Jun 25, 2010 15:13
13 yrs ago
English term

breast cancer

English to Georgian Medical Medical (general) cancer
What is the best and most accurate way to put it in Georgian:
1. მკერდის სიმსივნე
2. მკერდის კიბო
3. სარძევე ჯირკვლის კიბო
I don't agree with the last one because the source does not say "mammary gland", however, if anybody knows what is usually used in medical circles.

Discussion

Maya Gorgoshidze Jun 27, 2010:
მივხვდი, ნატალი, რასაც გულისხმობდი :) "in medical circles" ხშირად იყენებენ ტერმინს "სარძევე ჯირკვლის კიბო" (mammary cancer), მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ხშირად თანხმდებიან ტერმინზე "ძუძუს კიბო", რომ თავიდან აიცილონ უფრო ზოგადი ან უფრო კონკრეტული აზრის გამოხატვა, თუმცა ორივე მათგანი ერთიდაიგივე დაავადებას გამოხატავს. ასე რომ, ყველა მათგანია მიღებული "სამედიცინო წრეებში" ;)
კეთილი სურვილებით,
მაია :)

P.S. ელენეს პასუხი ჩემს პასუხშიც არის და მე არასოდეს მითქვამს, რომ ეს ტერმინი არასწორია.
Natali Slepakova Jun 27, 2010:
აბსოლუტირად გეთანხმებით. მე ვიგულისხმე, რომ სარძევე ჯირკვალი "სწორი სამედიცინო ტერმინია", ხოლო "მკერდის კიბო" უფრო გასაგები და პოპულარული, და არა სამედიცინო.
სწორედ ამიტომ, შეგნებულად არ გავაკეთე თქვენი ან ელენეს პასუხების შეფასება. მგონია, რომ ორივე მართლები ხართ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს და სამიზნე აუდიტორიას.
აქვე დავაკონკრეტებ, mammary gland ლათინური ტერმინია, და არა ინგლისური. დიაგნოზის სარძევე ჯირკვლის კიბოს სწორი ლათინური ფორმაა carcinoma mammae. როგორც ელენემ, აღნიშნა იგი მამაკაცებშიც გვხვდება ისევე, როგორც სარძევე ჯირკვლების სხვა პათოლოგია მაგ., გინეკომასტია. არაკორექტული მგონია, თუ მამაკაცების შემთხვევაში "მკერის კიბოს" გამოვიყენებთ.
ჩემი ჩართვა ამ დიცკუსიაში გამოწვეული იყო ფრაზით
however, if anybody knows what is usually used "in medical circles."
Maya Gorgoshidze Jun 26, 2010:
ნატალი, მგონი ერთიდაიმავეს ვამბობთ... მგონი ერთიდაიმავეს ვამბობთ სხვადასხვა სიტყვებით. ნახე, არანაირი კონტექტი არ წერია იას შეკითხვაში. ამრიგად, არ ვიცით რომელ კონტექსტში იხმარება მოცემული ტერმინი და რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი. იას მხოლოდ ვარიანტების სისწორე აინტერესებდა და არა ერთი კონკრეტული ვარიანტი რომელიმე კონკრეტულ კონტექსტში ან მკითხველის რომელიმე კატეგორიისთვის გათვლილი. მეც ამიტომ დავწერე ყველა შესაძლო ვარიანტი და მივუთითე, რომელი ვარიანტი იქნებოდა სწორი. ალბათ, დამეთანხმები, რომ ეს ყველა ვარიანტი არსებობს და შესაბამის კონტექსტში ყველას გამოყენება შეიძლება (მათ შორის, "მკერდისაც"). მოცემულ კითხვაზე არ შეიძლება გაიცეს პასუხი, რომ მხოლოდ "სარძევე ჯირკვალი" უნდა იქნას გამოყენებული და სხვა ვარიანტები შეცდომაა. სულ ეს არის. სხვათა შორის, ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ breast ყოველთვის არ არის mammary gland, რადგან მკერდი (ან ძუძუ) მხოლოდ ჯირკვლები ან სადინარები არ არის, მაგრამ არა მგონია ამ დონეზე უნდა გართულდეს ეს საკითხი.
Natali Slepakova Jun 26, 2010:
მაია, მე არ მითქვამს, რომ გულმკერდის კიბოს გულისხმობენ. მე ვამბობ, რომ უკეთესია არსებული რერმინით ისარგებლო, ვიდრე იგულისხმო. აზრს, რა თქმა უნდა ყველა მიხვდება ორივე შემთხვევაში. ჩემი ლოგიკით, breast=mammary gland= სარძევე ჯირკვალს, მაგრამ "მკერდი" ყოველთვის არ უდრის ზევით აღნიშნულ სამ ტერმინს. მაგ, ციტატაში "სარძევე ჯირკვლის დვრილისა და დვრილის არის კიბო ცნობილია პეჯეტის დაავადების სახელწოდებით", ჩემი პირადი და სუბიექტური აზრით, ტერმინის "სარძევე ჯირკვალი" ჩანაცვლება "მკერდით" არ იქნებოდა მიზანშეწონილი. ყველამ ვიცით, რომ ფეხი=ქვემო კიდური, მაგრამ სამედიცინო ლიტერატურაში ვერ შეხვდებით ფრაზას "ფეხის დისტალური ნაწილი."მეორეს მხრივ, თუ ინფორმაციის მიწოდება ფართო მასებისთვის გჭირდებათ, ტერმინებით დატვირთვისგან თავის შეკავება აჯობებს, რადგან, დამიჯერეთ, არსებობენ ისესთების, ვისაც ქვემო კიდური ღვიძლი ჰგონიათ.
მოწოდება "დაიცავი თავი მკერდის კიბოსგან" სწორედ ამ ფენაზეა გათვილი.
პატივისცემით,
Maya Gorgoshidze Jun 26, 2010:
ნატალი, მაპატიე, მაგრამ მგონი ჯობს თანამედროვე ტერმინებიც გამოვიყენოთ, თუმც ვერ დაგეთანხმები, რომ ადრე მხოლოდ "სარძევე ჯირკვალს" იყენებდნენ ამ კონტექსტში. მე არ ვაპირებ "ჩემი" პასუხის დაცვას, მაგრამ ამ თემასთან უშუალო შეხება მაქვს, როგორც სპეციალისტს და არა როგორც მხოლოდ თარჯიმანს. დამიჯერე, ყველა ტერმინი ერთნაირადაა მიღებული თანამედროვე მედიცინაში და ყველა სწორია. ოფიციალურ დოკუმენტებში ყველა მათგანს ვწერთ. შეგიძლია ინტერნეტში თვითონ ნახო და დარწმუნდე. არცერთი არაა შეცდომა. მე საერთოდ მიკვირს, რომ ამან ასეთი დისკუსია გამოიწვია. "მკერდის კიბოს" როცა ამბობენ, გულმკერდის წინა კედელს ნამდვილად არ გულისხმობენ. თუ გულმკერდშია რაიმე ავთვისებიანი წარმონაქმნი, "გულმკერდის არეს" მიუთითებენ და არა "მკერდს". ამასთან, თუ ვინმე "breast cancer"–ს "სარძევე ჯირკვლის კიბოდ" თარგმნის, არც ეს იქნება შეცდომა, მიუხედავად იმისა, რომ შენივე ლოგიკით "breast' (მკერდი ან ძუძუ) და "mammary gland" (სარძევე ჯირკვალი) შეიძლება განსხვავებულ ტერმინებად იქნას აღქმული...
Natali Slepakova Jun 26, 2010:
სწორი სამედიცინო ტერმინია მხოლოდ და მხოლოდ "სარძევე ჯიკვალი". ასე გვხვდება მ. გიგინეიშვილის გინეკოლოგიაშიც და ყველა ძველ სამედიცინო ლიტერატურაში. დანარჩენი ვარიანტები ბოლო დროს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, კალკირების შედეგია. რუსულ სამედიცო ენციკლოპედიაშიც არის "молочная железа".
აქვე ავღნიშნავდი, რომ ტერმინი "breast" მხოლოდ სარძევე ჯირკვალს (ძუძუს) ნიშნავს, ხოლო მკერდი, ისევე, როგორც грудь, – ასევე გულმკერდის წინა კედელსაც.
Maya Gorgoshidze Jun 25, 2010:
ია, რაზეა ლაპარაკი. "მკერდის კიბო" კი არა, "ძუძუს კიბოც" კი სამედიცინო ტერმინია. აი, ნახე:
http://medicina.ge/?p=2247
http://www.aversi.ge/main.php?lang=geo&id=1383
და ა.შ. უამრავ ლიტერატურას ნახავ, სადაც ჩემს პასუხში ნახსენები ოთხივე ტერმინია "ოფიციალურ" სამედიცინო ტერმინად გამოყენებული.
Ia Dzamashvili (asker) Jun 25, 2010:
Elene: Do you want to say that "მკერდის კიბო" is a wrong and Breast Cancer means სარძევე ჯირკვლის კიბო?
Elene P. Jun 25, 2010:
why should somebody translate it as 'mammary gland because this is a medical term

Proposed translations

+2
17 mins
Selected

ვარიანტები

1. მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე – მისაღები ვარიანტია
2. მკერდის კიბო – მისაღები ვარიანტია
3. სარძევე ჯირკვლის კიბო – პრინციპში, მისაღები ვარიანტია, რადგან მკერდის და სარძევე ჯირკვლის კიბო ერთიდაიგივეა.
4. ძუძუს კიბო – პირადად მე არ მომწონს, მაგრამ როდესაც სკრინინგი ტარდება, რეკლამებში სწორედ ასე წერენ.

ანუ, შეგიძლია გემოვნების მიხედვით აირჩიო ტერმინი.

P.S. პირადად მე კიბოს პრობლემებზე ვმუშაობ (სხვა სპეციალობაც მაქვს) და ზემოთ ნახსენებ ყველა ტერმინს ვიყენებთ.


--------------------------------------------------
Note added at 43 mins (2010-06-25 15:56:48 GMT)
--------------------------------------------------

If you translate "breast cancer" as "მკერდის კიბო", this will be a very close translation, and it is correct of course. But "breast cancer" is the same disease as "mammary gland cancer" because breast cancer develops in mammary gland. So the meaning is still correct.

--------------------------------------------------
Note added at 1 hr (2010-06-25 16:16:45 GMT)
--------------------------------------------------

ია, არა მგონია შეცდომა იყოს, თუ სიტყვა–სიტყვით არ გადათარგმნი. მეც ყოველთვის ვცდილობ რაც შეიძლება ზუსტი ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ვარიანტის გამოყენება არ შეგიძლია. "breast cancer" შეგიძლია თარგმნო როგორც "მკერდის კიბო", ხოლო "mammary gland cancer" როგორც "სარძევე ჯირკვლის კიბო", პირადად მე ასე მოვიქცეოდი მხოლოდ იმიტომ, რომ დაზღვეული ვიყო შემსწორებლის შენიშვნისგან, რომელმაც შეიძლება ეს ტერმინები განსხვავებული დაავადების აღმნიშვნელად მიიჩნიოს. დაწერე "მკერდის კიბო", ეს ყველაზე ზუსტი თარგმანი იქნება და თან არავის გაუჩნდება შემოდავების სურვილი.
Note from asker:
When English says "breast cancer" why should somebody translate it as 'mammary gland cancer' - this is my problem here. I think the accurate translation should be მკერდის კიბო regardless of whether they mean the same or not.
Peer comment(s):

agree Natalia23
14 hrs
მადლობა, ნატალია :)
agree -Lika- : მეორე პუნქტი უფრო ზოგადი ვარიანტია და ვფიქრობ უფრო ზუსტიცაა.
90 days
მადლობა
Something went wrong...
4 KudoZ points awarded for this answer. Comment: "Selected automatically based on peer agreement."
1 hr

სარძევე ჯირკვლის კიბო

ეს მასეა, ძალიან იშვიათად შეიძლება მამაკაცებშიც აღინიშნებოდეს
Something went wrong...
Term search
  • All of ProZ.com
  • Term search
  • Jobs
  • Forums
  • Multiple search