ProZ.com translation contests » Rules

1. ჩანაწერები უნდა იყოს ორიგინალური ნამუშევრები. უკვე არსებული (ადრე გამოქვეყნებული) თარგმანების გამოყენება, მთლიანად ან ნაწილობრივ, აკრძალულია და ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. თუ სამუშაო შეასრულეთ სხვა პიროვნებასთან ერთად, ჩანაწერის შეტანის დროს დაასახელეთ იგი თქვენს პარტნიორად.
2. კონკურსის მონაწილეების ვინაობა ანონიმურად უნდა დარჩეს, კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში. კონკურსის ან ხმის მიცემის პერიოდში, კონკურსის მონაწილეებმა არ უნდა იმსჯელონ საკუთარი ნამუშევრისა თუ თარგმნის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რაც კოლეგებს მიანიშნებს თუ ვინ არის თარგმანის ავტორი, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
3. დაუშვებელია სპეკულირება ჩანაწერებთან დაკავშირებით. წესების მიხედვით, დაუშვებელია სპეკულირება იმის შესახებ, თუ ვისი შეიძლება იყოს მოცემული ნამუშევარი.
4. კონკურსის დროს დაუშვებელია კომენტარების გაკეთება სახალხოდ. კონკურსის მიმდინარეობის ან ხმის მიცემის პერიოდში, ProZ.com-ის არცერთ მომხმარებელს არა აქვს უფლება სახალხოდ გააკეთოს კომენტარები ჩანაწერების (ან ტექსტის თარგმნის შესაძლო გზების) შესახებ. ფორუმებზე გაგზავნილი კომენტარები არ გამოჩნდება, ხოლო თუ ისინი ჩანს, დაიმალება. ასევე დაუშვებელია ხმის მიმცემთა შორის პირადი მსჯელობები (მაგ. ელ.ფოსტით).
5. აკრძალულია ხმის მიმცემთა წაქეზება რაიმე გზით. აკრძალულია ხმის მიმცემთა წაქეზება რაიმე გზით, ან მათი გადაბირება გარკვეული ნამუშევრისთვის ხმის მისაცემად. ასევე დაუშვებელია მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფის (მაგალითად, გარკვეულ ქვეყანაში მცხოვრები მომხმარებლების) მოწვევა ხმის მისაცემად, კონკურსის შედეგებზე ზემოქმედების მცდელობის მიზნით.
6. გამარჯვების კანონიერების შესახებ არ უნდა გამოთქვათ ეჭვი სახალხოდ. თუ ფიქრობთ, რომ ადგილი აქვს უსამართლობას, ამის შესახებ აცნობეთ საიტის სამუშაო ჯგუფს, დახმარების მოთხოვნის საშუალებით.