ProZ.com frequently asked questions


General

Main

  • 1 - რა არის ProZ.com?

    ProZ.com-ის საზოგადოება არის ლინგვისტების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მთარგმნელებსა და თარჯიმნებს, მთარგმნელობით კომპანიებსა და მათ კლიენტებს. ProZ.com საიტი არის საბაზრო და სამუშაო ადგილი: აქ ყოველდღე სამუშაოს იღებს და უკვეთავს ათასობით პროფესიონალი და ერთმანეთს ეხმარებიან ტერმინების თარგმანში. ProZ.com საიტის სამუშაო ჯგუფი არის პროგრამისტებისა და ენთუზიასტების მცირე ჯგუფი ნიუ-იორკში (შეერთებული შტატები), ბუენოს-აირესში (არგენტინა) და ხარკოვში (უკრაინა), რომლებსაც ეხმარებიან მოხალისე მოდერატორები მთელ მსოფლიოში.

    როგორ უნდა გამოიყენოთ ProZ.com საიტი ეფექტურად:



    შესაძლოა, ასევე დაინტერესდეთ შემდეგით:

  • გამოიყენეთ პროფილის განახლების ფუნქცია და შექმენით ძლიერი პროფილი, თქვენი მომსახურების საუკეთესოდ წარმოსაჩენად ბაზარზე.

  • ProZ.com საიტის ვიდეო გზამკვლევები


  • 2 - როგორ გამოითქმის "ProZ.com"?

    ნიუ-იორკის მთავარ ოფისში, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფი საიტის სახელს წარმოთქვემს შემდეგნაირად: "პროზ-დოთ-ქომ", სადაც ”პროზ” ზუსტად ისევე ისმის, როგორც იწერება, მაგ.: "(წერილობითი) პროზა" ან "პროს" (როგორც ”პროფესიონალები”). ზოგიერთები საიტის სახელს შემდეგნაირად წარმოთქვამენ: ”პრო-ზი-დოთ-ქომ”, ”პრო-ზედ”, პროსეტა” და ა.შ.


  • 3 - ვის მივმართო, თუ დახმარება მჭირდება ჩემი პროფილის შევსების ან საიტის გამოყენების საკითხში?

    თუ დახმარება გჭირდებათ კარგი პროფილის შექმნის ან საიტის რომელიმე ფუნქციის გამოყენების საკითხში, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა. საიტის ჯგუფი დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხში. საიტის დახმარების ჯგუფს ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „საიტის შესახებ“ მენიუს პუნქტიდან დახმარების ცენტრის გვერდის გახსნითა და „დახმარების მოთხოვნის გაგზავნით“.

    სხვაგვარად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტის მოდერატორს თქვენს ენაზე. მოდერატორების სია იხილეთ აქ.


  • 4 - რამდენი ტერმინოლოგიური ლექსიკონია საიტზე?

    საიტზე ორი ძირითადი ლექსიკონია: პირადი და KudoZ ტერმინოლოგიური ლექსიკონები.

    (GlossPost არის სპეციალური სადისკუსიო ჯგუფი, რომლის მიზანია ტერმინების, ლექსიკონებისა და ტერმინოლოგიური მონაცემთა ბაზების URL-ების გავრცელება მთარგმნელებს შორის.)

    როდესაც საიტის მომხმარებელი სვამს კითხვას KudoZ სისტემაში და ირჩევს საუკეთესო პასუხს, შესაძლებელი ხდება KudoZ-ში ნათარგმნი ტერმინის დამატება KudoZ ტერმინოლოგიურ ლექსიკონში და პირად ლექსიკონში. KudoZ ლექსიკონში ტერმინის დამატების შემდეგ, მისი მოძებნა შეიძლება KudoZ-ის სხვადასხვა საძიებო ფუნქციით, როგორიცაა KudoZ ძიება, KudoZ ტერმინოლოგიური ლექსიკონები და KudoZ-ის მენიუში მოცემული ტერმინოლოგიური საძიებოები.

    შენიშვნა: KudoZ ტერმინის პირად ლექსიკონში დამატების შემდეგ, ეს ტერმინი თქვენი "პირადი ლექსიკონის" ნაწილი ხდება და არა თქვნი "KudoZ" ლექსიკონის.

    პირადი ლექსიკონები შეგიძლიათ თვითონ ატვირთოთ და/ან შეიტანოთ საკუთარი ტერმინოლოგიური ბაზის შესაქმნელად. ამისათვის, თქვენი პროფილის გვერდის მარცხენა მხარეს დააჭირეთ ბმულს ”ტერმინების რედაქტირება”. თუ გსურთ წაშალოთ ლექსიკონი ან სახელი შეუცვალოთ მას, მენიუს პუნქტში "ჩემი ProZ.com" დააჭირეთ ბმულს ”ჩემი ტერმინები”.

    ინფორმაცია: BrowniZ ქულებს იღებთ, როდესაც შეგყავთ ტერმინი თქვენს პირად ლექსიკონში და როდესაც აფორმებთ KudoZ ტერმინებს.


  • 5 - ჩემი ქვეყანა არ არის საიტზე მოცემულ სიაში, ან არ წერია სწორედ.

    საიტი იყენებს ISO კოდებს როგორც ენების, ასევე ქვეყნების სიაში. ქვეყნები და მათი ISO კოდები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

    თუ თქვენი ქვეყანა დასახელებულია ISO-ში, მაგრამ არ ჩანს საიტზე, ან მოცემულია შეცდომით ISO კოდების მიხედვით, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და ამის შესახებ აცნობოთ საიტის სამუშაო ჯგუფს.


  • 6 - შემიძლია საკუთარი სურვილით მოვაწყო საწყისი გვერდი?

    დიახ, საწყის გვერდზე რამდენიმე ადგილია, საგაც გამოსაჩენი ინფორმაციის შერჩევა შეგიძლიათ საკუთარი სურვილით, მათ შორისაა ფორუმები, ვაკანსიები და KudoZ კითხვები.

  • KudoZ: საწყის გვერდზე KudoZ-ის განყოფილებაში დააწკაპუნეთ „პერსონალურად გაფორმების“ ბმულზე და მიჰყევით ნაბიჯებს, ან პირდაპირ გახსენით http://www.proz.com/kudoz/ და მიუთითეთ ენათა წყვილები ან კრიტერიუმები, რომლითაც გსურთ გაიფილტროს კითხვები და დააწკაპუნეთ ღილაკზე <„b>კითხვების დათვალიერება (და პარამეტრების შენახვა). თუ გსურთ აჩვენოთ რამდენიმე ენათა წყვილი, ისინი დამატებული უნდა გქონდეთ თქვენს პროფილზე. თუ გსურთ ენათა წყვილი დაამატოთ პროფილს, გახსენით თქვენი პროფილის განახლების გვერდი.

  • ვაკანსიები: საწყის გვერდზე ვაკანსიების განყოფილებაში დააწკაპუნეთ „პერსონალურად გაფორმების“ ბმულზე და მიჰყევით ნაბიჯებს, ან პირდაპირ გახსენით http://www.proz.com/translation-jobs და მიუთითეთ ენათა წყვილები ან კრიტერიუმები, რომლითაც გსურთ გაიფილტროს ვაკანსიები და დააწკაპუნეთ ღილაკზე <„b>ვაკანსიების ძებნა (და პარამეტრების შენახვა). თუ გსურთ აჩვენოთ რამდენიმე ენათა წყვილი, ისინი დამატებული უნდა გქონდეთ თქვენს პროფილზე. თუ გსურთ ენათა წყვილი დაამატოთ პროფილს, გახსენით თქვენი პროფილის განახლების გვერდი.

  • ფორუმები: საწყის გვერდზე ფორუმების განყოფილებაში დააწკაპუნეთ „პერსონალურად გაფორმების“ ბმულზე და მიჰყევით ნაბიჯებს, რომ შეარჩიოთ რომელი ფორუმები გამოჩნდეს საწყის გვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ თუ საწყის გვერდზე გამოსაჩენად არჩეული გაქვთ მრავალი ფორუმი, შეიძლება ყველა შეტყობინება არ გამოჩნდეს.


  • 7 - შემიძლია გავაკეთო ბმული ProZ.com საიტზე ჩემი ვებსაიტიდან?

    დიახ! თუ თქვენს ვებსაიტზე ბმულს დაამატებთ ProZ.com საიტზე გადასასვლელად, ამას მხოლოდ მივესალმებით. თქვენს ვებსაიტზე ჩვენი ბმულისა და გამოსახულების მარტივად დასამატებლად, იხ.: http://www.proz.com/link_to_proz

    გთხოვთ შენიშნოთ, რომ შეგიძლიათ დადოთ ProZ.com საიტის ბმული, მაგრამ არ უნდა ჩააშენოთ ProZ.com საიტის გვერდები თქვენი საკუთარი საიტის გვერდებში.


  • 8 - როგორ დავუკავშირდე ProZ.com საიტის სამუშაო ჯგუფს?

    ProZ.com საიტის სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებას სწრაფად, ყველაზე მოხერხებულად (და ProZ.com–ის ჯგუფისათვის ყველაზე მისაღები ფორმით) შეძლებთ, თუ გაგზავნით

    დახმარების მოთხოვნას
    კომენტარები თუ მოსაზრებები, პრობლემების შესახებ შეტყობინება თუ დახმარების თხოვნა შეგიძლიათ გაგზავნოთ "დახმარების მოთხოვნის" ზემოთ მოცემული ბმულით.

    შენიშვნა: სისტემის შეტყობინებების უმეტესობას იღებთ მისამართიდან [email protected]. ეს არ არის ქმედითი მისამართი და მასზე გაგზავნილი ნებისმიერი პასუხი ავტომატურად წაიშლება. გთხოვთ, ამის სანაცვლოდ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.

  • 8.1 - სად შემიძლია ვნახო ჩემი ადრინდელი დახმარების მოთხოვნები?

    გვერდის ზემოთ მოცემული მენიუს პუნქტში "ჩემი ProZ.com" აირჩიეთ "ჩემი დახმარების მოთხოვნები".



  • Main - Top


  • 9 - I am having issues with the site. How can I identify the source?

    The troubleshooting steps described here can help you test issues with ProZ.com, as well as most other websites.


    1. Try a different browser, for example, Chrome instead of Opera.
    2. Try a different device, for example, your cellphone instead of your computer.
    3. Try a different network, for example, your mobile network instead of your home's Internet service.

    You may also be able to identify the issue using your browser's developer console.

    You should be able to open the console by right-clicking the page, using the "Inspect" option and heading to the "Console" tab; by pressing F12 or Ctrl+Shift+J, or by searching within your browser's main menu.

    Once you have the console open, load the page that's causing you trouble, and try the action again. Any errors during page load or command execution should be displayed in the console.

    This is roughly the console looks like:

  • 9.1 - Possible solutions to issues with your browser:

    If changing your browser works, try the following possible solutions:


    1. Certain forms or pages may require cookies, so make sure that cookies are enabled. If they aren't, enable them, then close and re-open your browser, and try again.
    2. Clear your caché and cookies. After you've wiped your navigation data, close and re-open your browser, and try again.
    3. Make sure your in-browser ad-block isn't preventing the page from fully loading. You can do this by disabling it momentarily, or whitelisting the website's domain.
    4. Uninstall and re-install your browser completely. In certain cases, a problem during installation may cause long-term glitches that may not be solved otherwise.


  • 9.2 - Possible solutions to issues with your device:

    If changing your device works, but changing browsers within the same device doesn't, try the following possible solutions:


    1. firewall, anti-malware or anti-virus software may be incorrectly blocking some function of the site. Try whitelisting the website domain.
    2. A virus or other kind of malware may be affecting your device's function. Try running a complete virus and malware scan.
    3. A software update or error during installation may have caused registry issues in your operating system. Depending on which OS you use, you can try your device's registry cleanup tool, or take it to a professional for revision.


  • 9.3 - Possible solutions to issues with your network:

    If changing your network works, it's most likely an issue with your Internet Service Provider. You may need to contact them, or utilize a VPN service to bypass local ISP restrictions.



  • Main - Top


  • 10 - როგორ გავასუფთავო ბრაუზერის ქეში?

    ბრაუზერთა უმეტესობა ინახავს ვებგვერდების ასლს, რათა დააჩქაროს ადრე ნანახი საიტების ჩამოტვირთვა. ამას ამ გვერდების "ქეშს" უწოდებენ. ზოგჯერ, ბრაუზერი ვერ ხვდება, რომ ვებგვერდი განახლებულია და ძველ ვარიანტს აჩვენებს.

    თქვენი ბრაუზერის ქეშის გასაბათილებლად, შეეცადეთ თავიდან ჩამოტვირთოთ ვებგვერდი ისე, რომ არ აუშვათ ხელი SHIFT ღილაკს და დააჭირეთ F5, გვერდის განახლების, ან თავიდან ჩამოტვირთვის ღილაკს. თუ ეს არ იმოქმედებს, გაასუფთავეთ ქეში შემდეგ საიტზე მოცემული ინსტრუქციით:

    http://www.fafsa.ed.gov/cache.htm
    თუ ქეშთან დაკავშირებული პრობლემა არ მოიხსნა, შეიძლება დაგჭირდეთ ქეშის პარამეტრების შეცვლა თქვენს ბრაუზერში. შემდეგ საიტზე გაეცნობით დამატებით ინფორმაციას ბრაუზერში ქეშის პარამეტრების შესახებ: http://en.wikipedia.org/wiki/Wikipedia:Bypass_your_cache


  • 11 - როგორ გადავიღო იმ გვერდის სურათი, რომელსაც ვუყურებ და როგორ მივამაგრო იგი დახმარების მოთხოვნას?

    "ეკრანის სურათი" არის თქვენი ეკრანის გამოსახულება იგივე ფორმით, როგორსაც უყურებთ მოცემულ მომენტში. იგი დახმარების ჯგუფს საშუალებას აძლევს უკეთ დაინახოს თქვენი პრობლემა. თუ თქვენ გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა, ან თუ აპირებთ მის გაგზავნას და გჭირდებათ მიამაგროთ პრობლემის მაგალითის შემცველი გვერდის სურათი, გადადით იმ გვერდზე, რომლის კოპირებაც გსურთ და დააწკაპუნეთ ღილაკზე "Impr Pant" ან "Prnt Scrn" (ჩვეულებრივ, ეს ღილაკი მოთავსებულია კლავიატურის ზედა მარჯვენა კუთხეში). ამ მოქმედებით კომპიუტერის მეხსიერებაში შეინახება გახსნილი გვერდის ასლი.

    შემდეგ გახსენით პროგრამა Paint (Start > Programs > Accessories > Paint) და აირჩიეთ „Paste“ მთავარი მენიუს პუნქტში „Edit“. ეს მოქმედება ჩასვამს წინა ნაბიჯზე კოპირებულ სურათს Paint პროგრამის ფაილში. დაბოლოს, შეინახეთ ფაილი კომპიუტერში .jpg ფორმატით და მიამაგრეთ იგი თქვენს დახმარების მოთხოვნას, რისთვისაც მოთხოვნის „დანართი“-ს განყოფილებაში უნდა დააწკაპუნოთ „დათვალიერება“-ზე და მოძებნოთ ფაილი თქვენი კომპიუტერის ფაილების სისტემაში. ამ ფაილის მიმაგრებისა და დახმარების მოთხოვნის ფორმის ყველა ველის (კატეგორია, თემა და აღწერა) შევსების შემდეგ, დააწკაპუნეთ „გაგზავნა“-ზე.


  • 12 - როგორ ვნახო ელ.წერილის სრული თავსართი?

    იხილეთ ეს ხშირად დასმული შეკითხვა მესამე მხარის საიტზე SpamCop და შეიტყვეთ როგორ შეგიძლიათ ნახოთ ელ.წერილის სრული თავსართი.


  • 13 - როგორ ხდება დღის მთარგმნელის შემთხვევითი წესით შერჩევა?

    შერჩევის ალგორითმი აბსოლუტურად შემთხვევითი წესით მუშაობს და უპირატესობას არ ანიჭებს რომელიმე პროფილს. დამცავი მექანიზმები მუშაობს იმაზე, რომ საწყის გვერდზე გამოჩენის სიხშირემ მნიშვნელოვნად არ გადააჭარბოს საშუალო ალბათობას.

    კერძოდ, საწყის გვერდზე გამოჩენის სიხშირე დარდება დღის მთარგმნელად ყოფნის რაოდენობას და თუ პროფილის შემთხვევითი შერჩევის რაოდენობა ორჯერ მეტად გადააჭარბებს საშუალო ალბათობას, შეირჩევა მომდევნო პროფილი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს.


  • 14 - რას ნიშნავს „პირადი ხასიათის და არა მსჯელობიდან გამომდინარე გამონათქვამები“ და რატომ კრძალავს მათ საიტის წესი #2?

    როგორც ამას განმარტავს იურიდიული ენციკლოპედია საიტზე Answers.com, პირადი ხასიათის და არა მსჯელობიდან გამომდინარე გამონათქვამები (ad-hominem, რაც ლათინურად ნიშნავს „პირადად ვინმეს მიმართ“ გაკეთებულ გამონათქვამს) წარმოადგენს ტერმინს, რაც გამოიყენება დებატებში ოპონენტის წინააღმდეგ პირად და არა ოპონენტის არგუმენტის საპასუხოდ გაკეთებულ განაცხადს.

    პირადი ხასიათის და არა მსჯელობიდან გამომდინარე გამონათქვამების ProZ.com საიტის ფორუმებზე აკრძალვის მიზანია თემიდან გადახვევის თავიდან აცილება. რამდენადაც თარგმანთან დაკავშირებული პრობლემებისა თუ საკითხების მოგვარებას არ სჭირდება პირადი ხასიათის და არა მსჯელობიდან გამომდინარე გამონათქვამის გაკეთება, ეს აკრძალვა არ ეწინააღმდეგება ფორუმების დანიშნულებას. მეორეს მხრივ, პირადი ხასიათის და არა მსჯელობიდან გამომდინარე გამონათქვამების აკრძალვა ხელს უწყობს ყურადღების გამახვილებას განხილულ საკითხებზე.


  • 15 - მე საჩივარი მაქვს წესების დაცვასთან, ან მოდერატორის ან საიტის ჯგუფის მიერ შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებით. სად შემიძლია დავაფიქსირო ის?

    თუ პრობლემა ან საჩივარი გაქვთ წესების დაცვასთან, ან მოდერატორის ან საიტის ჯგუფის მიერ შესრულებულ მოქმედებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საიტის ჯგუფს დახმარების სისტემით. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნები ზედამხედველთან გადაიგზავნება. საიტის წესების განმარტების მისაღებად და წესების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის გამოიყენეთ ეს არხი და ამის შესახებ არ დაწეროთ ფორუმებზე.


  • 16 - ProZ.com საიტზე დასაშვებია მეგობრებს, ნათესავებს ან ახლობლებს შორის ურთიერთქმედება?

    საიტის ზოგადი წესი #2-ის გათვალისწინებით, მეგობრებს, ნათესავებს ან ახლობლებს შეუძლიათ პარალელურად ისარგებლონ ProZ.com საიტით, მაგრამ ამ პროფილებს შორის დაუშვებელია გარკვეული სახის ურთიერთქმედება, გამჭვირვალობის გარკვეულ დონეზე შენარჩუნების მიზნით.

    მეგობრებს, ნათესავებს ან ახლობლებს ვიწვევთ KudoZ-ში მონაწილეობისთვის, საინტერესო თემების ფორუმებზე განხილვისთვის, სამუშაოს შემსრულებლების ან დამკვეთების შესახებ კომენტარების გასაკეთებლად. ამასთან, ეს ურთიერთობა მიზნად არ უნდა ისახავდეს დაუმსახურებელი უპირატესობის მოპოვებას.

    იმ შემთხვევებში, როცა არსებობს არაკეთილსინდისიერი ურთიერთობის საფუძვლიანი ეჭვი, საიტის ჯგუფი მოქმედებს საიტის წესი #2-ის შესაბამისად, რომ აღადგინოს სამართლიანობა.


  • 17 - როგორ განვათავსო ჩემი კომენტარები „გამონათქვამების“ გვერდზე?

    დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს გამოხმაურებას, რომელსაც გამოგვიგზავნით დახმარების მოთხოვნის ფუნქციით. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ყველა მიღებული კომენტარი არ დაიდება გამონათქვამების გვერდზე.


  • 18 - ლოკალიზაცია / კოდირება

  • 18.1 - საიტს იმ ენაზე ვხედავ, რომელიც არ ვიცი. რა მოხდა?

    საწყისი გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მოცემულია ჩამოსაშლელი მენიუ. საიტის ენის შესაცვლელად, გთხოვთ დააჭიროთ ჩამოსაშლელ მენიუს და აირჩიოთ სასურველი ენა.


  • 18.2 - რომელი კოდირების (მაგ., კირილიცა და ა.შ.) გამოყენება შემიძლია საიტზე?

    ProZ.com არ ახდენს სხვადასხვა კოდირებების დიფერენცირებას. შეტანილი ტექსტი ზუსტად იმ სახით ჩანს საიტზე, როგორც ჩაიწერა, მათ შორის, იმავე კოდირებით.

    შესაძლოა, მთარგმნელებს ამ საიტზე ზოგიერთი კოდირების დანახვის პრობლემა ჰქონდეთ. ეს პრობლემები არ არის გამოწვეული ProZ.com საიტით და უნდა გასწორდეს ბრაუზერში ან ოპერაციული სისტემის დონეზე. ამის შესრულება სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ძირითადი პრინციპია კოდირების არჩევა ბრაუზერის მენიუდან, ან საჭირო კოდირების დაინსტალირება ბრაუზერზე ან ოპერაციულ სისტემაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით შესაბამის დოკუმენტაციას.

    სხვადასხვა კოდირების ეკრანზე ჩვენების შესახებ კითხვები ხშირად უკავშირდება ProZ.com ფორუმებს (დააჭირეთ აქ). თუ გსურთ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ არქივი და გაეცნოთ სასარგებლო მითითებებს. სანამ კითხვას დასვამთ, ყოველთვის გადახედეთ არქივს, რადგან მოსალოდნელია, რომ ეს კითხვა უკვე დასვეს ადრე.


  • 18.3 - საიტზე განთავსებული ტექსტი არ ჩანს სწორად ჩემს ენაზე. როგორ მოვიქცე?

    თუ გაქვთ სიმბოლოების კოდირებასთან დაკავშირებული პრობლემები და საიტზე განთავსებული ტექსტი არ ჩანს სწორად, დარწმუნდით, რომ თქვენი ბრაუზერი ცნობს, რომ ამ გვერდზე გამოყენებულია უნიკოდი. ამ პარამეტრის შესამოწმებლად, თქვენი ბრაუზერის ძირითად მენიუში გახსენით „View“ და დააწკაპუნეთ „Encoding“-ზე.

    თუ პრობლემა არ მოგვარდება, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა და მიუთითეთ რომელი კოდირებაა არჩეული თქვენს ბრაუზერში, რომ საიტის ჯგუფი შეეცადოს მოაგვაროს პრობლემა.


  • 18.4 - ჩემს ენაზე ლოკალიზებული ტერმინები არაა შეთანხმებული. როგორ მოვიქცე?

    გმადლობთ, რომ სურვილი გაქვთ დაგვეხმაროთ. დამატებითი ინფორმაცია ProZ.com საიტის ლოკალიზაციის პროექტის შესახებ იხილეთ აქ.


  • 18.5 - როგორ ახდენს ProZ.com კოდირებების მისადაგებას?

    თავიდან ProZ.com არ ახდენდა კოდირების დაზუსტებას საიტის გვერდებზე, ხოლო ტექსტის შეტანა შეგეძლოთ კონკრეტული ენის შესაბამისი ნებისმიერი კოდირებით. სამწუხაროდ, ეს ართულებდა საიტზე მოცემული ინფორმაციის წაკითხვას, განსაკუთრებით ისეთი ენის (მაგ., იაპონურის) შემთხვევაში, რომელსაც ერთზე მეტი კოდირება აქვს.

    ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ProZ.com გადავიდა უნიკოდის გამოყენებაზე, რაც მთელი საიტის სტანდარტული კოდირებაა. 2006 წლის თებერვლიდან მოყოლებული, დაიწყო საიტის ზოგიერთი ნაწილის გადაყვანა უნიკოდში და ძველი მონაცემები გადავიდა უნიკოდის სამუშაო ფორმატში.


  • 18.6 - როგორ დავაყენო შრიფტის კოდირება ჩემს ბრაუზერში?

    ბრაუზერების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ წაიკითხოთ გვერდი თქვენთვის სასურველი კოდირებით. ამისათვის, ბრაუზერის მენიუში აირჩიეთ View > Encoding. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ არჩეული კოდირება შეიძლება არ დაიმახსოვროს ბრაუზერმა და როდესაც სხვა გვერდზე გადახვალთ, შესაძლოა, ხელახლა მოგიხდეთ ბრაუზერის კოდირების არჩევა.


  • 18.7 - რა არის უნიკოდი?

    იმის გასაგებად, თუ რა არის უნიკოდი, მნიშვნელოვანია კოდირების კონცეფციის გაგება.

    ტექსტის შეტანისა და კომპიუტერში შენახვისას, იგი ინახება ორობით სისტემაში, როგორც საერთოდ ხდება ყოველგვარი მონაცემის შენახვა. კოდირება წარმოადგენს ცხრილს, რომელიც კომპიუტერს კარნახობს, თუ როგორ უნდა გამოაჩინოს ეკრანზე ორობით სისტემაში დამახსოვრებული ასოები. კოდირებათა უმეტესობისთვის მხოლოდ მაქსიმუმ 255 სიმბოლოს გამოყენებაა შესაძლებელი. ამრიგად, ენათა თითოეულ ოჯახს უნდა ჰქონდეს საკუთარი კოდირება, რომელიც შენახულ მონაცემებს შესაბამისი ენის ასოების ან სიმბოლოების საშუალებით გამოსახავს.

    იმის გამო, რომ კოდირებები ისეთი ენებისთვის იყო შექმნილი, რომლებსაც საერთო სიმბოლოები ჰქონდათ, ხშირად კი თითოეული ენისთვის ერთზე მეტი კოდირება იყო გამოყენებული, კომპიუტერებს შორის ტექსტების გაცვლა მით უფრო რთულდებოდა, რაც უფრო ფართოდ ვრცელდებოდა ინტერნეტი და მონაცემების გაცვლა საერთაშორისო დონეზე.

    ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა კოდირება უნიკოდი. უნიკოდი გვთავაზობს ერთიან კოდირებას, რომელიც შეიცავს რაც შეიძლება მეტი ენის დამწერლობაში გამოყენებულ სიმბოლოებს. ბევრს არ აინტერესებს ტექნიკური დეტალები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უნიკოდის საშუალებით შესაძლებელი ხდება თითქმის ნებისმიერი სიმბოლოს გამოსახვა ერთიდაიმავე გვერდზე ან დოკუმენტში ისე, რომ არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, თუ რომელი კოდირების გამოყენებაა საჭირო.


  • 18.8 - რატომ უნდა გამოვიყენო უნიკოდი?

    მარტივად რომ ვთქვათ, უნიკოდი არის სიმბოლოების კოდირების მომავალი. რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალური ხდება სხვადასხვა ენებზე დაწერილი ტექსტების გაცვლის მნიშვნელობა. ისეთი საერთაშორისო და მრავალენოვანი საზოგადოებისთვის, როგორიცაა ProZ.com, ეს ძალზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიას წარმოადგენს.

    ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ტექსტის მაგალითი, რომელთა ერთდროული ჩვენება შესაძლებელია უნიკოდის საშუალებით:

    არაბული - يونِكود
    კირილიცა - Юникод
    ბერძნული - Γιούνικοντ
    ჩინური - 统一码
    ივრითი - יוניקוד
    იაპონური - ユニコード
    დევანაგარი - यूनिकोड


  • 18.9 - ეს ტექსტი უნიკოდშია, რატომ ჩანს მის მაგივრად კითხვის ნიშნები ან გამოტოვებული ასოების სიმბოლოები?

    ამის ორი შესაძლო მიზეზი არსებობს.

    პირველი არის ის, რომ რამდენადაც უნიკოდი წარმოადგენს სიმბოლოების ნაკრებს, რომელიც თქვენს კომპიუტერს კარნახობს, თუ რომელი ასოები უნდა აჩვენოს, კომპიუტერში უნდა გქონდეთ შრიფტი, რომ მოხდეს იმის განსაზღვრა, თუ როგორ გამოიყურება ეს ასოები. ახალი ოპერაციული სისტემების უმეტესობას ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენებისთვის მოჰყვება უნიკოდის შრიფტები, მაგრამ ზოგიერთი შრიფტი უნდა დაამატოთ.

    უნიკოდის ზოგიერთი ნაკლებად გამოყენებადი შრიფტები იხილეთ აქ.

    ტექსტის დამახინჯების მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ იგი არ არის შედგენილი უნიკოდის კოდირებით. როდესაც თანამედროვე ბრაუზერი იღებს უნიკოდისგან განსხვავებულ ტექსტს, მაშინ როცა მოელის უნიკოდს, იგი ცდილობს ეს ტექსტი გადაიყვანოს უნიკოდში, მაგრამ ტექსტის თავდაპირველი კოდირების გამო შეიძლება ეს ვერ შესრულდეს. შედეგად მიიღება ტექსტი, რომელშიც გამოყენებულია უნიკოდის სიმბოლოები, მაგრამ იგი დამახინჯებულია არასწორი გარდაქმნის გამო.


  • 18.10 - ვერ შევდივარ სისტემაში და ჩემი მომხმარებლის სახელი ან პაროლი შეიცავს არასტანდარტულ სიმბოლოებს.

    იმის გამო, რომ ProZ.com სისტემაში შესვლის ფორმა ახლა ითვალისწინებს მომხმარებლის სახელისა და პაროლის უნიკოდ ფორმატით შეტანას, თუ თქვენი მომხმარებლის სახელი ან პაროლი ადრე ჩაწერილი იყო უნიკოდისგან განსხვავებული სიმბოლოებით, შეიძლება ვერ შეძლოთ სისტემაში შესვლა.

    თუ იცით, თუ რომელი კოდირებითაა შენახული მომხმარებლის სახელი და პაროლი, ეწვიეთ სისტემაში შესვლის გვერდს, რომელიც შედგენილია უნიკოდისაგან განსხვავებული კოდირებით, თქვენს ბრაუზერში აირჩიეთ შესაბამისი კოდირება და შედით სისტემაში. (იხილეთ ეს ხშირად დასმული კითხვა და შეიტყვეთ, თუ როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს ბრაუზერში შრიფტის კოდირება.)

    თუ არ იცით თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რომელი კოდირებით იყო შედგენილი, ან თუ კვლავ ვერ ახერხებთ სისტემაში შესვლას, შეგიძლიათ მომხმარებლის სახელი და პაროლი შეცვალოთ უნიკოდით შედგენილი პარამეტრებით. ამაში დაგეხმარებათ ამ გვერდზე მოცემული ინსტრუქცია.


  • 18.11 - ჩემი სახელი დამახინჯებულად გამოიყურება საიტის ზოგიერთ გვერდზე. როგორ შევასწორო იგი?

    თუ თქვენი სახელი დამახინჯებულად ჩანს საიტის ზოგიერთ გვერდზე, სავარაუდოა, რომ მისი კოდირება განსხვავდება უნიკოდისგან. თუ პრობლემა ესაა, თქვენი პროფილის გვერდზე თქვენი სახელის ქვეშ ჩანს ბმული, რომელის საშუალებითაც შეძლებთ სახელის გადაყვანას უნიკოდ ფორმატში. გახსენით ბმული და იმოქმედეთ შემდეგ გვერდებზე მოცემული მითითებების შესაბამისად. (თუ დამოწმებული გაქვთ პირადობა, თქვენის სახელის გადაყვანა უნიკოდში ამ მეთოდის გამოყენებით არ გამოიწვევს თქვენი პირადობის დამოწმების გაუქმებას.)


  • 18.12 - ჩემი მონაცემები დამახინჯებულად გამოიყურება საიტის ზოგიერთ გვერდზე. როგორ შევასწორო?

    თუ თქვენი მონაცემები დამახინჯებულად გამოიყურება საიტის ზოგიერთ გვერდზე, სავარაუდოა რომ მათი კოდირება არ არის უნიკოდი. საიტის უმეტეს ნაწილში შევეცადეთ ავტომატურად გადაგვეყვანა მონაცემები უნიკოდში, სადაც ეს შესაძლებელი იყო. ამრიგად, შესაძლოა, თქვენი მონაცემები უშეცდომოდაა გამოსახული ზოგან, სხვაგან კი დამახინჯებულია. იმისათვის, რომ მონაცემები სწორედ გამოჩნდეს მთელ საიტზე, უბრალოდ შეასწორეთ იგი დამახინჯებული მონაცემის შესწორებისთვის შედგენილი ფორმის გამოყენებით. ახალი მონაცემები, რომლებსაც დღეიდან შეიტანთ, ავტომატურად იქნება კოდირებული უნიკოდით და, ამრიგად, დაუმახინჯებლად გამოჩნდება მთელ საიტზე.


  • 18.13 - რატომაა აღნიშვნის ნიშანი და ისარი დამატებული ზოგ ტექსტთან მთელ საიტზე?

    იმის გამო, რომ ProZ.com საიტზე ყველა მონაცემის კოდირება არ არის უნიკოდი, ჩვენ ვცდილობთ ავტომატურად გადავიყვანოთ უნიკოდისგან განსხვავებული კოდირების მქონე მონაცემები უნიკოდში და ამ კოდით აისახება ისინი ეკრანზე. ეს გადაყვანა ყოველთვის არ სრულდება უშეცდომოდ, რადგან მას სჭირდება ტექსტის კოდირების ამოსაცნობი სისტემა. და ღილაკების საშუალებით შეგიძლიათ აცნობოთ სისტემას, სწორია თუ არა კოდირება.

    თუ ტექსტი, რომელზეც დამატებულია ღილაკები, დამახინჯებულია, გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს და დაეხმაროთ სისტემას მონაცემების სწორედ გადაყვანაში.

    თუ ტექსტი სწორედ ჩანს, დააჭირეთ ღილაკს და ამით სისტემას აცნობებთ, რომ კოდირება სწორია.



  • Main - Top


  • 19 - Localization (L10n)

  • 19.1 - What is the ProZ.com localization effort?

    The ProZ.com site is translated (localized) from English into other languages by a team of volunteers selected form among ProZ.com members. This is referred to as the ProZ.com localization effort.


  • 19.2 - სად შემიძლია ვნახო ლოკალიზაციის გვერდი?

    ლოკალიზაციის გვერდზე გადასასვლელად, მენიუს პუნქტში „საიტის შესახებ“ აირჩიეთ „ლოკალიზაცია“, ან დააწკაპუნეთ აქ.


  • 19.3 - მსურს მივიღო მონაწილეობა ProZ.com საიტის ჩემს მშობლიურ ენაზე ლოკალიზაციაში. როგორ მოვიქცე?

    გთხოვთ, გახსნათ ლოკალიზაციის გვერდი. თქვენს პროფილში მოცემული ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოჩნდება, შეგიძლიათ თუ არა შეუერთდეთ ლოკალიზაციის გუნდს. თუ გსურთ გაგზავნოთ თქვენი მოთხოვნა გუნდში გაწევრიანების თაობაზე, დააწკაპუნეთ „გაწევრიანების მოთხოვნის გაგზავნის“ ბმულზე, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ მაგალითში:


  • 19.4 - როგორ ხდება ლოკალიზაციის გუნდის შერჩევა?

    მთარგმნელები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს შეასრულონ საიტის ლოკალიზაცია თავიანთ მშობლიურ ენაზე, გზავნიან გუნდში გაწევრიანების მოთხოვნას ProZ.com საიტის დახმარების ცენტრში. უპირატესობა ენიჭებათ ლოკალიზაციის შემსრულებელ იმ მოხალისეებს, რომლებიც არიან საიტის გადამხდელი წევრები, რადგან ProZ.com საიტის წევრობა გულისხმობს საიტის მიმართ გარკვეულ დამოკიდებულებას, განიხილება როგორც კრიტერიუმის მნიშვნელოვანი ასპექტი და, ამასთან, ლოკალიზაციის ჯგუფის წევრს საშუალებას აძლევს უკეთესად გაიგოს და დაეხმაროს სხვა წევრებს იმ ფუნქციებთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენების უფლება შეიძლება არ ჰქონდეთ საიტის რიგით მომხმარებლებს. სხვა გადამწყვეტი ფაქტორია კანდიდატის პროფილი. რაც მეტად შევსებულია პროფილი, მით უკეთესია. მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები: პროფილის შევსება, საიტზე მონაწილეობა, დასახელებული დიპლომები და სერთიფიკატები (რომლებიც დამოწმებულია მხოლოდ საიტის ჯგუფის მიერ), KudoZ-ში მონაწილეობა და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ProZ.com Certified PRO ქსელში მონაწილეობა.


  • 19.5 - როგორ ხდება ლოკალიზაციის გუნდების ორგანიზება?

    თითოეული ენისთვის შექმნილია საიტის ლოკალიზაციის გუნდი. ლოკალიზაციის თითოეული გუნდის ორგანიზება შესაძლებელია 2-დან რომელიმე გზით:

    1) გუნდი შეიძლება შეიცავდეს გუნდის ხელმძღვანელსა და წევრებს.

    2) ლოკალიზაციის გუნდში შეიძლება იყვნენ მხოლოდ წევრები.


  • 19.6 - ლოკალიზაციის ჯგუფის წევრებს უნაზღაურდებათ გაწეული შრომა?

    დიახ, ჯგუფის მთარგმნელი და შემსწორებელი წევრები იღებენ browniz ქულებს, რომელთა გამოყენებას მოგვიანებით შეძლებენ წევრობის შესაძენად. აგრეთვე, ლოკალიზაციის შემსრულებლების პროფილის გვერდებზე გაკეთდება შემდეგი აღნიშვნა: „ეს მთარგმნელი გვეხმარება ProZ.com-ის {language} ვერსიის ლოკალიზაციაში“. ეს შეტყობინება მხოლოდ მაშინ ჩანს, როდესაც ნათარგმნია მინიმუმ 1000 სიტყვა.

    წაიკითხეთ ეს სტატია და შეიტყვეთ რა სარგებლობას მოგიტანთ ProZ.com საიტის თქვენს მშობლიურ ენაზე ენაზე ლოკალიზაციაში დახმარება.


  • 19.7 - როგორ შევცვალო საიტის ენა?

    საწყისი გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მოცემულია ჩამოსაშლელი მენიუ. საიტის ენის შესაცვლელად, გთხოვთ, გადახვიდეთ საიტის საწყისი გვერდის ბოლოში, ჩამოშალოთ მენიუ და აირჩიოთ სასურველი ენა.


  • 19.8 - საიტის ლოკალიზირებული ვერსია აზრობრივად განსხვავდება ინგლისური ვერსიისგან. რომელ მათგანს უნდა მივაქციო ყურადღება?

    იმ შემთხვევაში, თუ საიტის ტექსტის მნიშვნელობა მის რომელიმე ადგილზე განსხვავებულად აღიქმება, უპირატესობით სარგებლობს ProZ.com საიტის ოფიციალურ ენაზე წარმოდგენილი (ინგლისური) ვარიანტი. თუ მნიშვნელოვან აზრობრივ სხვაობას აქვს ადგილი, გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა, ან დაუკავშირდეთ ლოკალიზაციის გუნდის ხელმძღვანელს.



  • Main - Top


  • 20 - თარიღი და დრო

  • 20.1 - რომელ საათობრივ სარტყელს იყენებს ProZ.com?

    საწყის ვარიანტში, საიტზე ნაჩვენებია დრო გრინვიჩის მერიდიანის მიხედვით. ამასთან, დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დააყენონ დრო, მათი საათობრივი სარტყელის მიხედვით.

    დააყენეთ დრო GMT-ს მიმართ, ProZ.com პროფილისთვის:


  • 20.2 - როგორ ვნახო თარიღები და დროები ჩემს საკუთარ საათობრივ ზონაში და სასურველი ფორმატით?

    შეგიძლიათ შეცვალოთ შესაბამისი პარამეტრები და აირჩიოთ, თუ როგორ გსურთ დაინახოთ თარიღები და დროები ProZ.com საიტზე. საათობრივი სარტყელის შერჩევის გარდა, შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგალითად, 12 ან 24 საათიანი ფორმატი.

    თუ გსურთ შეასწოროთ თარიღი და დრო, დააწკაპუნეთ თითოეული გვერდის ზემოთ ნაჩვენებ დროზე. მათი შეცვლა ასევე შეგიძლიათ პროფილის შესწორების გვერდიდან და სხვა ადგილებიდან.


  • 20.3 - რომელი საათობრივი სარტყელი უნდა ავირჩიო? რატომაა მრავალი სარტყელი ჩემს ქვეყანაში?

    ზოგიერთ ქვეყანაში მრავალი საათობრივი სარტყელია და უნდა აირჩიოთ რომელიმე მათგანი. ხშირად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ზაფხულის დროზე გადასვლის სხვადასხვა წესებია (ან საერთოდ არ ხდება ზაფხულის დროზე გადასვლა).

    თუ თქვენს ქვეყანაში რამდენიმე დროითი სარტყელია, აირჩიეთ GMT-ით განსაზღვრული ის დრო, რომელიც შეესაბამება თქვენს მიმდინარე საათს.

    თუ GMT-ით განსაზღვრული რამდენიმე ზონაა, აირჩიეთ ის, რომელიც უკავშირდება თქვენთან ყველაზე ახლო მდებარე ქალაქს. რამდენჯერმე შევეცადეთ, რომ ყველაზე ხშირად გამოყენებული საათობრივი სარტყელები მიგვეთითებინა ასეთ შემთხვევაში.

    თუ ხართ რეგიონში, სადაც ზაფხულის დროზე გადასვლა არ გამოიყენება ჩვეულებრივი წესით, სავარაუდოდ, ამის შესახებ უკვე იცით და უნდა მიუთითოთ საათობრივი სარტყელი, რომელიც მიუთითებს ამ კონკრეტულ რეგიონს.

    თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული რომელი საათობრივი სარტყელი უნდა აირჩიოთ, გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და მიიღოთ დახმარება.


  • 20.4 - როგორ ხდება ზაფხულის დროზე გადასვლა?

    ზაფხულის დროზე გადასვლა ავტომატურად მოხდება, თუ თქვენი საათობრივი სარტყელი სწორადაა დაყენებული. ProZ.com საიტი იყენებს საჯარო დომენის „zoneinfo“ მონაცემთა ბაზას, რომ განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყანაში ზაფხულის დროს გადასვლის წესები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://wikipedia.org/wiki/Zoneinfo.

    თუ არ გსურთ დაელოდოთ სანამ საათობრივი სარტყელი ავტომატურად განახლდება ზაფხულის დროზე გადასვლის ინფორმაციის მიხედვით, შეგიძლიათ დროებით აირჩიოთ სხვა საათობრივი სარტყელი, სწორი GMT დროით. ამის გასაკეთებლად, საათობრივი სარტყელის ჩამოსაშლელი სიიდან გახსენით თქვენი დროისა და თარიღის პარამეტრები და დააწკაპუნეთ ბმულზე [გამოჩნდეს ყველა]. შემდეგ აირჩიეთ თქვენი სხვა საათობრივი სარტყელი. მაგალითად, თუ თქვენი საათობრივი სარტყელია GMT+5 და ზაფხულის დროზე გადასვლის შედეგად იგი გახდება GMT+6 for DST, შეგიძლიათ თქვენი საათისთვის დროებით დააყენოთ GMT+6.


  • 20.5 - რა არის GMT?

    GMT ნიშნავს გრინვიჩის მერიდიანის დროს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ატომური დროის სტანდარტს. დროის ეს სტანდარტი ასევე ცნობილია, როგორც UTC (უნივერსალური კოორდინირებული დრო). საათობრივი სარტყელი გამოხატულია GMT-ს მიმართ დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით.


  • 20.6 - რას ნიშნავს კალენდარზე დამატებული (.ics) ფაილი?

    iCalendar არის კომპიუტერული ფაილის ფორმატი, რომელიც ინტერნეტის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაგზავნონ შეხვედრის მოთხოვნები და დავალებები ინტერნეტის სხვა მომხმარებლებთან, ელ ფოსტით ან .ics გაფართოების მქონე ფაილების გაზიარებით.

    საიტის სხვადასხვა ადგილზე მოცემული „კალენდარზე დამატების“ ბმულით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შესაბამისი .ics (iCalendar) ფაილი. iCalendar არის პოპულარული და ინდუსტრიისთვის სტანდარტული ფაილის ფორმატი, რომელიც შექმნილია კალენდრებისა და კალენდარზე დასამატებელი ჩანაწერებისთვის და იგი მუშაობს ისეთ გავრცელებულ პროგრამებში, როგორიცაა Google Calendar, Microsoft Outlook და Apple iCal.



  • Main - Top


  • 21 - ენები

  • 21.1 - როგორ შეიქმნა ProZ.com საიტზე გამოყენებული ენათა ჩამონათვალი?

    სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) გამოაქვეყნა 3-ასოიანი კოდირების სისტემა, რომელიც დაახლოებით 430 ენისგან შედგება. ჩვენ ვიყენებთ მათ და წევრების მოთხოვნით შეგვაქვს დამატებები.


  • 21.2 - ვისურვებდი სიაში დაემატოს კონკრეტული ენები. როგორ მოვითხოვო ეს?

    გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა.


  • 21.3 - როგორ შეიძლება სხვა ცვლილებების შეტანა?

    გთხოვთ, სიაში შესატანი ნებისმიერი სხვა ცვლილება შემოგვთავაზოთ დახმარების მოთხოვნით.



  • Main - Top


  • 22 - Why does Internet Explorer say There is a problem with this website's security certificate?

    If you use Microsoft Internet Explorer version 6 or earlier, or if you use Internet Explorer under Windows XP (or Windows 7 with certain configuration settings), you may see the message There is a problem with this website's security certificate when viewing secured (SSL) pages on ProZ.com servers.

    This happens because those versions of Internet Explorer don't understand the technology ProZ.com uses to serve secure SSL web pages. (ProZ.com switched to this technology, called SNI, in November 2014, to increase security for ProZ.com-hosted web applications).

    You can resolve this issue by taking one of the following actions:


    • If you use Internet Explorer version 6 or earlier, upgrade to a more recent version.
    • If you use Windows 7 and see this warning in Internet Explorer, you may need to enable the TLS protocol. Go to Control Panel > Internet Options > Advanced, and under Security, tick the checkbox for each of the options labeled Use TLS {version}.
    • If you use Windows XP or earlier, no version of Internet Explorer supports this secure site technology. You can use a different browser such as Chrome or Firefox to view the secure pages without warnings.

    See this blog post at the Microsoft Developer Network for more details.



  • Main - Top