ProZ.com frequently asked questions


სისტემაში შესვლა/რეგისტრაცია

Main

  • 1 - რა არის ქუქი-ფაილები და რატომაა საჭირო მათი ჩართვა?

    ProZ.com იყენებს ქუქი-ფაილებს ავტორიზაციის ინფორმაციის ხანგრძლივად შესანახად. ეს საშუალებას გაძლევთ ერთხელ შეხვიდეთ სისტემაში და არ გამოხვიდეთ, სანამ ამის გაკეთებას თავად არ გადაწყვეტთ. თქვენს ბრაუზერში ქუქი-ფაილების ჩართვა შეგიძლიათ შემდეგნაირად:

    Internet Explorer 6.x
    1. ბრაუზერის მენიუს ინსტრუმენტებში "Tools" აირჩიეთ "Internet Options".
    2. აირჩიეთ გრაფა "Privacy" და დააჭირეთ პუნქტს "Advanced..."
    3. მონიშნეთ ქუქი-ფაილების ავტომატური მართვის ოფცია "Override automatic cookie handling"
    4. დაეთანხმეთ ქუქი-ფაილების ორივე ოფციას და გააკეთეთ აღნიშვნა პუნქტზე "Always allow session cookies"
    5. დააჭირეთ ღილაკს "OK"

    Internet Explorer 4.x და 5.x
    1. ბრაუზერის მენიუს ინსტრუმენტებში "Tools" აირჩიეთ "Internet Options".
    2. გახსენით უსაფრთხოების ჩანართი "Security"
    3. მონიშნეთ ინტერნეტის პიქტოგრამა "Internet" და დააჭირეთ ოფციას "Custom Level"
    4. ქუქი–ფაილების მენიუში "Cookies" ჩართეთ (Enable) ყველა პუნქტი
    5. დააჭირეთ ღილაკს "OK"

    Netscape 6.x
    1. ბრაუზერის რედაქტირების მენიუში "Edit" აირჩიეთ "Preferences".
    2. დააჭირეთ ოფციას "Privacy & Security"
    2. გახსენით ქუქი-ფაილების ჩანართი "Cookies"
    3. აირჩიეთ "Enable All Cookies"
    4. დააჭირეთ ღილაკს "OK"

    Netscape 4.x
    1. ბრაუზერის რედაქტირების მენიუში "Edit" აირჩიეთ "Preferences".
    2. გახსენით ოფცია "Advanced"
    3. ქუქი-ფაილების მენიუში "Cookies" აირჩიეთ "Accept All Cookies"
    4. დააჭირეთ ღილაკს "OK"

  • 1.1 - What information does ProZ.com collect and share about me?

    When you visit any web site, it may store or retrieve information in your browser, mostly in the form of cookies. This information is mostly used to make the site work as you expect it to. The information does not usually directly identify you, but it can give you a more personalized web experience.

    Third party services may need to access this information —for example, Google can use it to offer you accurate ads, or Facebook and LinkedIn may need it when you want to share something from ProZ.com onto their websites.

    Because we respect your right to privacy, you can choose not to allow some types of cookies. If you disable both Targeting cookies and Social sharing cookies, no information will be shared with third party services like Twitter, Facebook, etc.

    You can check and edit your cookie settings here.



  • Main - Top


  • 2 - სისტემამ შემატყობინა, რომ პაროლი არასწორად მივუთითე, როდესაც შესვლას ვცდილობდი. როგორ მოვიქცე?

    თუ სისტემამ შეგატყობინათ, რომ პაროლი არასწორად მიუთითეთ, როდესაც თქვენი ProZ.com-ის ანგარიშზე შესვლას ცდილობდით, დარწმუნდით, რომ ის პაროლი აკრიფეთ, რომელიც აირჩიეთ თქვენი ანგარიშის შექმნისას (ან ახალი პაროლი, თუ მოგვიანებით შეცვალეთ იგი), შემდეგ კი შეამოწმეთ კლავიატურაზე ხომ არ გაქვთ ჩართული ზედა რეგისტრით აკრეფის ფუნქცია.

    ასევე დარწმუნდით, რომ პაროლის აკრეფისას არ შეგეშალათ და იგი არ შეიცავს ASCII-ისგან განსხვავებულ სიმბოლოებს.

    თუ შესვლას მაინც ვერ შეძლებთ, გამოიყენეთ პაროლის აღდგენის სისტემა და მოითხოვეთ ახალი პაროლის დაყენება.


  • 3 - როგორც ჩანს, ჩემი IP დასახელებულია, როგორც მავნე. როგორ მოვიქცე?

    თუ საიტზე შესვლის მცდელობის დროს მიიღებთ შეტყობინებას, რომ „თქვენი IP დასახელებულია, როგორც მავნე“, შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ თქვენი IP მავნედ მიიჩნია საიტმა stopforumspam.com.

    იმისათვის რომ შეამოწმოთ, თქვენი IP არის თუ არა აღნიშნული როგორც მავნე, დააჭირეთ აქ. თუ მიიღებთ დადასტურებას, რომ თქვენი IP მავნედ მიიჩნია საიტმა stopforumspam.com, შეგიძლიათ დააჭიროთ აქ და მოითხოვოთ თქვენი IP მისამართის ამოღება მათ მიერ აკრძალული მისამართების სიიდან.

    თუ თქვენი IP არ არის აღნიშნული როგორც მავნე stopforumspam.com საიტის მიერ, შეგიძლიათ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და საიტის ჯგუფი განიხილავს საკითხს.


  • 4 - როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდა პაროლი?

    იმის გამო, რომ პაროლები დაშიფრული სახითაა შენახული მონაცემთა ბაზაში, შეუძლებელია თქვენი მიმდინარე პაროლის ამოღება, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ იგი.

    ერთი გვერდი გვაქვს მომზადებული, სისტემაში შესვლის ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ProZ.com–ში დარეგისტრირებული ელ.ფოსტის მისამართი უნდა იცოდეთ. გთხოვთ გახსნათ ახალი პაროლის მოთხოვნის გვერდი.

    შეიყვანეთ ელფოსტის მისამართი, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ საიტზე. შემდეგ დააწკაპუნეთ პაროლის შეცვლის ინსტრუქციის გამოგზავნის ღილაკს. დადასტურების ელწერილი გაიგზავნება თქვენს პროფილში მითითებული ელფოსტის მისამართზე. დააჭირეთ მიღებულ წერილში მოცემულ ბმულზე და თქვენი ახალი პაროლი გააქტიურდება.


  • 5 - როგორ მოვიქცე, თუ არ მივიღებ დადასტურების წერილს პაროლის შეცვლის შემდეგ?

    თუ შეცვალეთ პაროლი, მაგრამ არ მიიღეთ დადასტურების წერილი თქვენს პროფილში მითითებულ ელ.ფოსტაში შემოსულ წერილებში, შეამოწმეთ სპამები.

    თუ დადასტურების წერილი სპამებშიც არ არის, გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.


  • 6 - მივიღე პაროლის შეცვლის დადასტურების ელ.წერილი, მაგრამ არ მსურს შევცვალო პაროლი. როგორ მოვიქცე?

    ნუ იდარდებთ, თქვენი პაროლი არ შეიცვლება, თუ არ გახსნით წერილში მოცემულ დადასტურების ბმულს.

    ალბათ, ეს შემთხვევით მოხდა. ეს არ არის საგანგაშო, თუ არ მიიღებთ რამდენიმე ასეთ წერილს და ამით არ შეწუხდებით.

    თუ ხანმოკლე პერიოდში არაერთხელ მიიღებთ ასეთ წერილს, გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და საიტის ჯგუფი შეისწავლის საკითხს.


  • 7 - როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდა პაროლი და ჩემი ელ.ფოსტა შეიცვალა?

    თუ თქვენი ელფოსტის მისამართი შეიცვალა, გთხოვთ, გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და მიუთითოთ ელფოსტის მისამართი, რომელიც თავიდან გამოიყენეთ საიტზე დასარეგისტრირებლად და, ასევე, მომხმარებლის სახელი.


  • 8 - ვერ შევდივარ სისტემაში და ჩემი მომხმარებლის სახელი ან პაროლი შეიცავს არასტანდარტულ სიმბოლოებს

    იმის გამო, რომ ProZ.com–ის სისტემაში შესვლის ფორმა ახლა ითვალისწინებს მომხმარებლის სახელისა და პაროლის უნიკოდ ფორმატით შეტანას, თუ თქვენი მომხმარებლის სახელი ან პაროლი ადრე ჩაწერილი იყო უნიკოდისგან განსხვავებული სიმბოლოებით, შეიძლება ვერ შეძლოთ სისტემაში შესვლა.

    თუ იცით, თუ რომელი კოდირებითაა შენახული მომხმარებლის სახელი და პაროლი, ეწვიეთ სისტემაში შესვლის გვერდს, რომელიც შედგენილია უნიკოდისაგან განსხვავებული კოდირებით, თქვენს ბრაუზერში აირჩიეთ შესაბამისი კოდირება და შედით სისტემაში. (იხილეთ ეს ხშირად დასმული კითხვა და შეიტყვეთ, თუ როგორ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს ბრაუზერში შრიფტის კოდირება.)

    თუ არ იცით თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რომელი კოდირებით იყო შედგენილი, ან თუ კვლავ ვერ ახერხებთ სისტემაში შესვლას, შეგიძლიათ მომხმარებლის სახელი და პაროლი შეცვალოთ უნიკოდით შედგენილი პარამეტრებით. ამაში დაგეხმარებათ ამ გვერდზე მოცემული ინსტრუქცია.


  • 9 - როგორ შევცვალო მომხმარებლის სახელი?

    მომხმარებლის სახელის შესაცვლელად, გახსენით პროფილის განახლების გვერდი და ჩაწერეთ ახალი მომხმარებლის სახელი „ProZ.com-ის მომხმარებლის სახელის“ ველში. შემდეგ, „ProZ.com ანგარიშის“ გვერდზე დააწკაპუნეთ ღილაკზე „შენახვა და პროფილის განახლება“.

    გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებლის სახელი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 15 სიმბოლოსგან და შეგიძლიათ მასში გამოიყენოთ ასოები, ქვედა ტირე, ჩვეულებრივი ტირე და ინტერვალები. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ მომავალში ამ ახალი მომხმარებლის სახელით შეხვალთ თქვენს ანგარიშზე, მაგრამ თქვენი პაროლი უცვლელი დარჩება.


  • 10 - როგორ შევცვალო ჩემი პაროლი?

    თუ იცით თქვენი მიმდინარე პაროლი, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე, გახსნათ ანგარიშის პარამეტრების გვერდი და დააყენოთ ახალი პაროლი. თუ არ გახსოვთ თქვენი ძველი პაროლი, იხილეთ „როგორ მოვიქცე, თუ დამავიწყდა პაროლი?


  • 11 - როგორ შემიძლია შევცვალო ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია? (სახელი/ელ.ფოსტა/მდებარეობა.)

    თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის შესაცვლელად, გადადით პროფილის განახლების გვერდზე და გახსენით მარცხნივ მოთავსებული გრაფა "დაკავშირება". დაინახავთ შემდეგ ველებს:

    სახელი და გვარი
    ელ.ფოსტა
    მდებარეობა
    და ა.შ.

    აქ შეგიძლიათ შეასწოროთ თქვენი ინფორმაცია (აუცილებლად დააჭირეთ ღილაკს "შენახვა და პროფილის განახლება").

    მნიშვნელოვანია: გახსოვდეთ, თუ თქვენ გაქვთ დამოწმებული პირადობა (VID) და გსურთ ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოთ თქვენი სახელი პროფილში, ჯერ უნდა დაუკავშირდეთ ProZ.com–ის სამუშაო ჯგუფს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ დაკარგავთ პირადობის დამოწმების ნიშანს.


  • 12 - რა შეზღუდვებია დაწესებული მომხმარებლის სახელის შედგენაზე?

    მომხმარებლის სახელი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ASCII (ინფორმაციის გაცვლის ამერიკული სტანდარტული კოდის) ასოებს, ციფრებს, ქვედა დეფიზს, ტირეს ან ინტერვალს. მომხმარებლის სახელი არ უნდა იყოს 15 სიმბოლოზე მეტი.


  • 13 - როგორ გამოვიდე სისტემიდან?

    სისტემიდან შეგიძლიათ გამოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მომხმარებლის საინფორმაციო გრაფაში "გამოსვლის" ღილაკზე დაჭერით (ნებისმიერი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში).


  • 14 - Why does Internet Explorer say There is a problem with this website's security certificate?

    If you use Microsoft Internet Explorer version 6 or earlier, or if you use Internet Explorer under Windows XP (or Windows 7 with certain configuration settings), you may see the message There is a problem with this website's security certificate when viewing secured (SSL) pages on ProZ.com servers.

    This happens because those versions of Internet Explorer don't understand the technology ProZ.com uses to serve secure SSL web pages. (ProZ.com switched to this technology, called SNI, in November 2014, to increase security for ProZ.com-hosted web applications).

    You can resolve this issue by taking one of the following actions:


    • If you use Internet Explorer version 6 or earlier, upgrade to a more recent version.
    • If you use Windows 7 and see this warning in Internet Explorer, you may need to enable the TLS protocol. Go to Control Panel > Internet Options > Advanced, and under Security, tick the checkbox for each of the options labeled Use TLS {version}.
    • If you use Windows XP or earlier, no version of Internet Explorer supports this secure site technology. You can use a different browser such as Chrome or Firefox to view the secure pages without warnings.

    See this blog post at the Microsoft Developer Network for more details.



  • Main - Top