ProZ.com frequently asked questions


კონკურსი

Main

  • 1 - ზოგადი

  • 1.1 - რა არის ProZ.com საიტის მთარგმნელთა კონკურსი?

    ProZ.com საიტის მთარგმნელთა კონკურსი არის ProZ.com საიტის წევრებისთვის პერიოდულად მოწყობილი შეჯიბრი, რომლის მიზანია გახალისება და თან დახელოვნების დემონსტრირება.


  • 1.2 - ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში?

    დღესდღეობით, ProZ.com საიტის ნებისმიერ სრულ პროფესიონალ, კორპორაციულ („თავისუფალი მთარგმნელის ან კომპანიის“ ტიპის პროფილის მქონე), ნაწილობრივ და სტუდენტ გადამხდელ წევრებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება გაგზავნის ფაზაში.

    ამასთან, საიტის რიგით წევრებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საკვალიფიკაციო და ხმის მიცემის ფინალურ ეტაპებზე. საიტის ყველა გადამხდელ და რიგით წევრს, რომლის საიტზე დარეგისტრირებიდან გასულია მინიმუმ ერთი თვე და რომლის პროფილზე მითითებული სამუშაო ენათა წყვილი ემთხვევა თარგმანის ენათა წყვილს, შეუძლია შეფასება გააკეთოს „წერის ხარისხის“, „თარგმანის სიზუსტის“, ან ორივე კრიტერიუმის მიხედვით. მას, ვისთვისაც თარგმანის ენა მშობლიურია, მაგრამ არ მუშაობს ენათა მოცემულ წყვილში, შეუძლია შეაფასოს მხოლოდ „წერის ხარისხი“.

    ხმის მიცემის ფინალური ეტაპი ენათა თითოეულ წყვილში გაიხსნება საიტის მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც საიტზე დარეგისტრირებულნი არიან მინიმუმ ერთი თვე, მშობლიური ენაა თარგმანის ენა და მუშაობენ ენათა იმ წყვილში, რომელშიც სურთ ხმის მიცემა.


  • 1.3 - როგორ მიმდინარეობს კონკურსი?

    კონკურსი სამ განსხვავებულ ფაზად არის გაყოფილი: მონაწილეობის მიღების ფაზა, საკვალიფიკაციო ფაზა და საბოლოო ხმის მიცემის ფაზა.

    მონაწილეობის მიღების ფაზაზე კონკურსანტები აგზავნიან მოცემულთაგან რომელიმე ტექსტის თარგმანს რომელიმე ენაზე. ენათა ყველა წყვილისთვის არსებობს გაგზავნის ბოლო ვადა და თუ ამ დროისთვის ენათა რომელიმე წყვილში იქნება 3 ნამუშევარზე ნაკლები, ის ვერ გადავა საბოლოო ხმის მიცემის ფაზაზე და, შესაბამისად, გამარჯვებულიც ვერ გამოვლინდება. თუმცა, კონკურსანტებსა და ამ წყვილში მომუშავე მთარგმნელებს შეუძლიათ დაწერონ გამოხმაურება და კომენტარები ნამუშევრებზე, რომლებიც მათ მოსწონთ ან არ მოსწონთ.

    მიაქციეთ ყურადღება, რომ გაგზავნის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს ენათა ზოგიერთი წყვილისთვის, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით.

    ენათა წყვილებისთვის, რომლებშიც მონაწილეობს ბევრი (7-ზე მეტი) ნამუშევარი, საკვალიფიკაციო ტური ღიაა, რათა ფინალს მიაღწიოს შესაბამისმა რაოდენობამ და შერჩეული ნამუშევრები ნამდვილად საუკეთესო იყოს. ხმის მიმცემებს სთხოვენ შეაფასონ თარგმანები ორი კატეგორიის მიხედვით: „წერის ხარისხი“ და „თარგმანის სიზუსტე“, 1-დან („ცუდი“) 5-მდე („ბრწყინვალე“) აბსოლუტური სკალის გამოყენებით. ამ რაუნდზე წაიშლება ის ნამუშევრები, რომლებისთვისაც უკვე აშკარა გახდება, რომ არ ექნებათ მოგების შანსი. ასეთი შეფასება კეთდება კოლეგებისგან მიღებულ საშუალო შეფასებაზე დაყრდნობით (სხვა ნამუშევრებთან შედარებით), მას შემდეგ რაც მიღებული იქნება ხმების გარკვეული მინიმალური რაოდენობა.

    თარგმანების გადარჩევა ხმის მიმცემებს ეხმარება ყურადღება გაამახვილონ უკეთეს ნამუშევრებზე და იზრდება ფინალურ ტურში საუკეთესო ნამუშევრების გადასვლის ალბათობა. მაღალი ქულის მქონე 3-7 ნამუშევარი გადავა საბოლოო ტურში.

    „ფინალურ ტურზე“ ხმის მიმცემებს სთხოვენ აირჩიონ საუკეთესო თარგმანი, ფინალურ ჯგუფში მოხვედრილთა შორის. აგრეთვე ირჩევენ მეორე და მესამე ადგილზე გასულებს, რომელთა შეფასება შესაბამისად ხდება ქულებით ოთხი (4), ორი (2) და ერთი (1). იგებს ის თარგმანი, რომელიც ფინალურ ტურზე მოაგროვებს ქულების მაქსიმალურ რაოდენობას.


  • 1.4 - რომელ ენებში ტარდება კონკურსი?

    სათარგმნ ენად აირჩევა ProZ.com საიტის წევრების მიერ ყველაზე ხშირად მოთხოვნილი ენები. თარგმანი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე. ენათა წყვილი, რომელშიც გაიგზავნება მინიმუმ სამი თარგმანი, ითვლება საკონკურსო წყვილად.


  • 1.5 - რა სახის ტექსტების შერჩევა ხდება თარჯიმანთა კონკურსისთვის?

    ჩვეულებრივ, სათარგმნი ტექსტი წარმოადგენს დასრულებული შინაარსის მოკლე ლიტერატურულ ამონარიდს. კონკურსზე წარმოდგენილი ყველა სათარგმნი ტექსტი შემოთავაზებულია საზოგადოების მიერ.

    შენიშვნა: საკონკურსო ტექსტების შეფასებაში არ მონაწილეობს საიტის სამუშაო ჯგუფი და არც კონკურსანტები. ProZ.com კონკურსი ეწყობა მთარგმნელთა მიერ, რომლებიც აჩვენებენ თავიანთ მთარგმნელობით ხელოვნებას, საკუთარი მოსაზრებების გარეშე.


  • 1.6 - შემიძლია სათარგმნი ტექსტის შეთავაზება შემდეგი კონკურსისთვის?

    დიახ, შეგიძლიათ. თუ გსურთ სათარგმნი ტექსტის შეთავაზება შემდეგი კონკურსისთვის, გთხოვთ, ელფოსტით დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს და იგი მოგაწვდით სამომავლო თემების ჩამონათვალსა და მითითებებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენს მიერ შეთავაზებულ ტექსტს აირჩევენ კონკურსისთვის, თქვენ ვერ შეძლებთ ამ ტექსტის თარგმანის გაგზავნას კონკურსზე, მაგრამ ხმის მიცემის უფლება მაინც გექნებათ.


  • 1.7 - როგორ შევიტყო თარგმანის ახალი კონკურსის დაწყება?

    შეგიძლიათ გამოიწეროთ კონკურსთან დაკავშირებული სიახლეების მიღება კონკურსის გვერდზე „ახალი ამბებისა და სიახლეების გამოწერაზე“ დაწკაპუნებით, ან მონიშნოთ უჯრა ფრაზასთან „მონიშნეთ ეს უჯრა, თუ გსურთ მიიღოთ ProZ.com საიტის თარგმანის კონკურსებთან დაკავშირებული სიახლეები“, თქვენი ელფოსტის პარამეტრების გვერდზე.


  • 1.8 - რის საფუძველზე ირჩევენ გამარჯვებულს?

    გამარჯვებულის გამოვლენა ხდება კოლეგების ხმების დათვლით. თითოეულ ენათა წყვილში გამარჯვებულები მიიღებენ ციფრულ სერთიფიკატს თავანთ პროფილებზე და აღიარებას საზოგადოებაში, რადგან მათი თარგმანი საუკეთესოდ ცნეს თარჯიმნებმა ენათა თითოეულ წყვილში. მთავარი პრიზიორი აირჩევა კონკურსის ყველა გამარჯვებულთა შორის.

    შენიშვნა: გამარჯვების კანონიერების შესახებ არ უნდა გამოთქვათ ეჭვი სახალხოდ. თუ ფიქრობთ, რომ სამართლიანობა დაირღვა, ყველაზე მისაღები მეთოდი იქნება დახმარების მოთხოვნის გაზავნა, რაც საიტის ჯგუფს საშუალებას მისცემს დეტალურად შემოწმდეს ეს საკითხი.


  • 1.9 - არსებობს სპეციალური ფორუმი, კონკურსთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად?

    დიახ, არსებობს. ProZ.com საიტის მთარგმნელთა კონკურსების ირგვლივ შეგიძლიათ იმსჯელოთ ProZ.com საიტის მთარგმნელთა კონკურსის ფორუმზე.


  • 1.10 - შემიძლია ფორუმებზე დავწერო კომენტარები საკონკურსო თარგმანების ან სათარგმნი ტექსტის შესახებ?

    ნამუშევრის გაგზავნის, საკვალიფიკაციო და ხმის მიცემის ფაზების დროს დაუშვებელია საჯარო კომენტარების გაკეთება ფორუმებზე ან სხვაგან, გაგზავნილი თარგმანების ან სათარგმნი ტექსტის თარგმნის შესაძლო ვარიანტების შესახებ (გარდა იმ აღნიშვნებისა და კომენტარებისა, რაც ნებადართულია კონკურსის ფარგლებში). ამასთან, ტექსტის სირთულის შესახებ ლინგვისტური განხილვები და მსჯელობები, ასევე შესაძლო მიდგომების გარჩევა, მისასალმებელია ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ.


  • 1.11 - გადაეცემათ პრიზები კონკურსში მოგებულებს?

    ზოგჯერ, პრიზების გადაცემაც ხდება. ნებისმიერ ვარიანტში, მოგებულებს გადაეცემათ ციფრული სერტიფიკატი და, სურვილის მიხედვით, აღიარება საზოგადოებაში და აღნიშვნა მათი პროფილის გვერდზე.


  • 1.12 - შემიძლია დავწერო ჩემი მოსაზრება ნამუშევრის შესახებ?

    დიახ. თუ ნამუშევარზე რაიმე კომენტარის გაზიარება გსურთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს ონლაინ მხარდაჭერი სისტემის საშუალებით. თქვენს გამოხმაურებას გადახედავენ კონკურსის გამოხმაურებების გვერდზე განსათავსებლად.


  • 1.13 - წინა კონკურსების შესახებ ინფორმაციას სად ვნახავ?

    შეგიძლიათ იხილოთ წინა კონკურსების გვერდი და გაეცნოთ 2007 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული კონკურსის ინფორმაციას, გამარჯვებულებისა და გამოხმაურებების ჩათვლით.



  • Main - Top


  • 2 - ნამუშევრის გაგზავნა მთარგმნელთა კონკურსზე

  • 2.1 - შემიძლია პარტნიორთან ერთად მივიღო მონაწილეობა კონკურსში?

    დიახ, ორ ადამიანს შეუძლია ერთად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი პარტნიორი ატვირთავს საკონკურსო ნაშრომს და გაგზავნისას მიუთითებს, თუ ვინ იყო მისი პარტნიორი.

    შენიშნეთ, რომ ProZ.com საიტის რიგით წევრს შეუძლია მეწყვილედ ჰყავდეს საიტის რომელიმე გადამხდელი წევრი და მასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. თარგმანის გაგზავნის ფუნქციას მხოლოდ საიტის გადამხდელი წევრი დაინახავს. საკონკურსო თარგმანის გაგზავნის შემდეგ მან უნდა მიუთითოს საიტის მომხმარებელი, რომელიც მისი პარტნიორია.


  • 2.2 - Why is there no source text for my source language?

    ProZ.com translation contests depend on the collaboration of participants in many aspects-- voting, commenting, submitting entries, and also in finding suitable source texts in various languages (especially languages in which no member of the site team is native). You can help ensure source texts in a variety of languages for future contests by proposing a text in your native language. A feature has been created to allow the community to propose and comment on potential source texts for contests. Criteria for suitable contest source texts are also outlined.

    To propose a source text, or to discuss other proposed texts, just go to http://www.proz.com/translation-contests/propose_source_text


  • 2.3 - შემიძლია გავგზავნო თარგმანი ჩემს პროფილზე მითითებულ რომელიმე ენათა წყვილში?

    დიახ, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა თქვენს პროფილზე დასახელებულ სამუშაო ან საინტერესო ენათა წყვილის კონკურსში.


  • 2.4 - შეუძლია ერთსადაიმავე პირს მონაწილეობა მიიღოს ენათა ერთზე მეტ წყვილში?

    არანაირი აკრძალვა არ ასებობს ენათა წყვილთა რაოდენობასთან დაკავშირებით, თუ საიტის წევრი სხვაგვარად აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს. ერთ ენათა წყვილში მხოლოდ ერთი თარგმანის გაგზავნა შეგიძლიათ.


  • 2.5 - შემიძლია უკვე გაგზავნილი თარგმანის რედაქტირება?

    დიახ, შეგიძლიათ. თარგმანის გაგზავნის ფაზაში მის შესწორებას იმდენჯერ შეძლებთ, რამდენჯერაც მოისურვებთ. გაგზავნის ფაზის დასრულების შემდეგ თქვენს ნამუშევარს ვეღარ შეასწორებთ.


  • 2.6 - შეუძლია კონკურსანტს გამოიყენოს მანქანური თარგმანი ნამუშევრის მომზადებისას?

    დიახ. ნამუშევრის მომზადებისას საშუალებების გამოყენება აკრძალული არ არის.


  • 2.7 - ვხედავ, რომ თარგმანები გაგზავნილია, მაგრამ მათ ვერ ვათვალიერებ. რატომ?

    თარგმანების გაგზავნის ფაზაში ნაჩვენებია გაგზავნილი ნამუშევრების რაოდენობა, მაგრამ მათ ამ პერიოდში ვერ დაათვალიერებთ.


  • 2.8 - ხელში ჩამივარდა კოლეგის მიერ ჩემს ენაზე თარგმნილი საკონკურსო სათარგმნი ტექსტი. როგორ მოვიქცე?

    თუ კოლეგის მიერ თარგმნილი საკონკურსო ტექსტი ნახეთ და აპირებთ მის გაგზავნას კონკურსში, გირჩევთ თავი შეიკავოთ ამ წყვილში ასეთი ნაშრომის გაგზავნისგან.


  • 2.9 - ვიპოვე სათარგმნი ტექსტის ჩემს ენაზე გამოქვეყნებული თარგმანი. როგორ მოვიქცე?

    თუ სათარგმნი ტექსტის გამოქვეყნებული თარგმანი იპოვეთ და აპირებთ მის გაგზავნას კონკურსში, გირჩევთ თავი შეიკავოთ შესაბამის წყვილში ასეთი ნაშრომის გაგზავნისგან.


  • 2.10 - შეიძლება ჩემს მიერ გაგზავნილი თარგმანი ამოღებული იქნას კონკურსიდან?

    დიახ, შეიძლება. გთხოვთ წაიკითხოთ კონკურსის წესები და გაეცნოთ დისკვალიფიკაციის შემთხვევებს.



  • Main - Top


  • 3 - საკვალიფიკაციო ტური: შეფასება, აღნიშვნა, დათანხმება/არდათანხმება და ნამუშევარზე გამოხმაურება

  • 3.1 - როგორ უნდა შევაფასო ნამუშევარი?

    ენათა მოცემულ წყვილში მომუშავე მთარგმნელებს შეუძლიათ ნამუშევრის შეფასება ორ კატეგორიაში: „წერის ხარისხი“ და „თარგმანის სიზუსტე“, 1-დან („ცუდი“) 5-მდე („ბრწყინვალე“) აბსოლუტური სკალის გამოყენებით.

    ნამუშევრის შესაფასებლად უბრალოდ დააწკაპუნეთ ვარსკვლავზე . თქვენი არჩევანი ავტომატურად შეინახება.

    ფინალში გადავა 3-7 უმაღლესი საშუალო შეფასების მქონე ნამუშევარი.


  • 3.2 - ყველა ნამუშევარი უნდა შევაფასო?

    არა. საკვალიფიკაციოს ტურში ენათა მოცემული წყვილის ყველა ნამუშევრის შეფასება საჭირო არ არის. თუმცა, ზოგიერთი მონაწილე სიამოვნებით აფასებს რაც შეიძლება მეტ თარგმანს და გვეხმარება ავარჩიოთ საუკეთესო ნამუშევარი. ამასთან, ისინი იღებენ 10 BrowniZ ქულას მათ მიერ გამოგზავნილი წერის ხარისხის ან თარგმანის სიზუსტის თითოეული შეფასებისთვის.


  • 3.3 - შემიძლია შევცვალო ჩემს მიერ გაკეთებული შეფასებები?

    დიახ, შეგიძლიათ თქვენ მიერ გაკეთებული შეფასებები შეცვალოთ საკვალიფიკაციო ფაზის დასრულებამდე.


  • 3.4 - რას ნიშნავს ნამუშევრის აღნიშვნა?

    ნამუშევრის აღნიშვნა საშუალებას აძლევს შემფასებლებს და ხმის მიმცემებს „მოიწონონ“ ან „არ მოიწონონ“ ნამუშევრის ფრაგმენტები, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. შემდეგ სხვებს შეუძლიათ „დაეთანხმონ“ ან „არ დაეთანხმონ“ გაკეთებულ აღნიშვნებს. ყველა შემთხვევაში, მსჯელობისთვის შეიძლება დაიწეროს კომენტარები და ბმულები. ყველა აღნიშვნა, დათანხმება, არდათანხმება და კომენტარი დარჩება ანონიმურად კონკურსის დასრულებამდე.


  • 3.5 - აღნიშვნის გაკეთება ნებაყოფლობითია?

    დიახ, აღნიშვნის გაკეთება არ შეცვლის ხმის მიცემის შედეგებს; აღნიშვნის მიზანია ჩანაწერების შედარება ხმის მიმცემ სხვა პირებთან და კომენტარების გაკეთება კონკურსის მონაწილეებისთვის. კონკურსში მოგებულები გამოვლინდებიან ნამუშევრის რეიტინგის, ანუ მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით.


  • 3.6 - როგორ გავაკეთო აღნიშვნა ნამუშევარზე?

    თარგმანის ნაწილის „აღნიშვნისთვის“ ჯერ მონიშნეთ ის და შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე „მომწონს“ ან „არ მომწონს“ . გაიხსნება ფანჯარა, სადაც შეძლებთ თქვენი აღნიშვნისთვის კატეგორიის არჩევას, კომენტარის დაწერას და ბმულის მითითებას.


  • 3.7 - შემიძლია ჩემი გაკეთებული აღნიშვნის წაშლა?

    დიახ, თქვენი გაკეთებული აღნიშვნების წაშლა შეგიძლიათ, სანამ მათ ვინმე დაეთანხმება ან არ დაეთანხმება. აღნიშვნის მოსახსნელად თაგუნა გადაატარეთ და გახსნილი ტექსტის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ წითელ X-ს. მიიღებთ აღნიშვნის წაშლის დადასტურების შეკითხვას.

    წაშლილი აღნიშვნების აღდგენა არ შეიძლება და, ამიტომ, სანამ აღნიშვნას წაშლით, ან საიტის ჯგუფს თხოვთ ამას, დარწმუნდით, რომ ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება.

    თუ აღნიშვნამ უკვე მიიღო დათანხმება ან არდათანხმება, თქვენ კი მისი წაშლა გსურთ, დაუკავშირდით საიტის ჯგუფს, დახმარების სისტემის საშუალებით.


  • 3.8 - რა მოხდება, თუ ნამუშევრის აღნიშვნა არასწორია?

    აღნიშვნების სისტემა ითვალისწინებს მონაწილეებისთვის დათანხმების ან არდათანხმების ვარიანტებს. ამრიგად, „არასწორი“ აღნიშვნები გამოიხშირება კონკურსის მონაწილეების მიერ.


  • 3.9 - კომენტარები აღნიშვნებში მაშინვე გამოჩნდება?

    არა. აღნიშვნებთან ერთად დაწერილ კომენტარებს ჯერ საიტის ჯგუფი გადახედავს და დაშვებული იქნება მხოლოდ სუფთა ლინგვისტური კომენტარები, რომლებიც დაწერილია საიტის წესების დაცვით.


  • 3.10 - შემიძლია დავეთანხმო ან არ დავეთანხმო აღნიშვნებს?

    დიახ. თუ ნამუშევარს უკვე მიღებული აქვს აღნიშვნები, გამოჩნდება აღნიშვნის უჯრა და შეგეძლებათ დაეთანხმოთ, ან არ დაეთანხმოთ არსებულ აღნიშვნებს.

    მიაქციეთ ყურადღება, თუ თაგუნას გადაატარებთ ნამუშევრის უკვე აღნიშნულ ნაწილს, შეძლებთ ნახოთ სხვა ხმის მიმცემები სათარგმნი ტექსტის რომელ ნაწილს გულისხმობენ.


  • 3.11 - ჩემი აღნიშვნის გვერდით ჩემი სახელი გამოჩნდება?

    ხმის მიცემისა და საკვალიფიკაციო ფაზებზე აღნიშვნები გამოჩნდება ანონიმურად სხვა შემფასებლებისთვის, რომლებიც შეძლებენ დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ მათ. თუმცა, კონკურსის დასრულების შემდეგ, აღნიშვნის ავტორების ვინაობა გამოჩნდება.


  • 3.12 - შემიძლია ვნახო ჩემი თარგმანის რა ნაწილია აღნიშნული?

    დიახ. თქვენ უნდა შეგეძლოთ თქვენი ნამუშევრის აღნიშვნების ნახვა. თუმცა, თუ აღნიშვნა ჯერ არავის დაუმატებია, თქვენი ნამუშევრის გვერდით აღნიშვნის უჯრა არ იქნება.


  • 3.13 - შემიძლია დავეთანხმო ან არ დავეთანხმო ჩემს ნამუშევარზე გაკეთებულ აღნიშვნას?

    დიახ, შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ „მომწონს“ ან „არ მომწონს“ აღნიშვნას, დაწეროთ კომენტარი და მიუთითოთ დამადასტურებელი ბმული.


  • 3.14 -



  • Main - Top


  • 4 - ფინალური ტური: გამარჯვებულთა გამოვლენა

  • 4.1 - ვის შეუძლია ხმის მიცემა?

    საკვალიფიკაციო ტურზე საიტის ყველა გადამხდელ და რიგით წევრს, რომლის საიტზე დარეგისტრირებიდან გასულია მინიმუმ ერთი თვე და რომლის პროფილზე მითითებული სამუშაო ენათა წყვილი ემთხვევა თარგმანის ენათა წყვილს, შეუძლია შეფასება გააკეთოს „წერის ხარისხის“, „თარგმანის სიზუსტის“, ან ორივე კრიტერიუმის მიხედვით. მას, ვისთვისაც თარგმანის ენა მშობლიურია, მაგრამ არ მუშაობს ენათა მოცემულ წყვილში, შეუძლია შეაფასოს მხოლოდ „წერის ხარისხი“.

    საბოლოო ხმის მიცემა ენათა თითოეულ წყვილში გაიხსნება მხოლოდ საიტის იმ წევრებისთვის და მომხმარებლებისთვის, რომლებიც საიტზე დარეგისტრირებულნი არიან მინიმუმ ერთი თვე, მშობლიური ენაა თარგმანის ენა და მუშაობენ ენათა იმ წყვილში, რომელშიც სურთ ხმის მიცემა.


  • 4.2 - როგორ მივცე ხმა ნამუშევარს?

    ჯგუფის საუკეთესო ნამუშევრის ასარჩევად, უბრალოდ დააწკაპუნეთ ნამუშევრის გვერდით გამოსახულებაზე.

    გახსოვდეთ, რომ მეორე და მესამე საუკეთესო ნამუშევრების შეფასებაც შეგიძლიათ, შესაბამისად ოთხი (4), ორი (2) და ერთი (1) ქულით.


  • 4.3 - შემიძლია ხმის მიცემა, თუ გაგზავნილი მაქვს საკუთარი თარგმანი?

    დიახ, საკვალიფიკაციო ტურზე შეგიძლიათ შეაფასოთ ფინალში გასული სხვისი თარგმანები. ფინალურ ეტაპზე შეგიძლიათ ხმა მისცეთ სხვის საუკეთესო თარგმანებს, მაგრამ არა საკუთარს. ზოგიერთ შემთხვევაში, ფინალისტებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევარი დაასახელონ სამ საუკეთესოში. თუმცა, ამ შემთხვევაში ქულები მიენიჭება მხოლოდ სხვის თარგმანებს.


  • 4.4 - მეორე საუკეთესო და მესამე საუკეთესო ნაშრომის შერჩევა სავალდებულოა?

    არა. შეგიძლიათ ენათა თითოეულ წყვილში აღნიშნოთ მხოლოდ საუკეთესო ნამუშევარი, ან საუკეთესო და მეორე საუკეთესო, ან საუკეთესო, მეორე საუკეთესო და მესამე საუკეთესო ნამუშევარი.

    მონაწილეს დაერიცხება 20 BrowniZ ქულა თითოეული გამოგზავნილი შეფასებისთვის.



  • Main - Top