როგორ მუშაობს ProZ.com ვაკანსიების სისტემა

მარტივი აღწერა იმისა, თუ როგორ ხდება ლინგვისტური სამუშაოების გამოცხადება ProZ.com საიტის ვაკანსიების სისტემით


1. დამკვეთი განათავსებს მთარგმნელის ან თარჯიმნის ვაკანსიას

სამუშაოს განთავსებისას იწერება ენათა წყვილი, პროექტის დეტალები, ჩაბარების ვადა და სხვ. ასევე შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, როგორიცაა მშობლიური ენა, მდებარეობა და სხვ.

ProZ.com საიტზე ვაკანსიის განთავსება უფასოა

2. დაინტერესებული ლინგვისტები გამოხატავენ ინტერესს ვაკანსიის მიმართ

მათ, ვისაც აინტერესებთ კონკრეტული ვაკანსია და აკმაყოფილებენ წაყენებულ მოთხოვნებს (თუ არის), შეუძლიათ შესთავაზონ სამუშაოს შესრულება ვაკანსიის განმთავსებელს.

3. დამკვეთი ირჩევს სამუშაოს შემსრულებელს და უკავშირდება პირადად

რამდენიმე შეთავაზების მიღების შემდეგ დამკვეთი ირჩევს ერთ ან რამდენიმე შემსრულებელს ამ სამუშაოსთვის და უკავშირდება მათ პირადად. ProZ.com რაიმე საკომისიოს არ აკისრებს მას.

4. თუ გსურთ, სამუშაოს დასრულების შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი.

სამუშაოს დასრულების შემდეგ ვაკანსიის განმთავსებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები ერთმანეთის შესახებ.*

*სამუშაოს შემსრულებელმა უნდა აირჩიოს, რომ გამოხმაურება გამოჩნდეს მის პროფილზე.



ვაკანსიების სისტემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვები.