საიტის წესები
ProZ.com-ის გამოყენების წესები
ქვემოთ მოცემული წესები შედგენილია ProZ.com-ის თარჯიმანთათვის შედეგზე ორიენტირებული და სასიამოვნო ატმოსფეროს მქონე სამუშაო ადგილის უზრუნველსაყოფად და დასაცავად. საიტის გამოყენებით ადასტურებთ, რომ თქვენთვის მისაღებია მისი წესები და დაიცავთ მათ.
კატეგორია
საიტის წესი
1 |
ProZ.com-ის ფორუმები შექმნილია მხოლოდ ProZ.com-ის მიერ შემოფარგლული საკითხების განსახილველად.
სადისკუსიო თემები უნდა მოიცავდეს ლინგვისტურ და მთარგმნელობით მომსახურებებს (წერითი და ზეპირი თარგმანი, ლოკალიზაცია, სუბტიტრები და ა.შ.), ისევე როგორც პროფესიონალ თარჯიმანთათვის საინტერესო საქმიან და ტექნიკურ საკითხებს. დაუშვებელია ლინგვისტური და მთარგმნელობითი საკითხებისაგან, ან შესაბამისი საქმიანობებისგან განსხვავებული თემების გაგზავნა. პოლიტიკური, რელიგიური და სხვა წინააღმდეგობრივი თემები, ან სხვა მომხმარებლებისთვის შეურაცხმყოფელი თემები წაიშლება, მათში გამოხატული მოსაზრებების მიუხედავად. [ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საიტის კომპეტენციის ფარგლები ] |
2 |
სათაური ზედმიწევნით უნდა ასახავდეს შინაარსს და თემა უნდა გაიგზავნოს მისთვის შესაფერის ფორუმზე.
რადგან ProZ.com-ის ფორუმები ძალზე აქტიურია, მათ ყურადღება სჭირდება ამ რესურსის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. ყოველი თემის სათაური რაც შეიძლება ზუსტად უნდა ასახავდეს საკითხის შინაარსს და მასში შეძლებისდაგვარად სრულად უნდა იყოს გადმოცემული თემის დედააზრი. (გთხოვთ შენიშნოთ, რომ არქივების მოწესრიგების მიზნით, მოდერატორებს უფლება აქვთ შეცვალონ თემის სათაური და გადაიტანონ თემა ერთი ფორუმიდან მეორეში. მოდერატორებს არ შეუძლიათ ფორუმის თემის შენაარსის შეცვლა.) |
3 |
ერთი თემა მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გაგზავნოთ.
ნუ გაგზავნით ერთიდაიმავე თემას რამდენჯერმე, ან სხვადასხვა ფორუმებზე. |
4 |
პასუხები არ უნდა იყოს გადახრილი მოცემული თემიდან.
სხვა წევრის მიერ გახსნილ თემაზე პასუხი გაგზავნეთ იმავე თემის მწკრივში. თუ გსურთ განსახილველი საკითხის შეცვლა, აუცილებლად უნდა გახსნათ ახალი თემა. |
5 |
დაუშვებელია სხვათა მოსაზრებებით სპეკულაცია.
ასევე დაუშვებელია უნებართვო კომენტარის გაკეთება ”სხვის მაგივრად” (მაგ., ”ჯეინის აზრით...”). |
6 |
საკითხის განხილვას ვეღარ გააგრძელებთ დაბლოკილ თემაში.
ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფის ან მოდერატორების მიერ დაბლოკილი თემების განხილვა უნდა შეწყდეს. გაგზავნილ შეტყობინებებს ვეღარ შეცვლით შესაბამისი თემის დაბლოკვის შემდეგ. |
7 |
უნდა გამოიყენოთ შესაბამისი ფორუმის ენა.
თითოეული ფორუმისთვის განსაზღვრულია სამუშაო ენა და ძირითადად იგი უნდა იყოს გამოყენებული შეტყობინებების გაგზავნის დროს. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, სამუშაო ენად ინგლისური ითვლება. |
8 |
არ უნდა განიხილოთ კონკრეტული შემკვეთები.
ფორუმებზე დაუშვებელია კომენტარების გაგზავნა კონკრეტული შემკვეთის შესახებ (სახელის, წყაროს, ბმულის ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითებით), მიუხედავად დადებითი თუ უარყოფითი შინაარსისა. (მოცემულ შემკვეთთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილის შესახებ აზრის გამოსათქმელად გამოიყენეთ ProZ.com-ის Blue Board.) |
9 |
ტექსტის განმთავსებელი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას საავტორო უფლების დაცვასთან დაკავშირებით.
აკრძალულია (საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნებით, ან სხვაგვარად დაცული) მასალების ასლების უნებართვოდ გამოყენება. შეგიძლიათ დაბეჭდოთ მხოლოდ ამონარიდები და ბმულები სტატიებზე, თუ არ გაქვთ მიღებული ნებართვა გამომცემლების მხრიდან. ანდა, შეტყობინებაში ნათლად უნდა ჩანდეს, რომ ამგვარი უფლება მიღებული გაქვთ. |
10 |
დაუშვებელია იურიდიული განხილვები.
ProZ.com-ის მიმართ გამოთქმული იურიდიული მოსაზრებები და შენიშვნები ფორუმებზე კი არ უნდა განიხილოთ, არამედ წერილობითი ფორმით უნდა გაგზავნოთ ProZ.com-ის მთავარ ოფისში. |
11 |
გამოიყენეთ საიტის სპეციალიზირებული განყოფილებები.
ნუ გამოიყენებთ ფორუმს იმ საკითხებისთვის, რომელთათვისაც საიტზე სპეციალურადაა მომზადებული განყოფილებები. [საიტის სპეციალური განყოფილებების სია იხილეთ აქ ] |
12 |
დაუშვებელია ფორუმებზე მსჯელობა Certified PRO ქსელში დასაშვებად ჩატარებული გაფილტვრის პროცესის შესახებ.
სამართლიანობის დაცვის თვალსაზრისით, აკრძალულია ფორუმებზე მსჯელობა Certified PRO ქსელისთვის ჩატარებული გაფილტვრის პროცესის შესახებ. ფორუმებზე დაუშვებელია Certified PRO ქსელისთვის გადარჩევის პროცესის პირადი გამოცდილების დეტალების განხილვა, მათ შორის განცხადების მიღებისა და უარყოფის მიზეზების დასახელება. თუ შეკითხვები გაქვთ, მოგვმართეთ დახმარების ბარათით. |
13 |
ProZ.com–ის ღონისძიებებისგან განსხვავებული ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ გამოაცხადოთ მხოლოდ "ლინგვისტთა ღონისძიებებისა და განცხადებების" ფორუმზე.
ერთი ღონისძიების შესახებ შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ერთი განცხადება, ლინგვისტთა ღონისძიებებისა და განცხადებების ფორუმზე. დაუშვებელია დამატებითი განცხადებების გაკეთება (მაგ., "შეხსენება", "ბოლო მოწვევა"). ღონისძიებების შესახებ განცხადება არ უნდა გაკეთდეს სხვა ფორუმებზე. გამონაკლისს წარმოადგენს არაინგლისურენოვანი ან ქვეყნებისთვის განკუთვნილი ფორუმები; შეგიძლიათ ერთი ღონისძიება გამოაცხადოთ ერთხელ, არაინგლისურენოვან ან ქვეყნისთვის განკუთვნილ ფორუმზე (არა როგორც სხვა განცხადების დანამატი, არამედ ღონისძიებებისა და განცხადებების ფორუმზე განთავსების ნაცვლად). |
საიტზე წვდომისა და მისი გამოყენების დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ ზემოთ მოცემული წესები.
წესების დაცვაზემოთ ნახსენები წესების დასაცავად, საიტის ჯგუფის წევრებს და მოდერატორებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები:
* დაუკავშირდნენ საიტის მომხმარებლებს და მიუთითონ კონკრეტულ წესებზე
* უარყონ (წაშალონ ან დამალონ) შეტყობინებები, რომლებშიც ირღვევა საიტის გამოყენების წესი
* ზოგიერთი წესის შესახებ წერილით მიუთითონ საიტის მომხმარებლებს, თუ მათი მოქმედება ეწინააღმდეგება საიტის წესებს.
* დროებით ან მუდმივად შეუწყვიტონ წესების დამრღვევ მომხმარებელს წვდომა საიტის შესაბამის გვერდზე.
* მომხმარებელს შეუწყვიტონ პროფილის ქონის ან წევრობის უფლება (ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს შეუძლია)
მოდერატორები და საიტის სამუშაო ჯგუფი ისევე იცავენ საიტის წესებს და ისევე არიან დაცული ამ წესებით, როგორც საიტის სხვა მომხმარებლები.
საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტა
იშვიათ შემთხვევაში, როდესაც წესების სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი, ProZ.com-ის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეუძლიათ დაუყოვნებლად შეუწყვიტონ პროფილს საიტის გამოყენების უფლება (და წევრობა). ამასთან, საიტის გამოყენების უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევაში, ProZ.com იყენებს "ყვითელი ბარათის / წითელი ბარათის" პოლიტიკას, რომელიც მსგავსია სპორტულ თამაშებში გამოყენებული ყვითელი და წითელი ბარათების წესებისა.
ყვითელი და წითელი ბარათების ჩვენების უფლება მარტო საიტის სამუშაო ჯგუფის წევრებს აქვთ. ბარათზე მითითებულია წესების ნომრები და ბარათის ჩვენების თარიღი. ტერმინები ”ყვითელი ბარათი” და ”წითელი ბარათი” მათი პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება; ელ.ფოსტის გაგზავნის დროს შესაბამისი ტერმინი თემის სტრიქონში გამოჩნდება.
საიტის მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ყვითელ ბარათს, ისევ შეძლებს საიტის გამოყენებას (ზოგჯერ გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ იგი გაფრთხილებულია, რომ წესების დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მას საიტით სარგებლობის უფლება შეუწყდება. პიროვნება, რომლის პროფილს საიტის გამოყენების უფლება შეუწყდება, აღარ დაიშვება ProZ.com-ზე.
შემკვეთებს ეხებათ საიტის გამოყენების შეწყვეტის პირობები.
განმარტება
ზემოთ დასახელებულ რომელიმე წესთან ან წესების დარღვევის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად, შეგიძლიათ გაგზავნოთ დახმარების მოთხოვნა.