თარჯიმანთა მომსახურების ProZ.com გლობალური დირექტორია
 The translation workplace

ProZ.com frequently asked questions


Networking

Main

  • 1 - My network

  • 1.1 - რა არის "ჩემი ქსელი"?

    "ჩემი ქსელის" ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გქონდეთ სანდო მეგობრებისა და კოლეგების სიები ProZ.com–ში, რასაც გამოიყენებთ საიტზე თანამშრომლობის მრავალ ფუნქციაში. დააჭირეთ აქ და მოაწყვეთ თქვენი ქსელი.


  • 1.2 - როგორ გამოვიყენო ეს?

    მას შემდეგ რაც კოლეგებს დაამატებთ თქვენს ქსელში, შეგიძლიათ მარტივად დაუკავშირდეთ მათ თქვენი ქსელის სიის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მათ მოქმედებებს საიტზე (ფორუმზე, KudoZ–ში, სტატიებში), "ჩემი ProZ.com"–ის განყოფილებაში "ჩემი ქსელის" გახსნით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის სხვა ფუნქციებიც.



  • Main - Top


  • 2 - My lists

  • 2.1 - რა არის წევრების "ჩემი სიები" და როგორ გამოვიყენო ისინი?

    როდესაც ეძებთ და ათვალიერებთ თავისუფალ თარჯიმანთა დირექტორიით, შეგიძლიათ აირჩიოთ და დაამატოთ პროფილები "სიებში". თავიდან თითოეულ წევრს აქვს მინიმუმ ორი სია: "შიდა" სია (სავარაუდოდ შერჩეულების სია) და "გარე" სია (მათი სია, რომლებთან დაკავშირებაც არ გსურთ). აგრეთვე შეგიძლიათ შექმნათ დამატებითი სიები, მაგალითად, "ინგლისურის კარგი თარჯიმნები არგენტინაში".

    სიებში შეიძლება ნაჩვენები იქნას, თუ რამდენად ცალია თითოეულ წევრს და თქვენი კომენტარები თითოეული მათგანის შესახებ. ProZ.com–ის წევრებს შეუძლიათ გაუგზავნონ ჯგუფური წერილები სიაში მყოფ ყველა წევრს ან შერჩეულ წევრებს, ProZ.com–ის მიმოწერით.

    სიების დასალაგებლად, მთავარ მენიუში აირჩიეთ ჩემი ProZ.com -> ჩემი სიები.


  • 2.2 - როგორ გავუგზავნო ელ.წერილი ან ProZ.com–ის წერილი ჩემს სიაში მყოფ წევრებს?

    ProZ.com–ის წევრებს შეუძლიათ ჯგუფური წერილები დააგზავნონ მაქსიმუმ 100–წევრიანი სიებით. მონიშნეთ სიაში მყოფი ის წევრები, რომლებსაც გსურთ დაუკავშირდეთ და დააჭირეთ "შერჩეულებისთვის წერილის გაგზავნის" ღილაკს. თუ გსურთ მოინიშნოს სიის ყველა წევრი, გააკეთეთ აღნიშვნა სიის ზემოთ მოთავსებულ უჯრაში.

    შემდეგ გვერდზე დაწერეთ თქვენი წერილი და აირჩიეთ როგორ გაიგზავნოს იგი, ელ.ფოსტით თუ ProZ.com–ის წერილით.


  • 2.3 - სიით გაგზავნილი წერილების შინაარსზე რაიმე შეზღუდვა ხომ არ არის დაწესებული?

    სიით დაგზავნილი წერილები არ უნდა შეიცავდეს რაიმე პროდუქტის ან სერვისის რეკლამას (საკუთარი სერვისების ჩათვლით) და არც შეურაცხმყოფელ ან პირად შენიშვნებს. ProZ.com–ის წერილებისა და პროფილიდან წერილების გაგზავნის ფუნქციები წევრებს აძლევს წერილების მიღების შესაძლებლობას ისე, რომ მათი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდეს, მათი საშუალებით შემკვეთებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თარჯიმნებს და ასევე შესაძლებელია მათი გამოყენება სხვა სახის მიმოწერისთვის, მაგრამ დაუშვებელია რეკლამების გაგზავნა. დაუშვებელია თქვენი მომსახურებების შეთავაზება, CV–ების გაგზავნა, ან თარჯიმნის სამუშაოს საძებნად შედგენილი ზოგადი წერილების გაგზავნა.



  • Main - Top


  • 3 - Translation teams

  • 3.1 - რას ნიშნავს ProZ.com-ის თარჯიმანთა გუნდი?

    ProZ.com-ის თარჯიმანთა გუნდი საშუალებას აძლევს თარჯიმნების ჯგუფს იმოქმედონ ერთობლივად, ერთად შესთავაზონ სამუშაოს შესრულება, დაასახელონ ფასები, ითანამშრომლონ პროექტებში და ა.შ. გუნდს ასევე აქვს მოკლე URL, შემდეგი ფორმით: http://www.proz.com/team/.


  • 3.2 - ვის შეუძლია იყოს ProZ.com–ის თარჯიმნების გუნდის წევრი?

    ProZ.com–ის ნებისმიერი მომხმარებელი შეიძლება იყოს გუნდის წევრი. ამასთან, მხოლოდ ProZ.com–ს წევრებს შეუძლიათ შექმნან ახალი გუნდი, მოიწვიონ თარჯიმნები და აკონტროლონ გუნდის პარამეტრები.


  • 3.3 - თანამშრომლობის რა საშუალებები აქვთ გუნდის წევრებს?

    გუნდის წევრებს შეუძლიათ ჰქონდეთ კერძო ფორუმი, მათ შეუძლიათ გაუზიარონ ფაილები გუნდის სხვა წევრებს, დასვან KudoZ კითხვები და უპასუხონ მათ პირადად, გუნდის ფარგლებში.


  • 3.4 - როგორ შევქმნა გუნდი?

    გუნდის შექმნა მხოლოდ საიტის წევრებს შეუძლიათ. თარჯიმანთა გუნდის შესაქმნელად, მთავარი მენიუდან აირჩიეთ ჩემი ProZ.com–>ჩემი გუნდები და "შექმენით გუნდი". სისტემა მოგთხოვთ შეავსოთ მარტივი ფორმა თქვენი გუნდის შესახებ, მათ შორის გუნდი სახელი, ლოზუნგი და საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი. ინფორმაციის უმეტესობა არასავალდებულოა და მომავალში ნებისმიერი ინფორმაციის შეცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს.

    ფორმის შევსებისა და გაგზავნის შემდეგ, თქვენი გუნდი შეიქმნება. თქვენ მოგეცემათ ბმულები, რათა დაასახელოთ გუნდის ენათა წყვილები, ფასი და, რაც მთავარია, მოიწვიოთ სხვები თქვენს გუნდში გასაწევრიანებლად. თქვენი გუნდ(ებ)ის ბმული გამოჩნდება თქვენი პროფილის გვერდზე.


  • 3.5 - როგორ მოვიწვიო სხვა თარჯიმნები ჩემს გუნდში გასაწევრიანებლად?

    "გუნდის წევრების შესწორების" გვერდზე "სახელით მოწვევის" ველში ჩაწერეთ პიროვნების სახელი და გვარი და აირჩიეთ შესაბამისი მომხმარებელი, ან ProZ.com–ის მომხმარებელი მოძებნეთ მისი საიდენტიფიკაციო ნომრით.

    მოწვეულ პირებს შეტყობინება მიუვათ ელ.ფოსტით და მათ თხოვენ მიიღონ ან უარყონ მიწვევა.


  • 3.6 - როგორ ხდება სამუშაოს შესრულების შეთავაზება გუნდის სახელით?

    გუნდის ლიდერებს ყოველთვის შეუძლიათ სამუშაოს შეთავაზება თავიანთი გუნდის სახელით. გუნდის წევრებს (და არამარტო გუნდის ლიდერებს) ასევე შეუძლიათ სამუშაოს შეთავაზება თავიანთი გუნდის სახელით. ამასთან, გუნდის წევრებს არ აქვთ ავტომატურად მინიჭებული ეს უფლება. "გუნდის წევრების შესწორების" მბულის გამოყენებით, გუნდის წევრებმა თითოეულ მომხმარებელს უნდა მისცენ წვდომა გუნდზე, რისთვისაც უნდა მონიშნონ "სამუშაოს შეთავაზების უფლება" თითოეული წევრის სახელის ქვემოთ.

    გუნდის წევრებს, რომლებსაც სამუშაოს შეთავაზების უფლება აქვთ გუნდის სახელით, მიეცემათ ახალი ოფცია:

    ვისი სახელით ხდება სამუშაოს შესრულების შეთავაზება:


    ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელი იქნება არჩევა, თუ ვისი სახელით აგზავნით შეთავაზებას – თქვენი თუ გუნდის. სამუშაოს შესრულების შეთავაზების გვერდზე დანარჩენი ინფორმაცია იგივეა, გარდა საკონტაქტო ინფორმაციისა, რომელიც გუნდის ლიდერმა შეიძლება ჩაწეროს "გუნდის ინფორმაციის შეცვლის" გვერდზე.


  • 3.7 - მინდა გამოვიდე გუნდიდან. როგორ უნდა მოვიქცე?

    თუ გუნდიდან გამოსვლა გსურთ, უნდა დაუკავშირდეთ გუნდის ლიდერს და სთხოვოთ მას თქვენი სახელის ამოშლა გუნდის გვერდიდან. თუ გუნდის მეპატრონე არ უპასუხებს თქვენს თხოვნას, გთხოვთ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა და ProZ.com–ის სამუშაო ჯგუფი ამოგშლით ჯგუფიდან.



  • Main - Top


  • 4 - Mentoring/apprenticeship

  • 4.1 - რა არის ექსპერიმენტული სწავლებისა და სწავლის პროგრამა?

    ექსპერიმენტული და საპილოტე პროგრამის მიზანია საიტის სრული წევრებისთვის უზრუნველყოს საშუალებები, რათა სწავლის მსურველებმა შეძლონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებთან შეხვედრა. როდესაც ორი ადამიანი თანხმდება ამგვარ თანამშრომლობაზე, ისინი განსაზღვრული სამთვიანი პერიოდისთვის ადგენენ განრიგს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ორმხრივი პასუხისმგებლობით.

    გათვალისწინებულია, რომ პროგრამა შეიძლება სასარგებლო იყოს მაგალითად მათთვის, ვინც გაიარა თარგმანის ოფიციალური სასწავლო პროგრამა, მაგრამ აკლია პრაქტიკული გამოცდილება და ჯერ არ ჰყავს კლიენტთა ჯგუფი. მასწავლებელთათვის, ეს პროგრამა შეიძლება სასარგებლო იყოს არამარტო გამოცდილების გაზიარების მხრივ, არამედ ახალი პარტნიორების მოსაძებნად თარჯიმანთა მზარდი ჯგუფებისთვის. ამ მხრივ და იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო პერიოდი განსაზღვრულია, პროგრამა შეიძლება იყოს "ინტერნატურის" მსგავსი, რაც ხშირად სრულ განაკვეთზე დასაქმებით სრულდება სხვა ინდუსტრიებში.


  • 4.2 - რა მითითებები და მოთხოვნებია გათვალისწინებული სწავლებისა და სწავლის პროგრამისთვის?

    სწავლებისა და სწავლის პროგრამისთვის გათვალისწინებული მითითებებისა და მოთხოვნების გასაცნობად, იხილეთ შემდეგი განცხადება.


  • 4.3 - ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება სწავლებისა და სწავლის პროგრამაში?

    პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საიტის წევრებს (სტუდენტებსა და პროფესიონალებს).


  • 4.4 - არის რაიმე მოთხოვნა კვირაში დაწესებული სამუშაო დროის შესახებ, ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის?

    თითოეული წყვილი თვითონ ირჩევს შერსაფერის სამუშაო დროს. ამგვარად, მასწავლებელი თუ მოსწავლე (მოცემული წყვილი) მუშაობს, მონაწილეობს და ა.შ. იმ დროითი განრიგის მიხედვით, რომელიც მათ შეათანხმეს სამთვიანი პროგრამის დაწყებამდე.


  • 4.5 - მაქვს უფლება მყავდეს ერთზე მეტი მასწავლებელი ან მოსწავლე?

    თუ თქვენ ხართ საიტის წევრი (სტუდენტი ან პროფესიონალი), გაქვთ დრო ისწავლოთ ან ასწავლოთ (და თქვენი სხვა მოსწავლე ან მასწავლებელი არაა ამის წინააღმდეგი), შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ორ ასეთ თანამშრომლობაში.


  • 4.6 - სად შემიძლია გავაკეთო ხელმოწერა სწავლებისა და სწავლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

    სწავლებისა და სწავლის პროგრამაზე ხელმოწერის გაკეთება შეგიძლიათ გაცვლების გვერდზე.
    შენიშვნა: სანამ პროგრამაში მონაწილეობას შეუდგებოდნენ, ყველას მოეთხოვება დაეთანხმონ საიტის მხრიდან პასუხიმგებლობის უარყოფის პირობებს.


  • 4.7 - მე ვიპოვნე მასწავლებელი, რომელიც თანახმაა იმუშაოს ჩემთან. ვის უნდა ვაცნობო ამის შესახებ?

    მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი თანამშრომლობა საიტის სამუშაო ჯგუფთან, დახმარების გვერდის საშუალებით.



  • Main - Top




    Request help


    Site documentation



    The member services and support team
    Jared
    Lucia
    Alejandro
    Helen
    Romina
    Yana