წესების დაცვა
ზემოთ ნახსენები წესების დასაცავად, საიტის ჯგუფის წევრებს და მოდერატორებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები:
* დაუკავშირდნენ საიტის მომხმარებლებს და მიუთითონ კონკრეტულ წესებზე
* უარყონ (წაშალონ ან დამალონ) შეტყობინებები, რომლებშიც ირღვევა საიტის გამოყენების წესი
* ზოგიერთი წესის შესახებ წერილით მიუთითონ საიტის მომხმარებლებს, თუ მათი მოქმედება ეწინააღმდეგება საიტის წესებს.
* დროებით ან მუდმივად შეუწყვიტონ წესების დამრღვევ მომხმარებელს წვდომა საიტის შესაბამის გვერდზე.
* მომხმარებელს შეუწყვიტონ პროფილის ქონის ან წევრობის უფლება (ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს შეუძლია)
მოდერატორები და საიტის სამუშაო ჯგუფი ისევე იცავენ საიტის წესებს და ისევე არიან დაცული ამ წესებით, როგორც საიტის სხვა მომხმარებლები.
საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტა
იშვიათ შემთხვევაში, როდესაც წესების სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დაუყოვნებლად შეუწყვიტონ პროფილს საიტის გამოყენების უფლება (და წევრობა). ამასთან, საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში, ProZ.com იყენებს "ყვითელი ბარათის / წითელი ბარათის" პოლიტიკას, რომელიც მსგავსია სპორტულ თამაშებში გამოყენებული ყვითელი და წითელი ბარათების წესებისა.
ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენების უფლება მარტო საიტის სამუშაო ჯგუფის წევრებს აქვთ. ბარათზე მითითებულია წესების ნომრები და ბარათის ჩვენების თარიღი. ტერმინები ”ყვითელი ბარათი” და ”წითელი ბარათი” მათი პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება; ელ.ფოსტის გაგზავნის დროს შესაბამისი ტერმინი თემის სტრიქონში გამოჩნდება.
საიტის მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ყვითელ ბარათს, ისევ შეძლებს საიტის გამოყენებას (ზოგჯერ გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ იგი გაფრთხილებულია, რომ წესების დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მას საიტით სარგებლობის უფლება შეუწყდება. პიროვნება, რომლის პროფილს საიტის გამოყენების უფლება შეუწყდება, აღარ დაიშვება ProZ.com-ზე.
შემკვეთებს ეხებათ საიტის
გამოყენების შეწყვეტის პირობები.
განმარტებაზემოთ დასახელებულ რომელიმე წესთან ან წესების დარღვევის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად, შეგიძლიათ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.