რა რის Blue Board?

მონაცემთა ეს ბაზა შემდეგნაირად მუშაობს: ProZ.com-ის მომხმარებელს ("სამუშაოს შემსრულებელს") შეუძლია ჩაწეროს 1-დან 5-მდე ციფრი, იმისდა მიხედვით, თუ ”რამდენად სურს თანამშრომლობის გაგრძელება” მოცემულ შემკვეთთან (შემოკლებით, "LWA"). ციფრის მითითების გარდა, შეგიძლიათ შესაბამის ველში ჩაწეროთ განმარტებითი ტექსტი (”კომენტარი”). შემკვეთს შეუძლია გიპასუხოთ შესაბამისი ტექსტური ველის (”პასუხი”) გამოყენებით.

შემკვეთის შესახებ დამატებული ჩანაწერები და პასუხები თანდათანობით შეგროვდება და შეიქმნება ”ოქმი”. Blue Board-ის ოქმები შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://www.proz.com/blueboard/#. თითოეულ ოქმში, გარდა ჩანაწერებისა და პასუხებისა, ნაჩვენებია შემკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია და LWA-ს საშუალო მნიშვნელობა.

Blue Board არის ამგვარი ოქმების სრული, საძიებო მონაცემთა ბაზა.


Blue Board (შემკვეთთა მონაცემთა ბაზა)

Main

  • 1 - Blue Board: საერთო

  • 1.1 - რა რის Blue Board?

    შევეცდებით აგიხსნათ მოკლედ. უპირველეს ყოვლისა, ProZ.com-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჩაწეროს 1-დან 5-მდე მაჩვენებელი, რითაც იგი გამოხარავს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს (LWA) მოცემულ შემკვეთთან (ე.ი. კლიენტთან ან თარჯიმანთა კომპანიათან/სააგენტოსთან). განმარტების მიზნით, მომხმარებელს ასევე შეუძლია ჩაწეროს ტექსტი ამ მაჩვენებელთან ერთად. შემკვეთს ასევე შეუძლია გაგზავნოს საპასუხო ტექსტი მის მიმართ გაკეთებულ ჩანაწერზე.

    Blue Board არის სრული საძიებო მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ამ ჩანაწერებისა და მათზე პასუსების ოქმებს, რასაც დართული აქვს შემკვეთის კოორდინატები.


  • 1.2 - Blue Board-ში გამოყენებული ტერმინები...

    შემკვეთი: ზოგადი ტერმინი, რომელიც მოიცავს სააგენტოებს, კლიენტებს და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციასა თუ პირს, რომელიც ყიდულობს მთარგმელობით მომსახურებებს. Blue Board არის სამუშაოს შემკვეთთა მონაცემთა ბაზა, სამუშაოს შემსრულებელთა მიერ დართული ჩანაწერებით.

    ჩანაწერი: სამუშაოს შემსრულებელი აკეთებს "ჩანაწერს" Blue Board-ში, რითაც იგი აფიქსირებს თავის სურვილს მოცემულ შემკვეთთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. (ისეთი ტერმინები, როგორიცაა "რეიტინგი", "მიმოხილვა" და ა.შ., დამაბნეველია და არ არის სასურველი მათი გამოყენება.)

    LWA: LWA არის სამუშაოს შემსრულებლის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასება, მოცემულ შემკვეთთან „მუშაობის გაგრძელების სურვილის“ შესახებ. იგი გამოისახება ქულით 1–დან (თანამშრომლობის გაგრძელების არავითარი სურვილი) 5–მდე (თანამშრომლობის გაგრძელების დიდი სურვილი).

    კომენტარი: ჩანაწერი შედგება (სავალდებულო) LWA-სა და (არასავალდებულო) კომენტარისაგან. კომენტარი უნდა გაკეთდეს მხოლოდ LWA-ის ასახსნელად ან დასასაბუთებლად; იგი არ უნდა შეიცავდეს ზოგად განცხადებებს შემკვეთთან დაკავშირებით.

    პასუხი: ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, შესაბამის შემკვეთს საშუალება ეძლევა ”გიპასუხოთ”.

    ისევე როგორც სამუშაოს შემსრულებელმა, შემკვეთმაც მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა უპასუხოს. დაუშვებელია პირადი ხასიათის შენიშვნების გაგზავნა კომენტარებსა თუ პასუხებში და საიტის ჯგუფი ასეთ ჩანაწერს მოთხოვნისთანავე წაშლის.

    ავტორი: სამუშაოს შემსრულებელი ან შემკვეთი, რომელიც საიტზე ათავსებს ჩანაწერს ან პასუხობს მასზე.

    ჩანაწერის საშუალო მაჩვენებელი: LWA-ის საშუალო მნიშვნელობა, რომელიც გამოთვლილია კონკრეტული შემკვეთისთვის, სამუშაოს შემსრულებელთა მიერ დამატებული ჩანაწერების გამოყენებით.

    ოქმი: ერთი შემკვეთის გვერდი, სადაც მოცემულია მისი ჩანაწერები/LWA-ები. ოქმების URL-ს აქვს შემდეგი ფორმატი: http://www.proz.com/bb/#


  • 1.3 - რა შემთხვევაში შეგიძლიათ ჩანაწერის გაკეთება შემკვეთთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილთან დაკავშირებით?

    Blue Board ბაზის დანიშნულების უზრუნველსაყოფად, შედგენილია Blue Board ბაზის გამოყენების წესები. დაუშვებელია Blue Board ბაზის იმგვარი გამოყენება, რომლითაც ირღვევა ამ წესებიდან რომელიმე, ან ProZ.com საიტის ზოგადი წესები.

    მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ შეგიძლიათ ჩანაწერის გაკეთება, რომლებსაც დროულად ჩააბარეთ შესრულებულ სამუშაო და არ მიგიღიათ საყვედური ხარისხთან დაკავშირებით. თქვენ არ შეგიძლიათ ჩანაწერის გაკეთება მოლაპარაკებით, თარგმანის ტესტზე დაყრდნობით, ან სხვა წინასწარი ურთიერთობების საფუძველზე.

    თუ შემკვეთისთვის სამუშაო შეასრულეთ, მაგრამ მისი ჩაბარება დააგვიანეთ ან რაიმე პრობლემა შექმენით, არ შეგიძლიათ ჩანაწერის დამატება ამ კლიენტის შესახებ. Blue Board-ის გამოყენება დაუშვებელია შემკვეთებისთვის დამუქრების მიზნით.

    LWA ჩანაწერები და კომენტარები ჩანაწერებზე გამოქვეყნებამდე გადაიხედება საიტის თანამშრომლების მიერ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ზუსტად ორიენტირებულია კვლავ თანამშრომლობის სურვილზე. ეს ნათლად არის აღწერილი Blue Bord წესებში #7.

    შემკვეთებს (ან შემკვეთის წარმომადგენელ მომხმარებლებს) არ შეუძლიათ ჩანაწერის გაკეთება თავიანთი ორგანიზაციის შესახებ.

    ნუ დაწერთ კომენტარს, რომელიც:
    - შეიცავს შეურაცხმყოფელ სიტყვებს;
    - წარმოადგენს განზოგადებულ მოსაზრებას შემკვეთის შესახებ;
    - აშკარად მოუწოდებს სხვებს, არ ითანამშრომლონ ამ შემკვეთთან;
    - შეიცავს რეკლამას.

    შეგიძლიათ დაამატოთ წელიწადში ერთი ჩანაწერი ერთსა და იმავე შემკვეთის შესახებ, იმ პირობით, თუ მასთან კვლავ თანამშრომლობთ.

    საიტის სამუშაო ჯგუფი წაშლის LWA ჩანაწერებს, რომლებშიც ირღვევა Blue Board ბაზის გამოყენების წესები 2 ან Blue Board–ის წესი 6. მომხმარებლებს, რომლებიც განმეორებით შეასრულებენ LWA ჩანაწერს წესების დარღვევით, შეიძლება საიტის სამუშაო ჯგუფმა დროებით ან სამუდამოდ შეუწყვიტოს LWA სისტემის გამოყენების უფლება, საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად.

    დამატებითი ინფორმაციისთვის ProZ.com საიტზე Blue Board–ის გამოყენების შესახებ, იხილეთ სტატია “ ProZ.com საიტის Blue Board-ის გამოყენება” .

  • 3.1 - Why is a comment simply saying "contact me privately for further details" not allowed?

    This comment does not provide any helpful information to other translators and undermines the point of the Blue Board. Translators are busy, if they went to a Blue Board record and every comment merely said "Contact me privately for further details." there would be no point in having the comment section at all.

    Site members can contact the translator who gave an entry for more details by clicking the "Email translator" icon on the entry itself.



  • Main - Top


  • 1.4 - რამდენად საიმედოა Blue Board?

    გარკვეულწილად, აქ განთავსებული ინფორმაცია შემოწმებულია და მხოლოდ მათ აზრს წარმოადგენს, ვინც ჩანაწერი დაამატა. ჩანაწერების შემოწმების დროს მხედველობაში მიიღება შემდეგი: საიტზე აქტიურობის დონე, პირადულობის დადასტურება, გაწევრიანების დონეები, სარეგისტრაციო ნომრები და ინფორმაციის განმთავსებლის სხვა მახასიათებლები.

    ჩანაწერები არ წარმოადგენს აბსოლუტურად სარწმუნო ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი აზრი კონკრეტული შემკვეთების შესახებ, მათთან მუშაობის ან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით.


  • 1.5 - სად შემიძლია დავამატო LWA შეფასება?

    მიღებული LWA ჩანაწერების ინფორმაციის ნახვა, მოთხოვნა და დამატება, აგრეთვე ახალი LWA ჩანაწერების მოთხოვნა სამუშაოს შემსრულებლებისგან შეგიძლიათ LWA გამოხმაურებების მართვის გვერდიდან.

    ასევე შეგიძლიათ ნახოთ შემკვეთთა LWA სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დალაგებულია საშუალო LWA მნიშვნელობითა და მიღებულ ჩანაწერთა რაოდენობით, Blue Board ბაზაში ბოლო 12 თვეში შეტანილი და საერთო მონაცემების მიხედვით.


  • 1.6 - რა არის ProZ.com საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტა?

    ProZ.com ჯგუფმა, საიტის ტექნოლოგიურად უზრუნველმყოფმა კომპანიამ, შეიმუშავა პრობლემური შემკვეთებისთვის საიტის გამოყენების შეზღუდვის პოლიტიკა, რათა ლინგვისტური კომპანიებისა და სამუშაოს შემსრულებლებისთვის გააუმჯობესოს შეხვედრისა და ნაყოფიერი ურთიერთობის პირობები.

    ProZ.com საიტის გამოყენების პოლიტიკის შესახებ შეიტყვეთ აქ.


  • 1.7 - რას ნიშნავს მინაწერი "ამ შემკვეთს აკრძალული აქვს ვაკანსიის განთავსება ProZ.com საიტზე"?

    ProZ.com საიტზე უფლებების შეწყვეტის წესის მიხედვით, თუ ერთ შემკვეთს დაგროვილი აქვს სამუშაოს განსხვავებული შემსრულებლებისთვის გადაუხდელობის სამი შემთხვევა, საკითხს განიხილავს ProZ.com საიტის ჯგუფი. საკუთარი გადაწყვეტილებით, ProZ.com საიტის ჯგუფს შეუძლია შეაჩეროს ან შეწყვიტოს შემკვეთის უფლება გამოიყენოს ProZ.com საიტი. ეს ფრაზა ნიშნავს, რომ უფლება შეჩერებულია.


  • 1.8 - რას ნიშნავს " ... " ზოგიერთი LWA ჩანაწერის კომენტარის ველში, Blue Board ბაზაში?

    " ... " კომენტარის განყოფილებაში აჩვენებს, რომ ჩანაწერის ავტორმა არ დაურთო კომენტარი. ასეთ შემთხვევაში, კომენტარის განყოფილებაში გამოჩნდება მხოლოდ " ... " და არა ისეთი კომენტარი, როგორიცაა "შესანიშნავი პირობები, პროფესიონალი... კვლავაც ვითანამშრომლებ მათთან", რომელიც შეიძლება ჩაწეროს სამუშაოს შემსრულებელმა.



  • Main - Top


  • 2 - სამუშაოს შემსრულებლებისთვის


    ახალ კლიენტებთან დაკავშირებული რისკის მენეჯმენტი


    ProZ.com საიტის წევრებს სრული წვდომა აქვთ Blue Board მონაცემთა ბაზის 17000-ზე მეტ ჩანაწერზე და შეუძლიათ ნახონ მთარგმნელების 92000-ზე მეტი გამოხმაურება



  • 2.1 - როგორ შემიძლია ვნახო სხვა მომხმარებლების ჩანაწერები კონკრეტულ კლიენტთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის შესახებ?

    "Blue Board"-ის ოფცია მოცემულია "სამუშაოებში", მთავარ მენიუში. Blue Board-ის გვერდზე ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდგი URL-თი: http://www.proz.com/blueboard

    Blue Board-ში შემკვეთთა ძიება შეგიძლიათ მათი სახელებითა და გეოგრაფიული მდებარეობით. აგრეთვე შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი საძიებო პარამეტრები და მომავალში გამოიყენოთ.

    საიტის გადამხდელ წევრებს ასევე შეუძლიათ დაალაგონ ძიების შედეგები ანბანის ან LWA–ს საშუალო მნიშვნელობის მიხედვით.


  • 2.2 - მე არ ვარ ProZ.com-ის (გადამხდელი) წევრი... მაინც შემიძლია ოქმების ნახვა Blue Board-ში?

    დიახ, შედით სისტემაში და დააჭირეთ შემკვეთის სახელზე, რომლის Blue Board ჩანაწერის ნახვაც გსურთ. სისტემა მოგთხოვთ გადახდას Browniz ქულებით ან თანხით.


  • 2.3 - მე არ ვარ ProZ.com-ის (გადამხდელი) წევრი... მაინც შემიძლია ჩანაწერების შეტანა Blue Board-ში?

    დიახ. საიტის წევრებს, რომლებსაც არ გადაუხადეს, შეუძლიათ გაგზავნონ LWA ჩანაწერები შემკვეთებისთვის, რომლებსაც შეუსრულეს სამუშაო. ამისათვის, დააჭირეთ „ჩანაწერის შედგენაზე“, Blue Board–ის შესაბამისი გვერდის მარჯვენა მხარეს. ამ ოფციის არჩევით გაიხსნება გვერდი, სადაც შეძლებთ LWA ჩანაწერის შედგენას.


  • 2.4 - როგორ დავამატო LWA ჩანაწერი შემკვეთის შესახებ Blue Board ბაზაში?

    იმისათვის, რომ LWA ჩანაწერი გააკეთოთ Blue Board ბაზაში გაფორმებული შემკვეთისთვის, ჯერ მოძებნეთ შემკვეთის გვერდი Blue Board ბაზაში ამ ადგილიდან. როდესაც შემკვეთის Blue Board გვერდს გახსნით, დააჭირეთ "ჩანაწერის დამატებაზე" Blue Board ჩანაწერებთან, მარჯვენა მხარეს. ამ ოფციის არჩევით გაიხსნება გვერდი, სადაც შეძლებთ LWA ჩანაწერის შედგენას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Blue Board ჩანაწერები შემოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება საიტზე. ჩვეულებრივ, ეს ჩანაწერის გაგზავნიდან 12 საათის განმავლობაში სრულდება.


  • 2.5 - How to open a non-payment report for certain outsourcer?

    During the submission of your LWA entry as per FAQ, after sending the LWA entry for vetting, in case if the rating of the LWA entry is very low (1 or 2) you will be given the option to report any non-payment issue involved with the outsourcer and you will see a message "You entered a low LWA for this outsourcer. If you have not received payment, report a non-payment for this outsourcer". Please press on the button “report a non-payment for this outsourcer”. You will be redirected to another page where the possibility to enter data regarding your non-payment issue will be provided. After filling in all the necessary information please press on “Preview non-payment report” button, check carefully your non-payment report again and press on “Submit non-payment report” button to open a non-payment issue for your LWA entry.

    If the LWA entry is already submitted and approved by PoZ.com Staff, however, you have not opened a non-payment report please contact site Staff , to request to open a non-payment report for your LWA entry. Please make sure that your non-payment report is in line with Blue Board rules .

    The non-payment report is visible only to ProZ.com Staff and to the outsourcer. Service providers who report non-payment issues are required to update their LWA entries on time to make it clear if the payment has been made. If it is not possible to edit the LWA entry (whether because the reply has been already submitted by the outsourcer and as per Blue Board rule #3 , the LWA entry is not editable, or the LWA entry is too old) service providers should let site staff know if and when the non-payment issue is resolved (by submitting a support request, to inform they have been paid in full).

    Note: In the case of outsourcers, if they have resolved an open non-payment issue, they are invited to contact site staff , and ask them to confirm this with the service provider. Only when the service provider confirms payment has been received in full, the LWA entry will be removed from the Blue Board record, allowing the service provider to make a new LWA entry reflecting the current situation. Note that this new entry may contain the same 1-5 rating as the entry that contained the non-payment report.

    For more information regarding the use of Blue Board on ProZ.com please check the article “Using the ProZ.com Blue Board” .

  • 5.1 - I have made a non-payment report for an outsourcer and it hasn't appeared yet.

    First, please note that all Blue Board entries require vetting by site staff before they are made public (see this FAQ).

    As of April 2016, in the case of non-payment reports for Business members of ProZ.com, please note that outsourcers are notified of these reports before they are made visible in order to give the outsourcer the opportunity to confirm if the entry is in line with the conditions for making non-payment reports as described in this FAQ. You should have received an email from site staff notifying you of this policy upon making your entry. Your non-payment report will be made visible shortly if it is line with the rules for making Blue Board entries.

    See the announcement »



  • Main - Top


  • 2.6 - მე ვისურვებდი, რომ სხვებისთვის მეთხოვნა ჩანაწერების დამატება კონკრეტულ შემკვეთზე. როგორ მოვახერხებ ამას?

    თუ შემკვეთი უკვე გაფორმებულია, დააჭირეთ ”ჩანაწერების მოთხოვნის” ღილაკს მისი ოქმის გვერდზე. ამით გაიგზავნება თხოვნა ჩანაწერების დამატების შესახებ და იგი გამოჩნდება ProZ-ის საწყის გვერდზე. გარდა ამისა, წერილი გაიგზავნება მათთან, ვისაც აქვს ხელმოწერა ამგვარ მოთხოვნებზე.

    თუ თქვენთვის საინტერესო შემკვეთი ჯერ არ არის სიაში, მისი გაფორმებით შეტყობინებები ავტომატურად დაიგზავნება. შემკვეთის დამატება შეგიძლიათ იმისდა მიუხედავათ, ხართ თუ არა წევრი. გთხოვთ შენიშნოთ, რომ ერთსადაიმავე შემკვეთზე ”ჩანაწერების მოთხოვნა” მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გაგზავნოთ თვეში.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დღეში შეგიძლიათ გაგზავნოთ ჩანაწერების მოთხოვნების შეზღუდული რაოდენობა. მხოლოდ 5 მოთხოვნა შეგიძლიათ გაგზავნოთ ერთ დღეში.


  • 2.7 - მე მოვითხოვე ჩანაწერების გაკეთება შემკვეთისთვის, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე. შესაძლებელია ამ მოთხოვნის გაუქმება?

    არა, შეუძლებელია ჩანაწერების გაკეთების მოთხოვნის გაუქმება, რადგან იგი მოთხოვნისთანავე ავტომატურად გაიგზავნა მათთან, ვისაც არჩეული ჰქონდათ ჩანაწერების გაკეთების მოთხოვნების მიღება.


  • 2.8 - შემიძლია მივიღო შეტყობინება, როდესაც ახალი LWA ჩანაწერები დაემატება კონკრეტული შემკვეთისთვის?

    დიახ, იმისათვის რომ მიიღოთ შეტყობინება, როდესაც ახალი LWA ჩანაწერები დაემატება Blue Board-ში გაფორმებული კონკრეტული შემკვეთისთვის, დააჭირეთ ბმულს "თვალყურის დევნება შემკვეთზე", Blue Board-ის შესაბამის გვერდზე.

    თუ გსურთ შეწყვიტოთ თვალყურის დევნება, დააჭირეთ ბმულს "თვალყურის დევნების შეწყვეტა" Blue Board-ის ამ გვერდის იმავე გრაფაში.


  • 2.9 - როგორ ავირჩიო, თუ რომელი შეტყობინებების მიღება მსურს Blue Board ბაზიდან?

    თუ გსურთ Blue Board ბაზიდან მისღები შეტყობინებები, შეცვალეთ პარამეტრები თქვენი პროფილის Blue Board რესურსის მართვის განყოფილებაში


  • 2.10 - რატომ ვიღებ ელფოსტის შეტყობინებებს Blue Board ჩანაწერში შეტანილი ახალი LWA შეფასებების შესახებ და როგორ გამოვრთო იგი?

    თქვენი LWA შეფასების გაგზავნისას გაქვთ შესაძლებლობა, გამოიწეროთ შეტყობინებები, როდესაც გაკეთდება ახალი შეფასებები ამ შემკვეთისთვის, შემდეგი ვარიანტის მონიშვნით: „გამოგეგზავნოთ შეტყობინებები, როდესაც გაკეთდება ახალი შეფასებები ამ შემკვეთისთვის?“.

    ამ ვარიანტის გააქტიურებისთანავე მიიღებთ ელფოსტის შეტყობინებებს იმ შემკვეთის Blue Board ჩანაწერში შეტანილი ახალი LWA შეფასებების შესახებ, ვისთვისაც თქვენ გაგზავნილი გაქვთ LWA შეფასება.

    თუ გსურთ, შეწყვიტოთ შემკვეთის თვალის დევნება, დააჭირეთ ბმულს მიღებული ელფოსტის შეტყობინების ქვედა ნაწილში: „დააწკაპუნეთ აქ, თუ აღარ გსურთ, მიიღოთ შეტყობინებები ამ შემკვეთთან დაკავშირებით“.


  • 2.11 - როგორ შემიძლია შევიტანო ჩანაწერი შემკვეთის შესახებ, რომელიც არ არის გაფორმებული Blue Board-ში?

    თუ გსურთ ჩანაწერის შეტანა შემკვეთის შესახებ, რომელიც ჯერ არ არის Blue Board-ის სიაში, შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააფორმოთ იგი ”შემკვეთის დამატების” ფუნქციის გამოყენებით. დარწმუნდით რომ ინფორმაცია სრულად შეგყავთ და არევას არ ექნება ადგილი.


  • 2.12 - შემკვეთი დავამატე Blue Board მონაცემთა ბაზაში, მაგრამ ჩანაწერი არ ჩანს. რატომ?

    Blue Board ბაზის ისეთი რესურსები, როგორიცაა Blue Board ჩანაწერები, გამოქვეყნებამდე ისინჯება საიტის ჯგუფის ან მოდერატორების მიერ და მოწმდება ყველა საკონტაქტო ინფორმაცია, რასაც, ჩვეულებრივ, მაქსიმუმ 24 საათი სჭირდება.

    თუ თქვენს მიერ დამატებული ჩანაწერი არ გამოჩნდება 24 საათის შემდეგ, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ჯგუფს დახმარების მოთხოვნით.


  • 2.13 - შემიძლია შევიტანო ჩანაწერი შემკვეთის შესახებ, თუ მისთვის მხოლოდ ტესტი ვთარგმანე?

    არა, თქვენ მხოლოდ გარკვეული დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ შემკვეთის შესახებ, თარგმანის ტესტზე, მოლაპარაკებებზე და სხვა წინასწარ ურთიერთობებზე დაყრდნობით. ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ Blue Board გამოგვეყენებინა მხოლოდ კონკრეტულ შემკვეთებთან თანამშრომლობის *გაგრძელების* სურვილის გამოსახატავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელიმე შემკვეთთან, სულ მცირე, დაწყებული მაინც უნდა გქონდეთ თანამშრომლობა ”რეალური” პროექტში, რომ შეძლოთ ამ შემკვეთის შესახებ ჩანაწერის დამატება.


  • 2.14 - შემიძლია ერთზე მეტი ჩანაწერი დავამატო ერთი შემკვეთის შესახებ?

    დიახ, შეგიძლიათ დაამატოთ წელიწადში ერთი ჩანაწერი ერთიდაიმავე შემკვეთი შესახებ, იმ პირობით თუ მასთან კვლავ თანამშრომლობთ. არ შეგიძლიათ რამდენიმე ჩანაწერის შეტანა ერთჯერად გამოცდილებაზე დაყრდნობით.


  • 2.15 - სად შემიძლია ვნახო ჩემს მიერ დამატებული LWA ჩანაწერების სრული სია?

    თქვენს მიერ სხვადასხვა შემკვეთისთვის დამატებული LWA / Blue Board ჩანაწერების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ LWA გამოხმაურებების მართვის გვერდზე. სხვაგვარად, თქვენი პროფილის გვერდზე იხილეთ განყოფილება: "ამ მომხმარებლის მიერ დამატებული ჩანაწერები Blue Board–ში".


  • 2.16 - მე ჩანაწერი გავაკეთე და ის ჯერ არ ჩანს.

    Blue Board წანაწერები მოწმდება, სანამ გამოჩნდება საიტზე. ჩვეულებრივ, ეს ჩანაწერის გაგზავნიდან 12 საათის განმავლობაში სრულდება. გთხოვთ შეამოწმოთ მართლწერა. ზოგჯერ შეიძლება Blue Board-ში შეტანილი ჩანაწერები მონაცემთა ბაზიდან წაიშალოს ტექსტში გამოყენებული სიმბოლოების გამო. თქვენს კომენტარში არ არის ნებადართული ორმაგი ბრჭყალების გამოყენება. ჩანაწერის გამოსაჩენად შეიძლება საჭირო გახსედ ორმაგი ბრჭყალების ერთმაგ ბრჭყალებად გადაკეთება. თუ თქვენი კომენტარი არ გამოჩნდება 24 საათის გასვლის შემდეგ, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და დაუკავშირდეთ საიტის სამუშაო ჯგუფს.


  • 2.17 - როგორ შევასწორო ჩემი LWA ჩანაწერი?

    შეგიძლიათ თქვენი ჩანაწერი შეასწოროთ მარჯვნივ მოთავსებულ შესწორების ღილაკზე დაწკაპუნებით, მაგრამ ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ შემკვეთის პასუხის მიღების, ან ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, ნებისმიერ ცვლილებას ამოწმებენ საიტის სამუშაო ჯგუფის წევრები ან მოდერატორები.

    მას შემდეგ რაც პასუხს მიიღებთ შემკვეთისგან, ვეღარ შეასწორებთ თქვენს ჩანაწერს.


  • 2.18 - როგორ წავშალო LWA ჩანაწერი Blue Board ბაზაში?

    შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ ნებისმიერ დროს შესრულებული LWA ჩანაწერის წაშლა. თუ შემკვეთმა უკვე უპასუხა ჩანაწერს, შემკვეთი და სამუშაოს შემსრულებელი უნდა შეთანხმდნენ ჩანაწერის წაშლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეთანხმდება ერთმანეთთან, თითოეულმა მათგანმა უნდა გაგზავნოს დახმარების მოთხოვნა ჩანაწერის წაშლის თხოვნით.


    შენიშვნა: თუ გაგზავნილი გაქვთ ქმედითი LWA ჩანაწერი (დროზე ჩააბარეთ ანაზღაურებადი სამუშაო და მისი შესრულების ხარისხი არ დაიწუნეს) და გიპასუხეს, რომ თქვენი კომენტარი არ არის სამრთლიანი, უნდა დაასაბუთოთ ასეთი პასუხის არამართებულობა. გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა, დაურთეთ ბმული Blue Board კონკრეტულ ჩანაწერზე და მიუთითეთ ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ და შემკვეთს, ორივეს მოგეთხოვებათ განმარტების გაკეთება. შეუსაბამო პასუხი წაიშლება.

    იგივე გზით, შემკვეთებს ასევე შეუძლიათ გააპროტესტონ LWA ჩანაწერები, რომლებშიც არ არის გათვალისწინებული ქმედითი LWA ჩანაწერებისადმი წაყენებული პირობები.

    თუ სამუშაოს შემსრულებლის ჩანაწერში ან შემკვეთის პასუხში დაირღვევა საიტის წესები, ან მიჩნეული იქნება არაკანონიერად, შეიძლება საიტის ჯგუფმა დამალოს ან წაშალოს ეს ჩანაწერი ან პასუხი.


  • 2.19 - სად შემიძლია ვნახო სამუშაოს შემკვეთები, რომლებსაც ძალზე კარგი შეფასება აქვთ Blue Board-ში?

    Blue Board-ის სტატისტიკის გვერდი გიჩვენებთ Blue Board-ში გაფორმებულ შემკვეთებს, რომლებიც დალაგებულია LWA ჩანაწერების მიხედვით განსაზღვრული რეიტინგით. აქ არ არის გამოტანილი ის შემკვეთები, რომლებსაც ღიად აქვთ დარჩენილი გადაუხდელობის შესახებ ჩანაწერები და რომელთა საშუალო LWA არ აღემატება 4,50-ს.

    ნაჩვენებია როგორც საერთო, ასევე ბოლო 12 თვის შედეგები. მონაცემების თითოეული ნაკრები გაყოფილია ორად, მიღებული შედეგების რაოდენობის მიხედვით.

    თითოეულ ცხრილში შემკვეთები დალაგებულია მათი საშუალო LWA-ს, შემდეგ კი ჩანაწერთა რაოდენობის მიხედვით. თუ ორ შემკვეთს ორივე პარამეტრი ერთნაირი აქვთ, პირველად გამოჩნდება ის, რომლის Blue Board გვერდი შედარებით ახალია.


  • 2.20 - სად შემიძლია ვნახო შემკვეთის ადრინდელი საკონტაქტო ინფორმაცია Blue Board ჩანაწერებში?

    ProZ.com საიტის გადამხდელ წევრებს შეუძლიათ ნახონ შემკვეთების ძველი საკონტაქტო ინფორმაცია. ამისათვის მათ უნდა დააჭირონ ბმულს "საკონტაქტო მონაცემთა ისტორიის დათვალიერება", რომელიც მოთავსებულია შემკვეთის საკონტაქტო ინფორმაცის ქვემოთ, მის Blue Board გვერდზე.


  • 2.21 - სად შემიძლია ვნახო Blue Board ბაზაში გაფორმებული შემკვეთის მიერ განთავსებული ვაკანსიები?

    თუ გსურთ ნახოთ Blue Board ბაზაში გაფორმებული შემკვეთის მიერ განთავსებული Classic და Connect ტიპის ვაკანსიები, Blue Board–ის ჩანაწერების მარჯვნივ, "წარსულში განთავსებული ვაკანსიების" განყოფილებაში დააწკაპუნეთ ბმულზე "დამატებითი ინფორმაცია »".

    ღია ვაკანსიები გამოჩნდება ყვითლად, ხოლო დახურული – ნაცრისფრად.


  • 2.22 - მე გავგზავნე LWA ჩანაწერი შემკვეთისთვის, მაგრამ იგი აღარ ჩანს საიტზე. რატომ?

    თუ შემკვეთის შესახებ თქვენს მიერ გაგზავნილი ჩანაწერი გარკვეული დროით ჩანდა საიტზე, მაგრამ ახლა აღარ ჩანს, შესაძლებელია, რომ იგი გააპროტესტა შემკვეთმა. გაითვალისწინეთ, რომ საიტის ჯგუფი მალავს გაპროტესტებულ ჩანაწერს მანამ, სანამ დასრულდება პროტესტის განხილვა.

    თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ჩანაწერში გათვალისწინებულია Blue Board წესები და იგი გააპროტესტა შემკვეთმა, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და დაურთოთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია (ელ.ფოსტის წერილები, PO და ა.შ.).

    ჩანაწერის დამალვის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს "შესწორების მოთხოვნა". თუ მოითხოვეთ თქვენი ჩანაწერის შესწორება, იგი საზოგადოებისთვის დამალული რჩება, სანამ მოდერატორი ან საიტის ჯგუფის წევრი ან დაამოწმებს მას.


  • 2.23 - Can an outsourcer leave feedback for me?

    Outsourcers may rate their willingness to work again (WWA) with service providers.



  • Main - Top


  • 3 - სამუშაოს შემკვეთებისთვის

  • 3.1 - როგორ შემიძლია გავაფორმო ჩემი ორგანიზაცია Blue Board-ში?

    Blue Board-ში ჩამოთვლილი შემკვეთები გააფორმეს ProZ.com საიტის მომხმარებლებმა. ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ამის გაკეთება; თუ თქვენ ხართ მთარგმნელობითი სამუშაოს შემკვეთი, შეგიძლიათ თვითონ გააფორმოთ თქვენი ორგანიზაცია ამ ბაზაში და მიიღოთ ჩანაწერები. (მომხმარებლებს, რომლებსაც გამოწერილი აქვთ Blue Board-ის შეტყობინებები, მოწვევა მიუვათ თქვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის შესახებ ჩანაწერის დასამატებლად).

    ეს ინფორმაცია შეგიძლიათ დაამატოთ აქ: შემკვეთის გვერდის დამატება

    ProZ.com საიტზე ვაკანსიის გამომქვეყნებელი დამკვეთები ასევე აცხადებენ თანხმობას მათი გვერდის შექმნაზე Blue Board რესურსში; ზოგ შემთხვევაში, ასეთ გვერდებს ქმნის საიტის ჯგუფი.


  • 3.2 - როგორ შევცვალო ჩემი ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია Blue Board-ში?

    Blue Board-ში ნაჩვენები შემკვეთის საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლა შეუძლიათ მხოლოდ საიტის სამუშაო ჯგუფის წევრებს. მონაცემების შესასწორებლად გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა.


  • 3.3 - როგორ შემიძლია შევცვალო ინფორმაცია ჩემს Blue Board ჩანაწერში?

    თუ თქვენი ან თქვენი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია შეიცვალა, Blue Board-ში მის შესასწორებლად დაუკავშირდით საიტის სამუშაო ჯგუფს. ამისთვის, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა. დარწმუნდით, რომ გვაწვდით სრულ ინფორმაციას, რომლის განახლებაც გსურთ, Blue Board ბაზაში თქვენი ჩანაწერის მისამართის ჩათვლით.


  • 3.4 - შემიძლია ჩემი კომპანიის შესახებ ინფორმაცია დავამატო ჩემს Blue Board ჩანაწერს?

    დიახ, მაღალი LWA შეფასების მქონე შემკვეთებს შეუძლიათ საკუთარი Blue Board გვერდის სტუმრებისთვის განათავსონ საჯარო სასარგებლო და/ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათი ბიზნესის შესახებ.

    თუ გსურთ დაამატოთ შენიშვნა თქვენი ჩანაწერის შესახებ, ეწვიეთ განცხადებების განყოფილებას და დააწკაპუნეთ "შემკვეთთა მართვის ცენტრზე" მარცხენა მხარეს გრაფაში. გაიხსნება "განცხადებების მართვის" ფორმა და საშუალება მოგეცემათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენი სააგენტოს/კომპანიის შესახებ, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია გამოჩნდება Blue Board ჩანაწერში.


  • 3.5 - მსურს გარკვეული საკონტაქტო ინფორმაცია წავშალო Blue Board-ში.

    ProZ.com იცავს თქვენს კონფიდენციალურობას. თუ გსურთ ზოგიერთი საკონტაქტო ინფორმაცია არ გამოჩნდეს საიტზე, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების ბარათი და განმარტოთ, თუ რისი წაშლა გსურთ და რატომ. ჩვენ განვიხილავთ თქვენს თხოვნას.

    გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მინიმალური საკონტაქტო ინფორმაციის შეყვანა სავალდებულოა ProZ.com-ზე ვაკანსიების განსათავსებლად და ეს მოთხოვნა ყოველთვის რჩება ძალაში. (იხილეთ სამუშაოების შესახებ ხშირად დასმული კითხვები.)


  • 3.6 - როგორ დავმალო "ადრინდელი სამუშაო განცხადებები" Blue Board ჩანაწერში?

    გთხოვთ შენიშნოთ, რომ არ გჭირდებათ თქვენი ძველი ვაკანსიის განცხადებების დამალვა, რადგან მათი მონაცემები მხოლოდ 30 დღით ჩანს და მხოლოდ ისინი ხედავენ, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საიტის რიგითი წევრები ვერ ხედავენ თქვენი ვაკანსიის განცხადებებს, როდესაც თქვენს გვერდს ნახულობენ Blue Board–ში. Blue Board ბაზაში ყველა ინფორმაციის ნახვა მხოლოდ საიტის გადამხდელ წევრებს შეუძლიათ და 30 დღეზე უფრო ძველი მონაცემები აღარ არის ნაჩვენები.


  • 3.7 - შემიძლია წავშალო ჩემი Blue Board ჩანაწერი?

    Blue Board-ის წესების თანახმად, Blue Board-ის ჩანაწერები ადგილზე რჩება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, შემკვეთის ბოლო მოქმედებიდან. შემკვეთთა თხოვნა Blue Board-დან ზოგიერთი მათი საკონტაქტო ინფორმაციის წაშლის შესახებ განიხილება საამისო კონკრეტული მიზეზის გათვალისწინებით. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი თხოვნები არ კმაყოფილდება, სანამ არ გავა ექვსი თვე შემკვეთის მიერ საიტზე შესრულებული ბოლო მოქმედებიდან. Blue Board-ის ჩანაწერების სამუდამოდ წაშლის მოთხოვნებს ასევე განიხილავენ, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ.


  • 3.8 - How can I request an LWA entry from service provider who has been working with me?

    First off all, please remember that only translators that are registered on ProZ.com can make LWA entries in your Blue Board record. Therefore before requesting an LWA entry from a service provider who has worked for you or your company, please first make sure that this service provider is registered on ProZ.com. Otherwise s/he should create a profile on ProZ.com here .

    To request an LWA entry, please go to your Blue Board record and:
    1)click “Manage LWA feedback” from the menu on the right. You will be redirected to the Feedback management page.
    2) Select Request Blue Board Entries (outsourcers only) from the menu on the left.
    3) On the next step please start typing the username or the real name of the service provider you are looking for in the “Search” section and click on the name in the list which appears below the search box. If the data displayed in the box on the right corresponds to the desired service provider, click on "Add to list".
    4) Make sure that the check box near the name of service provider is checked and click “Proceed to step 2 of 3”.
    5) Check the message which will be sent to service provider. A template text to request the Blue Board entry can be personalized, so you may also enter your own text for this message. Once the text is ready, please press on “Proceed to step 3 of 3 (preview and send emails)”.
    6) Check the message you are going to send and click the “Send” button or on “Back edit (message) button”, if you would like to edit the message you are going to send.


  • 3.9 - მივიღებ შეტყობინებას, როდესაც ახალი LWA ჩანაწერი დაემატება ჩემს Blue Board გვერდზე?

    დიახ, თითოეული ჩანაწერის დამატებისას შეტყობინება გაიგზავნება Blue Board ბაზაში მითითებულ თქვენს საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართზე.

    აგრეთვე, თუ ჩანაწერში დაგასახელებენ არგადამხდელად, Blue Board ბაზაში მითითებულ თქვენს საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას ამ საჩივრისა და მისი შემდგომი პროცედურის შესახებ.


  • 3.10 - სამუშაოს შემსრულებელმა კომენტარი გააკეთა ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილთან დაკავშირებით. შემიძლია პასუხი გავცე?

    დიახ. შემოსული ჩანაწერის შესახებ შეტყობინება მიღებული უნდა გქონდეთ ელ.ფოსტით. თუ არ მიგიღიათ, ან თუ ვერ პოულობთ მას და გსურთ პასუხის გაცემა, თქვენი პასუხი გაუგზავნეთ სამუშაოების კოორდინატორებს და მიუთითეთ სამუშაოს შემსრულებელი, რომლის კომენტარსაც ეხმაურებით.

    დაუკავშირდით სამუშაოების კოორდინატორს, თუ ფიქრობთ, რომ ჩანაწერის შეტანის პირობები დარღვეულია (მაგალითად, თუ ჩანაწერის ავტორს არ უმუშავია თქვენთან.)

    თუ გაუგებრობას აქვს ადგილი, შემკვეთებს შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ ჩანაწერების ავტორებს. ამასთან, აკრძალულია ProZ.com-ის მომხმარებელზე ზეწოლის განხორციელება ან დამუქრება, რათა მან შეცვალოს მის მიერ მითითებული თქვენთან "თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის" მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება შეგეზღუდოთ ProZ.com-ის გამოყენების შესაძლებლობები.

    ისევე როგორც სამუშაოს შემსრულებლის კომენტარები, თქვენი პასუხებიც მხოლოდ საქმიან ურთიერთობებს უნდა ეხებოდეს და შეიძლება ასახავდესთანამშრომლობის გაგრძელების სურვილს. დაუშვებელია პირადი ხასიათის შენიშვნების გაგზავნა სამუშაოს შემსრულებლების ან შემკვეთების მხრიდან და საიტის ჯგუფი ასეთ ჩანაწერს მოთხოვნისთანავე წაშლის.


  • 3.11 - ჩემს კომპანიას შესანიშნავი გვერდი აქვს Blue Board-ში. როგორ შემიძლია ვაჩვენო იგი ჩემს პროფილზე?

    პროფილის პატრონს, რომელსაც აქვს თარჯიმნების მიერ გაკეთებული ჩანაწერი "თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის" (LWA) შესახებ მის Blue Board გვერდზე, შეუძლია შესაბამისი ინფორმაცია გამოაჩინოს პროფილის ზედა მარჯვენა მხარეს.

    Blue Board ერთნაირად სასარგებლოა როგორც სამუშაოს შემსრულებლებისთვის, ასევე შემკვეთებისთვის. ამ სისტემაში გაფორმებული შემკვეთები, რომელთაც მიღებული აქვთ დადებითი შეფასების მაღალი მაჩვენებელი, უფრო დიდი ნდობით სარგებლობენ იმ თარჯიმნებს შორის, ვინც მნიშვნელობას ანიჭებს Blue Board-ის ჩანაწერებს.

    საიტის წევრებსა და სხვა მომხმარებლებს (მაგალითი ნაჩვენებია ქვემოთ), რომლებსაც აქვთ როგორც Blue Board-ის გვერდი (თარჯიმანთა LWA კომენტარები), ასევე WWA ჩანაწერები (კლიენტების კომენტარები), შეუძლიათ თავიანთ პროფილებზე გამოაჩინონ WWA (მარცხნივ) და LWA (მარჯვნივ).

    LWA ინფორმაციის ჩვენების სამი ფორმა არსებობს:

    ა) დამალვა ყველასთვის, პროფილის მფლობელის ჩათვლით:

    ეს არის საწყისი ვარიანტი. პროფილის მფლობელს შეუძლია დაინახოს მხოლოდ ”LWA ველის ჩვენების ვარიანტების” ღილაკი, რომელიც მას საშუალებას აძლევს გადავიდეს პროფილზე ინფორმაციის ჩვენების შემდეგ პირობაზე.

    პროფილის პატრონი დაინახავს შემდეგს:




    ბ) გამოჩენა მხოლოდ პროფილის მფლობელისთვის:

    ”LWA ვარიანტების ჩვენების” ღილაკის დაჭერით პროფილის მფლობელისთვის გამოჩნდება LWA ჩანაწერი და მას შეუძლია ისევ დამალოს იგი, ან გამოაჩინოს პროფილის სტუმრებისთვის.

    პროფილის პატრონი დაინახავს შემდეგს:




    ამ ორ შემთხვევაში, პროფილის სტუმრები დაინახავენ ინფორმაციას, რომელიც არ უკავშირდება LWA-ს:




    გ) გამოჩენა ყველასთვის:

    როდესაც პროფილის მფლობელი დააჭერს ”ყველასთვის ჩვენების” ღილაკს, LWA ჩანაწერი გამოჩნდება პროფილის ყველა სტუმრისთვის.

    ამ შემთხვევაში, პროფილის პატრონი დაინახავს შემდეგს:




    პროფილის სტუმრებისთვის კი გამოჩნდება:




    ჩანაწერების რაოდენობაზე გაკეთებული ბმული პროფილის სტუმრებს გადაიყვანს შესაბამის გვერდზე Blue Board-ში, ხოლო ”LWA ჩანაწერის გაკეთების” ბმულით იხსნება ფორმა, საიდანაც შესაძლებელია ჩანაწერის გაკეთება სამუშაოს შესაბამისი შემსრულებლის შესახებ.


  • 3.12 - How can I affiliate a profile to a Blue Board record?

    To affiliate a profile to certain Blue Board record, please submit a support request to ProZ.com Staff to ask for the affiliation to be made. Please provide the link of the Blue Board record and the profile you would like to affiliate.


  • 3.13 - მე აღნიშნული ვარ, როგორც იმ შემკვეთის აფილიატი, რომელთანაც ასეთი ურთიერთობა არ მაქვს. როგორ მოვიქცე?

    თუ თქვენი პროფილი აღნიშნულია, როგორც იმ შემკვეთის აფილიატი, რომელთანაც ასეთი ურთიერთობა არ გაქვთ, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და მოითხოვოთ ამ აღნიშვნის მოცილება.

    გაითვალისწინეთ, რომ პროფილები დაკავშირებულია Blue Board ჩანაწერებთან, კონკრეტული შემკვეთის სახელით მათ მიერ განთავსებული ვაკანსიების შესაბამისად.


  • 3.14 - სამუშაოს შემსრულებელმა არგადამხდელად გამომაცხადა Blue Board სისტემის ჩემს გვერდზე. როგორ მოვიქცე?

    თუ სამუშაოს შემსრულებელმა Blue Board სისტემის თქვენს გვერდზე აღნიშნა, რომ არ გადაუხადეთ, ხოლო თქვენ ეს პრობლემა უკვე მოაგვარეთ, სთხოვეთ სამუშაოს შემსრულებელს გაუგზავნოს საიტის ჯგუფს დახმარების მოთხოვნა და დაადასტუროს, რომ მან ანაზღაურება მიიღო და საკითხი შეიძლება ჩაითვალოს მოგვარებულად.

    თუ ეს პრობლემა არ არის მოგვარებული, გთხოვთ მოიქცეთ შემდეგნაირად. გახსოვდეთ, რომ ვაკანსიის განთავსების წესებში ნათქვამია, რომ ვალდებული ხართ გადაიხადოთ შესრულებული სამუშაოსთვის. როდესაც საკითხი მოგვარდება, სთხოვეთ სამუშაოს შემსრულებელს დაუკავშირდეს საიტის ჯგუფს და დაამოწმოს, რომ მიიღეთ ანაზღაურება.

    დაბოლოს, თუ გასამრჯელოს გადაუხდელობის მიზეზი არის ის, რომ სამუშაო უხარისხოდ იყოს შესრულებული ან პროექტი დანიშნულ ვადაზე გვიან იქნა ჩაბარებული, გთხოვთ საიტის ჯგუფთან გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და დაურთოთ ელ.ფოსტის მიმოწერა, სადაც სამუშაოს შემსრულებელს აცნობეს ამ პრობლემის შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიმოწერა უნდა გაიგზავნოს .eml ან .msg ფორმატით, რომ ProZ.com ჯგუფმა შეძლოს მისი დამოწმება (ამ ფორმატებში ნარჩუნდება ყველა თავდაპირველი კოდირება და თავსართი). თუ არ იცით როგორ მიიღოთ ამ ფორმატის მქონე ფაილები, სასარგებლო მითითებები იხილეთ აქ.


  • 3.15 - Is it possible to contest a non-payment report before it is made public?

    As of April 2016, if you are a Business member of ProZ.com and receive a non-payment report on your company’s Blue Board record, then you will be notified by site staff via email before that entry is made publicly visible. If the entry is not in line with the rules for leaving Blue Board feedback as described in this FAQ, or if the non-payment report is no longer valid, then you will be given the opportunity to provide the relevant correspondence to prove this.

    See the announcement »


  • 3.16 - Is there a way for me to leave feedback for a service provider who has worked for me?

    Outsourcers may rate their willingness to work again (WWA) with service providers.



  • Main - Top


  • 4 - Blue Board განცხადებების სისტემა

  • 4.1 - რა არის Blue Board განცხადებების სისტემა?

    Blue Board განცხადებების სისტემა საშუალებას აძლევს შემკვეთებს, გადახედონ და მიიღონ განცხადებები ProZ.com-ის სათანადო კვალიფიკაციის მქონე წევრებისგან.


  • 4.2 - მომსახურების მომწოდებლებისთვის:

  • 2.1 - სად შემიძლია ვნახო შემკვეთთა სია, რომლებიც იღებენ განცხადებებს წერითი და/ან ზეპირი თარჯიმნებისგან?

    შემკვეთთა სია, რომლებიც იღებენ განცხადებებს წერითი და/ან ზეპირი თარჯიმნებისგან, შეგიძლიათ ნახოთ განცხადებების გვერდზე.

    ნაჩვენებია მხოლოდ ის შემკვეთები, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი მონაცემების მიხედვით.

    თუ გსურთ მიმართოთ, დააწკაპუნეთ ბმულზე "მიმართეთ ახლა" და შეავსეთ განცხადების ფორმა.


  • 2.2 - სად შემიძლია ვნახო ჩემს მიერ გაგზავნილი განცხადებები?

    ამჟამად გაგზავნილი განცხადებები არ იწერება. ამასთან, თუ უკვე გაქვთ გაგზავნილი განცხადება Blue Board ბაზაში გაფორმებული შემკვეთისთვის, განცხადების გაგზავნის თარიღი ჩანს განცხადებების გვერდზე "მოქმედების" სვეტში.


  • 2.3 - რამდენი განცხადების გაგზავნა შემიძლია?

    საიტის წევრებს თვეში გაგზავნილი განცხადებების რაოდენობა შეზღუდული არ აქვთ. ამასთან, იმავე შემკვეთისთვის განცხადების განმეორებით გაგზავნა მხოლოდ 90 დღის შემდეგ შეგიძლიათ.

    თუ თქვენი განცხადება არ დაამოწმა შემკვეთმა, განმეორებით ვეღარ გაგზავნით განცხადებას იმავე შემკვეთთან, სანამ იგი არ დაამოწმებს გაგზავნილს.


  • 2.4 - რატომ არ მაქვს ჩემი განცხადების გაგზავნის უფლება?

    Blue Board განცხადებების სისტემა მოწოდებულია სერვისის სახით მხოლოდ ProZ.com-ის წევრებისთვის. სრული პროფესიული, კორპორაციული და ნაწილობრივი „სავაკანსიო“ წევრობის მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ განცხადებები ამ სისტემის ფარგლებში.

    აგრეთვე, შემკვეთებს შეუძლიათ შეზღუდონ განმცხადებლები კრიტერიუმებით: ენათა წყვილ(ებ)ი, მშობლიური ენა (ენები), სამუშაოს/სპეციალობის საგანი (საგნები) და მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.


  • 2.5 - მივიღებ შეტყობინებას, თუ ჩემ მიერ გაგზავნილი განცხადება არ იქნება მიღებული?

    შემკვეთებს შეუძლიათ მიიღონ ან უარყონ განცხადებები და სურვილისამებრ გაუგზავნონ ელწერილი განმცხადებელს.


  • 2.6 - შემიძლია ჩემი პროფილის ინფორმაციის გამოყენება განცხადების გაგზავნისას?

    საიტის წევრებს შეუძლიათ ავტომატურად გაგზავნონ ინფორმაცია მათი ProZ.com პროფილებიდან, მათ შორის, ველებიდან: KudoZ ქულები, ProZ.com პროექტების ისტორია, ტელეფონის ნომერი და სხვ.



  • Main - Top


  • 4.3 - შემკვეთებისთვის:

  • 3.1 - სად შემიძლია ვნახო ჩემთვის გამოგზავნილი განცხადებები?

    შემკვეთებს შეუძლიათ მათთვის გაგზავნილი განცხადებების ნახვა „მიღებული განცხადებების“ ჩანართზე დაწკაპუნებით შემკვეთთა მართვის ცენტრში .


  • 3.2 - სად შემიძლია შევცვალო ჩემი განცხადებების პარამეტრები?

    შემკვეთებს, რომლებსაც აქვთ ანგარიშთან დაკავშირებული Blue Board ჩანაწერი, შეუძლიათ დაიწყონ განცხადებების მიღება მათი პარამეტრების დაყენებით შემკვეთთა მართვის ცენტრის „განცხადებების პარამეტრების“ ჩანართში .


  • 3.3 - რატომ ვერ ვცვლი ჩემი „განცხადებების პარამეტრებს“?

    ProZ.com-ის პერსონალი იტოვებს უფლებას, შეზღუდოს Blue Board განცხადებების სისტემის გამოყენება. კომპანიები დაბალი საშუალო Blue Board შეფასებებით ვერ შეძლებენ მათი „განცხადებების პარამეტრების“ დაყენებას. აგრეთვე, სისტემა მიუწვდომელი იქნება შემკვეთებისთვის, რომელთა ჩანაწერები შეიცავს ღია შეტყობინებებს გადაუხდელობის შესახებ.



  • Main - Top