაკები ფორუმში ჩემს შეტყობინებებში?

    ღიმილაკების აკრეფა შეგიძლიათ კლავიატურით და მათი საშუალებით შეგიძლიათ გამოხატოთ ემოცია, მაგალითად, გაიღიმოთ :) ან მოიღუშოთ :( ღიმილაკების სიისა და მათი კოდების გასაცნობად იხილეთ სტატია „Proz.com საიტის ფორუმებზე ღიმილაკების დამატებისა და ტექსტის ფორმატირების ძირითადი წესები: მოკლე სახელმძღვანელო“.


  • 12 - რა არის BBCode და როგორ შემიძლია გამოვიყენო იგი ფორუმებზე?

    BBCode არის HTML თეგების სახესხვაობა, რომლებსაც ალბათ უკვე იცნობთ. ძირითადად, იგი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ფუნქციები და სტილი თქვენს შეტყობინებას, რომელიც, ჩვეულებრივ, იყენებს HTML კოდს. შეგიძლიათ გამოიყენოთ BBCode, მაშინაც კი, თუ even HTML არ არის გააქტიურებული იმ ფორუმზე, რომელსაც იყენებთ. თუ გსურთ, შეგიძლიათ HTML კოდის ნაცვლად გამოიყენოთ BBCode, რადგან მას ნაკლები კოდირება სჭირდება და იგი უფრო უსაფრთხოა გამოსაყენებლად (კოდირების სინტაქსის შეცდომა არ გამოიწვევს პრობლემებს).

    URL ჰიპერბმული
    შეგიძლიათ შექმნათ ჭეშმარიტი ჰიპერბმულები, [url] კოდის გამოყენებით. ამისათვის გამოიყენეთ შემდეგი ფორმატი:
    [url=http://www.totalgeek.org]totalgeek.org[/url]
    ზემოთ მოცემულ მაგალითში BBCode ავტომატურად ახდენს ჰიპერბმულის გენერირებას ვებ-მისამართზე. აგრეთვე, ბმული გაიხსნება ახალ ფანჯარაში, როცა მასზე დააწკაპუნებთ. გაითვალისწინეთ, რომ ვებ-მისამართის "http://" ნაწილის დამატება საერთოდ არ არის სავალდებულო. ვებ-მისამართი ჰიპერბმულით დაუკავშირდება ტექსტს, რა ვებ-მისამართიც არ უნდა დაამატოთ ტოლობის ნიშნის შემდეგ. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ ვებ-მისამართის თეგში არ უნდა გამოიყენოთ ბრჭყალები.

    დახრილი და მსხვილი ასოები
    შეგიძლიათ დახაროთ ასოები ან გაამსხვილოთ. ამისთვის ტექსტის შესაბამისი ნაწილი უნდა მოაქციოთ [b] [/b] ან [i] [/i] კოდებს შორის.

    გამარჯობა, [b]ჯეიმს[/b]გამარჯობა, [i]მერი[/i]

    ჩამონათვალი/სიები
    შეგიძლიათ შეადგინოთ ჩამონათვალი (პუნქტებით) ან დალაგებული სიები (ნუმერაციით ან ანბანით)

    მიმდევრობის გარეშე ჩამონათვალი:

    [list][*] ეს არის ჩამონათვალის პირველი პუნქტი.
    [*] ეს არის ჩამონათვალის მეორე პუნქტი.
    [/list]
    ამით მიიღება:

  • ეს არის ჩამონათვალის პირველი პუნქტი.
  • ეს არის ჩამონათვალის მეორე პუნქტი.

    შენიშნეთ, რომ თითოეული სიის ბოლოს უნდა დაუმატოთ დამასრულებელი კოდი [/list].

    დალაგებული სიის შედგენაც ასევე მარტივია. ამისთვის უნდა დაამატოთ [LIST=A] ან [LIST=1]. თუ აკრეფთ კოდს [List=A], მიიღებთ სიას A-დან Z-მდე. თუ გამოიყენებთ კოდს [List=1], მიიღებთ რიგობით სიას.

    იხილეთ მაგალითი:

    [list=A][*] ეს არის ჩამონათვალის პირველი პუნქტი.
    [*] ეს არის ჩამონათვალის მეორე პუნქტი.
    [/list]
    ამით მიიღება:

    1. ეს არის ჩამონათვალის პირველი პუნქტი.
    2. ეს არის ჩამონათვალის მეორე პუნქტი.

    სურათების დამატება
    თუ გსურთ სურათი ჩადოთ შეტყობინებაში, გრაფიკული გამოსახულების ვებ-მისამართი მოაქციეთ კოდებში, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ (BBCode შეფერილია წითლად).

    [img]http://www.totalgeek.org/images/tline.gif[/img]
    ზემოთ მოცემულ მაგალითში BBCode ავტომატურად აჩვენებს გამოსახულებას თქვენს შეტყობინებაში. შენიშვნა: ვებ-მისამართის ნაწილი „http://“ მოითხოვება [img] კოდის გამოყენების დროს.

    სხვა შეტყობინებების ამონარიდის დამატება
    თუ გსურთ სხვისი შეტყობინებიდან ამონარიდი მოიყვანოთ, შესაბამისი ტექსტის ასლი ჩასვით კოდებში, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ (BBCode შეფერილია წითლად).

    [QUOTE]მთავარი ის კი არ არის რა შეუძლია შენს ქვეყანას გააკეთოს შენთვის....
    არამედ იმაზე უნდა დაფიქრდე, რა შეგიძლია გააკეთო შენ შენი ქვეყნისთვის.[/QUOTE]
    ზემოთ მოცემულ მაგალითში BBCode ავტომატურად მისცემს ტექსტს ამონარიდის ფორმას.



    შენიშვნა:

  • ერთიდაიმავე ფუნქციის შესასრულებლად არ გამოიყენოთ ერთდროულად HTML და BBCode.
  • BBCode არ არის დამოკიდებული რეგისტრზე (შეგიძლიათ გამოიყენოთ [URL] ან [url]).
  • არ დაამატოთ ინტერვალი კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმულ კოდსა და ტექსტს შორის, რომლისთვისაც იყენებთ ამ კოდს.
  • დამასრულებელ კვადრატულ ფრჩხილებში უნდა იყოს დახრილი ხაზი (მაგ., [/url] )


  • 13 - როგორ შემიძლია მივიღო შეტყობინება ფორუმზე ახალი თემის განთავსების შესახებ (თვალყური ვადევნო ფორუმს)?

    ფორუმზე ახალი თემის განთავსების შესახებ შეტყობინების მიღება საიტზე დარეგისტრირებულ ყველა წევრს შეუძლია.



    თვალყურის დევნება ფორუმებზე

    თუ გსურთ თვალყურის დევნება მთლიან ფორუმზე, გააკეთეთ არჩევანი ფორუმის მარცხნივ მოცემულ გრაფაში „თვალყურის დევნება ელ.ფოსტით“. შეგიძლიათ აირჩიოთ ელ.წერილის მიღება ახალი თემების ან ფორუმის ყველა შეტყობინების შესახებ. არჩევანის გაკეთების შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ „ცვლილებების შენახვის“ ღილაკს.

    თვალყურის დევნება კონკრეტულ თემებზე

    თუ გსურთ თვალყური ადევნოთ ერთ თემას (მაგალითად, როდესაც არ ადევნებთ თვალყურს მთლიან ფორუმს, რომელსაც იგი ეკუთვნის), მარცხნივ მოთავსებულ გრაფაში უბრალოდ აირჩიეთ „ეს თემა-- ყველა შეტყობინება“ და დააჭირეთ „ცვლილებების შენახვის“ ღილაკს.



    თუ გსურთ გააუქმოთ თვალყურის დევნება ფორუმზე ან თემაზე, უბრალოდ მოხსენით მონიშვნა და დააჭირეთ „ცვლილებების შენახვის“ ღილაკს.


  • 14 - იძებნება ფორუმები საძიებო სისტემებით?

    დიახ, ProZ.com საიტის ფორუმთა უმეტესობა იძებნება საძიებო სისტემებით. საერთოდ, გირჩევთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნახოს თქვენს მიერ ოდესმე ქსელში განთავსებული ინფორმაცია.

    გამონაკლისს წარმოადგენს ProZ.com საიტის კერძო ფორუმები, რომლებიც იქმნება საიტის გადამხდელი წევრების მოთხოვნით და მათზე წვდომა აქვთ ამ ფორუმის მფლობელ(ებ)ის მიერ ნებადართულ პირებს. კერძო ფორუმების შექმნის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://www.proz.com/faq/3103#3103.


  • 15 - როგორ განისაზღვრება ფორუმის თემა გამოჩნდება თუ არა საწყის გვედზე?

    საწყისი გვერდი ძალზე მნიშვნელოვანი ადგილია ProZ.com-ის საზოგადოებისთვის, რამდენადაც იგი ყველაზე მეტად იპყრობს წევრების ყურადღებას. საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნის მიზნით, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფი აკონტროლებს მასზე გამოტანილ ინფორმაციას (ზუსტად ისევე, როგორც გამომცემლები).

    მნიშვნელოვანი ელემენტების შერჩევა ხდება ნახევრად ავტომატურად. ახალი თემების უმეტესობა (ფორუმის შესაბამისად) ავტომატურად ითვლება აქტუალურად და გამოდის საწყის გვერდზე. ამასთან, როდესაც საიტის სამუშაო ჯგუფის წევრი შეამჩნევს, რომ ფორუმზე გამოტანილი თემა უფრო პირადი დახმარების ბარათს შეესაბამება და არა სადისკუსიო თემას, მას შეუძლია შეცვალოს მისი სტატუსი. დაბლოკილი თემებიც ასევე არ ჩანს საწყის გვერდზე.


  • 16 - რა არის ფორუმების RSS ვებ-არხი?

    RSS იშიფრება როგორც Really Simple Syndication (ინფორმაციის მარტივი მიღება). ეს არის ვებ-ფორმატების ოჯახი, რომელიც გამოიყენება ისეთი ხშირად განახლებადი შინაარსის გამოსაქვეყნებლად, როგორიცაა ახალი ამბების ანონსი ან ბლოგის ჩანაწერები სტანდარტული ფორმატით და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამოიწერონ ინფორმაცია.

    ვებ-არხის წამკითხველი არის კლიენტი პროგრამა ან ვებ-პროგრამა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გამოსაწერად და იგი ინტერნეტიდან იღებს მასალას ერთ ადგლიზე, მარტივი გაცნობის მიზნით.

    შეგიძლიათ გამოიწეროთ თქვენი რჩეული ProZ.com ფორუმები RSS ვებ-არხის წამკითხველზე. ამითვის უნდა დააწკაპუნოთ ნარინჯისფერ ღილაკზე ფორუმის გვერდზე .

    შეგიძლიათ გამოიწეროთ სიახლეთა ნებისმიერი წამკითხველით, რომელიც გსურთ. თუ გაქვთ პრობლემები კოდირებასთან დაკავშირებით, შეკითხვები, კომენტარები ან რაიმე გაეჭვებთ, გთხოვთ, მიმართოთ საიტის ჯგუფს დახმარების მოთხოვნით.


  • 17 - რატომ შეიცვალა ჩემი თემის სათაური?

    ProZ.com-ის მოდერატორებსა და საიტის ჯგუფის წევრებს შეუძლიათ შეცვალონ თემის სათაური, თუკი იგი ჯეროვნად არ აღწერს თემის შინაარსს. (ამის შესახებ აღნიშნულია შეტყობინების გაგზავნისა და პასუხის ფორმებში, ისევე როგორც ფორუმის წესებში.)

    რატომ კეთდება ეს? პირველ რიგში იმიტომ, რომ თემის სათაურები ნაჩვენებია ProZ.com-ის საწყის გვერდზე. თემის დამაბნეველი ან არასრული სათაური არ იძლევა ხალხისთვის საინტერესო თემების ეფექტურად მოძებნის საშუალებას. თემის სათაური ასევე წარმოადგენს საკითხის მოკლე აღწერას, რომელიც ჯდება ელ.ფოსტით გაგზავნილ წერილებში და იგი ასევე გვეხმარება ძველი ჩანაწერების მოძებნაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თემის სათაურის იმგვარად ფორმულირება, რომ იგი რაც შეიძლება ზუსტად ასახავდეს საკითხის შინაარსს.

    მაგალითად, თემის სათაურად არ გამოდგება:

    - KudoZ (არ ვარგა, რადგან ზედმეტად ზოგადია)
    - ყველა თარჯიმნის საყურადღებოდ (არ ვარგა, რადგან არ ასახავს შინაარსს)

    თემის სათაურის კარგი მაგალითებია:

    - დაზღვევის გარანტია - მე ეს მჭირდება? სად შემიძლია მისი აღება?
    - დამწყები თარჯიმანი ეძებს მითითებებს თარჯიმნის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ

    თემის სათაურის კარგად შერჩევა ყოველთვის არ არის მარტივი საქმე, ასე რომ შემოქმედებით მიუდექით ამ საკითხს!


  • 18 - რატომ ქრება შესწორების ფუნქცია ფორუმის შეტყობინების გაგზავნიდან 24 საათში?

    ეს კეთდებს დისკუსიის თავდაპირველი შინაარსის რაც შეიძლება უცვლელად შენარჩუნების მიზნით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ დისკუსია ლოგიკურად მიდის, მონაწილეებს შეუძლიან უპასუხონ ერთმანეთს და მოიყვანონ სხვების ამონარიდები, რომლებიც შემდგომში არ შეიცვლება.


  • 19 - ვერ ვპოულობ ჩემს მიერ გაგზავნილ თემას.

    თუ თქვენს მიერ გაგზავნილ თემას ვერ პოულობთ, მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ არა ხართ საიტის წევრი და თქვენი ID არ არის დამოწმებული, რის გამოც თქვენი თემა შემოწმებას გაივლის, სანამ იგი განთავსდება საიტზე.*

    ასევე შესაძლოა თქვენი თემა გადაიტანეს ერთი კატეგორიიდან მეორეში, რომელიც უფრო მეტად შეეფერება მას. თემის მოსაძებნად შეამოწმეთ შესაბამისი კატეგორიები.

    * ქსელის ისეთ ფუნქციებზე წვდომის უფლება, რასაც პოტენციურად შეუძლია გავლენა იქონიოს სხვა წევრებზე, შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს ProZ.com-ის ჯგუფის გადაწყვეტილებით.


  • 20 - შემიძლია განვათავსო თემა ცუდი სააგენტოს ან ცუდი მთარგმნელის შესახებ?

    იმ შემკვეთების ან მთარგმნელების შეფასება, რომლებთან მუშაობის გამოცდილება გაქვთ, შეგიძლიათ გამოხატოთ LWA (Blue Board) ან WWA ქულებით, შესაბამისად.

    ამასთან, ფორუმის გამოყენება შეიძლება დამკვეთებთან დაკავშირებული პრობლემების (მათ შორის თაღლითური წერილებით სამუშაოს შეთავაზების) განსახილველად, მაგრამ არ უნდა იყოს დასახელებული სახელი და გვარები ან სხვა პირადი ინფორმაცია.


  • 21 - რატომ არ უნდა გამოვიყენო ფორუმი სხვების გასაფრთხილებლად ცუდი სააგენტოს შესახებ?

    როგორც იცით, ადამიანთა ბუნება კრიტიკისკენაა მიდრეკილი. ხშირად ათობით და ასობით ელ.წერილებს წერენ, ტელეფონით რეკავენ და იურიდიული ურთიერთობების ფორმებსაც კი მიმართავენ.

    გარდა ამისა, ProZ.com-ზე ათასობით დარეგისტრირებული მომხმარებლია, რის გამოც ეს საიტი გაცილებით არამდგრადია ამ კუთხით, ვიდრე იქნებოდა, მხოლოდ 1000-ზე ნაკლებ გადამხდელ წევრს რომ ემსახურებოდეს. ამის გამო, როგორც წესი, ProZ.com-ზე განთავსებული მხოლოდ ერთი კრიტიკა რამდენიმე საათს აკარგვინებს ადმინისტრატორებს, მოდერატორებსა და დამკვირვებლებს, რომლებმაც ყურადღებით უნდა განიხილონ იგი.

    მას შემდეგ, რაც კრიტიკის შემცველი რამდენიმე თემა იქნა განხილული, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ღია ფორუმზე მსგავსი საკითხების გაკონტროლება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენადაა დასაბუთებული მათში მოცემული კრიტიკა. სწორედ ამან განაპირობა Blue Board-ის შექმნა, სადაც საჭირო ინფორმაციის განთავსება ხდება ჩამოყალიბებული და კონტროლირებადი ფორმით.

    არის გამოსადეგი Blue Board? დიახ. ბოლომდე საიმედოა ინფორმაციის ეს წყარო? არა, პრეტენზიაც კი არა აქვს ამაზე. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ამ საკითხს, ჩვენი პრაქტიკული გამოცდილების შესაბამისად.


  • 22 - შემიძლია გამოვიყენო ფორუმები, რომ გამოვაცხადო თაღლითური წერილები?

    დიახ, შეგიძლიათ. ამას არ ეწინააღმდეგება ფორუმის წესი #8 . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ მიღებული წერილი ან აღწეროთ სიტუაცია, მაგრამ არ უნდა ახსენოთ სახელი და გვარი.

    სახელებისა და გვარების მითითება იმიტომ არაა რეკომენდებული, რომ თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ცილისწამება, რადგან ამ შემთხვევაში გამოყენებული სახელები არ არის ყოველთვის გამოგონილი და, შესაძლოა, ისინი რეალურ, უდანაშაულო ადამიანებს ეკუთვნის. საერთოდ, წერილების ჩვენება უკვე საკმარისია სხვა თარჯიმნების გასაფრთხილებლად.


  • 23 - შეიძლება ფინანსურ საკითხებზე მსჯელობა?

    დიახ, შეიძლება, მაგრამ ამისათვის ფორუმის მხოლოდ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული განყოფილება უნდა გამოიყენოთ.


  • 24 - რატომ იკრძალება პოლიტიკური და წინააღმდეგობრივი თემების განხილვა?

    საიტის დამაარსებელი იმედოვნებს, რომ ”რეალური” სამყაროს მოვლენები არ გადავა ProZ.com-ის ვირტუალურ ზონაში, სადაც სხვადასხვა კულტურისა და მრავალი დაპირისპირებული შეხედულებების მქონე თარჯიმნები მშვიდობიანად შეძლებენ თანამშრომლობას.

    ამგვარად, საიტის პოლიტიკა ყოველთვის გულისხმობდა ნებისმიერი თემის *დაუყოვნებლად* წაშლას, თუკი იგი არ იყო დაკავშირებული ენობრივ საკითხებთან და *რაიმე კუთხით* შეიძლება ყოფილიყო დაპირისპირებული ხასიათის. სწორედ ამის გაკეთება მოეთხოვებათ საიტისა და ფორუმის მოდერატორებს.

    ეს პოლიტიკა ძალაშია ნებისმიერ წინააღმდეგობრივ საკითხთან მიმართებაში, მიუხედავად მოდერატორების პირადი მოსაზრებისა. (ამრიგად, როდესაც თემა დაიბლოკება ან წაიშლება, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი რეაქციის მიზეზი მისი დამბლოკავის პირადი შეხედულებაა.) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოდერატორები ყოველთვის არ არიან მზად და თემის დახურვა შეიძლება რამდენიმე საათში ან დღეში მოხდეს.

    პოლიტიკური საკითხების განსახილველად სხვა, უფრო მეტად შესაფერისი არხები არსებობს და მათი მუშაობა უფრო ეფექტურია, ვიდრე საკითხის განხილვა ამ საიტზე.


  • 25 - შეიძლება ფორუმის თემა იყოს ბუნებრივი კატასტროფები, ან ისეთი კატასტროფები, რომლებიც არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას?

    დიახ. თუმც ეს არ არის ლინგვისტიკასთან დაკავშირებული თემა (მაგ., მიწისძვრები, წყალდიდობები, ქარიშხლები, ტაიფუნები, გვალვები, ყინვები, ვულკანები, ზვავები, ხანძრები და სხვა მოვლენები, რომლებიც არ არის რაიმე კონფლიქტის შედეგი), შეგიძლიათ განიხილოთ კოლეგების საზოგადოებაში.

    კატასტროფების დროს, საიტის წევრებს შეუძლიათ ინფორმაცია განათავსონ დახმარების პროგრამის გაცნობის მიზნით, რომელსაც კოორდინაციას უწევს აღიარებული და საიმედო ადგილობრივი ორგანიზაცია. მაგალითად, თუ მსოფლიოს რომელიმე წერტილში მოხდა მიწისძვრა, საიტის ესპანეთში მყოფ წევრს შეუძლია ინფორმაცია განათავსოს მოხალისეთა ჯგუფებში მონაწილეობის ან დახმარების გაწევის შესაძლებლობების შესახებ, რასაც კოორდინაციას უწევს ესპანეთში მყოფი აღიარებული ორგანიზაცია.

    გაითვალისწინეთ შემდეგი:
    - ბუნებრივი კატასტროფების შესახებ თემა აღნიშნული უნდა იყოს, როგორც ”განსხვავებული თემა”.
    - ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებული თემა, რომელიც შეიცავს პოლიტიკურ კომენტარს, წაიშლება, მიუხედავად მასში გამოთქმული მოსაზრებისა.
    - თემები, რომლებშიც შემოთავაზებულია დახმარების გაწევა პირადი კოორდინაციით, წაიშლება მისი ავტორის პიროვნების მიუხედავად.
    - დაუშვებელია ჰუმანიტარული ფორმის შეტყობინებების განთავსება, გარდა ბუნებრივი კატასტროფებისა.


  • 26 - თუ ფორუმის თემა დაბლოკილია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ თემაზე დისკუსიის ხელახალი დაწყება აღარ შეიძლება?

    როდესაც ფორუმის თემა დაბლოკილია, ფორუმის წესი 6 ითვალისწინებს, რომ აღარ უნდა გაგრძელდეს დისკუსია, რომ „სიტუაცია დაწყნარდეს“. ახალი თემის მოკლე დროში განთავსება დაბლოკილი თემის გაგრძელების მიზნით არ არის ნებადართული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე თემა არ შეიძლება განხილული იყოს მოგვიანებით, თუკი ამითი არ ირღვევა საიტის წესები.


  • 27 - რას იტყვით სიტყვის თავისუფლების შესახებ? ცენზურა არ უნდა იყოს დაწესებული ფორუმებზე.

    ფორუმების თემატიკა შეზღუდულია და მათზე მოქმედებს საიტის წესები. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საიტის წესები და თემატიკა დიდი ხანია განსაზღვრულია და მათი ზუსტი გათვალისწინება აუცილებელია დადებითი, შედეგზე ორიენტირებული სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. ამისათვის, ერთადერთი გზაა საიტის წესებისა და თემატიკის ზედმიწევნით დაცვა და ამას თვალყურს ადევნებენ საიტის ჯგუფის წევრები და მოდერატორები.

    ამის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ საიტის წესების ფარგლებში და მათი დაცვის მიზნით, ვერავინ შეძლებს გამოაცხადოს ProZ.com საიტზე განურჩევლად ყველაფერი, რაც მოესურვება. დადებითი და შედეგებზე ორიენტირებული მთარგმნელობითი სამუშაო ადგილი ნიშნავს, რომ მომხმარებლებს არ შეუძლიათ, მაგალითად, შეიგინონ, ისაუბრონ პოლიტიკაზე, ან გააკეთონ შეურაცხმყოფელი შენიშვნები ფორუმებზე. ამისათვის სხვა ადგილები არსებობს. ყველა ადამიანის მოსაზრებები, შეხედულებები და გამონათქვამები მნიშვნელოვანია, მაგრამ ProZ.com საიტი არ არის ის ადგილი, სადაც ყველაფრის გამოფენა შეიძლება.

    თუ ფიქრობთ, რომ შეზღუდვა დაგიწესეს წესების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ ეს ქმედება არ ემყარება წესებს, გთხოვთ, ამის შესახებ შეატყობინოთ საიტის ჯგუფს დახმარების სისტემით და ამ საკითხს გულდასმით შეისწავლიან. ფორუმებზე დაუშვებელია ცალკეული წესის შეუსრულებლობისთვის დადებული შეზღუდვების განხილვა.


  • 28 - ფორუმზე ჩემს შეტყობინებებს არ სჭირდებოდა შემოწმება, მაგრამ ახლა მოწმდება. რა მოხდა?

    თუ რამე გაეჭვებთ, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა და საიტის ჯგუფი განიხილავს ამ საკითხს.

    ზოგ შემთხვევაში, ფორუმზე გაგზავნილი შეტყობინების შემოწმება ხდება საიტის ჯგუფის ან მოდერატორების გადაწყვეტილებით. ასეთი მოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს წესების დარღვევასთან, მაგრამ არ არის აუცილებელი ეს იყოს მიზეზი. შემოწმების საშუალებით საიტის ჯგუფი და მოდერატორები ხელს უწყობენ დადებითი, შედეგზე ორიენტირებული ატმოსფეროს შენარჩუნებას ფორუმებზე. როდესაც ჩანს, რომ ასეთი ატმოსფეროს შენარჩუნება რთულდება, შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემოწმება.


  • 29 - შემიძლია მოვითხოვო პირადი ფორუმი სადისკუსიოდ ან სამუშაოდ?

    გადამხდელ წევრებს შეუძლიათ მოითხოვონ კერძო ფორუმის შექმნა და კოლეგების მოწვევა მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის უნდა გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა, დაასახელოთ ფორუმის სასურველი სახელწოდება და იმ წევრთა პროფილების ნომრები, რომლებიც საწყის ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას ფორუმში.

    ფორუმის შექმნის შემდეგ, იგი იმ წევრებზე მიმაგრდება და ისინი იქნებიან კერძო ფორუმის მფლობელები, ვინც მისი შექმნა მოითხოვა. ფორუმის მფლობელებს შეუძლიათ საიტის მომხმარებლების დამატება და მოცილება მათი ფორუმიდან. მას მხოლოდ ფორუმზე მოწვეული მომხმარებლები (და საიტის ჯგუფი) ხედავს და მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ფორუმის მფლობელ(ებ)სა და წევრებს შეუძლიათ. კერძო ფორუმები არ ჩანს საჯაროდ.

    გახსოვდეთ, რომ კერძო ფორუმებზეც უნდა დაიცვათ site forum rules, თუმც, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ წესების ინტერპრეტაცია შეიძლება მოხდეს შედარებით რბილად, კერძო ფორუმის მიზნების გათვალისწინებით. კერძო ფორუმის მფლობელი ასრულებს საკუთარი ფორუმების მოდერატორის როლს და მას ევალება ფორუმზე მოწვეულ წევრებს მისცეს შესაბამისი განმარტება.


  • 30 - მსურს გამოკითხვა ჩავატარო. შემიძლია გამოვიყენო ფორუმები ამ მიზნით?

    თუ გსურთ მომზადებული გამოკითხვა ჩაატაროთ, რომელიც შეესატყვისება ProZ.com საიტის თემატიკას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საიტის ჯგუფს დახმარების სისტემის გამოყენებით და მიაწოდოთ ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ არაა ნებადართული ყველა სახის გამოკითხვის განთავსება.


  • 31 - შეცდომით შეუფერებელ ფორუმზე გავგზავნე თემა. როგორ მოვიქცე?

    რამდენადაც ერთიდაიმავე თემის ორჯერ განთავსება არ არის ნებადართული ფორუმის წესების მიხედვით, გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა, თუ თემა გაგზავნეთ შეუფერებელ ფორუმზე და მას მომხმარებელთა დახმარების ჯგუფი გადაიტანს შესაბამის ფორუმზე.



  • Main - Top