"სრული" წევრობის საფასურია 129 აშშ დოლარი ან 114 ევრო წელიწადში, პირველად გაწევრიანების დროს. წევრობის განახლების ფასია 119 აშშ დოლარი ან 104 ევრო. "ნაწილობრივი" წევრობის (სამუშაოსთან დაკავშირებული ან საზოგადოებრივი სახის ფუნქციების გამოყენების უფლებით) ფასებია 70 აშშ დოლარი და 48 აშშ დოლარი, შესაბამისად. განახლებისთვის გადაიხდით ამავე ფასებს.
აგრეთვე შეგიძლიათ სრულად გაწევრიანდეთ 6 თვის ვადით, 80 ევროდ ან აშშ დოლარად.
ფასდაკლება შესაძლებელია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც აქვს BrowniZ ქულები. ის, ვისაც აქვს 4000 BrowniZ, იხდის 115 აშშ დოლარს ან 99 ევროს ერთწლიანი სრული წევრობისთვის, ან 60 აშშ დოლარს ერთწლიანი ნაწილობრივი წევრობისთვის. BrowniZ ქულების გამოყენებით, სრული წევრობის განახლების ფასია 109 აშშ დოლარი ან 94 ევრო, ხოლო ნაწილობრივი წევრობის განახლების ფასია 36 აშშ დოლარი.
1.2 - როგორ გადავიხადო გასაწევრიანებლად?
შეგიძლიათ გასაწევრიანებლად გადაიხადოთ რომელიმე შემდეგი მეთოდით:
საკრედიტო ბარათი
Paypal
ჩეკი ან ფულადი გზავნილი (მხოლოდ აშშ დოლარში გადახდის შესაძლებლობით)
Wire Transfer
Moneybookers
საფულე
1. გადადით გაწევრიანებისთვის გადახდის გვერდზე
2. წევრობის არჩეული ფორმის გვერდით დააჭირეთ "შეძენის" ბმულს.
3. იმოქმედეთ შემდეგ გვერდებზე მოცემული მითითებების შესაბამისად და გადაიხადეთ წევრობის შესაძენად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადახდის არჩეული ფორმის მიხედვით, თქვენი წევრობის სტატუსი შეიძლება არ განახლდეს იმავე დღეს. მაგალითად, თუ გადახდის მეთოდია Wire Transfer, თანხის მიღებას შეიძლება 2 კვირა დასჭირდეს.
1.3 - Will my payment be secure? Is my credit card information safe?
Yes. Payments are processed securely by Paypal or other well-established 3rd-party processor. (This happens behind the scenes and it is not necessary that you have a Paypal account.) Credit card data is not held or stored by ProZ.com.
1.4 - თუ წევრობას განვაახლებ მისი ვადის გასვლამდე, როგორ იმოქმედებს ეს განახლების თარიღზე?
ყოველთვის, როცა ყიდულობთ განახლებას, მაგალითად, იძენთ პროგრამულ უზრუნველყოფას ექვსთვიან წევრობასთან ერთად, ამ პერიოდით ვახანგრძლივებთ თქვენი მიმდინარე წევრობის ვადას.
მაგალითად, თუ თქვენი წევრობის ვადა გადის სამ თვეში და შეიძენთ ერთწლიან წევრობას, თქვენი წევრობის ხანგრძლივობა გახდება 15 თვე.
1.5 - რა მოხდება, თუ ნაწილობრივი წევრი ვარ და სრულ წევრობას მივიღებ?
ნაწილობრივიდან სრულ წევრობაზე გადასვლის დროს, ნაწილობრივი წევრობის დარჩენილი დროის ნახევარი დაემატება სრული წევრობის პერიოდს. სრული წევრობა დაუყოვნებლად შევა ძალაში.
1.6 - როგორ შევიძინო წევრობა, BrowniZ ქულებით ნაწილობრივი გადახდით?
თუ გაქვთ მინიმუმ 4000 BrowniZ, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ProZ.com–ში გაწევრიანების საფასურის შესამცირებლად. ამის გასაკეთებლად, გახსენით გაწევრიანებისთვის გადახდის გვერდი. ისინი, ვისაც საკმარისად აქვთ BrowniZ ქულები, შეძლებენ ფასდაკლებით გაწევრიანებას, BrowniZ ქულების გამოყენებით.
ახალ წევრებს შეუძლიათ გადაიხადონ 99 ევრო ან 115 აშშ დოლარი და 4000 BrowniZ.
არსებულ წევრებს წევრობის განახლებისთვის შეუძლიათ გადაიხადონ 80 აშშ$ ან ევრო და 4000 BrowniZ.
1.7 - ერთ ადამიანს სურს მაჩუქოს BrowniZ ქულები, რათა მათი გამოყენებით შევიძინო წევრობა, მაგრამ ამ ფუნქციას ვერ ვხედავ.
ვერავინ გაჩუქებთ BrowniZ ქულებს, რადგან საიტის წევრი ხართ.
BrowniZ ქულები მხოლოდ მათ შეიძლება აჩუქონ, ვინც არ არის საიტის წევრი. თქვენ ნაჩუქარ ქულებს ვერ გამოიყენებთ წევრობის განახლებისთვის.
თუ გადაწყვეტთ, რომ დაელოდოთ სანამ თქვენს წევრობას ვადა გაუვა, ამ ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა მაინც არ გექნებათ. წევრობის განახლებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი BrowniZ ქულები.
1.8 - I have a wallet balance. Can I pay for membership using the money in my wallet?
Yes. If you have a balance in your wallet, when you go through the payment steps beginning here, you will be offered the option to pay using the balance contained in your wallet.
1.9 - ზოგჯერ რატომ ამატებს ProZ.com დღგ–ს გაწევრიანებისთვის ევროკავშირიდან გადახდილ თანხას?
(ეს კითხვა მხოლოდ ევროპელ წევრებს ეხებათ.)
თუ ევროკავშირის მოქალაქე წევრობის შეძენის პროცესში არ მიუთითებს დღგ–ს ნომერს, რომლის დამოწმებაც შესაძლებელია ინტერნეტით, ProZ.com–ს კანონი ავალდებულებს გადაახდევინოს მას დღგ, მყიდველის ქვეყანაში მოქმედი დღგ–ს შესაბამისად.
თუ დღგ–ს ნომერი მითითებულია, დღგ არ დაემატება საფასურს.
მათთვის, ვისაც აინტერესებს დამატებითი ინფორმაცია: 2003 წლის ივლისში ევროკავშირში ძალაში შევიდა დირექტივა, რომელიც ევროკავშირის გარეთ დაფუძნებულ ციფრული მომსახურების მომწოდებლებს ავალდებულებს გადაახდევინონ დღგ ევროკავშირის ქვეყვებში მცხოვრებ კერძო პირებს (და არა ბიზნესის წარმომადგენლებს). ProZ.com გერმანიის საგადასახადო უწყებას აცნობებს და აუქმებს შემოსულ დღგ–ს, შემდეგი დებულების შესაბამისად: "სპეციალური სქემა ევროკავშირის გარეთ დაფუძნებული ბიზნესებისთვის, ევროკავშირის მომხმარებელთათვის ელექტრონული სერვისების უზრუნველსაყოფად"
1.10 - შეიძლება დამატებითი გადასახადის ჩამოკლება საწევრო გადასახადის შეტანისას? მივიღებ ინვოისს?
თითოეული ქვეყნის კანონის მიხედვით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა დამატებითი გადასახადის გაუქმება მოცემულ ბიზნესში.
როდესაც იძენთ წევრობას, ელექტრონული ფორმით იღებთ ინვოისს. გირჩევთ, ამობეჭდოთ ეს ინვოისი.
1.11 - რა მოხდება, თუ არ ვიქნები კმაყოფილი გაწევრიანებით. დამიბრუნდება გადახდილი თანხა?
დიახ, ProZ.com გაძლევთ გარანტიას, რომ ბოლომდე კმაყოფილი დარჩებით. თუ არ იქნებით კმაყოფილი ProZ.com–ში გაწევრიანებით, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა და მიუთითეთ თანხის დაბრუნების სასურველი მეთოდი და ანგარიშის ინფორმაცია. ჩვენ შესაბამისად დავაბრუნებთ თანხას, გადარიცხვის მინიმალური გადასახადით.
(მაგალითად, თუ ProZ.com–ში გასაწევრიანებლად გადაიხადეთ 120 ევრო და 6 თვის შემდეგ გადაწყვიტეთ თანხის დაბრუნება, ჩვენ დაგიბრუნებთ თანხას, რომელიც ტოლი იქნება 60 ევროს გამოკლებული ის თანხა, რომელიც თავდაპირველად იქნა გადახდილი ტრანსაქციისთვის.)
შენიშვნა: საკრედიტო ბარათებით შესრულებული გადახდების უმეტესობის პირდაპირ დაბრუნება შესაძლებელია გადახდიდან 60 დღემდე შუალედში. 60 დღის შემდეგ, თანხის დაბრუნება შეიძლება შესრულდეს გადახდის ისეთი მეთოდებით, როგორიცაა PayPal, Moneybookers, ჩეკი, ან Wire Transfer. გადარიცხვის მაღალი გადასახადების გამო, ელექტრონული საბანკო გადარიცხვა (Wire Transfer) თანხის დაბრუნების ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი მეთოდია.
1.12 - მე ევროკავშირში ვარ. უნდა გადავიხადო დღგ?
თუ ევროკავშირის გარეთ ხართ, ან თუ ევროკავშირში ცხოვრობთ და გაქვთ დღგ–ს ნომერი, დღგ–ს არ იხდით. თუ შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ, მაგრამ არ გაქვთ დღგ–ს ნომერი, დღგ–ს იხდით.
1.13 - რატომ იღებს ProZ.com დღგ–ს? კომპანია არ არის ევროკავშირში.
მიუხედავად იმისა, რომ ProZ.com არ არის დაფუძნებული ევროკავშირში, როგორც კომპანია, რომელიც ყიდის ციფრულ მომსახურებას ევროკავშირში მცხოვრებ "მომხმარებლებზე", ევროკავშირი ProZ.com–ს ავალდებულებს მომხმარებელს გადაახდევინოს ნაციონალური დებულებით განსაზღვრული დღგ და ყოველ კვარტალში გააუქმოს დღგ ევროკავშირის ერთ ქვეყანაში. (ProZ.com დღგ–ს აუქმებს გერმანიაში.)
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ.: http://europa.eu.int/comm/taxation_customs/taxation/vat/traders/e-commerce/article_1610_en.htm
1.14 - ჩემს შემთხვევაში, როგორც ჩანს, საფასურს დამატებული აქვს გადასახადები. როგორ შემიძლია თავიდან ავიცილო დამატებითი ხარჯები, როგორიცაა დღგ ან გადარიცხვის გადასახადები?
გადარიცხვის გადასახადების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირში გადაიხადეთ ელექრონული საბანკო გადარიცხვით (Wire Transfer, გერმანიაში ჩვენს ანგარიშზე), ხოლო შეერთებულ შტატებში ჩეკით (ჩვენი ოფისის მისამართზე). დღგ–ს თავიდან ასაცილებლად, ჩაწერეთ თქვენი დღგ–ს ნომერი, წევრობის შეძენის პროცესში. ეს მოგვიხსნის ვალდებულებას, ავიღოთ თქვენგან დღგ.
ამ ვარიანტებიდან თითოეული ნაჩვენებია წევრობის შეძენის პროცესში.
1.15 - რატომ სთხოვენ ევროს ზონაში მყოფ წევრებს გადაიხადონ ევროთი, ხოლო სხვებს კი – დოლარით?
ProZ.com დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში, ხოლო გადამხდელი წევრების მხოლოდ 25% ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ორჯერ მეტი წევრი ცხოვრობს ევროკავშირში. შედეგად, ProZ.com–ის ტრანსაქციების 30% დაკავშირებულია ევროსთან. (ევროთი გადახდა ეხება, მაგალითად, საგადასახადო უწყისს, დღგ გადასახადს, CAT პროგრამებს, ღონისძიებების სპონსორობას და ა.შ.)
გარდა ამ ფაქტისა, 2003 წლის ივნისში დამტკიცებული ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, ProZ.com ვალდებული გახდა, გაეუქმებინა დღგ (ევროში). ევროთი გადახდების მაღალი პროცენტული მაჩვენებლისა და მასთან დაკავშირებული სავალუტო რისკის გამო, ივნისში აუცილებელი გახდა ფასების პოლიტიკის შემუშავება, როგორც ევროს, ასევე დოლართან მიმართებაში. რომ არა ეს პოლიტიკა, ProZ.com იძულებული იქნებოდა, სულ მცირე, 25%–იანი ზარალი განეცადა ვალუტის ცვლილების გამო და, გარდა ამისა, კვლავ მოუხდებოდა გადაეხადა დღგ, გაწევრიანებაზე ფასდაკლებების 25%–მდე ოდენობით. კომპანიას ამის გაკეთება არ შეუძლია. გადაწყდა, რომ ყველაზე სამართლიანი იქნებოდა, რომ წევრებისთვის დაწესებულიყო გადასახადი თავიანთ ფიქსირებულ ვალუტაში. ამგვარად, ვალუტის კურსის შეცვლასთან დაკავშირებით, ყოველ წელს ფასების შეცვლის სანაცვლოდ, ევროსა და აშშ დოლარის ზონებში მცხოვრები წევრები იხდიან ფიქსირებულ თანხას, სავალუტო კურსის ცვლილების მიუხედავად. (წევრთა 1/4, რომლებიც არც შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და არც ევროკავშირში, იხდიან აშშ დოლარით; ამასთან, თუ მესამე მხარის ვალუტის გამო მნიშვნელოვან ხარჯებს ექნება ადგილი, იგივე პოლიტიკა შემუშავდება იენის, ბრიტანული ფუნტის და სხვა ვალუტის მიმართ.)
მხოლოდ ProZ.com–ის იმ წევრებს მოეთხოვებათ ევროთი გადახდა, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირის სახელმწიფოებში და რომელთა ვალუტაა ევრო (ევროს ზონა). დღესდღეობით, ევროკავშირის ზონის ქვეყნებია ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, მალტა, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.
რამდენადაც ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ შეიძლება ევროკავშირში და მის გარეთ მცხოვრები წევრების მიერ გადახდილი თანხის აბსოლუტური მნიშვნელობა წლიდან წლამდე განსხვავებული აღმოჩნდეს, ProZ.com პირობას იძლევა, რომ ეს პოლიტიკა ამ თვალსაზრისით დაიხვეწება. დროის მიხედვით, გადახდილი თანხები დაბალანსდება (ან ჩატარდება შესწორება). საკუთარი ვალუტით გადახდა თქვენთვის სტაბილურობას ნიშნავს და ეს ProZ.com–ის სტაბილურობასაც უწყობს ხელს.
გაითვალისწინეთ, რომ ProZ.com ევროპისთვის უზრუნველყოფს გადარიცხვას გადასახადის გარეშე, ხოლო შეერთებულ შტატებში გადასახადი არაა დაწესებული ჩეკით გადახდისთვის. აგრეთვე გვაქვს ფასდაკლებები წევრობის განახლებისთვის და საიტის ღონისძიებებისთვის (რაც გამოიხატება BrowniZ ქულებით). საბანკო გადარიცხვასა და სხვა მეთოდებთან შედარებით, მხოლოდ მომსახურების გადასახადისგან თავისუფალი გადარიცხვის მეთოდებიც კი გადაწონის ვალუტის კურსით გამოწვეულ *მოსალოდნელ* განსხვავებას. შემდგომი კომპენსაცია შემოთავაზებულია ფასდაკლებებით.
1.16 - თქვენი გადასახადი ძალზე მაღალია ჩემს ქვეყანაში მცხოვრები თარჯიმნებისთვის.
გაწევრიანებისა და წევრობის განახლების ფასების მიხედვით, ProZ.com–ის წევრობა პროფესიონალი თარჯიმნისთვის მომგებიანია, მსოფლიოში ყველგან. თუ გავითვალისწინებთ წევრობის მხოლოდ ერთ ასპექტს, კლიენტებთან შეხვედრას, წევრთა დაახლოებით 90% გაწევრიანების პირველსავე წელს ადასტურებს, რომ ამგვარი ინვესტიცია მომგებიანია (40%–ზე მეტი პირველ სამ თვეში). შედეგად, ჩვენს ბაზაში გვყავს წევრთა მნიშვნელოვანი რაოდენობა დასავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, მაგრამ ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან და მსოფლიოს სხვა ადგილებიდან.
1.17 - მჭირდება ინვოისი ფრანგულ ან გერმანულ ენაზე, გადასახადების გამო.
ProZ.com გამოგიგზავნით ინვოისს, როგორც კი შეიძენთ წევრობას. მხოლოდ ამ ინვოისს ვაგზავნით. ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ არ ვთარგმნით ინვოისს, არ ვაგზავნით ამობეჭდილ ასლებს, არ ვამოწმებთ ბეჭდით და არ ვცვლით ინვოისის ფორმას.
1.18 - შემიძლია გადავიხადო Western Union ან MoneyGram მეთოდით?
თუ გსურთ გადაიხადოთ Western Union ან MoneyGram მეთოდით, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა. ProZ.com–ის სამუშაო ჯგუფი გიპასუხებთ და მოგცემთ სახელსა და მისამართს, სადაც უნდა გაგზავნოთ გადასახადი. გადასახადის გაგზავნის შემდეგ, დახმარების ბარათს უპასუხეთ და დაასახელეთ MTCN ("გადარიცხვის საკონტროლო ნომერი") და საკონტაქტო ინფორმაცია (თქვენი საკუთარის ჩათვლით), რომელიც გამოიყენეთ გადახდისთვის. თქვენი გადახდის დამოწმების შემდეგ, შეძენის პროცესი შესრულდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ProZ.com–ის სამუშაო ჯგუფი პირადად მიდის Western Union ან MoneyGram–ის ოფისში, გადახდილი თანხის მისაღებად. ამის გამო, გთხოვთ გადახდის ეს მეთოდები გამოიყენოთ, როგორც ProZ.com–ში გადახდის ბოლო ვარიანტი. გადახდის რეკომენდებული მეთოდებია გადარიცხვა საკრედიტო ბარათით (პირდაპირ ProZ.com–ზე, ან 2checkout.com–ის გამოყენებით), PayPal და Moneybookers.com.
1.19 - How can I pay for training sessions, webinars and conferences?
Make sure you are logged in to the site and visit the page for the training session, webinar or conference which you wish to book. Prices and payment information will be shown on the page. Various payment methods are accepted, including
credit card
PayPal transfer
Moneybookers transfer
wire transfer to a dedicated account
Local payment options for training sessions are available in the training sessions FAQ.
If you have any problems or questions regarding payment for ProZ.com training sessions, webinars or conferences, please submit a support request.
1.20 - Can I transfer funds from my ProZ.com wallet to Justin Chlebus Memorial Fund?
Yes. To transfer wallet funds to Justin Chlebus Memorial Fund please submit a support request specifying the amount you would like to transfer and staff will take care of the rest.
1.21 - How can I pay in my local currency?
ProZ.com offers the option to purchase membership in local currency for some countries. Check the local payment page for information on the local payment procedure in your country.
21.1 - What type of membership can I buy via a ProZ.com local payment contact?
All types of ProZ.com memberships can be purchased via local payment contacts: student, full professional, partial jobs, partial community and corporate membership.
21.2 - Can I also renew my current ProZ.com membership via local payment?
Yes, all types of ProZ.com memberships may be renewed through ProZ.com local payment contacts.
21.3 - Can I renew with a browniz discount via local payment?
No, browniz discount is not available when purchasing membership via local payment contacts.
ამ გვერდზე მოცემულია საკრედიტო ბარათების სურათები, რომლებზეც მინიშნებულია CVV2 ნომერი. აქ ასევე ნახავთ შემდეგ ტექსტს:
"თუ თქვენ იყენებთ Visa, Mastercard, ან Discover ბარათს, მისი ნომრის მარჯვნივ ჩანს 3 ციფრიანი რიცხვი...
"თუ თქვენ იყენებთ American Express ბარათს, დამოწმების ნომერს წარმოადგენს ბარათის წინა მხარეს მოცემული 4 ციფრიანი რიცხვი, რომელიც ჩანს ბარათის ნომრის ზემოთ, მარცხნივ ან მარჯვნივ...
"თუ თქვენს ბარათს არა აქვს დამოწმების რიცხვი, მოსინჯეთ სხვა ბარათი ან აკრიფეთ 000."
თუ ზემოთ მოცემული ინფორმაცია ვერ დაგეხმარათ გადახდის შესრულებაში, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა. გმადლობთ!
2.2 - ვერ ვიხდი საკრედიტო ბარათით, როდესაც ვიყენებ ProZ.com–ის საკრედიტო ბარათის დამმუშავებელ პროგრამას. შემიძლია სხვა გზით გადავიხადო საკრედიტო ბარათით?
თუ კვლავ გაქვთ პრობლემა ProZ.com–ის საკრედიტო ბარათის დამმუშავებელ პროგრამასთან, შეგიძლიათ მოსინჯოთ Paypal–ით გადახდა. Paypal მრავალ ქვეყანაში აძლევს საშუალებას მყიდველებს გადაიხადონ საკრედიტო ბარათით, Paypal ანგარიშის გახსნის გარეშე.
2.3 - საკრედიტო ბარათის დამუშავების შედეგად გაუქმდა ჩემი გადახდის პროცესი, ჩემი საცხოვრებელი ქვეყნის გამო. რას ვფიქრობ ამის შესახებ?
ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის; ჩვენ სრულად არ ვაკონტროლებთ მესამე მხარის რისკის მენეჯმენტის პოლიტიკას. გთხოვთ, მოსინჯოთ გადახდის სხვა მეთოდი. ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მოგიხდეთ დამატებითი თანხის გადახდა, ამ შექმნილი უხერხულობის გამო.
2.4 - როგორ შევცვალო ჩემი საკრედიტო ბარათის ვალუტა 2checkout–ზე?
ProZ.com–ის საკრედიტო ბარათის დამმუშავებელი, 2checkout, შეეცდება ამოიცნოს მყიდველის ადგილობრივი ვალუტა და ამ ვალუტით გამოსახული გადასახადები. თუ გსურთ შეცვალოთ ვალუტა, რომლითაც ასრულებთ გადახდას თქვენი საკრედიტო ბარათით, გვერდის ზემოთა მხარეს დააჭირეთ იმ ქვეყნის დროშას, რომლის ვალუტითაც გსურთ გადახდის შესრულება.
2.5 - Paypal–დან მივიღე შეცდომის წერილი: 10417/ 10505/10745. რას ნიშნავს ეს?
Paypal ამბობს, რომ ამ ტიპის შეცდომა, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ Paypal–ის ვებსაიტზე შერჩეული გადახდის მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ საკრედიტო ბარათმა ვერ მიიღო დამოწმება ბანკისგან. შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდის სხვა მეთოდი, მაგალითად, 2checkout. თუ მიიღეთ შეცდომის შეტყობინება 10505, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა დაკავშირებულია მისამართის დამოწმების სისტემასთან (AVS). Paypal ითხოვს იმავე მისამართის გამოყენებას, რაც გაქვთ მითითებული საკრედიტო ბარათისთვის.
შეცდომა 10745 ასევე უკავშირდება მისამართს. პროგრამა ითხოვს არამხოლოდ თქვენს მიმდინარე მისამართს, არამედ ანგარიშის წარდგენის მისამართს, რომელიც მითითებული გაქვთ საკრედიტო ბარათისთვის. გადახდის შესრულების დროს მითითებული მისამართი უნდა ემთხვეოდეს გადახდის მეთოდის აგარიშისთვის მითითებულ მისამართს.
2.6 - მე მივიღე შეცდომის შეტყობინება: 10754 Error Message
გთხოვთ, მისი მოგვარების შესახებ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას 2checkout.com რესურსიდან:
მარტივად რომ ვთქვათ, შეკვეთების დამუშავების დროს ტრანსაქცია შემდეგნაირად სრულდება:
1. ჩვენი სერვერი CC კომპანიის სერვერს ატყობინებს, რომ "ბარათს # *** სურს შეიძინოს რაღაც, 25,00 აშშ დოლარად.
2. CC კომპანია პასუხობს: "კარგი, ბარათის ნომერის სწორია, მივიღე 25,00 აშშ დოლარი, თანხა მისაწვდომია" (*****შენიშვნა***** თანხა დარეზერვებულია, გადახდა არაა შესრულებული!).
3. ჩვენი სერვერი უკავშირდება CC კომპანიას და შემდეგ ამბობს: "კარგი...მოდით, ჯერ ყველაფერი შევამოწმოთ. მისამართია....ტელეფონის ნომერია....CVV2 კოდია...."
4. შემდეგ CC კომპანია პასუხობს: "დიახ, ინფორმაცია სწორია".
5. ჩვენი სერვერი უკავშირდება CC კომპანიას და ამბობს: "კარგი, გთხოვთ შეასრულოთ გადახდა."
6. შემდეგ CC კომპანია პასუხობს: "შეკვეთა შესრულდა, ბარათიდან გადახდა შესრულებულია."
ზოგჯერ პროცესი ასრულებს პირველ 2 ნაბიჯს და ჩერდება მე–3 და მე–5 ნაბიჯებს შორის.
თქვენი ბარათიდან გადახდა არ შესრულდა. ტრანსაქცია არ შესრულდა. გადახდისთვის ნაჩვენები თანხა ის თანხაა, რომლის დარეზერვებაც მოხდა. ჩვეულებრივ, CC კომპანია ამ თანხას ათავისუფლებს რამდენიმე დღეში, როდესაც სისტემა ნახავს, რომ ტრანსაქცია არ შესრულდა.
შესაძლოა, ტრანსაქციის გამეორება მოგიხდეთ და ამჯერად PayPal შეგიძლიათ გამოიყენოთ გადახდის მეთოდად. PayPal იღებს საკრედიტო ბარათებსაც და მისი ტრანსაქციის გადასახადი უფრო დაბალია, ვიდრე საკრედიტო ბარათის მომსახურება.
თუ თქვენს ანგარიშზე მომლოდინე ტრანსაქციას შენიშნავთ, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და სწრაფად დავაბრუნებთ თქვენს თანხას.
2.7 - მე მივიღე შეცდომის შეტყობინება: 15005
თუმც ზემოთ აღნიშნული არ მოითხოვება, ზოგჯერ საკრედიტო ბარათი ან PayPal ითხოვს ინფორმაციის შევსებას "მისამართის" და "ქვეყნის" ველებში, რომელიც ჩანს ანგარიშ–ფაქტურის გვერდზე.
შეცდომის ეს წერილი ეხება ამ ველებს. თუ ეს ველები არ გაქვთ შევსებული, გთხოვთ მათში ჩაწეროთ იგივე ინფორმაცია, რაც მითითებული გაქვთ საკრედიტო ბარათზე ან PayPal ანგარიშზე.
2.8 - Can I use my American Express for payments?
Yes. You can use your AmEx credit card to submit any payment. However, note that AmEx payments are only possible in USD as Paypal, which handles direct credit card payments, does not accept AmEx payments in EUR from some countries.
To submit a payment in EUR using a credit card, you may wish to try with the alternate credit card method, 2Checkout, or with a direct transfer via either Paypal or Moneybookers.
2.9 - Can I pay using somebody else's credit card?
Yes. To submit payment using somebody else's credit card, just login to your account and follow the payment steps. Make sure that all of the billing information you enter matches the billing info of the card being used.
Note that you will not be able to apply for identity verification if you pay using a credit card that does not carry your name.
3.1 - I've made a PayPal subscription payment. How do I cancel my subscription?
If you have signed up for a recurring PayPal membership subscription and wish to cancel the subscription, you may do so from your PayPal account.
Go to your "Account activity" list in your PayPal account and find the payment/subscription. It will look something like this:
Click on "Details" for the subscription. At the bottom of the "Details" page, you will have the following three buttons:
Just click on the "Cancel" button. You will need to confirm your cancellation of the subscription.
If you are having problems canceling a subscription, need a refund or have other doubts or questions, contact staff via support request for help.
3.2 - Can I use PayPal if I do not have a credit card?
PayPal policy concerning third-party payments states that a credit card is required, so that if when renewal takes place there are insufficient funds, it can cover for the payment.
ProZ.com–ს აქვს Moneybookers–ის ანგარიში, მაგრამ იგი არ ჯერ არის დამატებული ჩვენი გადახდების სისიტემაში. თუ გსურთ ProZ.com–ში გადაიხადოთ Moneybookers–ით, ჯერ უნდა გახსნათ ჩვენი გადახდის გვერდი და მიიღოთ ინვოისი. გადადით გვერდზე http://www.proz.com/join და დააჭირეთ "შეძენის" ღილაკს გაწევრიანების სასურველი ვარიანტის გვერდით. სისტემა მოგთხოვთ ანგარიშ–ფაქტურის ინფორმაციას, შემდეგ კი გადახდის მეთოდის არჩევას. გთხოვთ, აირჩიოთ "ჩეკი ან ფულადი გზავნილი". სისტემა თქვენთვის შეადგენს ინვოისს.
გადაუხადეთ ინვოისში მოცემული თანხა ProZ.com–ს Moneybookers–ით, რისთვისაც მიმღების ველში უნდა ჩაწეროთ cathy@proz.com.
დაბოლოს, გაგზავნეთ დახმარების მოთხოვნა და მასში მიუთითეთ, რომ გადახდა შეასრულეთ. ჩვენ ხელით დავასრულებთ შეძენის პროცესს. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ მიუთითეთ გადასახდელი თანხის ოდენობა, ტრანსაქციის საიდენტიფიკაციო ნომერი და Moneybookers სისტემაში გამოყენებული თქვენი ელ.ფოსტის მისამართი.
5.1 - როგორ გადავიხადო ელექტრონული საფოსტო გადარიცხვით (Wire Еransfer)?
გთხოვთ, ეწვიოთ საიტს http://www.proz.com/join და მიჰყვეთ მითითებულ ეტაპებს, წევრობის თქვენთვის სასურველი ვარიანტის შესაძენად. გადახდის მეთოდის შერჩევის გვერდზე აირჩიეთ "Wire Transfer" (აშშ დოლარებით გადარიცხვა) ან "Wire Transfer (ევროთი გადარიცხვა)". დააჭირეთ "შემდეგს" და მიიღებთ დამადასტურებელ ინვოისს, ანგარიშის დეტალურ ინფორმაციას და ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადარიცხოთ თქვენს მიერ არჩეული მეთოდით (Wire Transfer). ორი კვირა უნდა დაიცადოთ, სანამ ელექტრონული საბანკო გადარიცხვა ბოლომდე შესრულდება.
The updates to the menu were made to make the site easy and more intuitive for visitors. Obviously, like any change, this may take a few days to get used to.
The dropdown menus have been divided into two-dimensional panels with similar items grouped together under headings. This eliminates scrolling for those with smaller screens, and also improves readability.
Mouseover your name at the top of the screen. Here you will find information about your account, your email settings, and more. The "My ProZ.com" menu was moved up here to simplify the main navigation, and to keep all of this type of information together.